«Динамо» (Тбилиси) — «Жальгирис» (Вильнюс) 1:2 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Жальгирис» (Вильнюс) 1:2 (0:0)

Чемпионат СССР 1987 года. Высшая лига. Матч № 16.
1 июля 1987 года. 20-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Солнечно, 28 градусов. 27000 зрителей.
Судьи: В.Лысенко (Одесса), А.Балакин (Киев), Л.Бавыкин (Харьков).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Чивадзе (к), Чедия, Кудинов, Коргалидзе, Сванадзе, Цвейба, Жвания (Панцулая, 78), Гурули, Кецбая (Шенгелия, 52).
«Жальгирис»: Юркус, Якубаускас, Сукристов, Мажейкис, Янонис, Иванаускас (Бузмаков, 82), Баранаускас, Мацкявичюс (к), Рузгис (Балтушникас, 46), Расюкас, Нарбековас.
Голы:
0:1 Баранаускас — 49
0:2 Якубаускас — 66
1:2 Шенгелия — 84
Нереализованный пенальти: Чивадзе (56, мимо).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 2670)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря Востока

Газета «Советский спорт» (Москва) от 3 июля 1987 года:

Тбилиси.
«Динамо» (Тбилиси) — «Жальгирис» (Вильнюс). 1:2 (0:0). Тбилиси. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 1 июля. Солнечно. 28 градусов. 27 000 зрителей.
Судьи В. Лысенко (Одесса), А. Балакин (Киев), Я. Балыкин (Харьков).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Чивадзе, Чедия, Кудинов, Коргалидзе, Сванадзе, Цвейба, Жвания (Панцулая, 78), Гурули, Кецбая (Шенгелия, 52).
«Жальгирис»: Юркус, Якубаускас, Сукристов. Мажейкис, Янонис, Иванаускас (Бузмаков, 82), Баранаускас, Мацкявичюс, Рузгис (Балтушникас, 46), Расюкас, Нарбековас.
Голы: Баранаускас (49), Якубаускас (66), Шенгелия (84).
На 54-й минуте Чивадзе не реализовал 11-метровый.
Дублеры — 1:2. Голы: у «Динамо» — Микашавидзе; у «Жальгириса» — Брадайтис, Бузмаков.
В день матча ряд республиканских газет обратился к тбилисским болельщикам с призывом прийти на стадион поддержать любимую команду, оказавшуюся в незавидном положении. Призыв этот, однако, не был услышан: трибуны красавца стадиона оказались заполненными лишь на одну треть.
— Никакая агитация, никакая реклама не способны привлечь зрителей, если те не надеются увидеть красивую, захватывающую игру, — сказал перед началом матча заслуженный мастер спорта Борис Пайчадзе. — Наш стадион вновь заполнится только тогда, когда «Динамо» заиграет так, как играло еще в недавнем прошлом.
Трудно усомниться в правоте выдающегося мастера советского футбола, не раз бывшего свидетелем взлетов и падении тбилисского клуба. Встреча с «Жальгирисом», увы, лишний раз подтвердила: динамовцам предстоит решить еще великое множество проблем, прежде чем народ вновь повалит на их матчи.
Гости, хотя и построили игру на контратаках, создали больше опасных моментов, нежели их соперники, В защите вbльнюсцы действовали аккуратно без суеты, а переходя в наступление, старались разыграть мяч как можно проще, точно перепасовывая его друг другу.
Хозяева, похоже, больше надеялись на случаи. Он представился на 54-й минуте при счете 0:1, однако Чивадзе пробил с 11-метровой отметка мимо ворот. Под занавес встречи, (к тому времени в воротах Габелия побывал еще один мяч), Шенгелия сначала сократил разрыв, а минуту спустя едва не восстановил равновесие, когда вышел один на один с вратарем. В итоге — третье поражение тбилисцев на своем поле.
Д. Какабадзе (Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 4 июля 1987 года:

„დინამო“ (თბილისი)- „ჟალგირისი“ (ვილნიუსი) 1:2 (0:0).
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი. 1 ივლისი.
„დინამო“ გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, კუდინოვი, კორღალიძე, სვანაძე, ცვეიბა, ჟვანია (ფანცულაია, 78), გურული, ქეცბაია (შენგელია, 52).
„ჟალგირისი“: იურკუსი, იაკუბაუსკასი, სუკრისტოვი, მაჟეიკისი, იანონისი, ივანაუსკასი (ბუზმაკოვი , 82) ბარანაუსკასი, მაცკიავიჩუსი, რუზგისი (ბალტუშნიკასი, 46), რასიუკასი, ნარბეკოვასი.
მსაჯი ვ. ლისენკო (ოდესა).
ვილნიუსის „ჟალგირისი“ ახლა უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი აღიარებული ფავორიტია. გუნდი ძალზე ძლიერად, სტაბილურად თამაშობს. საკუთარი და უცხო მინდორი ვილნიუსელ ფეხბურთელთათვის არ არსებობს. ისინი ერთნაირი პროფესიული ოსტატობით და მონდომებით გამოდიან შინაც და სტუმრადაც. ის დრო კი, როცა „ჟალგირისი“ დებიუტანტი და ახალბედა იყო, წარსულს ჩაბარდა. ვილნიუსი ახლა, ლამის არის, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან, კანონმდებელ საფეხბურთო ცენტრად იქცეს. მას სავსებით დამსახურებულად უჭირავს მეორე ადგილი საკავშირო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში.
ამდენად, თბილისის „დინამოს“ მარცხი გუნდთან, რომელიც ესოდენ მაღალ საფეხურებზე ავიდა ჩვენს საფეხბურთო იერარქიაში, თითქოს, რაღაც ექსტრაორდინალურ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, სავსებით დასაშვები ამბავია, რომ მეცამეტე ადგილზე მყოფმა გუნდმა წააგოს მეორე ლიდერთან. ამგვარი რამ ნორმის ფარგლებს არ სცილდება. „ჟალგირისმა“ სულ ახლახან სასტიკი მარცხი აგემა ლიდერს — მოსკოვის „სპარტაკს“. ის შედეგიც, ჩვენი აზრით, თამაშის მსვლელობის შესაბამისად სავსებით ლოგიკური და ბუნებრივი იყო.
მაგრამ საქმე ახლა თბილისის „ დინამოს“ ერთ წაგებაში კი არაა, არამედ სისტემატურ წაგებებში და 1 ივლისის მატჩმა ერთხელ კიდევ თვალსაჩინოდ, მკვეთრად გაუსვა ხაზი საქართველოს უპირველეს გუნდში შექმნილ საგანგაშო, უაღრესად სავალალო მდგომარეობას. მთელი სეზონია ვიმეორებთ უკან დასახევი გზა ჩვენს გუნდს აღარა აქვსო, მაგრამ, როგორც ხედავთ, დინამოელები რაღაც მხოლოდ მათთვის ცნობილი ხერხებით პოულობენ ამ „უკან დასახევ გზას“ და რამდენადაც შეუძლიათ, გულმოდგინედ იხევენ და იხევენ უკან. იქით, სადაც პირველი ლიგის ფრიად უსიამოვნო პანორამაა გადაშლილი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საქმე ასე გაგრძელდეს, ვინაიდან თბილისის „დინამოს“ აუტსაიდერთა რიგებში ასეთი ხანგრძლივი დროის მანძილზე ყოფნა ქართული ფეხბურთის კატასტროფად მიგვაჩნია.
მაგრამ სად არის ხსნა? მარტოოდენ ამის ლაპარაკი, რომ საქმე ცუდადაა და მდგომარეობა გამოსასწორებელიაო, ვერაფერს გვარგებს. მით უმეტეს, რომ სამწუხაროდ, ახლა ვეღარ ვიმართლებთ თავს დინამოელთა მოუნდომებლობით. იმით, რომ მათ არად ჩააგდეს მეტოქე და მხოლოდ ამის გამოა შემთხვევითმა წარუმატებლობებმა ესოდენ უსიამოვნო კანონზომიერების სახე რომ მიიღო. არა!
მონდომება ჩვენს ფეხბურთელებს, თითქოს არ აკლდათ, ვერც ერთ ჩვენს მოთამაშეზე ვერ ვიტყვით, რომ არ გამოიჩინა საჭირო ბრძოლისუნარიანობა ან უპასუხისმგებლოდ ითამაშაო.
საქმე კიდევ უფრო უარესადაა! ახლა დინამოელები უპასუხისმგებლობას და მოუნდომებლობას კი არ იჩენენ, არამედ სრულიად არასწორად, უუნაროდ და ტაქტიკურად ქაოსურად თამაშობენ. ეს არაა თანამედროვე ფეხბურთი. მართალია, „დინამოში“ ახლა არა გვყავს ის აღიარებული ვარსკვლავები, რომლებიც მუდამ ასე უხვად გაგვაჩნდა უწინ. ვეტერანები, შესაძლოა, ასე ადვილად ვეღარ იტანენ ადრინდელ მაღალ დატვირთვებს. ეტყობა, ახალგაზრდების სათამაშო კლასიც ვერ ამაღლდა საჭირო კონდიციებამდე, მაგრამ მაინც ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში,
რომ თბილისის „დინამოს“ ახლანდელი შემადგენლობა, მისი ფეხბურთელები, რომლებიც ჩემპიონატის კალენდარულ მატჩებში გამოდიან, არ არიან ისე სუსტები, რომ გუნდი ბოლო ადგილებიდან ვერ დაიძრას ოდნავ მაინც წინ. თითქმის სამ ათეულამდე ფეხბურთელი გამოსცადეს მწვრთნელებმა წლევანდელ ჩემპიონატში, მაგრამ თამაშის სტილი და ხარისხი კიდევ ზუსტად შეესაბამება იმ ადგილს, რომელიც ჩვენს გუნდს ახლა უკავია.
ვუყურებდით „ჟალგირისს“ და გვშურდა, როგორ მობილურად, ტაქტიკურად სრულიად გამართულად, ჭკვიანურად, უმაღლესი თანამედროვე ფეხბურთის დონეზე მოქმედებდა გუნდის ყველა წევრი. თითოეულმა ვილნიუსელმა ფეხბურთელმა ზუსტად და შეუცდომლად იცის როდის და რა გააკეთოს, როდის გაიხსნა, რა მანევრი შეასრულოს, როდის გაუწიოს პარტნიორობა თანაგუნდელს, როდის მოსთხოვოს მას თავისუფალ ადგილზე გასვლა ან საკუთრივ შესთავაზოს ამგვარი მანევრი. „ჟალგირისის“ ფეხბურთი ესაა უმაღლესი კოლექტივიზმის გამოვლენა და ცალკეული ფეხბურთელის ინდივიდუალური თამაშის დამორჩილება დანარჩენთათვის. გადაცემა, პასი, თავისუფალი ადგილის შენახვა, სისუსტეების ძებნა მეტოქის განლაგებაში, მოპირდაპირე კართან შექმნილი სახიფათო მომენტების მაქსიმალური გამოყენება, სისწრაფე, ათლეტიზმი, თავით თამაში და სხვა მსგავსი, ტოტალური ფეხბურთის ატრიბუტები ვილნიუსელებს უმაღლეს დონემდე ჰყავთ აყვანილ. შეიძლება ზოგიერთი მათი ფეხბურთელი თავისი კლასით საშუალო კატეგორიას დიდად არ აღემატება, მაგრამ როცა კოლექტივი ასეთი სინქრონული გეგმით მოქმედებს, მაშინ ყველა თვის ადგილზეა. თავის საქმეს ყველა უნაკლოდ ასრულებს და თუ ერთს რამე შეეშალა, პარტნიორი უმალ მზადაა მისის შეცდომის გამოსასწორებლად.
თბილისის „დინამოში“ ასე არ ხდება. აქ თითქმის ყველაფერი დაფუძნებულია ინდივიდუალურ მოქმედებებზე. უმაღლესი პრინციპი აქ ასეთია: ფეხბურთელი და ბურთი. თითოეული დინამოელი მოთამაშე გატაცებულია მარტოოდენ ბურთით. თითქმის კულტამდე ჰყავს აყვანილი დრიბლინგის პრინციპი, სხვებს არ დაგიდევთ და პარტნიორს მხოლოდ მაშინ ეძებს, როცა ბურთის ტარებისგან ქანცგალეულს სხვა საშუალება აღარ აქვს. ბურთის გადაცემა პირველი მიღებისთანავე ან ერთი შეხებით იშვიათ ხილად იქცა ჩვენი ფეხბურთელებისთვის. თითოეულმა მათგანმა ჯერ უნდა მიიღოს ბურთი, შეჩერდეს, დაიწყოს ტარება. იგი არ ეძებს კონტაქტს პარტნიორებთან, რომლებიც ამ დროს უქმად არიან. ამასობაში მეტოქის დაცვაში ყველაფერი უკვე მოთავებულია. მცველებს გადაკეტილი აქვთ ყველა გზა.
ამიტომაა, რომ ქართველ ფეხბურთელთა ტრადიციულად უმწვავესი და უძლიერესი იარაღი — დრიბლინგი, ახლა ჩვენთვის ყველაზე სერიოზულ და ღრმა, გამოუსწორებელ დაბრკოლებად იქცა.
ვინც თმაში ნახა, დაგვერწმუნება, რომ განვლილ მატჩში ვილნიუსელი ფეხბურთელები თამამად გაშლილად, ლაღად თამაშობდნენ, დინამოელები კი წვალობდნენ, წვალობდნენ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეგაა ყველაზე უფრო უარყოფითი და ნეგატიური ახლა ჩვენს გუნდში — ტაქტიკური სიღარიბე და ერთფეროვნება.
თბილისის „დინამოს“ გულშემატკივართაგან მხარდაჭერა, თითქოს, არ აკლია. ყველანი ერთნაირად მონდომებული ვართ მხარი ავუბათ გუნდს. მის გვერდით დავდგეთ თვით ამ უმძიმეს ვითარებაშიც კი, მაგრამ ნურავინ დაგვაყვედრებს იმას, რომ „ჟალგირისს“ ამ დღეს ტაში დაუკრეს ტრიბუნებიდან. ეს ფეხბურთის მცოდნე კაცის ბუნებრივი ხარკია, რომელიც მან გაიღო კარგად მოთამაშე ვილნიუსელთა მიმართ.
თორემ შესაძლებელიც იყო თვით მატჩი სხვაგვარადაც დამთავრებულიყო. როცა 49-ე წუთზე ბარანაუსკასმა მარჯვენა ფლანგიდან ძლიერი დარტყმით პირველი ბურთი გაგზავნა გაბელიას კარში, კიდევ იყო რაღაც იმედი: მაჟეიკისმა 52-ე წუთზე უხეშად წააქცია გურული და ვ. ლისენკომ 11-მეტრიანი დანიშნა, მაგრამ ჩვენი პენალტისტი ჩივაძე როგორღაც საკუთარ თავში დაურწმუნებელი გაემართა დარტყმის შესასრულებლად, გზაში რატომღაც შეყოვნდა კიდეც და მერე… კარს ააცილა ბურთი.
66-ე წუთზე დინამოელთა მხარეს საჯარიმო დაინიშნა. იაკუბაუსკასმა დიდხანს შეიცადა, ყველაფერი აწონ-დაწონა, გამოზომა და უაღრესად ზუსტად, ძლიერად დაარტყა შორეულ კუთხეში — 2:0.
ამის შემდეგაც იყო თუნდაც ქულის ხსნის შანსი: შენგელიამ 85-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა. მერე შენგელია წესის აშკარა დარღვევით წააქცია მეკარე იურკუსმა და ოდესელი არბიტრი ვ. ლისენკო ვალდებული იყო დაენიშნა 11-მეტრიანი, მაგრამ, სამწუხაროდ, მან ეს არ გააკეთა. ერთი იერიშისას სვანაძემ თვით ძელსაც მოახვედრა ბურთი. ყველა ეს მომენტი ჩვენ მარტო სტატისტიკისთვის როდი აღვწერეთ, ამას აღვნიშნავთ მხოლოდ იმიტომ, რომ გვქონდა ამ მატჩში მარცხისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა, მაგრამ ყველაფერი ეს, ვთქვათ, კონკრეტულად ამ მატჩში გვიხსნიდა, მომავალში კი ისევ ახალი სიძნელეების წინაშე აღმოვჩნდებოდით.
ვიმეორებთ, დინამოელებმა უნდა ითამაშონ უფრო კოლექტიურად, კომბინაციურად, მეტი ურთიერთგაგებით, უფრო ხშირად გამოიყენონ მოულოდნელი მანევრები, სისწრაფე, მახვილგონიერება, სიმწვავე. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რითაც ჩვენი გუნდი ეს ნახევარი საუკუნეა გამოირჩევა საბჭოთა ფეხბურთში.
ერთი მატჩის სარეცენზიო წერილში შეუძლებელია ილაპარაკო თბილისის „დინამოს” ყველა პრობლემაზე. გუნდს ჰყავს საკმაოდ კვალიფიციური მოთამაშეები, მწვრთნელები, ხელმძღვანელები, რომლებმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნონ, რომ ასე არ შეიძლება შემდგომშიც გაგრძელდეს. საჭიროა მაქსიმალური მობილიზება. თამაშის გარდაქმნა, ტაქტიკაში კოლექტივიზმის სულისკვეთების დაფუძნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი სახელგანთქმული კოლექტივი შეიძლება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.
ბიჭიკო ქორქია.
… და ბოლოს, საბჭოთა ფეხბურთის პრაქტიკაში დაწესებულია ფეხბურთელთა კოლექტივების შეხვედრები თავიანთ ქომაგებთან. ეს იმგვარი ხასიათის კონტაქტებია, რომლებიც უპირველეს ყოვლისა გუნდის თამაშზე ახდენენ დადებით, კეთილნაყოფიერ ზეგავლენას. ამას ხშირად აკეთებენ უმაღლესი ლიგის სხვა გუნდები ეს ჩვენც უნდა გავაკეთოთ. თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელებმა, ფეხბურთელებმა გულახდილი საუბარი უნდა გამართონ თავიანთ ქომაგებთან, გაანდონ მათ თავიანთი გეგმები და ერთიანი მობილიზებით შეუდგნენ საქმის გამოსწორებას, მით უფრო, რომ თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კ. ასათიანმა სეზონის დასაწყისში გულშემატკივრებს აღუთქვა კოლექტივის სურვილი ამგვარი შეხვედრების გამართვის თაობაზე.
ჟურნალისტების შეფასება.
თბილისის „დინამოსა“ და ვილნიუსის „ჟალგირისის“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა ათბალიანი სისტემით შეაფასეს მასპინძელი გუნდის თითოეული ფეხბურთელის თამაში. აი, ვინ რა ნიშანი მიიღო: გაბელია, 5,6, კეტაშვილი 4,3, ჩივაძე 3,2, ჭედია, 3,3, კუდინოვი 2,8, კორღალიძე 2,7, სვანაძე 4, ცვეიბა 3,8, ჟვანია 3,3, გურული 5,3, ქეცბაია 3,3, შენგელია 6,7, ფანცულაია 3,5.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 3 июля 1987 года:

ПОЛОЖЕНИЕ УГРОЖАЮЩЕЕ.
Неудачно провели очеред­ной матч чемпионата СССР по футболу на своём поле дина­мовцы Тбилиси, встречавшие­ся с «Жальгирисом». Они по­терпели ещё одно поражение. Наша команда продемонстри­ровала слабую физическую подготовку и организацию иг­ры. Первый тайм встречи ди­намовцы провели в среднем темпе, что было на руку го­стам. Лишь после пропущен­ного на 49-й минуте гола (забил его Баранаускас), хозя­ева несколько активизирова­лись и имели возможность сравнять результат. Арбитр назначил 11 -метровый удар в ворота «Жальгириса». Однако Чивадзе пробил неточно.
На 66-й минуте гости доби­лись ещё одного успеха. Якубаускас чётко исполнил штраф­ной и вторично заставил ди­намовцев начать игру с цент­ра поля. Лишь на 84-й минуте Шенгелия провёл гол прести­жа. Положение динамовцев в чемпионате становится угрожа­ющим.