Товарищеские матчи в 1968 году

«Динамо» (Тбилиси) — «Зенит» (Ленинград) 0:1
24 марта 1968 года. 17-00. Тбилиси. Стадион «Динамо».
«Динамо»: Урушадзе, Цховребов, Челидзе, Рехвиашвили (Л. Нодия), Дзодзуашвили, Петриашвили, Кутивадзе, Метревели, Гавашели, Илиади, Кикава
«Зенит»: Шаповаленко, Булавин, Рудий, Наумов, Садырин, Фокин, Вьюн, Погосов, Бурчалкин, Гончаров, Стрепетов (Поляков).
Гол:
0:1 Гончаров — 90

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 26 марта 1968 года:

დაჯილდოვება და… მარცხი.
„დინამო“ (თბილისი) – „ზენიტი“ (ლენინგრადი).
გუშინწინ თბილისის „დინამოს“ თავის მოედანზე საკონტროლო მატჩი ჰქონდა ლენინგრადის „ზენიტთან“. ამ შეხვედრის წინ მოხდა გუნდის წევრთა დაჯილდოვება შარშანდელ საკავშირო ჩემპიონატში მოპოვებული III ადგილისათვის. რესპუბლიკის მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთში, სსრ კავშირის დამსახურებულმა მწვრთნელმა დ. ცომაიამ პრიზები გადასცა ფეხბურთელებს, მინდორზე და ტრიბუნებზეც ერთობ საზეიმო განწყობილება სუფევდა, მაგრამ გავიდა მატჩის 90–ე წუთი და მაყურებლები უკმაყოფილონი ტოვებდნენ სტადიონს: ჩვენმა გუნდმა სუსტად ითამაშა და დამარცხება განიცადა ანგარიშით 0:1. ზენიტელთა თავდამსხმელმა გონჩაროვმა ბოლო წუთზე გაიტანა გოლი და თბილისელებმა თავიანთ წინასასეზონო პასივს კიდევ ერთი წაგება მიუმატეს.
სსრ კავშირის ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი დრო აღარ ჩანდა, ამიტომ თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ, კოლექტივის თითოეულმა წევრმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა გათამაშებას სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ.
თბილისის „დინამომ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ურუშაძე, ცხოვრებოვი, ჭელიძე, რეხვიაშვილი (ლ. ნოდია), ძოძუაშვილი, პეტრიაშვილი, კუტივაძე, მეტრეველი, გავაშელი, ილიადი, ქიქავა; „ზენიტში“ იყვნენ: შაპოვალენკო, ბულავინი, რუდი, ნაუმოვი, სადირინი, ფოკინი, ვიუნი, პოღოსოვი, ბურჩალკინი, გონჩაროვი, სტრეპეტოვი (პოლიაკოვი).