«Спартак» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 3:0 (2:0)

Чемпионат СССР 1988 года. Высшая лига. Матч № 10.
13 мая 1988 года. Москва. Стадион «Динамо». 37000 зрителей.
Судьи: Е.Александров (Ярославль), В.Жабин (Тамбов), В.Ивакин (Новосибирск).
«Спартак»: Дасаев, Суров, Хидиятуллин, Бубнов, Мостовой, Шмаров, Черенков, Родионов, Капустин, Шалимов, Иванов.
«Динамо»: Габелия, Тетрадзе, Э.Тевзадзе, Чедия, Арзиани, Ткебучава (Г.Джишкариани, 46), Сванадзе, Цвейба, Кецбая, Гурули (Коргалидзе, 66), Шенгелия.
Голы:
1:0 Шмаров — 32
2:0 Мостовой — 36
3:0 Родионов — 86

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»), «Заря Востока».
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от 15 мая 1988 года:

МОСКВА.
«Спартак» (Москва) — «Динамо» (Тбилиси). 3:0 (2:0). Стадион «Динамо». 13 мая. Ясно. 15 градусов. 37 000 зрителей.
Судьи Е. Александров (Ярославль), В. Жабин (Тамбов), В. Ивакин (Новосибирск).
«Спартак»: Дасаев, Суров, Капустин. Хидиятуллин, Бубнов, Мостовой, Шалимов, Иванов, Шмаров, Черенков, Родионов.
«Динамо»: Габелия, Тетрадзе, Тевзадзе, Чедия, Арзиани, Ткебучава (Г. Джишкариани. 46), Сванадзе, Цвейба, Кецбая, Гурули (Коргалидзе, 66), Шенгелия.
Голы: Шмаров (32), Мостовой (36), Родионов (86).
Дублеры — 1:0. Гол: Кужлев.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 15 мая 1988 года:

კრიზისი ფრიად სერიოზულია.
18 მაისს მოსკოვის „დინამოს” ცენტრალურ სტადიონზე შედგა სსრ კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის X ტურის კალენდარული მატჩები, ერთმანეთს შეხვდნენ მოსკოვის „სპარტაკი” და თბილისის „დინამო”.
ამ თამაშს ყველანი დიდი ინტერესით მოველოდით და ეს ინტერესი ყველასთვის გასაგებია: მოსკოვის „სპარტაკი” და თბილისის „დინამო” ძველი სპორტული მეტოქეები არიან, მათი შეხვედრები დიდ აუდიტორიას უყრის თავს მოსკოვშიც და თბილისშიც, ისინი საბჭოთა ფეხბურთის ისტორიის დაუვიწყარ ფურცლებადაა ქცეული, ორივე გუნდის შემადგენლობაში მუდამ გამოდიოდნენ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები, დიდი ოსტატები.
ამჯერად, საკავშირო ჩემპიონატის X ტურის ამ მატჩისთვის ჩვენ, თბილისის „დინამოს” გულშემატკივრები, იმ განწყობილებით ვიყავით შემზადებული, რომ გათამაშება მიმდინარეობს, ტური ტურს მისდევს, ერთთავად იმის მოლოდინში ვართ, რომ თბილისის „დინამო” დღეს არა, ხვალ ამოქმედდება როგორც ეს საჭიროა, ითამაშებს თავისი ტრადიციული სიძლიერის შესაბამისად და კვლავ დაიმკვიდრებს ადგილს საბჭოთა ფეხბურთის ავანგარდში.
მაგრამ, როგორც ხედავთ, ტური ტურს კი მისდევს, მაგრამ დინამოელთაგან მათ ქომაგებს წყენისა და გაწბილების მეტი ჯერჯერობით არაფერი გვაქვს. ეს მდგომარეობა ფრიად სავალალო და ამავე დროს დამაფიქრებელია.
შევცდით ყველა ისინი, ვინც წლევანდელი ჩემპიონატის პირველი ორი ტურის შემდეგ ვფიქრობდით, რომ თბილისის „დინამო” თანდათან თავს აღწევს ბოლო წლების მძიმე კრიზისს, აშკარად შევცდით, ვინც ვარაუდობდა, რომ გამოცდილ და ახალგაზრდა ფეხბურთელთა ეს ახლანდელი თავისებური ნაერთი გუნდი რამდენადმე მაინც დამაკმაყოფილებლად გაართმევდა თავს ბოლო ხანებში, გამოკვეთილ მძიმე პრობლემებს. პირველმა ორმა გამარჯვებამ საკუთარ მინდორზე ის არასწორი ილუზია შექმნა, რომ საქმე კარგადაა. გავიდა მცირე დრო და ყველანი ნათლად დავრწმუნდით, რომ კრიზისს გაცილებით უფრო ღრმად აქვს გადგმული ფესვები, ვიდრე ჩვენ ეს შეცდომით მიგვაჩნდა. ამიტომაც კვლავ და კვლავ იმის გამეორება, რომ დინამოელები მონდომებით, ძალ-ღონის დაუზოგავად იბრძვიან, არა თუ არ შველის საქმეს, არამედ, პირიქით, სულ უფრო ნათლად და ცხადად წარმოგვიდგენს კოლექტივში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას. ფაქტია: როცა მოინდომებ და მაინც ვერ იმარჯვებს, ეს გამოკვეთილად ხაზს უსვამს ფეხბურთელთა დაბალ ოსტატობას, ელემენტარულ სპორტულ უუნარობას და ოდესღაც უმაღლესი კლასის ოსტატობით აღსავსე ჩვენი გუნდიც ამჟამად უმაღლესი ლიგის საშუალო დონესაც ჩამორჩება. მოინდომო და ვერ შეძლო _ ეს ნიშნავს, რომ სუსტი ხარ, სუსტებს კი ძლიერები მუდამ უგებენ, უგებენ ყველგან, სტუმრადაც და შინაც.
ეს კონცეფცია, რომ საბრძოლველად მომზადებული ვართ და ენერგიასა და მონდომებას არ ვიშურვებთ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გვიშველის უმძიმესი კრიზისისგან თავის დასაღწევად. ოსტატობა და მხოლოდ ოსტატობა სჭირდება ფეხბურთელს, რომ საკავშირო ჩემპიონატის უმძიმეს მატჩებში გადაჭრას რთული პრობლემები.
ყველაფერ ამას გულშემატკივარი ცხადად ხედავს და რაც არ უნდა კეთილად იყოს განწყობილი ჩვენი გუნდის მიმართ, მაინც თავს ვერ დააღწევს იმ აუცილებელ რეალობას რომ საჭიროა ინდივიდუალური საშემსრულებლო ოსტატობის ამაღლება და საერთო გუნდური ტაქტიკური კვალიფიკაციის სრულყოფა. როგორც ხედავთ, მეათე ტურისთვის საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენი მეტოქეები სულ იოლად, ძალების ზედმეტი დაძაბვის გარეშე გვიგებენ და თბილისის „დინამო” ქულების მოსაპოვებელი საბადოს გარდა იმ ობიექტადაც იქცა, რომ მასთან დიდი ანგარიშით გამარჯვებასაც ადვილად აღწევენ.
სწორედ ასე იოლად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე დაამარცხა მოსკოვის „სპარტაკმა” თბილისის „დინამო” 13 მაისს და დაამარცხა იმიტომ, რომ დინამოელებს საფეხბურთო ოსტატობა აკლდათ, ტაქტიკური ხასიათის შეცდომებიც საკმარისზე მეტი ჰქონდათ, მის თამაშში არ იგრძნობა რაიმე იდეა, გეგმიანი კომბინაციური ჩანასახი.
მატჩის დასაწყისში რამდენადმე მაინც გამოკვეთილი უპირატესობა არც ერთ მხარეს არა ჰქონია, მაგრამ საკმარისი გახდა 32-ე წუთზე სპარტაკელებს ბურთი გაეტანათ და მას შემდეგ მასპინძლები მინდვრის სრული ბატონ-პატრონნი გახდნენ, ამ მომენტში მოსკოველები მარცხენა ფრთიდან უტევდნენ და მარჯვნივ ჩააწოდეს ბურთი. შმაროვი აქ რამდენადმე ჩამორჩებოდა თბილისელთა მცველს, მაგრამ მან სწრაფი ბიძგით სულ იოლად გაასწრო მეტოქეს, მეკარის პირისპირ აღმოჩნდა და ბურთიც გაიტანა. 36-ე წუთზე სპარტაკელები კვლავ უტევდნენ, დინამოელთა მცველებმა თავიანთი კარისაკენ ღრმად დაიხიეს და უმეთვალყურეოდ დატოვეს მოსტოვოი, რომელიც ბურთს ფლობდა. სპარტაკელმაც გამოიყენა შექმნილი სიტუაცია და 25 მეტრიდან მეორე ბურთი გაიტანა „დინამოს” კარში.
სპარტაკელთა ასეთივე ტაქტიკური უპირატესობის შედეგი იყო მესამე გოლიც. თამაშის დამთავრებას 4 წუთი აკლდა, შმაროვი შეიჭრა დინამოელთა საჯარიმო მოედანზე. კართან დაკიდა ბურთი, აქ როდიონოვს არავინ მეურვეობდა და ამ უკანასკნელმაც მესამედ მოათავსა ბურთი მეტოქის კარში — 3:0.
ვიმეორებთ, სპარტაკელთა გამარჯვება სრული, უაპელაციო და საკმაოდ იოლი იყო და რომ მეკარე გაბელია არა, უდავოდ, ანგარიში გაცილებით მეტი იქნებოდა.
რა უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენ, გულშემატკივრებმა, ფეხბურთის მოყვარულებმა სადღეისოდ შექმნილ ვითარებაში? ბუნებივია, მოველით, რომ თბილისის „დინამოს” ხელმძღვანელობა საჯარო საინფორმაციო საშუალებათა მეშვეობით წარსდგება გულშემატკივართა წინაშე და დაუფარავად, საქმიანად განუმარტავს თუ რატომაა, რომ ჩვენი გუნდი შინ თუ სტუმრად მარცხდება საკავშირო ჩემპიონატის უმნიშვნელოვანეს მატჩებში. დინამოელთა ხელმძღვანელებმა ისიც უნდა აგვიხსნან, თუ რატომ მოხდა, რომ მოსკოვის „სპარტაკთან” ამ მეტად სერიოზული მატჩის წინ სსრ კავშირის ფეხბურთის ფედერაციის თასის მატჩში დონეცკის „შახტიორთან” გაგზავნეს დუბლიორთა შემადგენლობა, ძირითადმა გუნდმა კი ამ დროს რაღაც გაუგებარი საწვრთნელი მატჩი ამჯობინა დუშეთში ადგილობრივ „არაგვთან” და მოუგო საქართველოს პირველობის მეორე ჯგუფის მონაწილე გუნდს. საფეხბურთო კანონია, რომ ძნელი და საპასუხისმგებლო მატჩების წინ გუნდი მაღალ დონეზე უნდა ემზადებოდეს და ძლიერ მეტოქეებთან შეამოწმოს, დახვეწოს თავისი ძალები, საბრძოლო ფორმაში იყოლიოს სწორედ ის ფეხბურთელები, რომლებიც გადამწყვეტ მატჩებში აპირებენ თამაშს. აქ კი ამგვარი პარადოქსი: დუბლიორებმა დონეცკში იბრძოლეს „შახტიორთან”, ძირითადი შემადგენლობა კი დუშეთში გაემგზავრა „არაგვთან” სათამაშოდ (?).
შეიძლება ეს წვრილმანია და თბილისის „დინამოს” მწვრთნელებს თავიანთი გეგმა ჰქონდათ, მაგრამ მათი მოსაზრებები უნდა ვიცოდეთ ჩვენც, ვინც ასე მტკივნეულად განიცდის თბილისის „დინამოს” წარუმატებლობებს. თუ შარშანდელის მსგავსად საქმე ასე მივუშვით, კვლავ პირველ ლიგაში გადასვლის „ბეწვის ხიდზე” მოგვიწევს სიარული, კვლავ მომლოდინე თვალით უნდა ვუყუროთ „კაირატს”, „ნეფთჩის”, „მეტალისტს” ან სხვა აუტსაიდერებს და მათი მარცხის წყალობით ვიფიქროთ იმ ადგილის შენარჩუნებაზე, რომელიც დიდი ხნის წინ, 1936 წელს მოიპოვეს ჩვენმა ძველმა ოსტატებმა.
სიძნელეების წინაშე თვალის დახუჭვა, მათი მიჩქმალვა კიდევ უფრო გაართულებს საქმეს. თბილისის „დინამო”, მისი ფეხბურთელები, მწვრთნელები და ჩვენი გულშემატკივრები ერთიანად უნდა მობილიზებული ვიყოთ, რათა კოლექტიური ძალით, ერთიანი მონდომებით და ძალისხმევით დავაღწიოთ თავი მძიმე კრიზისის ულმობელ მარწუხებს. ფეხბურთის ისტორიამ არაერთი შემთხვევა იცის, როცა გუნდმა ერთხელ დაკარგა თავისი პოზიციები და მერე ვეღარ აღიდგინა ისინი. ყველანი უნდა შევეცადოთ, რომ თბილისის „დინამოს” ასეთი რამ არ მოუვიდეს.
„ლელოს” ფეხბურთის განყოფილება.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 14 мая 1988 года:

НЕУДАЧА В МОСКВЕ.
В Москве, на стадионе «Динамо», проведён очередной матч чемпионата СССР по футболу среди команд высшей лиги. Местный «Спартак» принимали тбилисское «Динамо».
Первые минуты матча про ходили с некоторым преимуществом гостей. Спустя короткое время после начала игры они создали острый момент у ворот москвичей. Шенгелия, пройдя по правому краю, сделал передачу в центр, но нерасторопность его товарищей по команде не позволила открыть счёт. На девятой минуте тбилисцы вновь могли поразить ворота соперников, но мяч прошёл мимо цели.
А затем настала очередь спартаковцев, и свои возможности они использовали чётко. На 32-й минуте счёт открыл Шмаров, забивший с близкого расстояния, а там через четыре минуты Мостовой неожиданно пробил по воротам с дальнего расстояния, и Габелия оказался неготовым к приёму мяча. 2:0.
Вторая половина матча же началась атаками хозяев поля. По воротам тбилисцев били Мостовой, Черенков, другие. В свою очередь, динамовцы Шенгелия и Гуцаев не смогли реализовать оставшиеся возможности, когда на стадионе прозвучал гонг, в ворота гостей влетел ещё один мяч. Это Шмаров точно передал мяч Родненку, который послал его головой в цель — 3:0.
Динамовцы потерпели ещё одно поражение.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>