«Днепр» (Днепропетровск) — «Динамо» (Тбилиси) 0:0

Чемпионат СССР 1988 года. Высшая лига. Матч № 18.
13 августа 1988 года. 19-00. Днепропетровск. Стадион «Метеор». 30 градусов. 28000 зрителей.
Судьи: С.Хусаинов, С.Зуев, А.Барышников (все — Москва).
«Днепр»: Городов, Башкиров, Вишневский, Шквырин (Евтушенко, 68), Сорокалет, Кудрицкий, Багмут, Чередник, Шох (к) (Сон, 55), Лютый, Шахов.
«Динамо»: Габелия (к), Кеташвили, Цхададзе, Чедия, (Цаава, 60), Арзиани, Ревишвили, Сванадзе, Сулаквелидзе (Апциаури, 76), Цвейба, Панцулая, Гогичаишвили.
Предупреждения: Лютый, Вишневский, Габелия, Цхададзе, Чедия.

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»), «Заря Востока».
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от 16 августа 1988 года:

ДНЕПРОПЕТРОВСК.
«Днепр» (Днепропетровск) — «Динамо» (Тбилиси). 0:0.
Стадион «Метеор». 13 августа, 30 градусов, 28 000 зрителей.
Судьи С. Хусаинов, С. Зуев, А. Барышников (все — Москва).
«Днепр»: Городов, Башкиров, Вишневский, Шквырин (Евтушенко, 68), Сорокалет, Кудрицкий, Багмут, Чередник, Шох (Сон, 55), Лютый, Шахов.
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Цхададзе, Чедия, (Цаава, 60), Арзиани, Ревишвили, Сванадзе, Сулаквелидзе (Апциаури, 76), Цвейба, Панцулая, Гогичаишвили.
Предупреждены Габелия, Чедия, Цхададзе («Динамо»); Лютый, Вишневский («Днепр»).
Дублеры — 1:1, Голы: Таран («Днепр»), Тедеев («Динамо»).
В матче с «Днепром» вратарь тбилисцев Габелия вступил в игру уже на первой минуте матча, ликвидируя опасный проход Шквырина и затем уже всю игру не знал передышки, сообщают наши корреспонденты из Днепропетровска В. Кривопальцев и Я. Новак. Мастерство вратаря гостей, выходившего сухим из, казалось бы, безвыходных ситуаций, и четкая игра в обороне позволили динамовцам свести встречу к ничейному результату. Днепропетровцы весь матч владели инициативой, атаковали беспрерывно, но на этот раз успеха им добиться не удалось.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 16 августа 1988 года:

„დნეპრი“ (დნეპროპეტროვსკი) – „დინამო“ (თბილისი) – (0:0).
დნეპროპეტროვსკი, „მეტეორის“ სტადიონი. 13 აგვისტო.
„დნეპრი“: გოროდოვი, ბაშკიროვი, ვიშნევსკი, შკვირინი (ევტუშენკო), სოროკალეტი, კუდრიცკი, ბაგმუტი, ჩერედნიკი, შოხი (სონი), ლიუტი, შახოვი.
„დინამო“: გაბელია, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია (ცაავა), არზიანი, რევიშვილი, სვანაძე, სულაქველიძე (აფციაური), ცვეიბა, ფანცულაია, გოგიჩაიშვილი.
მსაჯი ს. ჰუსაინოვი (მოსკოვი).
გააფრთხილეს ჭედია, ცხადაძე, გაბელია, ვიშნევსკი.
დუბლიორები — 1:1. დინამოელთაგან ბურთი გაიტანა თედეევმა.
ლიდერისა და აუტსაიდერის ამ მატჩში რაიმე კომპრომისზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. „დნეპრმა“ თვის მინდორზე თავგამოდებით იბრძოლა სალიდერო პოზიციების შესანარჩუნებლად. ასეთივე თავგანწირვით ითამაშეს დინამოელებმაც, რომელთათვისაც ყოველ მატჩს, თითოეულ ქულას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად არანაკლები თავგამოდებით იბრძვიან. განსხვავება აქ მხოლოდ თამაშის კლასშია, თორემ ძალების მობილიზება ორივეს მაქსიმალური აქვს.
წლევანდელ ჩემპიონატში „დნეპრის“ წარმატებები უნიკალურ მოვლენად მიგვაჩნია, რადგან გუნდიდან წავიდნენ წამყვანი ფეხბურთელები. რამდენიმე სხვა მოთამაშე დაშავდა და საკმაო ხნით გამოეთიშა შემადგენლობას, მაგრამ, როგორც ხედავთ, „დნეპრი“ მტკიცედ დგას იმ სიმაღლეებზე, სადაც ჩემპიონობისთვის თუ არა, ბრძოლა საპრიზო ადგილებისთვის მაინც მიმდინარეობს. დნეპროპეტროვსკელთა ეს წარმატება ნიშნავს, რომ გუნდს სათადარიგო მოთამაშეთა საიმედო და გრძელი სკამი აქვს. გარდა ამისა, მათ, ვინც ლიდერები შეცვალა, ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ კოლექტივს ეს დანაკლისი არ დასტყობოდა. ამიტომაც „დნეპრთან“ თამაში, და ისიც, მის მინდორზე, ძალზე ძნელია.
ეს სიძნელე ცხადად იგრძნობოდა თბილისის დინამოელთათვის, რომლებიც ამ მატჩისთვის უმძიმეს სატურნირო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. და წარმატებით უნდა ეთამაშათ მეტოქის მინდორზე 51-ე ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან. ამოცანა, მოგეხსენებათ, ძალზე რთულია და რახან თბილისელებმა მიზანს მიაღწიეს და ერთი ქულა აიღეს, ეს დიდ შენაძენად შეგვიძლია ჩავთვალოთ ახლა, როცა აუტსაიდერთა რიგებში ასეთი შეუპოვარი ბრძოლაა. სულ ორიოდე ტურის წინ დონეცკის „შახტიორი“ პირველ ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი იყო, ახლა კი, რამდენიმე მატჩის წარმატებით ჩატარების შემდეგ, დონეცკელთა გუნდმა პირველ ათეულს მიაღწია. ასეთივე პერსპექტივაა ჩვენი გუნდის წინაშეც. ამიტომაც ხელიდან არ უნდა გავუშვათ არც ერთი, თუნდაც სულ უმცირესი შესაძლებლობა, რათა თავი დავარწიოთ სახიფათო ზონას.
თვით ეს განვლილი თამაშიც უმძიმესი გამოცდა იყო დინამოელთათვის. მათ არა მარტო გაუძლეს ამ გამოცდას, კოლექტიური, ენერგიული, შეთანხმებული თამაშით მედგარი წინააღმდეგობაც გაუწიეს მეტოქეს. ყოველ შემთხვევაში, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში აქტიურად იბრძოლეს და მასპინძელთა კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. ცნობილია, რომ თბილისის „დინამო“ ამჟამად ყოველი მატჩის პირველ ნახევარს უკეთ ატარებს, უფრო მობილურად, უფრო ბრძოლისუნარიანად გამოიყურება. ასე იყო ამჯერადაც და, თუმცა, გაბელიას რამდენიმე ძნელი ბურთის აღება მაინც მოუხდა, საერთო ტერიტორიული უპირატესობა აშკარად დინამოელებს ეპყრათ.
შესვენების შემდეგ „დნეპრი“ მთელი სიძლიერით ამოქმედდა. ტაიმის გარკვეულ მონაკვეთში დნეპროპეტროვსკელები თითქმის არ ცილდებოდნენ „დინამოს“ საჯარიმო მოედანს. მატჩის დასასრულს კი ეს შეტევები ხანგრძლივ შტურმში გადაიზარდა. ძალზე ძნელი იყო ამ იერიშების მოგერიება, მაგრამ დინამოელთა სასახელოდ უნდა ითქვას, მათ ყველაფერი გააკეთეს ხიფათის ასარიდებლად და უპირველესი სიტყვა აქ გაბელიამ თქვა. ჩვენი ვეტერანი მეკარე ახლა საუკეთესო ფორმაშია. მატჩიდან მატჩამდე მხსნელ ძალად გვევლინება. ახლაც დენპროპეტროვსკში მან რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტი მოიგერია და იხსნა თავისი გუნდი. გაბელიას მაგალითზე სხვა ფეხბურთელებმაც ძალების დაუზოგავად იბრძოლეს და საბოლოოდ ფრეს მიაღწიეს.
ეს არის თბილისის „დინამოს“ პირველი აღებული ქულა მეტოქის მინდორზე. ამ ქულას უაღრესად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მისთვის და, გარდა ამისა, გარკვეულ ფსიქოლოგიურ გარდატეხის მომენტადაც მიგვაჩნია, ვინაიდან მხოლოდ საკუთარ მინდორზე მიღწეული შედეგებით ძალზე ძნელია რთული ამოცანების შესრულება. რახან „ნავსი“ გატყდა, იმედი გვაქვს, ეს ერთი ქულა სამერმისოდ ობლად არ დარჩება. ჩემპიონატის დამთავრებამდე სხვა გუნდებთანაც უსათუოდ მოვიპოვებთ წარმატებებს.
საფეხბურთო სამყარო, თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრები იმედით ვცხოვრობთ. ამ იმედს რეალური ფაქტებით ესაჭიროება გამაგრება და ამიტომაც გვინდა, რომ ჩვენმა გუნდმა მომავალშიც ასეთი მონდომებით და ენერგიით იბრძოლოს მეტოქის მინდვრებზე და რაღა თქმა უნდა, შინაც.
მაგრამ ამ კონკრეტულ მატჩის მიმართაც გვაქვს პრეტენზიები. საქმე ეხება დისციპლინას. წესრიგის დარღვევებით თბილისის „დინამო“ ყველაზე უფრო გამოირჩევა უმაღლეს ლიგაში. ცნობილია, რომ გასაჭირში მყოფი გუნდის მოთამაშეები ზედმეტად ნერვიულობენ, დისციპლინასაც ხშირად არღვევენ, მაგრამ საწყენია, როცა ჩვენს გუნდს ყველაზე უწესრიგოთა შორის ვხვდებით. აი ახლაც, „დნეპრთან“ მატჩში გაფრთხილება მიიღო ჩვენმა სამმა ფეხბურთელმა. ამ გაფრთხილების გამოისობით „დინამოს“ წამყვან ფეხბურთელებს ხშირად უხდებათ ჩემპიონატის ყველაზე საპასუხისმგებლო მატჩების გამოტოვება. ახლა კი, როცა კვალიფიციურ მოთამაშეთა ასეთ დეფიციტს განვიცდით, თითოეული მათგანის გაცდენა აუნაზღაურებელი დანაკლისია. ამის თაობაზე ადრეც გვქონდა ლაპარაკი. დინამოელებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ საჯარიმოების დარტყმის 9-მეტრიანი დისტანციის დაუცველობას მათ არავინ აპატიებს, ამიტომაც არც ერთმა მათგანმა არ უბრალო სიტუაციებში არ უნდა მისცეს მსაჯებს მკაცრი სანქციების გამოტანის საბაბი. დისციპლინის დაცვის საკითხი სერიოზული მსჯელობის საგნად უნდა იქცეს ჩვენს გუნდში. მეორეც, რამაც ერთგვარი უსიამოვნო კვალი დატოვა გულშემატკივრებში. მათ ტელევიზიით კარგად ნახეს, რომ მატჩის დამთავრების შემდეგ მეტისმეტად აგზნებული თბილისელი ფეხბურთელები იქვე, სათამაშო მინდვრის გვერდით, სარბენ ბილიკზე ათეულ ათასობით მაყურებლის თვალწინ სიხარულით ერთმანეთს ზურგზე ახტებოდნენ, კოტრიალობდნენ და ასე გამოხატავდნენ თავიანთ ემოციებს. ქულა რომ ავიღეთ დნეპროპეტროვსკში, ეს კარგია, მაგრამ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს ამდენი საკუთარი ღირსება აუცილებლად უნდა შერჩეთ, რომ „დნეპრთან“ აღებული ქულის გამო, უცხო სტადიონზე მეტი თავდაჭერა გამოიჩინონ. ემოციებსაც და მოჭარბებულ ვნებათაღელვასაც მოთოკვა სჭირდება. ასეთი ეპიზოდები მაყურებლებს არ ავიწყდებათ. მოვა დრო, როცა თბილისის „დინამო“ სულ სხვა რანგში გამოვა დნეპროპეტროვსკის სტადიონზე. ფეხბურთელთა ეს ყირამალები კი მათი ღირსების შეურაცხყოფად დარჩება დიდი ხნით.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 15 августа 1988 года:

ПЕРВАЯ НИЧЬЯ.
В турнирной таблице чемпионата СССР по футболу исчез последний ноль. Он был у тбилисского «Динамо» в графе «ничьи». Это произошло после очередного тура чемпионата, в котором грузинские футболисты в гостях встречались с лидером первенства СССР — днепропетровским «Днепром».
Этот матч проходил с преимуществом хозяев поля, имевшим ещё до игры восемь ничьих. Они, естественно, старались добиться победы. Уже в первом тайме днепропетровцы создали острые моменты у ворот динамовцев, причём каждый раз на острие атаки оказывался Кудрицкий. Однако защитники тбилисцев и вратарь выстояли.
Во второй половине игры натиск хозяев поля возрос. Они вынудили тбилисцев отойти на свою половину поля и рассчитывать лишь на контратаки. Опасные моменты у ворот динамовцев стали возникать чаще. Хорошие возможности открыть счёт не использовали Лютый, Сон, Шахов, но защита тбилисцев в этот день оказалась на высоте.
В итоге финальный свисток московского арбитра С. Хусаинова зафиксировал нулевую ничью, которая стала первой у тбилисцев в данном чемпионате и принесла им первое очко на выезде. Теперь у динамовцев стало 13 очков после 18 игр.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>