«Жальгирис» (Вильнюс) — «Динамо» (Тбилиси) 0:1 (0:0)

Чемпионат СССР 1988 года. Высшая лига. Матч № 23.
17 сентября 1988 года. 17-00. Вильнюс. Центральный стадион «Жальгирис». Ясно, 15 градусов. 9800 зрителей.
Судьи: В.Лысенко, А.Дегтярев, А.Кафаджи (все — Одесса).
«Жальгирис»: Концявичюс, Панкратьев, Сукристов, Мажейкис, Зданчюс (Бузмаков, 69), Тауткус, Баранаускас, Иванаускас, Якубаускас (к), Расюкас (Балтушникас, 46), Фридрикас.
«Динамо»: Габелия (к), Тетрадзе, Цхададзе, Чедия, Арзиани, Ревишвили (Тедеев, 88), Сванадзе, Цвейба, Цаава, Панцулая, Гогичаишвили.
Гол:
0:1 Гогичаишвили — 84 (пен.)
Предупреждения: Панкратьев, Иванаускас.

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от 20 сентября 1988 года:

ВИЛЬНЮС.
«Жальгирис» (Вильнюс) — «Динамо» (Тбилиси). 0:1 (0:0). Центральный стадион «Жальгирис». 17 сентября. Ясно. 15 градусов. 9800 зрителей.
Судьи В. Лысенко, А. Дегтярев, А. Кафаджи (все — Одесса).
«Жальгирис»: Концявичюс, Панкратьев, Сукристов, Мажейкис, Зданчюс (Бузмаков, 69), Тауткус, Баранаускас, Иванаускас, Якубаускас, Расюкас (Балтушникас, 46), Фридрикас.
«Динамо»: Габелия, Тетрадзе, Цхададзе, Чедия, Арзиани, Ревишвили (Тедеев, 88), Сванадзе, Цвейба, Цаава, Панцулая, Гогичаишвили.
Голы: Гогичаишвили (84, с 11-метрового).
Предупреждены Иванаускас, Панкратьев.
Дублеры — 1:1. Голы: Римкус — у «Жальгириса»; М. Джишкариани — у «Динамо».
До перерыва в матче «Жальгирис» — «Динамо» (Тбилиси), пожалуй, не было событий, заслуживающих особого внимания, рассказывает наш корреспондент Б. Чеканаускас. Вторая же половина встречи прошла в более интересной борьбе. «Жальгирис» долго атаковал, хотя по-настоящему голевых ситуаций у ворот динамовцев создал мало. А штрафная площадь вильнюсцев долгое время оставалась для тбилисцев чем-то вроде заповедной зоны, к которой гости приближались редко. И все же на 83-й минуте Цаава сумел прорваться к воротам, ему в ноги бросился Концявичюс. Динамовец отпустил мяч, потерял равновесие и упал. К всеобщему удивлению, В. Лысенко назначил пенальти, который и решил судьбу матча.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 20 сентября 1988 года:

განვლილ შაბათს გაიმართა სსრ კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩები.
ახლა, როცა უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, ყოველ ტურში არის მეტოქეთა წყვილები, რომლებიც საგანგებო ინტერესს იწვევს. თბილისის „დინამოს“ გულშემატკივართა ყურადღება, რასაკვირველია, ვილნიუსისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ადგილობრივი „ჟალგირისი“ ჩვენს გუნდს ღებულობდა. ამ კონკრეტულ მატჩში რაიმე შეღავათზე ლაპარაკიც ზედმეტია, ვინაიდან ვილნიუსელმა ფეხბურთელებმა კარგად აღებული სტარტის შემდეგ რამდენადმე დათმეს და ახლა პირველი ხუთეულის მიჯნაზე იმყოფებიან. მცირე წარუმატებლობაც და გუნდი ჩამოინაცვლებს იქ, საიდანაც უკვე ძნელია არა მარტო პრიზიორობის, არამედ პირველ ხუთეულში მოხვედრის შესაძლებლობაც. ამდენად, გასაგებია „ჟალგირისი“ რომ არაფერს დათმობდა, მაგრამ გასაგებია დინამოელთ ინტერესებიც, რომლებმაც მას შემდეგ, რაც კოლექტივს სათავეში ჩაუდგნენ სპორტის დამსახურებული ოსტატები დავით ყიფიანი და მურთაზ ხურცილავა, ბევრი რამ გააკეთეს უკუღმა დატრიალებული საქმის წაღმა მოსაბრუნებლად. გუნდი არსებითად მთლიანად გარდაიქმნა. გადასხვაფერდა თმაშიც. შინ თუ სტუმრად აღებული ქულების მეშვეობით დინამოელებმა თანდათან მაღლა აიწიეს და საგრძნობი განსხვავებით დასცილდნენ სახიფათო ზონას, სადაც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში და ჩვენს ფეხბურთელებს ძალზე საპატიო მისია უნდა შეესრულებინათ ზუსტად ისევე, როგორც მაშინ, როცა ისინი ჩემპიონობისა და თასის, ან ევროპული საკლუბო ტურნირის გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თბილისის დინამოელები წარმატებით იბრძვიან საბოლოო მიზნის განხორციელებისთვის და, თუმცა, საკითხი საბოლოოდ ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არაა, „ჟალგირისთან“ ჩატარებული მატჩი და იქ აღებული ქულები დიდად საიმედოა. არც ისაა მხედველობიდან გამოსაშვები, რომ თბილისის „დინამომ“ წლეულს პირველი გამარჯვება მოიპოვა მეტოქის მინდორზე.
ეს ორი ქულა მეტად დაძაბული ბრძოლის შემდეგ ავიღეთ. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში „ჟალგირისი“ უტევდა და, რამდენიმე კონტრშეტევას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, დინამოელები მხოლოდ თავს იცავდნენ.
ვილნიუსელ ფეხბურთელებს არც შესვენების შემდეგ დაუკლიათ ცდა, რათ წარმატებისთვის მიეღწიათ. რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი შეექმნათ ივანაუსკასს, იაკუბაუსკასს, მაგრამ დინამოელთ დაცვითი ხაზები და მეკარე გაბელია წარმატებით უმკლავდებოდნენ სიძნელეებს.
თამაში დასასრულს უახლოვდებოდა. დინამოელები ქულის აღების რეალური პერსპექტივის წინაშე იმყოფებოდნენ. „ჟალგირისთნ“ ასეთი შედეგი ჩვენი გუნდისთვის ურიგო მაჩვენებელი არ იყო, მაგრამ 84-ე წუთზე ვილნიუსელებმა თამაშის წესი დაარღვიეს თავიანთ საჯარიმო მოედანზე და ოდესელმა არბიტრმა ვ. ლისენკომ მათ კარში 11-მეტრიანი დანიშნა. ამ გადამწყვეტ მომენტში დარტყმა გოგიჩაიშვილმა შეასრულა და ბურთი ბადეში აღმოჩნდა — 1:0.
ეს 2 ქულა მეტად მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი გუნდისთვის. ახლა მის წინაშე ახალი პერსპექტივები დაისახა. ყოველ შემთხვევაში, საბედისწერო მე-15 ადგილს უკვე 7 ქულით დავცილდით. დარწმუნებული ვართ დინამოელთ კოლექტივი მიღწეულით არ დაკმაყოფილდება, ახალ გამარჯვებებს მოიპოვებს და უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხიც მხოლოდ უსიამოვნო მოგონებადღა დაგვრჩება.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>