«Динамо» (Тбилиси) — «Металлист» (Харьков) 1:2 (1:0)

Чемпионат СССР 1988 года. Высшая лига. Матч № 12.
26 июня 1988 года. 20-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. 23 градуса. 16000 зрителей.
Судьи: В.Жук (Минск), Е.Сережкин (Могилев), И.Майоров (Витебск).
«Динамо»: Габелия (к), Кеташвили, Тарба, Чедия, Арзиани (Панцулая, 58), Ревишвили, Г.Джишкариани, Цвейба, Кецбая, Гурули (Месхи, 56), Цаава.
«Металлист»: Сивуха, Деревинский, Романчук, Панчишин, Деркач, Баранов, Аджоев (Иванов, 85), Сусло, Якубовский (к), Тарасов, Есипов (Хагба, 52).
Голы:
1:0 Г.Джишкариани — 23
1:1 Аджоев — 53
1:2 Якубовский — 71
Предупреждение: Баранов.

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от 28 июня 1988 года:

ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Металлист» (Харьков). 1:2 (1:0).
Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 26 июня. 23 градуса. 16 000 зрителей.
Судья В. Жук (Минск). Е. Сережкин (Могилев), И. Майоров (Витебск).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Тарба, Чедия, Арзиани (Панцулая, 58), Ревишвили, Г. Джишкариани, Цвейба, Кецбая, Гурули (Месхи, 56), Цаава.
«Металлист»: Сивуха, Деревинский, Романчук, Панчишин, Деркач, Баранов, Аджоев (Иванов, 85), Сусло, Якубовский, Тарасов, Есипов (Хагба, 52).
Голы: Джишкариани (23), Аджоев (53), Якубовский (71).
Предупрежден Баранов.
Дублеры — 2:0. Голы: Цхададзе, Тедеев.
Преимущество тбилисских динамовцев, принимавших «Металлист», долгое время было очень велико. Динамовцы и счет открыли первыми — Гия Джишкариани четким ударом завершил быструю комбинацию дважды — и дважды после ударов Гурули и Панцулая потрясли перекладину ворот гостей, прежде чем «Металлист» создал что-то серьезное у ворот Габелия. Но матч, сообщает наш общественный корреспондент Д. Поцхверия, завершился тем не менее не в пользу тбилисцев. «Металлист» вторую половину встречи провел гораздо активнее «Динамо». Аджоев сравнял счет, Якубовский вывел «Металлист» вперед, и пришлось хозяевам бросить в атаку значительные силы в попытке отыграться.
Спасти игру тбилисцам так и не удалось. Поведя в счете, харьковчане предельно бдительно сыграли в обороне.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 28 июня 1988 года:

თბილისის „დინამო“ კლვავ ურთულესი პრობლემების წინაშე.
„დინამო“ (თბილისი) – „მეტალისტი“ (ხარკოვი) 1:2 (1:0).
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი. 26 ივნისი.
„დინამო“ გაბელია, კეტაშვილი, თარბა, ჭედია, არზიანი (ფანცულაია, 59), რევიშვილი, გ. ჯიშკარიანი, ცვეიბა, ქეცბაია, გურული (მესხი, 55), ცაავა.
„მეტალისტი“: სივუხა, დერევინსკი, რომანჩუკი, პანჩიშინი, დერკაჩი, ბარანოვი, აჯოევი (ივანოვი, 85), სუსლო, იაკუბოვსკი, ტარასოვი, ესიპოვი (ხაგბა, 52).
მსაჯი ვ. ჟუკი (მინსკი).
გააფრთხილეს ბარანოვი.
დუბლიორები — 2:0. გოლები: თეთრაძე, თედეევი.
ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით სსრ კავშირის საფეხბურთო პირველობა საკმაო ხნით შეწყდა. 29 მაისს გაიმართა XI ტურის მატჩები. 8 ივნისს შედგა გამოტოვებული მატჩი ერევნის „არარატსა“ და მინსკის „დინამოს“ შორის და თითქმის მთლი ეს ერთთვიანი შესვენება დაეთმო სსრ კავშირის ფეხბურთის ფედერაციის თასის გათამაშების მატჩებს.
რახან უმაღლესი ლიგის გუნდებმა ჩემპიონატში ეს „შვებულება“ აიღეს და ასპარეზიც მხოლოდ ფედერაციის თასის გათამაშებას განეკუთვნება, უნდა ვიფიქროთ ეს გაკეთდა მხოლოდ ერთი მიზნით, რათ კონტინენტის ჩემპიონატის მღელვარე დღეებში ჩვენი გუნდებისთვის ყოველდღიური ნაყოფიერი სასწავლო-საწვრთნელი მეცადინეობის საშუალება მიეცათ და თასის შეჯიბრებებში შეემოწმებინათ საბრძოლო მზადყოფნა.
თუ ვინ, როგორ და რა პროდუქტიულობით გამოიყენა ეს საკმაოდ ხანგრძლივი შესვენება, საკავშირო ჩემპიონატის იმ პირველივე მატჩებში გამოჩნდა, რომლებიც 26 ივნისს გაიმართა. თბილისის დინამოელებმა ამ დღეს თავიანთ მინდორზე ხარკოვის „მეტალისტი“ მიიღეს. არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ ამ მატჩს „მეტალისტთან“ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი გუნდისთვის, მის შედეგზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. ეს კარგად ვიცოდით ყველამ , ვინც კი თბილისის „დინამოს“ ბედ-იღბლით ვართ დასაქმებული, ჩვენზე უკეთ ამ მატჩის მნიშვნელობა, ცხადია, უშუალოდ დინამოელთა კოლექტივს გაეგებოდა.
ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 26 ივნისისთვის ხარკოვის „მეტალისტი“ 9 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო თბილისის „დინამო“ 8 ქულით — მეთორმეტეზე. ელემენტარული არითმეტიკა მიგვანიშნებს, რომ თამაშის მოგების შემთხვევაში, თბილისელები ერთი ქულით წინ გადაუსწრებდნენ თავიანთ პირდაპირ და კონკრეტულ მეტოქეს. ეს ის მატჩი იყო, სადაც ჩვენს გუნდს მოგების გარდა სხვა ალტერნატივა არ გააჩნდა. ახლა, როდესაც თბილისის დინამო“ საკავშირო ჩემპიონატში კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდა, მას ოქროს ფასად უღირს თითოეული ქულა, მით უმეტეს, როცა მეტოქედ სწორედ უშუალო კონკურენტი ჰყავს გათამაშებაში შექმნილი სიტუაცია გვკარნახობდა მხოლოდ და მხოლოდ მოგებას, მხოლოდ 2 ქულას, ყველა სხვა შემთხვევაში ხარკოველი ფეხბურთელები ადრინდელ უპირატესობას ინარჩუნებდნენ ჩვენს მიმართ.
და აი, სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ. წავაგეთ შინ, წავაგეთ იმის გამო, რომ გუნდი ამ გადამწყვეტი შეხვედრისთვის სათანადოდ მზად არ იყო.
რა თქმა უნდა, თბილისის „დინამო“ ამ მატჩში თავისი ნამდვილი საბრძოლო შემადგენლობით ვერ გამოვიდა, მას აკლდა რამდენიმე ძირითადი მოთამაშე, მაგრამ „მეტალისტი“, თუმცა იგი საკავშირო თასის მფლობელია, არაა იმ სიძლიერის მეტოქე, რომ თბილისის „დინამომ“ თავის მინდორზე ვერ მოუგოს, თუნდაც შესუსტებული შემადგენლობითაც. ცხადია, შემადგენლობა კი არ იყო სუსტი, დინამოელთა თამაში იყო სუსტი, ყოვლად უხეირო. ქაოსური, ყოველგვარ საბრძოლო შემართებას და ნებისყოფის სიმტკიცეს მოკლებული. თუ პირველ ტაიმში მასპინძლები ასე თუ ისე ინარჩუნებდნენ ტერიტორიულ უპირატესობას და გ. ჯიშკარიანის მიერ 23-ე წუთზე გატანილი ბურთიც ამ უპირატესობის გარკვეული შედეგი გახლდათ, შემდგომში, როცა სტუმრებმა თანდათან მოუმატეს თამაშს, დინამოელთა საქმეები სულ უკან და უკან წავიდა.
განსაკუთრებით ცხადი იყო დინამოელ ფეხბურთელთა უმწეო, უსუსური თამაში მეორე ტაიმში. ყველაფერს, რასაც ისინი მინდორზე აკეთებდნენ, უმაღლესი ლიგის გუნდისა არაფერი ეცხო. თავი რომ დავანებოთ ფეხბურთელთა ერთობ დაბალ ტექნიკურ დონეს, სათამაშო ტაქტიკის პრიმიტიულ ერთფეროვნებას და შაბლონურობას, უნიათო, ყოველგვარ ხალისს მოკლებულ თამაშს, ყველა აშკარად ხედავდა მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელისთვის ყოვლად შეუსაბამო ფიზიკურ ფუნქციურ მომზადებას, ურომლისოდაც, წარმოუდგენელია უმაღლეს ლიგაში თამაში.
თბილისის “დინამოს“ ვერც ერთმა ფეხბურთელმა ვერ გამოიჩინა თავი გნებავთ გამძლეობით, გნებავთ სისწრაფით, გნებავთ, ნებისყოფის სიმტკიცით და მას მერეც კი, როცა 53-ე წუთზე აჯოევმა კარგად გამოიყენა მოპირდაპირე დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 73-ე წუთზე იაკუბოვსკიმ დააწინაურა თავისი გუნდი, დინამოელებმა აშკარად დაყარეს ფარ-ხმალი. იმ მოჩვენებით აქტიურობას, რომელსაც ჩვენი გუნდის ზოგიერთი მოთამაშე ავლენდა, არც ჩვენ ტრიბუნებზე მსხდომნი, არც ტელემაყურებლები და, რაც მთავარია, არც უშუალო მეტოქეები — ხარკოველი ფეხბურთელები, შეცდომაში არ შეუყვანია. ხარკოველებმა, რა თქმა უნდა, აღარ დათმეს მონაპოვარი და ბოლომდე ღირსეულად მიიყვანეს თავიანთი გამარჯვების საქმე. საყურადღებო ისიცააა, რომ ხარკოველთა რიგებში გამოდიოდნენ საქართველოში აღზრდილი ფეხბურთელები გურამ აჯოევი და რომან ხაგბა. ისინი კი, ჩვენი აზრით, ბევრ დინამოელზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ მინდორზე.
თუ რა მდგომარეობაშია ახლა თბილისის „დინამო“, კარგად ჩანს სატურნირო ცხრილში. 30 ივნისის მატჩი კიევის „დინამოსთან“ გადატანილია, შემდეგ თბილისელი ფეხბურთელები 7 ივლისს მოსკოვში ითამაშებენ „ტორპედოსთან“, ხოლო 12 ივლისს — ალმა-ათაში „კაირატთან“. საქმე ისე მიდის, რომ საიმედო ჩვენს გუნდს არაფერი უჩანს, პირიქით, თუ მის ახლანდელ ფორმას გავითვალისწინებთ, ამ ორი მომდევნო მატჩის პერსპექტივა ფრიად ბუნდოვნად გვესახება. მიუმატებს კი ჩვენი გუნდი თავის ასე მოკრძალებულ ქულათა ღარიბ მარაგს რამეს ამ ორ მატჩში?
თუ ჩვენი გუნდის საქმეები უახლოეს მომავალშიც „მეტალისტთან“ ნათამაშები მატჩის ანალოგიით და სცენარით წარიმართა ძნელად, რომ წარმატებით გავართვათ თავი აუტსაიდერთა ჯგუფში შექმნილ უმძაფრეს სიტუაციას. ჩვენი გუნდი უმძიმესი პრობლემების წინაშე იმყოფება. ამას კარგად ვხედავთ ყველანი, დღეს ეს კარგად უნდა შეიგნოს თითოეულმა დინამოელმა ფეხბურთელმაც, რომლებზეც დამოკიდებულია უშუალოდ მათი ბედ-იღბალი, ჩვენი საფეხბურთო კოლექტივის მომავალი.
კარგად ვხედავთ, რომ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ბევრი სუსტი ადგილია. ზოგიერთი ფეხბურთელი აშკარად ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებიც საჭიროა უმაღლეს ლიგაში ადგილების შესანარჩუნებლად, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მათ უფლება აქვთ ასე ინერტულად, უგულოდ, სასხვათაშორისოდ უყურონ გუნდის მომავალს.
ექსტრემალურ ზომებს, რომლებსაც ჩვენი გუნდი საჭიროებს, სასწრაფოდ უნდა მიმართონ მწვრთნელებმა, ხელმძღვანელმა ორგანოებმა, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ფიგურაა თვით ფეხბურთელი, თვით ის სპორტსმენი, რომელიც თბილისის „დინამოს“ მაისურით გამოდის მინდორზე. რთული პრობლემებიც უპირველეს ყოვლისა უშუალოდ ფეხბურთელებმა უნდა გადაჭრან. თბილისის „დინამოს“ ხსნა თვით დინამოელ ფეხბურთელთა ღვიძლი საქმეა და შეცდომა არ იქნება თუ საკითხს ასეთი პირდაპირი კატეგორიულობით დავსვამთ: თბილისის დინამოელთა უმაღლესი მოვალეობა ოდესღაც, როცა ისინი ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ, როცა საკავშირო თასის ფინალში გამოდიოდნენ, როცა ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში იცავდნენ არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ღირსებას, იმ მასშტაბის შესაფერისი გამარჯვება იყო, ახლა კი მათ საპატიო მოვალეობად იქცა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება და რახან სავალალოდ საქმე არ წავიდა, როცა „ბეწვის ხიდზე“ გავდივართ, მათ აქაც სჭირდებათ თავის გამოჩენა, მთელი ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია.
საქართველოს მთელ საფეხბურთო საზოგადოებრიობასთან ერთად, ჩვენს გამოჩენილ სპორტსმენებთან და ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად, მოვუწოდებთ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს“ წყალში ნუ გადაყრით თბილისის „დინამოს“ ნახევარსაუკუნოვან მდიდარ ტრადიციებს. სადღეისოდ შექმნილ ვითარებაში უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაც პირველხარისხოვან, გადაუდებელ ამოცანად გვექცა. ამიტომაც, სათუოდ არ უნდა გავიხადოთ საქმე: თბილისის „დინამოს“ ახლანდელ ფეხბურთელებს, მიუხედავად ყოველგვარი განსაცდელის და სიძნელეებისა, ძალუძთ გამოასწორონ მდგომარეობა და ადგილი შეინარჩუნონ იქ, სადაც ჩვენი გუნდი მუდამ უნდა იმყოფებოდეს — უმაღლეს ლიგაში.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>