«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 1:1 (0:1)

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев) 1:1 (0:1)

Чемпионат СССР 1986 года. Высшая лига. Матч № 01.
1 марта 1986 года. 17-30. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Перед матчем — снегопад, 3 градуса. 42300 зрителей.
Судьи: Ю.Савченко, В.Новиков, А.Хорлин (все — Москва).
«Динамо» Тб.: Габелия (к), Кеташвили, Цаава, Махарадзе, Кудинов, Джохадзе, Микаберидзе, Сулаквелидзе, Гурули (Какилашвили, 63), Газзаев (Шенгелия, 71), Месхи.
«Динамо» К.: Чанов, Бессонов, Балтача (к), Кузнецов, Демьяненко, Рац, Яковенко (Баль, 86), Яремчук, Заваров (Евтушенко, 77), Беланов, Блохин.
Голы:
0:1 Заваров — 37
1:1 Кузнецов — 68 (автогол)

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 1903)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 2 марта 1986 года:

«ДИНАМО» (Тбилиси) — «ДИНАМО» (Киев) — 1:1.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Киев). 1:1 (0:1). Тбилиси. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 1 марта. Парад матчам снегопад. 3 градуса тепла. 40 000 зрителей.
Судьи Ю. Савченко, В. Новиков, А. Хорлин (все — Москва).
«Динамо» (Тбилиси): Габелия, Кеташвили, Цаава, Махарадзе, Кудинов, Джохадзе, Микаберидзе, Сулаквелидзе, Гурули (Какилашвили, 64), Газзаев (Шенгелия, 75), Месхи.
«Динамо» (Киев): Чанов. Бессонов, Балтача, Кузнецов, Демьяненко, Рац, Яковенко (Баль, 85), Яремчук, Заваров (Евтушенко, 77), Беланов, Блохин.
Голы: Заваров (37), Кузнецов, в свои ворота (68).
Дублеры — 3:0.
Голы: Гогричиани (с 11-метрового), Микашавидзе.
…Триста юных футболистов, специально готовившихся к этому событию, с огорчением узнали, что из-за сложнейших погодных условий (два дня не прекращался снегопад) открытие чемпионата пройдет без их участия. Поле надо было готовить к матчу. Усилиями коллектива сотрудников стадиона (директор В. Жгенти) футболистам были созданы отличные условия для игры.
Первое выступление чемпиона привлекало особое внимание — известно, что уже в среду ему предстоит ответственнейшая игра в четвертьфинале Кубка кубков с венским «Рапидом». Так что старт в чемпионате был Для киевлян не только последней, а практически единственной репетицией— в полном составе они собрались в этом году впервые…
Обе команды порадовали весьма добротным для начала года футболом. Стороны особенно внимательно следили за лидерами атаки соперников, И вот стоило на мгновение оставить без присмотра вблизи ворот Заварова, как тот, получив передачу с левого фланга, без помех пробил в верхний угол ворот.
Отыграться тбилисцы могли еще до перерыва, но гостей выручил вратарь, в отличном броске доставший под перекладиной мяч после удара Месхи.
И все-таки Месхи, остро проведший всю игру, сумел отличиться. В очередной раз пройдя по флангу, он сильно пробил вдоль ворот, и пытавшийся прервать передачу Кузнецов забил мяч в собственные ворота.
В оставшиеся минуты попытки гостей и хозяев изменить счет успеха не имели.1:1.
И. БОЧОРАДЗЕ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 2 марта 1986 года:

ლოგიკური შედეგი.
თბილისი, ვ. ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი, 1 მარტი.
„დინამო“ (თბილისი) – „დინამო“ (კიევი) 1:1 (0:1)
თბილისი: გაბელია, კეტაშვილი, ცაავა, მახარაძე, კუდინოვი, ჯოხაძე, მიქაბერიძე, სულაქველიძე, გურული (კაკილაშვილი, 84), გაზაევი, (შენგელია), მესხი.
კიევი: ვიქ. ჩანოვი, ბესონოვი, ბალტიჩი, ო. კუზნეცოვი, დემიანენკო, რაცი, იაკოვენკო (ბალი 81), იარემჩუკი, ზავაროვი (ევტუშენკო 17), ბელანოვი და ბლოხინი.
მსაჯი: ი. სავჩენკო (მოსკოვი)
გოლები: ზავაროვი (51), ი. კუზნეცოვი (საკუთარ კარში, 68).
მზიანი, თბილი დღეები თბილისში მოულოდნელად შეცვალა სუსხიანმა, თოვლიანმა დარმა და ფეხბურთის მოყვარულებს გვარიანად წაუხდინა ხასიათი. ცხადია, არავის უნდოდა საკავშირო ჩემპიონატის პირველი მატჩი თოვლით დაფარულ მინდორზე ჩატარებულიყო, მაგრამ „დინამოს“ სტადიონზე მოსულთ სულ სხვა სურათი ელოდა. საფეხბურთო მინდორი სულაც არ ჰგავდა ჰოკეის მოედანს და მწვანედ მობიბინე ბალახი სასიამოვნო სიურპრიზად დახვდა ათასობით მაყურებელს. სტადიონის თანამშრომლებმა დიდი მუშაობა გასწიეს სათამაშო მინდვრის მოსაწესრიგებლად, რუსთავიდან ჩამოიტანეს სპეციალურად დამზადებული ცელოფნის საფარი, რომელმაც მინდორი თოვლისგან დაიცვა.
ერთი სიტყვით, მატჩის დაწყებისთვის ყველაფერი რიგზე იყო. ერთი კია – უამინდობის გამო აღარ მოხერხდა ჩემპიონატის გახსნისადმი მიძღვნილი დიდი ზეიმის ჩატარება. თუმცა გულშემატკივრისთვის ზეიმი თვით საფეხბურთო სეზონის გახსნაა და ყველაზე მეტად მას სწორედ თამაშის მსვლელობა აღელვებდა.
პირველ მატჩს მუდამ განსაკუთრებული ინტერესით ველით ყველანი – გულშემატკივრებიც, სპეციალისტებიც და ჟურნალისტებიც. ფეხბურთს მოწყურებულებს, მაინცდამაინც პირველსავე შეხვედრაში გვინდა მივიღოთ პასუხი იმ მრავალრიცხოვან შეკითხვებზე, ზამთრის განმავლობაში რომ დაგვიგროვდა. ფეხბურთელებისთვის კი პირველი მატჩი განსაკუთრებით მძიმე ჩასატარებელია. სათამაშო პრაქტიკის უკმარისობის გამო ფსიქოლოგიური ტვირთიც იჩენს თავს. მასპინძლებს საქმეს ისიც ურთულებდა, რომ მათ სხვადასხვა მიზეზით რამდენიმე პირადი მოთამაშე აკლდათ (ვერ გამოვიდნენ ჩივაძე, ჭედია, სვანაძე, არზიანი), კიეველები კი, შეიძლება ითქვას, თითქმის უძლიერესი შემადგენლობით ასპარეზობდნენ.
სტუმართა პირველივე შეტევა სახიფათო გამოდგა: ზავაროვი სწრაფად გაიჭრა მარჯვენა ფლანგზე და თბილისელთა კარისკენ ჩააწოდა ბურთი – მცველებმა იგი კუთხურზე გააგზავნეს, მასპინძელთა საპასუხო იერიშში გაზაევი და მესხი მონაწილეობდნენ. ასეთი დასაწყისის შემდეგ ბრძოლამ მინდვრის შუაგულში გადაინაცვლა და ბურთი საკმაოდ იშვიათად ხვდებოდა მეტოქეთა საჯარიმოში. თავი იჩინა სეზონის დამდეგისთვის დამახასიათებელმა და, ალბათ, გარდაუვალმა ნაკლმაც – მეტად დიდი იყო არაზუსტი გადაცემების რიცხვი, ეს კი ფეხბურთელებს საშუალებას არ აძლევდა მრავალსვლიანი კომბინაციები გაეთამაშებინათ. საუბარია არა მხოლოდ საშუალო და გრძელ პასებზე, არამედ მოკლე გადაცემებზეც, რაშიც ორივე გუნდის წევრები სცოდავდნენ.
ასეთი თამაში დაახლოებით ნახევარი საათს გაგრძელდა. ამ ხნის მანძილზე მაინცდამაინც ღირსშესანიშნავი არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ორიოდე შორეულ დარტყმას (მიქაბერიძე, იარემჩუკი). ანგარიში 37-ე წუთზე გაიხსნა. რაცმა მარცხენა ფლანგიდან ზუსტად მიაწოდა ბურთი საჯარიმოში უმეთვალყურეოდ მიტოვებულ ზავაროვს, რომელმაც აუღელვებლად, სწორად შეაფასა შექმნილი სიტუაცია და ზუსტი დარტყმით კიეველები დააწინაურა. ამ მომენტამდე მასპინძელთა მცველები საკმაოდ კარგად ართმევდნენ თავს მოვალეობას: ბლოხინს კეტაშვილი მეურვეობდა, ბელანოვს კი ფეხდაფეხ დაჰყვებოდა კუდინოვი, სულაქველიძეც დროულად ეხმარებოდა პარტნიორებს, მაგრამ გაშვებულ გოლში ჩვენს მცველებს უდავოდ მიუძღვით ბრალი.
ტაიმის დამთავრებას აღარაფერი აკლდა, როცა ცაავამ ზუსტი პასით ხელსაყრელ პოზიციაში გაიყვანა მესხი. თავდამსხმელის ძლიერი დარტყმა ჩანოვმა კუთხურზე მოიგერია. ანალოგიური მდგომარეობა შეიქმნა მეორე ტაიმის დასაწყისშიც, მაგრამ მესხმა ვერც ეს შანსი გამოიყენა, თუმცა, საბოლოოდ თბილისელები სწორედ მესხის აქტიურობამ იხსნა წაგებისგან. იმავ წუთზე იგი მარცხენა ფრთიდან სწრაფად მიუახლოვდა კარს და ძლიერად დაარტყა. ბურთის მოგერიება ო. კუზნეცოვმა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა და ბურთი ჩანოვის კარის ბადეში გაეხვია – 1:1.
ფრე ამ მატჩის ლოგიკური შედეგი იყო. მართალია, თამაშის მიწურულს ორივე გუნდს შეეძლო დაწინაურება, მაგრამ კაკილაშვილის (მე–80 წუთზე) და ბლოხინის (62-ზე) სახიფათო დარტყმების შემდეგ მეკარეებმა იმარჯვეს. მეტოქეებმა პირველი ქულები მოიპოვეს, თუმცა ზოგი მკითხველი გვეტყვის, პირველი ქულებიც დაკარგესო. მართალიც არის, მაგრამ უდანაკარგოდ ასეთ მარათონულ შეჯიბრებას ვინ გაივლის?
დავით კაკაბაძე.