«Динамо» (Тбилиси) — «Жальгирис» (Вильнюс) 2:1 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Жальгирис» (Вильнюс) 2:1 (1:0)

Чемпионат СССР 1986 года. Высшая лига. Матч № 18.
20 июля 1986 года. 20-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Ясно, 31 градус. 20700 зрителей.
Судьи: О.Чиненов, В.Демихов, В.Гуськов (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Кеташвили (Микаберидзе, 80), Чивадзе (к), Чедия, Гурули, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Челебадзе, Цаава, Месхи.
«Жальгирис»: Юркус, Тамулявичюс, Сукристов, Мажейкис, Янонис, Тауткус, Баранаускас, Мацкявичюс (к), Якубаускас, Расюкас, Нарбековас (Бузмаков, 40).
Голы:
1:0 Сулаквелидзе — 45
2:0 Челебадзе — 57 (пен.)
2:1 Баранаускас — 69

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 1904)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 22 июля 1986 года:

ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Жальгирис» {Вильнюс). 2:1 (1:0). Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 20 июля. Ясно. 31 градус. 20 700 зрителей.
Судьи О. Чиненов, В. Демихов, В. Гуськов (все — Москва).
«Динамо»: Габелия, Кеташвили (Микаберидзе, 80), Чивадзе, Чедия, Гурули, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Челебадзе, Цаава, Месхи.
«Жальгирис»: Юркус, Тамулявичюс, Сукристов, Мажейкис, Янонис, Тауткус, Баранаускас, Мацкявичюс, Якубаускас, Расюкас, Нарбековас (Бузмаков, 40).
Голы: Сулаквелидзе (45). Челебадзе (57, с пенальти), Баранаускас (69).
Дублеры — 1:2. Голы: у «Динамо» — Гогричиани; у «Жальгириса» — Панкратьев (2).
Турнирное положение динамовцев просто обязывало их вести игру активную, наступательную. Тем более что два предыдущих матча на своем поле ими были проиграны.
На протяжении первого тайма преимущество тбилисцев было очевидно. У ворот Юркуса один за другим подавались угловые, возникали острые ситуации. Особенно активен был левый крайний Месхи, довольно легко переигравший своего опекуна. После очередного углового в суматохе у ворот Сулаквелидзе удается открыть счет.
Вскоре после перерыва динамовцы забили второй гол — с пенальти, назначенного за снос Гурули. Но, как это бывало и в предыдущих встречах, поведя в счете, хозяева поля снизили активность, посчитав, видимо, свою задачу выполненной. Этим не замедлили воспользоваться гости, наладившие контригру. Теперь уж с полной нагрузкой, пришлось действовать обороне и вратарю хозяев. Во время одной из атак «Жальгириса» Баранаускас оказался с мячом у угла площади ворот и сильным ударом сократил разрыв в счете. Большего гостям добиться не удалось.
Н. ЦАГАРЕИШВИЛИ, мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 22 июля 1986 года:

თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი. 20 ივლისი.
„დინამო“ (თბილისი) – „ჟალგირისი“ (ვილნიუსი) 2:1.
„დინამო“: გაბელია, კეტაშვილი (მიქაბერიძე, 79), ჩივაძე, ჭედია, გურული, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, ჩელებაძე, ცაავა, მესხი.
„ჟალგირისი“: იურკუსი, ტამულიავიჩუსი, სუკრისტოვი, მაჟეიკისი, იანონისი, ტაუტკუსი, ბარანაუსკასი, მაცკიავიჩუსი, იაკუბაუსკასი, რასიუკასი, ნარბეკოვასი (ბუზმაკოვი, 40).
მსაჯი: ო. ჩინიონოვი (მოსკოვი).
გოლები: სულაქველიძე (45), ჩელებაძე (58, პენალტი), ბარანაუსკასი (69).
დუბლიორები – 1:2.
ნათქვამია, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო. ჩვენ არც ვაპირებთ ამას, მით უმეტეს, რომ თბილისის „დინამომ“ კარგა ხნის „შესვენების“ შემდეგ, როგორც იქნა, შეძლო საკავშირო ჩემპიონატის კალენდარული მატჩის მოგება. მაგრამ ის კმაყოფილება, რაც ჩვეულებრივ, ჩვენი გუნდის გამარჯვებისას განვიცდით ხოლმე, ამჯერად არ გვიგვრძნია. შესაძლოა, ვინმემ მეტისმეტი პრეტენზიულობა დაგვწამოს, მაგრამ სათქმელი მაინც უნდა ითქვას: თუ მოგებამ თავისთავად ყველა გაგვახარა, დინამოელთა თამაშის ხარისხი ჯერჯერობით მაინც ვერ არის ისეთი, როგორსაც მათგან მოითხოვენ სპეციალისტები, გულშემატკივრები, უპირველეს ყოვლისა – მწვრთნელები.
„ჟალგირისი“ აშკარად არ იყო „განწყობილი“ ორი ქულის ასაღებად. იგრძნობოდა, რომ სტუმართა გუნდს ფრეც სავსებით დააკმაყოფილებდა, ყოველ შემთხვევაში, მთელი პირველი ტაიმის მანძილზე ვილნიუსელები ერთხელაც არ დამუქრებიან მეტოქის კარს და გაბელია, შეიძლება ითქვას, უქმად დატოვეს. ცხადია, როცა მიზნად ერთი ქულის მოპოვებას დაისახავ, ყველაზე მეტად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავ. ისიც სავსებით გასაგებია, რომ „ჟალგირისი“ საშუალო ტემპით, აუჩქარებლად მოქმედებდა და ცდილობდა „დინამოც“ ასეთ თამაშზე დაეყოლებინა. უნდა ითქვას, რომ ვილნიუსელები უმეტეს შემთხვევაში, ახერხებდნენ კიდეც ამას – დინამოელები, როგორც წესი, დიდ დროს ანდომებდნენ შუა მინდვრის გადალახვას. იშვიათად მიმართავდნენ საშუალო და გრძელ გადაცემებს, რაც „ჟალგირისის“ წისქვილზე ასხამდა წყალს.
საკმარისი იყო თბილისელ ფეხბურთელებს ოდნავ მეტი სიჩქარით დაეწყოთ თამაში, რომ იურკუსის კართან მაშინვე იქმნებოდა სახიფათო სიტუაციები. გავიხსენოთ, თუნდაც, კაკილაშვილის სწრაფი გარღვევა, რომელიც მეკარის პირისპირ გასულმა ჩვენმა ნახევარმცველმა უხეირო დარტყმით დაასრულა ( მე-13 წუთი), ან ჩივაძე–ცაავა–ჩელებაძე–მესხის ლამაზი კომბინაცია, რომელიც სტუმართა საჯარიმოს მისადგომებთან ჩაიშალა (32–ე წუთი).
35–ე წუთზე კაკილაშვილმა კარგ პოზიციაში გაიყვანა მესხი. მან ჯერ დაკარგა ბურთი, მერე ისევ დაიბრუნა და დაარტყა კიდეც, მაგრამ ამ დარტყმას გოლი არ მოჰყოლია. ვილნიუსელთა ერთ–ერთმა მცველმა ცარიელი კარიდან თავით გაიტანა ბურთი. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მასპინძლებმა კუთხურის მიწოდების უფლება მოიპოვეს. ცაავასგან ბურთი ჩელებაძემ მიიღო და მცველთან ბრძოლაში შეძლო კარის მიმართულებით დარტყმა. იქ კარგად ითამაშა სულაქველიძემ და ანგარიშიც გახსნა.
შესვენების შემდეგ „ჟალგირისი“ შედარებით გააქტიურდა და 53-ე წუთზე კინაღამ გოლიც გაიტანა: მასპინძელთა მცველებმა შეუფერხებლად დარტყმის საშუალება მისცეს ბუზმაკოვს და ბურთი სულ მცირე მანძილით ასცდა გაბელიას კარს. სამი წუთის შემდეგ უკვე დინამოელებს მიეცათ ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ მესხმა კარში დარტყმის მაგივრად ცაავას მიაწოდა ბურთი და ეს შანსიც დაიკარგა.
გავიდა კიდევ ორი წუთი და ანგარიში გაზიარდა: ვილნიუსელთ ერთ–ერთმა მცველმა საკუთარი კარის სიახლოვეს წააქცია გურული. ჩელებაძემ ზუსტად დაარტყა 11–მეტრიანი.
დარჩენილ 20 წუთში „ჟალგირისის“ უპირატესობა აშკარა იყო. გარდა იმისა, რომ ერთი ბურთი გაქვითეს (ბარანაუსკასი, 69-ე წუთი), სტუმრებს კიდევ რამდენიმეჯერ შეეძლოთ გოლის გატანა (ორჯერ მეტად სახიფათოდ დაარტყა იაკუბაუსკასმა), მაგრამ ანგარიში უცვლელი დარჩა. დინამოელები ნაადრევად დამშვიდდნენ და, თუ მათ ამჯერად მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება, სხვა დროს ყურადღების ასეთ მოდუნებას შეიძლება სხვა შედეგიც მოჰყვეს.
დავით კაკაბაძე.