«Нефтчи» (Баку) — «Динамо» (Тбилиси) 3:0 (1:0)

Чемпионат СССР 1987 года. Высшая лига. Матч № 08.
10 мая 1987 года. Баку. Республиканский стадион им. В.И.Ленина. Солнечно, 20 градусов. 37616 зрителей.
Судьи: И.Тимошенко (Ростов-на-Дону), В.Белоусов (Волжский), В.Филиппов (Воронеж).
«Нефтчи»: Жидков, Федоровский, Белялов, Мирзоев, Панчик, Сулейманов (Абдуллаев, 87), Аллахвердиев (Алекберов, 83), Гарибов, Пономарев, Ахмедов, Джавадов (к).
«Динамо»: Габелия, Сванадзе, Чивадзе (к), Чедия, Цвейба, Ревишвили, Жордания (Панцулая, 74), Сулаквелидзе, Цаава, Какилашвили (Шенгелия, 57), Гурули.
Голы:
1:0 Ахмедов — 41
2:0 Гарибов — 60
3:0 Сулейманов — 75
Предупреждения: Панчик, Сванадзе.

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.

Газета «Советский спорт» (Москва) от 12 мая 1987 года:

БАКУ.
«Нефтчи» (Баку) — «Динамо» (Тбилиси). 3:0 (1:0). Республиканский стадион имени В. И. Ленина. 10 мая. Солнечно. 20 градусов. 37 600 зрителей.
Судьи И. Тимошенко (Ростов-На-Дону), В. Белоусов (Волжский), В. Филиппов (Воронеж).
«Нефтчи»: Жидков, Федоровский, Белялов, Мирзоев, Панчик, Сулейманов (Абдуллаев, 87), Аллахвердиев (Алекперов, 83), Гарибов, Пономарев, Ахмедов, Джавадов.
«Динамо»: Габелия, Сванадзе, Чивадзе, Чедия, Цвейба, Ревишвили, Жордания (Панцулая, 74), Сулаквелидзе, Цаава, Какилашвили (Шенгелия, 67), Гурули.
Голы: Ахмедов (41), Гарибов (60), Сулейманов (75).
Предупреждены Панчин, Сванадзе.
Дублеры — 1:1. Голы: у «Нефтчи» — Алхасов, у «Динамо» — Гогричиани.
…ВРАТАРЕЙ
— Какие трудности задали вам соперники? — этот вопрос, как вы понимаете, наши корреспонденты адресовали вратарям. Голкиперам было что ответить.
Александр Жидков («Нефтчи»): — Перед игрой, признаться, мы опасались быстрых, техничных Цааву, Какилашвили и Гурули. Но сыграли тбилисцы, против ожидания, в атаке слабо и пассивно. Объясняю я это тем, что с первых же минут наши футболисты захватили инициативу. Очень помог своевременный гол Ахмедова, после которого играть стало полегче. А гости до конца встречи так и не смогли найти свою игру, придать стройность и осмысленность комбинациям.
Отар Габелия («Динамо», Тбилиси): — Играть было чрезвычайно трудно. Не припомню в этом сезоне другого такого матча, где бы мне и защитникам пришлось так много поработать. Быстрые, нестандартные действия Джавадова и Ахмедова, своевременные подключения в атаку Сулейманова, широкий диапазон действий в центре Пономарева с партнерами — все это в конечном счете предопределило победный для хозяев итог матча.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 12 мая 1987 года:

 10 მაისს გაიმართა სსრ კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის IX ტურის მატჩები უმაღლეს ლიგაში, საქართველოს ორივე გუნდმა სტუმრად ითამაშა.
ძალზე სუსტად, უსისტემოდ, ყოველგვარ კრიტიკაზე დაბლა ჩაატარეს მატჩი ბაქოს „ნეფთჩისთან“ თბილისის დინამოელებმა.
საერთოდ, ბოლო რამდენიმე წელია ბაქოელი ფეხბურთელები წარმატებით იბრძვიან თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ საკუთარ მინდორზეც და თბილისშიც. უკვე ეს ამბავი აშკარა სიგნალია, რომ „ნეფთჩი“ ახლა მეტად ძნელი კონკურენტია და მასთან ყოველ შეხვედრას საგანგებო ყურადღებით მოპყრობა ესაჭიროება. ამჟამად კი, როცა უკვე რამდენიმე ტურია თბილისის „დინამო“ უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მკვიდრად ზის ბოლო ადგილებზე, ეს ამოცანა გაცილებით უფრო რეალურ ფორმებს ღებულობს. ბაქოში ჩვენს ფეხბურთელებს უნდა ეთამაშათ ისე, როგორც არასდროს. გუნდი იყო კიდეც საამისოდ განწყობილი, მაგრამ…
„ნეფთჩისთან“ შეხვედრის დასაწყისს თითქოს არა უშავდა. დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს თამაში. ისინი არაფერს უთმობდნენ მეტოქეებს, თავგამოდებით იბრძოდნენ შუა მინდორზეც, დაცვაშიც, აქტიურ თამაშს ამ მატჩში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და პირველი 45 წუთის მანძილზე თბილისელებმა არ დაიშურეს ძალღონე, მაგრამ აშკარად შესამჩნევი იყო, რომ თამაშის მთელი სიმძიმე შუა ხაზისა და დაცვის რგოლებს დააწვა. შეტევაში კი, არსებითად, არავის არაფერი გამოსდიოდა. წინა ხაზზე არ იყო არც ერთი ფეხბურთელი, რომელიც რამდენადმე მაინც გამოიჩენდა თავს თავდასხმაში და ხიფათს შეუქმნიდა „ნეფთჩის“. ამის გამო ბაქოელებს სრული შესაძლებლობა მიეცათ დაცვის ხაზის მოთამაშეებიც ჩაერთოთ შეტევებში.
ასე გავიდა 15, 25, 35 წუთი, მერე კი თანდათან თავი იჩინა, იმან, რომ „დინამო“ ფაქტიურად არ უტევდა და მხოლოდ შუა მინდორზე მოქმედებდა, რის გამოც ბაქოელებს შესაძლებლობა მიეცათ დაცვის ხაზის მოთამაშეებიც ჩაერთოთ შეტევებში.
ასე გავიდა 15, 25, 35 წუთი, მერე კი თანდათან თავი იჩინა იმან, რომ „დინამო“ ფაქტიურად არ უტევდა და მხოლოდ შუა მინდორზე მოქმედებდა, რის გამოც ბაქოელებს შესაძლებლობა მიეცათ ტაიმის დასასრულს რამდენიმე მეტად სახიფათო შემტევი კომბინაცია განეხორციელებინათ. მე-40 წუთზე დინამოელთა კარი ნაღდ გოლს გადაურჩა. სულეიმანოვის ძლიერი დარტყმა ძელმა მოიგერია. წუთის შემდეგ კი აჰმედოვმა კარგად გამოიყენა ფლანგური გადაცემა და თავით გაგზავნა ბურთი თბილისელთა კარში — 1:0.
თუ „დინამოს“ თამაშში პირველ ტაიმში საბრძოლო მზადყოფნა და, თუნდაც, საკუთარი კარის დაცვის მისწრაფება იგრძნობოდა, შესვენების შემდეგ გუნდის თამაში საერთოდ მოიშალა. ფეხბურთელები, ეტყობა, არც ფიზიკურად, არც მორალურად სათანადოდ მზად არ აღმოჩნდნენ ამ მძიმე ბრძოლის გადასატანად. მათ მთლიანად დათმეს შუა მინდორი და მატჩი ისე მიმდინარეობდა, როგორც ეს „ნეფთჩის“ სურდა. „დინამოს“ თავდამსხმელები პირველ ტაიმში, ასეა თუ ისე, რაღაც მოჩვენებით აქტიურობას მაინც იჩენდნენ. მატჩის ბოლოს კი მათ საერთოდ აღარაფერი გაუკეთებიათ საიმისოდ, რომ თუნდაც შეეფერხებინათ, დაებრკოლებინათ ბაქოელთა გუნდის საიერიშო მოქმედებანი. ბრძოლას ვაგებდით მინდვრის ყველა ნაწილში, ყველა ზონაში. ამიტომ, როცა გარიბოვმა მე-60 წუთზე და სულეიმანოვმა 75-ე წუთზე კიდევ ორი ბურთი გაიტანეს დინამოელთა კარში, ყველაფერი ეს ბაქოს „ნეფთჩის“ აშკარა უპირატესობის პირდაპირი შედეგი იყო — 3:0.
სხვათ შორის, წლევანდელ ჩემპიონატში არც „ნეფთჩის“ ადგია უკეთესი დღე. სწორედ ამ მატჩის წინ გუნდში რეორგანიზაცია მოხდა. შეცვალეს უფროსი მწვრთნელი, შეცვალეს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელიც და ბაქოელებმა 2 ქულის აღებასთან ერთად დიდი ანგარიშით გამარჯვება ჩაწერეს თავიანთ აქტივში.
ამ მატჩში გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს: „ნეფთჩი“ — ჟიდკოვი, ფედოროვსკი, ბელიალოვი, მირზოევი, პანჩიკი, სულეიმანოვი (აბდულაევი, 86), ალაჰვერდიევი (ალეკპეროვი, 84), გარიბოვი, პონომარიოვი, აჰმედოვი, ჯავადოვი; „დინამო“ — გაბელია, სვანაძე, ჩივაძე, ჭედია, ცვეიბი, რევიშვილი, ჟორდანია (ფანცულაია, 75), სულაქველიძე, ცაავა, კაკილაშვილი (შენგელია, 58), გურული.
მსაჯი ი. ტიმოშენკო (დონის როსტოვი). გააფრთხილეს პანჩიკი, სვანაძე.
დუბლიორები — 1:1. თბილისელთაგან ბურთი გაიტანა გოგრიჭიანმა.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>