Товарищеские матчи в 1981 году

Товарищеские матчи «Динамо» (Тбилиси) в 1981 году

01. **.01. Леселидзе. «Торпедо» (Москва) • 1:2
02. 16.02. Тбилиси. «Черноморец» (Одесса) • 4:4 (3:2)
03. 22.02. Тбилиси. «Спартак» (Москва) • 5:0 (3:0)
04. 26.02. Тбилиси. «Спартак» (Орджоникидзе) • 5:0 (3:0)
05. 13.03. Тбилиси. «Днепр» (Днепропетровск) • 0:1 (0:0)
06.
03.10. Гори. «Дила» (Гори) • 4:0

Статистика и подробности матчей:

01. «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «ТОРПЕДО» (МОСКВА) • 1:2
10-16 января 1981 года. Леселидзе. Поле базы «Динамо».
Судья: ?
«Динамо» : ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, Жвания, ***.
«Торпедо»: ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***.
Голы: ?

ФОТО, ОТЧЕТЫ ПРЕССЫ - ''ლელო'' (''Лело'')

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от января 1981 года:

02. «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «ЧЕРНОМОРЕЦ» (ОДЕССА) • 4:4 (3:2)
16 февраля 1981 года. 16-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 20000 зрителей.
Судья: ?
«Динамо»: Габелия, Костава (Меликия, 46), Хизанишвили (Сванадзе, 68), Хинчагашвили, Муджири, Дараселия, Тавадзе, Сулаквелидзе, Гуцаев, Кипиани, Шенгелия.
«Черноморец»: ***, ***, Плоскина, ***, ***, ***, ***, ***, ***, Шевченко, Горячев.
Голы:
1:0 Шенгелия — 07
1:1 Шевченко — 21
2:1 Шенгелия — 27
3:1 Муджири — 32
3:2 Горячев — 38
3:3 Плоскина — 58 (пен.)
3:4 Шевченко — 67
4:4 Сулаквелидзе — 90
Нереализованный пенальти: Шенгелия (82).

ФОТО, ОТЧЕТЫ ПРЕССЫ - ''ლელო'' (''Лело'')

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 17 февраля 1981 года:

დინამოელთა საკონტროლო მატჩი.
გუშინ თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე გაიმართა საკონტროლო მატჩი ფეხბურთში უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის. თბილისის დინამოელებმა უმასპინძლეს ოდესის “ჩერნომორეცს”.
სეზონის ამ ეტაპზე ყოველ გუნდს თავისი ამოცანა და საზრუნავი აქვს. ოდესელები 20 თებერვალს უნდა ჩაებან საკავშირო თასის გათამაშებაში (მოსკოვის “ლოკომოტივთან”), ამიტომ ეს მატჩი ფაქტიურად ძალთა უკანასკნელი შემოწმებაა მათთვის, თბილისელები კი 4 მარტს ლონდონში თამაშობენ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთ თასზე.
მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან ხელთ აიღეს ინიციატივა და მალე შენგელიამ გახსნა ანგარიში – 1:0.
შუა ტაიმში ოდესელთა ცენტრალურმა თავდამსხმელმა შევჩენკომ კარგად ისარგებლა “დინამოს” მცველთა შეუთანხმებლობით და გაქვითა გოლი, მერე კი შენგელიამ და მუჯირმა ისევ დააწინაურეს თბილისელები – 3:1. შესვენებამდე ოდესელებმა შეამცირეს სხვაობა ანგარიშში – 2:3.
მეორე ტაიმში “ჩერნომორეცი” საგრძნობლად გააქტიურდა. ჯერ პლოსკინამ ზუსტად დაარტყა პენალტი, ხოლო 67–ე წუთზე შევჩენკომ წინ გაიყვანა თავისი გუნდი – 4:3.
მატჩის დასასრულს თბილისელები განუწყვეტლივ უტევდნენ, ბოლო წუთებზე სულაქველიძემ გაათანაბრა ანგარიში, მანამდე კი შენგელიამ ვერ გამოიყენა 11–მეტრიანი.
თბილისის “დინამომ” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გაბელია, კოსტავა (მელიქია), ხიზანიშვილი (სვანაძე), ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია, თავაძე, სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია.
რ. აბაშელი.

03. «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «СПАРТАК» (МОСКВА) • 5:0 (3:0)
22 февраля 1981 года. 16-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина.
Судья: Н.Амирэджиби (Тбилиси).
«Динамо»: Габелия (Имнадзе), Муджири, Чивадзе (к), Меликия, Тавадзе, Дараселия, Сванадзе, Сулаквелидзе, Жвания (Челебадзе), Кипиани, Шенгелия.
«Спартак»: Прудников, Морозов, Мирзоян, Самохин, Романцев, Шавло, Калашников, Швецов, Гаврилов, Черенков, Родионов (Крестененко).
Голы:
1:0 Кипиани — 11
2:0 Шенгелия — 18
3:0 Кипиани — к1т (пен.)
4:0 Жвания — 52
5:0 Челебадзе — 87

ФОТО, ОТЧЕТЫ ПРЕССЫ - ''ლელო'' (''Лело'')

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 24 февраля 1981 года:

ემზადებიან ევროპული ტურნირებისთვის.
თბილისი. ვ.ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 22 თებერვალი.
“დინამო” (თბილისი) – “სპარტაკი” (მოსკოვი) 5:0 (3:0).
“დინამო”: გაბელია (იმნაძე), მუჯირი, ჩივაძე, მელიქია, თავაძე, დარასელია, სვანაძე, სულაქველიძე, ჟვანია (ჩელებაძე), ყიფიანი, შენგელია.
“სპარტაკი”: პრუდნიკოვი, მოროზოვი, მირზოიანი, სამოხინი, რომანცევი, შავლო, კალაშნიკოვი, შვეცოვი, გავრილოვი, ჩერენკოვი, როდიონოვი (კრესტენენკო).
მსაჯი: ნ. ამირეჯიბი (თბილისი).
გასული კვირის საწვრთნელი მატჩის მონაწილეებს სულ მალე, 4 მარტს, ევროპის საკლუბო გათმაშებათა მეოთხედფინალის მეტად საპასუხისმგებლო მატჩები ელით და ახლა ინტენსიურად ემზადებიან. დრო ბევრი აღარ დარჩა, მაგრამ, ვფიქრობთ, იმ შემადგენლობებში, გუნდები რომ ამ საწვრთნელ მატჩში წარდგნენ მაყურებელთა წინაშე, აუცილებლად მოხდება ცვლილებები. ეს განსაკუთრებით ეხება “სპარტაკს”, რომელსაც საკმაო პრობლემები აქვს დაცვის რგოლში, ვერც პრუდნიკოვი იდგა კარში მთლად საიმედოდ. ინდივიდუალური საშემსრულებლო და კოლექტიური ურთიერთმოქმედების თვალსაზრისითაც სპარტაკელთა უკანა ხაზებში ბევრი რამაა მოსაგვარებელი.
დინამოელთა მისამართით მხოლოდ კარგს ვიტყვით. ამ მატჩში გუნდი შეთანხმებულად, მონოლითურად გამოიყურებოდა. დაუზარებლად მუშაობდა უკლებლივ ყველა, გატანილი გოლების გარდა “სპარტაკის” საჯარიმო მოედანზე სხვა მეტად სახიფათო მომენტებიც მრავლად შეიქმნა, იერიშში მონაწილოებას არც მკცველები აკლებდნენ ხელს, რა თქმა უნდა, ჩივაძის აქტიური წინამძღოლობით. გაბელიას დიდი სამუშო არ ჰქონია, მაგრამ ერთ მომენტში მან თითქმის უიმედო ბურთი მოიგერია.
განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ყიფიანის შესანიშნავი თამაში, ორგანიზატორული თვისებები, მაღალი ტექნიკა, ამას გარდა დინემოლებს ღირსეულად აუბა მხარი ქუთისის “ტორპედოდან” ახლახან გადმოსულმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ზაურ სვანაძემ.
მასპინძლებმა მეტოქეს დასაწყისშივე ენერგიულად შეუტიეს, შენგელიას ორჯერ მიეცა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა, მე–11 წუთზე კი მან თავისი შანსი არ გაუშვა ხელიდან – 1:0.
მე–18 წუთზე სპარტაკელთა მცველებმა ელემენტარულ სიტუაციაში ვერ გაითამაშეს ბურთი, მას დაეუფლა იგივე შენგელია და პრუდნიკოვს მეორედ მოუხდა ბურთის გამოტანა ბადიდან – 2:0.
ტაიმის დასასრულს მოსკოველებმა უხეშად ითამაშეს შენგელიას წინააღმდეგ, დაინიშნა 11–მეტრიანი, ყიფიანმა ზუსტად დაარტყა – 3:0.
შესვენების შემდეგ ჟვანიამ ძნელი მდგომარეობიდან, მოტრიალებით დაარტყა კარში, პრუდნიკოვი შეცდა (4:0), ხოლო შემდეგ ჩელებაძემ ცარიელ კარში გაგზავნა მეხუთე ბურთი.
რ. ქორიძე.

04. «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «СПАРТАК» (ОРДЖОНИКИДЗЕ) • 5:0 (3:0)
26 февраля 1981 года. 16-00. Тбилиси. Стадион «Локомотив».
Судья: ?
«Динамо»: Габелия (Имнадзе), Хизанишвили, Чивадзе, Хинчагашвили (Меликия), Муджири, Дараселия, Сванадзе (Тавадзе), Сулаквелидзе (Чилая), Гуцаев, Кипиани (Чкареули), Шенгелия.
«Спартак»: Олейник, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, Зазроев.
Голы:
1:0 Шенгелия
2:0 Дараселия
3:0 Шенгелия
4:0 Шенгелия
5:0 Шенгелия
Нереализованный пенальти: Зазроев (вратарь).

ФОТО, ОТЧЕТЫ ПРЕССЫ - ''ლელო'' (''Лело'')

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 28 февраля 1981 года:

ემზადებიან მეოთხედფინალისათვის.
თბილისის “დინამოს” ფეხბურთელები ენერგიულად ემზადეგბიან ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალური მატჩებისთვის ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედთან”. ამ სამზადისის პროგრამით მათ 26 თებერვალს თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე საკონტროლო მატჩი გამართეს ორჯონიკიძის “სპარტაკთან”.
სპარტაკელებს უკვე პირველ წუთებზე ზედიზედ ორჯერ მოუხდათ თამაშის დაწყება ცენტრიდან. ჯერ შენგელიამ გამოიყენა სვანაძის ზუსტი გადაცემა, ხოლო შემდეგ დარასელიამ ისარგებლა წამით შექმნილი ხელსაყრელი მდგომარეობით და მეორედ აიღო მეტოქის კარი.
შუა ტაიმში მეკარე ოლეინიკმა მესამედ გამოიტანა ბურთი ბადიდან. იგი შენგელიას ანგარიშზეა.
შესვენების შემდეგ შენგელიამ კიდევ ორჯერ გამოიჩინა თავი და დინამოელებმა თავიანთი ეს საწვრთნელი თამაში მოიგეს დიდი ანგარიშით 5:0.
“სპარტაკს” ჰქონდა ერთი ბურთის გაქვითვის შესაძლებლობა, მაგრამ ზაზროევის მიერ დარტყმული პენალტი აიღო მეკარე გაბელიამ.
თბილისის “დინამომ” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გაბელია (იმნაძე), ხიზანიშვილი, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი (მელიქია), მუჯმირი, დარასელია, სვანაძე (თავაძე), სულაქველიძე (ჭილაია), გუცაევი, ყიფიანი (ჩქარეული), შენგელია.

05. «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «ДНЕПР» (ДНЕПРОПЕТРОВСК) • 0:1 (0:0)
13 марта 1981 года. 17-00. Тбилиси. Стадион «Локомотив».
Судья: ?
«Динамо»: Имнадзе, Муджири, Меликия, Дурдиадзе, Андгуладзе, Какилашвили, Чилая, Кикнадзе (Жордания), Чкареули, Цаава, Мешков (Гогричиани).
«Днепр»: ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, Шевченко, ***.
Гол:
0:1 Шевченко

ФОТО, ОТЧЕТЫ ПРЕССЫ - ''ლელო'' (''Лело'')

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 14 марта 1981 года:

ამხანაგური, საწვრთნელი.
გუშინ თბილისის “ლოკომოტივის” სტადიონზე გაიმართა ამხანაგური საწვრთნელი მატჩი თბილისის “დინამოსა” და დნეპროპეტროვსკის “დნეპრის” ფეხბურთლთა შორის.
შეხვედრა დამთავრდა “დნეპრის” გამარჯვებით – 1:0, გოლი მეორე ტაიმში გაიტანა შვჩენკომ.
თბილისის “დინამომ” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: იმნაძე, მუჯირი, მელიქია, დურდიაძე, ანდღულაძე, კაკილაშვილი, ჭილაია, კიკნაძე (ჟორდანია), ჩქარეული, ცავა, მეშკოვი (გოგრიჭიანი).

06. «ДИЛА» (ГОРИ) — «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) • 0:4
3 октября 1981 года. Гори.
Судья: М.Кобиашвили (Гори).
«Дила»: ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***, ***.
«Динамо»: …, Хинчагашвили, Какилашвили, Сванадзе, Джохадзе, Челебадзе.
Голы: Челебадзе — 2, Сванадзе, Джохадзе.

ФОТО, ОТЧЕТЫ ПРЕССЫ - ''ლელო'' (''Лело'')

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 7 октября 1981 года:

დინამოელები გორში.
ამ დღეებში ამხნაგური საწვრთნელი მატჩის გასამართავად გორს ეწვია თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა კოლექტივი. დინამოელთა მეტოქე იყო II ლიგის გუნდი – გორის „დილა“.
მაყურებლებით სავსე ტრიბუნები გულთბილად მიესალმნენ დინამოელებს. მატჩი, რომელსაც სჯიდა გორელი არბიტრი მ. კობიაშვილი, საინტერესო ბრძოლით აღინიშნა და დამთავრდა თბილისელთა გამარჯვებით – 4:0. 2 ბურთი გაიტანა ჩელებაძემ, თითო – სვანაძემ და ჯოხაძემ.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეებს, დინამოელ ფეხბურთელებს შ. ხინჩაგაშვილს, ზ. სვანაძეს და ნ. კაკილაშვილს გადასცეს სამახსოვრო პრიზები.
ი. თევდორაშვილი (ტელეფონით ჩვენი კორ.).