«Локомотив» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 2:1 (0:1)

Чемпионат СССР 1988 года. Высшая лига. Матч № 04.
28 марта 1988 года. 18-30. Москва. Стадион ЛФК ЦСКА. 4000 зрителей.
Судьи: П.Кобичик (Черновцы), Г.Ильяков (Симферополь), Е.Школа (Луцк).
«Локомотив»: Черчесов, Соловцов, Горлукович, Базулев, Калайчев (Милешкин, 85), Горьков, Атаулин, Галлагберов, Гуринович (Мазурин, 62), Русяев, Дозморов.
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Тарба, Цвейба (Чедия, 52), Арзиани, Ревишвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Ткебучава (Панцулая, 61), Гурули, Г.Джишкариани.
Голы:
0:1 Гурули — 12 (пен.)
1:1 Русяев — 46
2:1 Русяев — 74

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.

Газета «Советский спорт» (Москва) от 29 марта 1988 года:

МОСКВА.
«Локомотив» (Москва) — «динамо» (Тбилиси). 2:1 (0:1).
ЛФК ЦСКА. 28 марта. 4000 зрителей.
Судьи П. Кобичик (Черновцы), Г. Ильяков (Симферополь). Е. Школа (Луцк).
«Локомотив»: Черчесов, Соловцов, Горлукович, Базулев, Калаичев (Милешкин, 85), Горьков, Атаулин, Галлакберов, Гуринович (Мазурин, 62), Русяев, Дозморов.
«Динамо» (Тбилиси): Габелия, Кеташвили, Тарба, Цвейба (Чедия, 52), Арзиани, Ревишвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Ткебучава, (Панцулая, 61), Гурули. Г.Джишкариани.
Голы: Гурули (12, с пенальти), Русяев (46, 74).
Дублеры — 5:1. Голы: у «Локомотива» — Абрамзон (2), Мазурин (2), Шульгин: у «Динамо» — Цхададзе.
До последней минуты игры и тбилисские динамовцы, и «Локомотив» отчаянно боролись за победу, доставляя своей игрой несомненное удовольствие зрителям. Подчас обе команды действовали не совсем точно при организации атак, ошибались в передачах и ударах по воротам, но упрекнуть в желании бороться за каждый мяч их было нельзя. Тбилисцы открыли счет с пенальти и весь первый тайм затем пытались удержать перевес в счете.
Едва начался второй тайм, как нападающий «Локомотива» Русяев, красиво обыграв защитника тбилисцев Тарбу, сравнял счет. Тут уж оживились гости и в одной из атак едва не провели второй мяч. Джишкариани со штрафного сильно пробил по воротам, но мяч отразила перекладина. Последовала ответная атака «Локомотива», и вновь отличился Русяев. Он головой нанес точный удар по воротам и вывел вперед свою команду— 2:1.
А. ВЛАДЫКИН.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 29 марта 1988 года:

IV ტურის მატჩები.
,,ლოკომოტივი” (მოსკოვი) — ,,დინამო” (თბილისი) 2:1 (0:1).
მოსკოვი. ცსკა-ს დახურული სპორტკომპლექსი. 28 მარტი.
,,ლოკომოტივი”: ჩერჩესოვი, სოლოვცოვი, გორლუკოვიჩი, ბაზულევი, კალაიჩევი (მილეშკინი 85), გორკოვი, ატაულინი, გალაკბეროვი, გურინოვიჩი (მაზურინი, 62), რუსიაევი, დოზმოროვი.
,,დინამო”: გაბელია, კეტაშვილი, თარბა, ცვეიბა (ჭედია 62), არზიანი, რევიშვილი, სვანიძე, სულაქველიძე, ტყებუჩავა (ფანცულაია, 61), გურული, გ. ჯიშკარიანი.
მსაჯი პ. კობიჩი (ჩერნოვცი)
დუბლიორები – 5:1 დინამოელთაგან ბურთი გაიტანა ცხადაძემ.
მოსკოვის ,,ლოკომოტივი” უმაღლეს ლიგაში უკანასკნელად 1980 წელს გამოდიოდა, დინამოელებმა იმ წელს მოსკოველებთან ორ წრეში 3 ქულა აიღეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს დიდი ხნის წინ იყო და ამ თავისებურ ,,არქეოლოგიურ” მატჩებს დღევანდელობასთან მცირე რამ თუ აკავშირებს. დღეს ,,დინამოც” სულ სხვა გუნდია და ,,ლოკომოტივიც”, ამიტომაც ორივე მათგანს მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი რეალობის თვალსაზრისით უნდა შევუდგეთ.
თბილისის ,,დინამოს” წლეულს ყველანი იმედის თვალით შევყურებთ და გუნდის განახლებაზეც თამამად ვლაპარაკობთ. ბოლო წლების აშკარად ჩავარდნის შემდეგ ჩვენი გუნდის საბრძოლო შემადგენლობაში საგრძნობი ცვლილებები მოხდა, დაწინაურდნენ ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელები და სასიკეთო განახლების პერსპექტივები საფუძვლიანად განამტკიცა მიმდინარე ჩემპიონატის პირველმა ორმა მატჩმა, სადაც დინამოელებმა საკუთარ მინდორზე ორი გამარჯვება მოიპოვეს.
მაგრამ თბილისის ,,დინამო”, ისევე როგორც სხვები, მარტო შინ როდი თამაშობს. მას სტუმრადაც უწევს ბრძოლა და, აი სტუმრად ზედიზედ ორი თამაში წავაგეთ ლენინგრადში ,,ზენიტთან” და მოსკოვში ,,ლოკომოტივთან”.
რა შეიძლება ითქვას მეტოქეთა მინდვრებზე ჩატარებული ამ ორი მატჩის შესახებ? უპირველეს ყოვლისა ის, რომ ლენინგრადშიც და მოსკოვშიც დახურული დარბაზის ხელოვნურსაფარიან მინდორზე მოგვიწია თამაშმა, ფეხბურთში გაგებული კაცი კი იოლად დაგვერწმუნები, რომ ხელოვნური საფარი და ბუნებრივი ბალახის გაზონი დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან, თვით დახურული დარბაზის ატმოსფეროშიც სრულიად უცხოა შეუჩვეველი გუნდისთვის. ამ მოსაზრების ოპონენტებს ის შეუძლიათ გვითხრან, რომ მეტოქე გუნდები დახურულ დარბაზში თანაბარ პირობებში იმყოფებიან, ამდენად ჩივილი ზამთრის სპორტკომპლექსების სპეციფიკაზე ამ შემთხვევაში მიუღებელი არგუმენტია, იგი მხოლოდ თავის გასამართლებლად არის მოშველიებულიო. მაგრამ, ეს მთლად ასე არ არის. ზოგიერთი გუნდი ეჩვევა ,,დახურულ” ატმოსფეროს, ზოგისთვის კი იგი მაინც უცხო, იშვიათ ხილად რჩება.
საინტერესოა ერთი რამ: უმაღლესი ლიგის საკავშირო კალენდარი ვიღაცამ ისე დაგეგმა, რომ სუსხიანი მარტის პირველ რიცხვებში სსრ კავშირის ჩემპიონატის უმნიშვნელოვანესი მატჩები ჩართო, ხოლო მომდევნო პერიოდში, როცა მთელს ჩვენს ქვეყანაში, ჩრდილოეთშიც კი, გაზაფხული შედის ძალაში და სითბო მატულობს. კალენდრის უძვირფასესი დრო ფეხბურთის საკავშირო ფედერაციის თასს დაუთმო(?!). განა ეს ლოგიკურია, რომ პირველხარისხოვანი შეჯიბრების დიდმნიშვნელოვანი მატჩები მარტის თოვლ-ჭყაპსა და ხელოვნურ საფარზე ჩატარდეს, ხოლო ფედერაციის თასის მესამეხარისხოვანი თამაშები კი აპრილისა და მაისის აბიბინებულ ბალახზე? თუ სეზონის გახანგრძლივებაზეა ლაპარაკი, რაც ფრიად საჭირო ამბავი გახლავთ, საკავშირო ღონისძიებები უნდა დავიწყოთ ფედერაციის თასის გათამაშებით, ხოლო უმთავრეს შეჯიბრებას, საკავშირო ჩემპიონატს, შევუდგეთ ცოტა მოგვიანებით, ე.ი. სულ უბრალოდ: ფედერაციის თასის მატჩები დაიგეგმოს მარტში, ხოლო ოქროს მედლებისთვის გამართული ბრძოლა კი მაისში. ალბათ, მოვა დრო, როცა კალენდრის ,,ავტორები” გაითვალისწინებენ ამ ყველასათვის ცხად და გასაგებ ამბავს.
მაგრამ რა ვუყოთ ლენინგრადში და მოსკოვში წაგებულ მატჩებს? ობიექტური თუ სუბიექტური არგუმენტების მოშველიება რას მოგვცემს, როცა სტუმრად ჩატარებული ორი მატჩიდან შინ ვერც ერთი ქულა ვერ ჩამოვიტანეთ! უმთავრესი მიზეზი იმაში უნდა ვეძიოთ, რომ ახლანდელი ცხადი და აშკარა პროგრესის მიუხედავად ჩვენი გუნდი ჯერ კიდევ ვერ მომაგრდა, ვერ მომძლავრდა იმდენად, რომ თავის ძველ სტანდარტებს გაუტოლდეს და მყარად დადგეს ორივე ფეხზე. ჯერ კიდევ მაშინ, როცა თბილისში პირველი ორი მატჩი მოვიგეთ, კრიტიკის თვალით ვუთვალთვალებდით ჩვენს ცალკეულ ფეხბურთელებს. საიდუმლო არაა და ამის დამალვა არც მოგვცემს ხელს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი თბილისის ,,დინამოს” ნახევარდაცვის რგოლში, რომ ხშირია მცველთა გაუმართლებელი შეცდომები, რომ ყოველი კონკრეტული მატჩის ცალკეულ მონაკვეთში გუნდი მკვეთრად უკლებს ტემპს, ირღვევა საერთო ურთიერთმოქმედება, თავს იჩენს უხეირო თამაშის ძველი რეციდივები. სამართლიანი პრეტენზიები გვაქვს გუნდის ცალკეულ მოთამაშეთა სანებისყოფო თვისებების მიმართაც: ლენინგრადის ,,ზენიტთან” ძნელი მატჩის ერთ პერიოდში ანგარიში გავათანაბრეთ, მერე კი დავთმეთ თამაში, მოსკოვის ,,ლოკომოტივთან” პირველი ტაიმი მოვიგეთ, მაგრამ შემდეგ მეტოქეს გადავაბარეთ ინიციატივა. ჯერ კიდევ ცხადად შესამჩნევია, რომ თბილისის ,,დინამო” მეტოქის მინდორზე შებორკილად, უინიციატივოდ თამაშობს, ასეთ ვითარებაში კი დიდ წარმატებებზე ფიქრი შეუძლებელია საქმეა.
ისევე როგორც ლენინგრადში, მოსკოვის ,,ლოკომოტივთანაც” დინამოელებს ურიგოდ არ უთამაშიათ, ამიტომაც, საპანიკო, ჩვენი აზრით, არაფერი გვაქვს. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი გულდასმით ანალიზს გაუკეთებენ თითოეულ შეცდომას, ყოველნაირად შეეცდებიან შემდგომ საპასუხისმგებლო მატჩებში, კერძოდ, მოსკოვის ,,დინამოსთან”, გამოასწორონ ისინი.
შეგვეძლო თუ არა თავიდან აგვეცილებინა დამარცხება ,,ლოკომოტივთან”, როცა პირველი ბურთი ჩვენ გავიტანეთ და შემდგომშიც რამდენიმე მეტად სახიფათო მომენტი შევქმენით მასპინძელთა კართან (ძელმა ორჯერ იხსნა ,,ლოკომოტივი” აშკარა გოლისგან), მაგრამ საკმარისი გახდა მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეუთანხმებლად, ეთამაშათ ჩვენს მცველსა და მეკარეს, რომ რუსიაევმა მოასწრო თავს ზემოთ გადაეგდო ბურთი გაბელიასთვის და ანგარიშიც გათანაბრდა. 74-ე წუთზე ,,დინამოს” მცველებმა კვლავ უზუსტოდ ითამაშეს და რუსიაევს შესაძლებლობა მიეცა მეორედ გაეგზავნა ბურთი კარში. თბილისელები კი გურულის მიერ მე-12 წუთზე პენალტით გატანილ ერთადერთ გოლს დასჯერდნენ.
მატჩის მეორე დღეს რედაქციაში გვირეკავდნენ, ბევრმა კრიტიკული შენიშვნებით აღსავსე წერილიც მოიტანა იმის თაობაზე, რომ ჩვენი გუნდის 4-ქულიან სასტარტო აქტივს ასეთივე 4-ქულიანი პასივი მოჰყვა. გულშემატკივრები სამართლიანად მოითხოვენ ახნსა-განმარტებას.
ფეხბურთს ასეთი დაუწერელი კანონი აქვს: გულშემატკივარი მუდამ მართალია. შეიძლება ითქვას, იგი ახლაც მართალია, როცა პირველი ორი გამარჯვების შემდგომი მარცხის მიზეზების სათავეს ეძებს, მაგრამ, ვფიქრობთ, ყველა, თუნდაც ყველაზე უფრო კრიტიკულად განწყობილი კაციც დაგვეთანხმება, რომ იმ რთულ გარდაქმნას, რომელსაც ამჟამად ჩვენი გუნდი განიცდის, ასე უცბად არ შეიძლება მოჰყვეს ასპროცენტიანი წარმატება. შესაძლოა ჯერ კიდევ გვექნეს ჩავარდნილი მატჩები, წაგებასაც საკმარისად მოვესწრებით, მაგრამ იმედის გადასაწურავი საბაბი ჯერ არაფერი გვაქვს. თბილისის ,,დინამო” ეძიებს თავის თამაშს, ახალგაზრდებიც და ვეტერანებიც თავგამოდებით იბრძვიან და ეჭვი არაა, ყოველივე ამას მალე მოჰყვება გამართული, სტაბილური, ხარისხიანი თამაში, მთავარია რწმენა არ დავკარგოთ და საიმედოდ ვედგათ გვერდში ჩვენს გუნდს, გვწამდეს მისი, გვჯეროდეს იმ ახალგაზრდებისა, რომლებმაც კვლავ უნდა დაუბრუნონ თბილისის ,,დინამოს” ადრინდელი სიძლიერე.
,,ლელოს” ფეხბურთის განყოფილება.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>