«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 1:2 (0:0)
Чемпионат СССР 1987 года. Высшая лига. Матч № 29.
12 ноября 1987 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Пасмурно, 11 градусов. 16500 зрителей.
Судьи: И.Тимошенко, В.Маркин (оба — Ростов-на-Дону), В.Белоусов (Волжский).
«Динамо» Тб.: Габелия (Чантурия, 74), Кеташвили, Чивадзе (к), Чедия, Сванадзе, Ревишвили, Цвейба, Сулаквелидзе (Арзиани, 46), Какилашвили, Гурули, Шенгелия.
«Динамо» К.: Чанов, Шматоваленко, Евсеев, Горилый, Демьяненко (к), Рац, Яковенко, Баль, Михайличенко, Беланов, Блохин (Евтушенко, 72).
Голы:
0:1 Беланов — 55 (пен.)
0:2 Михайличенко — 62
1:2 Гурули — 64 (пен.)
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 13 ноября 1987 года:
ПОВТОРЕНИЕ ПРОЙДЕННОГО.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев). 1:2 (0:0).
Тбилиси. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 12 ноября. Пасмурно. 11 градусов. 22 000 зрителей.
Судьи И. Тимошенко, В. Маркин (оба — Ростов-на-Дону), В. Белоусов (Волжский).
«Динамо» (Тбилиси): Габелия (Чантурия, 74), Кеташвили, Чивадзе, Чедия, Сванадзе, Ревишвили, Цвейба, Сулаквелидзе (Арзиани, 46), Какилашвили, Гурули, Шенгелия.
«Динамо» (Киев): Чанов, Шматоваленко, Евсеев, Горилый, Демьяненко, Рац, Яковенко, Баль, Михайличенко, Беланов, Блохин (Евтушенко, 72).
Голы: Беланов (55, с 11-метрового), Михайличенко (62), Гурули (64, с 11-метрового).
Дублеры — 1:1. Годы: у тбилисцев — Арзиани; у киевлян — Жабченко.
Выходя на вторую за последние пять дней встречу с киевскими одноклубниками, динамовцы столицы Грузии держали в уме предстоящий через две недели поединок с западногерманским «Вердером».
Именно с этих позиций, надо полагать, и рассматривали встречу одноклубников тренеры хозяев поля.
Владея территориальным преимуществом большую часть времени, хозяева тем не менее не часто угрожали воротам Чанова. В первые 45 минут запомнился лишь красивый удар Шенгелия да сильнейший «выстрел» Гурули, который с большим трудом отразил Чанов. Киевляне же до перерыва имели, что называется, стопроцентный шанс поразить цель — мяч после удара Блохина из пустых ворот выбил Сванадзе.
Все три гола были забиты вскоре после начала второго тайма. Первый из них с пенальти провел Беланов, второй — красивым ударом из-за пределов штрафной забил Михайличенко, третий — на счету Гурули, реализовавшего назначенный за его же снос 11-метровый.
Что ж, репетиция тбилисцам не совсем удалась. Киевляне вновь, как и четыре дня назад, записали на свой счет два очка.
Д. Какабадзе.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 14 ноября 1987 года:
12 ნოემბერს შედგა სსრ კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის.
„დინამო“ (თბილისი) – „დინამო“ (კიევი) 1:2 (0:0).
თბილისი: გაბელია (ჭანტურია, 73), კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, სვანაძე, რევიშვილი, ცვეიბა, სულაქველიძე (არზიანი, 46), კაკილაშვილი, გურული, შენგელია.
კიევი: ანოვი, შმატოვალენკო, ევსეევი, გორილი, დემიანენკო, რაცი, იაკოვენკო, ბალი, მიხაილიჩენკო, ბელანოვი, ბლოხინი (ევტუშენკო, 72).
მსაჯი ი. ტიმოშენკო (დონის როსტოვა).
კიეველი და თბილისელი ფეხბურთელები სულ ახლახან, რამდენიმე დღის უკან შეხვდნენ ერთმანეთს კიევში, ახლა კი თამაში ჩვენს სტადიონზე გაიმართა. ძნელი ამოსაცნობია, რომელია მათგანი პირველი და რომელი მეორე წრის შეხვედრა. ჩვენი ჩემპიონატის კალენდრის უწესრიგობამ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ორივე წრის შეხვედრათა ჩატარება გვიხდება ზედიზედ, და ეს მაშინ, როცა ჩემპიონატის დამთავრებას მხოლოდ ერთი ტური უკლია.
ორივე გუნდი წლევანდელ საკავშირო გათამაშებაში ფრიად წარუმატებლად გამოდის. თბილისის დინამოელთა საქმე ყველას კარგად მოგეხსენებათ. ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ჩემპიონატის ფინიშზე შეძლო საქმის გამოსწორება ისე, რომ დაბლა ლიგაში არ ჩამოქვეითებულიყო, მაგრამ წლეულს არც მის კიეველ თანაკლუბელებს გამოუჩენიათ დიდად თავი. ჩვენი ქვეყნის საუკეთესო გუნდმა ფრიად დაბალ დონეზე ითამაშა. საკმარისია ითქვას, რომ აგვისტოდან მოყოლებული კიეველებს სულ ორიოდე გამარჯვება აქვთ მოპოვებული. საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთი ფავორიტი სისტემატურად აგებდა შინაც და სტუმრადაც.
თბილისისა და კიევის დინამოელები არც ამ მატჩში გამოირჩეოდნენ მაღალი კლასით, ბრძოლისუნარიანობით ან გამარჯვებისადმი სწრაფვით. ტაიმი ისე დასრულდა, რომ არსებითად, არც ერთ კართან არ შექმნილა რამდენადმე მაინც საინტერესო მომენტი. ორიოდე შორეული დარტყმა აცდა მიზანს. თამაშის თვალის დევნება ტრიბუნიდან შეიძლებოდა მშვიდად, აუღელვებლად.
მიმდინარეობდა მატჩის 55-ე წუთი, როცა კიეველი იაკოვენკო მეტოქეებთან ბრძოლისას წაიქცა თბილისელთა საჯარიმო მოედანზე. არბიტრმა ი. ტიმოშენკომ ამ შემთხვევაში 11-მეტრიანი მიიჩნია, თუმცა არა გვგონია, ამ დარღვევის გამო საჭირო იყო ასეთი უკიდურესი სასჯელის გამოტანა. ყოველ შემთხვევაში, სულ ორი წუთის შემდეგ კიეველთა კარის სიახლოვეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დარღვევა მოხდა.
მსაჯმა კი ამ შემთხვევაში პენალტის დანიშვნისგან თავი შეიკავა. ასეა თუ ისე, 11- მეტრიანი დაინიშნა. ბელანოვმა ზუსტად დაარტყა მიზანში — 1:0.
62-ე წუთზე კიეველებმა სწრაფი საიერიშო კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ზუსტი, ძლიერი დარტყმით დაამთავრა მიხაილიჩენკომ 2:0. კიეველმა ფეხბურთელმა ამ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა.
64-ე წუთზე თავიანთ საჯარიმო მოედანზე კიეველებმა კვლავ უხეშად ითამაშეს. ამჯერად პენალტი დაინიშნა. გურულის დარტყმას მეკარე ჩანოვმა ვერ მიუსწრო — 1:2.
მასპინძლები შემდეგაც ხშირად და სახიფათოდ უტევდნენ, მაგრამ ანგარიში უცვლელი დარჩა. თბილისის დინამოელები კვლავ დამარცხდნენ კიეველ თანაკლუბელებთან.