«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван) 1:0 (1:0)

Чемпионат СССР 1987 года. Высшая лига. Матч № 09.
18 мая 1987 года. 19-30. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Солнечно, 26 градусов. 30347 зрителей.
Судьи: А.Спирин, О.Чиненов, Ю.Вергопуло (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Чивадзе (к), Чедия, Кудинов, Ревишвили, Цвейба, Сулаквелидзе, Цаава, Гурули (Какилашвили, 89), Шенгелия (Коргалидзе, 46).
«Арарат»: Антонян, Киракосян, Саркисян, А.Хачатрян (к) (Веранян, 27), Айвазян, Чилингарян, Маркарян, Акопян, Кочарян, Хашманян, Камалян (Маркосян, 46).
Гол:
1:0 Цаава — 07
Предупреждение: Чедия.

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»), «Заря Востока», «Молодежь Грузии», «Вечерний Тбилиси».
Программа матча — есть.

Газета «Советский спорт» (Москва) от 20 мая 1987 года:

«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван). 1:0 (1:0).
Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 18 мая. Солнечно. 26 градусов. 30 340 зрителей.
Судьи А. Спирин, О. Чиненов, Ю. Вергопуло (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Чивадзе, Чедия, Кудинов, Ревишвили, Цвейба, Сулаквелидзе, Цаава, Гурули (Какилашвили, 89), Шенгелия (Коргалидзе, 46).
«Арарат»: Антонян, Киракосян, Саркисян, Аш. Хачатрян (Веранян, 27), Айвазян, Чилингарян, Маркарян, Акопян, Кочарян, Хашманян, Камалян (Маркосян, 46).
Гол: Цаава (7).
Предупрежден Чедия.
Дублеры — 2:1. Голы: у «Динамо» — Панцулая, Тедеев: у «Арарата» — Осипян.
Омар ГВАСАЛИЯ, кинорежиссер, секретарь правления Союза кинематографистов Грузии: — Наконец-то динамовцы победили! Красивый гол забил Цаава, технично пославший мяч в дальнюю «девятку». Хозяева создали у ворот соперника и другие опасные моменты, но чувства удовлетворения от встречи лично я все же не испытал. В этот погожий, поистине футбольный вечер тбилисцы предстали перед своими болельщиками составом в котором больше половины, футболистов по своему игровому амплуа являются защитниками, А ведь наша команда всегда славилась и гордилась прежде все о форвардами. «Арарат», по-видимому, сыграл один, из худших матчей в сезоне. В течение всей встречи ереванские футболисты лишь раз-другой направили мяч в сторону ворот Габелия и ни разу, представшего ни разу не попали в створ ворот.
А что же мои земляки? Вот уже пять лет, как тбилисское «Динамо» потеряло главное — Игру. За эти пять лет было все: появлялись и исчезали новые имена и надежды, менялись тренеры, делались оргвыводы но… Игра так и не появилась. А когда ее нет, исчезает и надежда на рождение новых «звезд», без которых футбол на мой взгляд, теряет смысл.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 20 мая 1987 года:

სსრ კავშირის ჩემპიონატი.
18 მაისს შედგა სსრ კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის X ტურის მატჩები.
„დინამო“ (თბილისი) – „არარატი“ (ერევანი) 1:0 (1:0).
თბილისი. 18 მაისი. ვ. ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი.
„დინამო“: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, კუდინოვი, რევიშვილი, ცვეიბა, სულაქველიძე, ცაავა, გურული (კაკილაშვილი, 89), შენგელია (კორღალიძე, 46).
„არარატი“: ანტონიანი, კირაკოსიანი, სარქისიანი, ხაჩატრიანი (ვერანიანი, 27), აივაზიანი, ჩილინგარიანი, მარქარიანი, აკოფიანი, ქოჩარიანი, ხაშმანიანი, ქამალიანი (მარკოსიანი, 46).
მსაჯი ა. სპირინი (მოსკოვი).
გააფრთხილეს ჭედია.
დუბლიორები — 2:1. თბილისელთაგან გოლები გაიტანეს ფანცულაიამ (11- მეტრიანი) და თედეევმა.
თბილისის „დინამოს“ გუშინწინდელ შეხვედრას ერევნის „არარატთან“ ყველანი განსაკუთრებული მღელვარებით ველოდით.
მატჩის პირველი წუთებიდანვე დინამოელებმა დიდი ძალებით შეუტიეს მეტოქის კარს. მათ უკვე მე-3 წუთზე მიეცათ ანგარიშის გახსნის საშუალება. მაგრამ რევიშვილმა და გურულმა ბურთი „ვერ გაიყვეს“ ერევნელთა საჯარიმო მოედანზე დაძაბულობა არ განელებულა. მე-7 წუთზე კი ჩივაძის გამოზომილი პასის შემდეგ ცაავამ ულამაზესი გოლი გაიტანა შორეულ კუთხეში — 1:0.
ამ გოლის შემდეგ თბილისელებმა ტემპს უკლეს. თამაში თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში შუა მინდორში მიმდინარეობდა. ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა კვლავ მძლავრად შეუტიეს სტუმართა კარს. ახალი შტურმის დაწყების თვისებურ ნიშნად 35-ე წუთზე რევიშვილის მიერ მეტოქის საჯარიმო მოედნის მარცხენა კუთხეში შესრულებული „სოლო“ იქცა. მან თითქმის ზუსტად გაიმეორე ფინტი, რომელსაც ასე ბრწყინვალედ ასრულებდა უფროსი მიხეილ მესხი. უკან ჩამოიტოვა ორი მცველი და სახიფათოდ ჩააწოდა კარის გასწვრივ. ამას მოჰყვა გურულის შესანიშნავი დრიბლინგი ოთხ მცველს შორის, მაგრამ არაზუსტი დარტყმა. შემდეგ კვიტაშვილის რეიდი და ჩაწოდება გურულის მისამართით (კვლავ არაზუსტი დარტყმა).
ბოლო წუთზე ცაავა და შენგელია შეიჭრნენ საჯარიმოში, მაგრამ ცაავამ ვერ შეძლო პასის ზუსტად შესრულება.
მეორე ტაიმი თბილისელებმა კიდევ უფრო ცოცხლად, ტემპერამენტით ჩაატარეს. პირველივე წუთზე იგრიალა სტადიონმა როცა მინდორზე ახალგამოსულმა კორღალიძემ თავს უკან დარტყმით ძელს მოახვედრა ბურთი. კორღალიძე ამის შემდეგაც აქტიურად მოძრაობდა მინდორზე. მას დიდი წვლილი მიუძღვის მეორე ტაიმში ერევნელთა კართან შექმნილ სახიფათო იერიშებში. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში კორღალიძემ ბურთი ცივაძეს მიაწოდა. კაპიტანი გასცდა მცველს, და რბილად, მაღალი ტრაექტორიით დაარტყა კარიდან წინ გამოსული ანტონიანის კარში. ბურთი კარის ზედა ზელს გადასცდა.
თბილისელთა მიერ შექმნილი სახიფათო მომენტების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებთ, ეს შორს წაგვიყვანდა. ერთის თქმა კი აუცილებელია: ჩვენს ფეხბურთელებს გაცილებით მეტი გოლი უნდა გაეტანათ და მატჩიც უფრო დიდი ანგარიშით დამთავრდებოდა, რადგან ჩვენს კართან ფაქტიურად არც ერთი საგოლე მომენტი არ შექმნილა. გაბელიას ჯაფა არ დასდგომია. თბილისელთა თამაში საგრძნობლად გააძლიერეს ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩამდგარმა კეტაშვილმა და კუდინოვმა. ამას ხელი შეუწყო ტაქტიკურმა გადაადგილებებმაც: ცივაძე და ცვეიბა ამჯერად ნახევარდაცვაში გამოდიოდნენ, ცაავა კი კვლავ შეტევის მარჯვენა ფრთაზე მოქმედებდა. ყოველივე ეს ერევნელებთან შეხვედრაში ეფექტური გამოდგა. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ „დინამოს“ ვეტერანთა თამაში: ჩივაძემ, სულაქველიძემ და შენგელიამ კვლავ დიდი მონდომებით, ენერგიულად იბრძოლეს.
ქებას იმსახურებენ „დინამოს“ გულშემატკივრებიც. ისინი კვლავ მოვიდნენ გუნდის გასამხნევებლად და მთელი 90 წუთის მანძილზე მხარში ედგნენ მას.
ინტერვიუ მატჩის შემდეგ
გრიგოლ ცაავა. ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებული გულმოდგინებით
ვემზადებოდით. ჩვენს გულშემატკივართა წინაშე ვალში ვართ. წარუმატებლად ჩატარებული მატჩების შემდეგ ეს შეხვედრა რომ არ მოგვეგო, არავინ გვაპატიებდა.
სწორიც იქნებოდნენ. აქედან გამომდინარე, რა დასამალია, მატჩის წინ საკმაოდ ვნერვიულობდით — ძალიან დიდი იყო პასუხისმგებლობის გრძნობა. ვფიქრობ, შევძელით მღელვარების გადალახვა და თამაშიც უკეთესი გამოგვივიდა. ამაში სტადიონზე მოსულ მაყურებელთა მხარდაჭერაც დაგვეხმარა.
რაც შეეხება გატანილ გოლს, ბურთის მიღებამდე ვგრძნობდი, რომ საგოლე მდგომარეობაში ვიყავი და ისიც ვიცოდი, რომ უნდა დამერტყა კარში. ჩივაძემაც არ დააყოვნა, ზუსტად მომაწოდა და ჩანაფიქრიც ზუსტად განვახორციელე.
ზურაბ ფოცხვერია.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 1987 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от 1987 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от 1987 года:

 

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *