«Динамо» (Минск) — «Динамо» (Тбилиси) 4:0 (3:0)

«Динамо» (Минск) — «Динамо» (Тбилиси) 4:0 (3:0)

Чемпионат СССР 1986 года. Высшая лига. Матч № 26.
17 октября 1986 года. 19-00. Минск. Стадион «Динамо». Ясно, 14 градусов. 17000 зрителей.
Судьи: М.Ступар (Ивано-Франковск), В.Литвинов (Донецк), А.Резепов (Вильнюс).
«Динамо» Мн.: Жекю, Боровский, Курненин, Янушевский, Трухан, Зыгмантович, Родненок (Румбутис, 77), Кистень, Алейников (к), Сокол (Деркач, 70), Кондратьев.
«Динамо» Тб.: Баладзе, Кеташвили, Чивадзе (к), Чедия, Гогричиани, Чекунов, Сванадзе, Цвейба, Цаава (Месхи, 46), Челебадзе, Ревишвили (Микаберидзе, 46).
Голы:
1:0 Курненин — 05
2:0 Алейников — 11
3:0 Кондратьев — 38
4:0 Кистень — 48
Предупреждение: Чедия.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 34, Дело 1904)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 19 октября 1986 года:

МИНСК.
«Динамо» (Минск) — «Динамо» (Тбилиси). 4:0 (3:0).
Минск. Стадион «Динамо». 17 октября. Ясно. 14 градусов. 17 000 зрителей.
Судьи М. Ступар (Ивано-Франковск)» В. Литвинов (Донецк), А. Резепов (Вильнюс).
«Динамо» (Минск); Жекю, Боровский, Курненин, Янушевский, Трухан, Зыгмантович, Родненок (Румбутис, 77), Кистень, Алейников, Сокол (Деркач, 70), Кондратьев.
«Динамо» (Тбилиси): Баладзе, Кеташвили, Чивадзе, Чедия, Гогричиани, Чекунов, Сванадзе, Цвейба, Цаава (Месхи, 46), Челебадзе, Ревишвили (Микаберидзе, 46).
Голы: Курненин (5), Алейников (11), Кондратьев (38), Кистень (48).
Предупрежден Чедия.
Дублеры — 0:1. Гол: Панцулая.
Тбилисцы провели перед этим впечатляющую серию из четырех побед. Поневоле возникал вопрос: кто же их остановит? В Минске был дан вполне определенный ответ.
Хозяева поля быстро добились успеха. Сокол диагональной передачей с правого фланга как бы вспорол оборону соперников, и Курненин, опередив всех в стремительном рывке, головой послал мяч в сетку. Вскоре уже Курненин сделал нацеленную передачу почти от углового флага в центр, и Алейников идеальным по силе и точности ударом вколотил мяч в нижний угол.
После этого Чивадзе отправился искать счастья на чужую половину поля. Если учесть, что там уже находился Чедия, а Кеташвили тоже рвался вперед, то станет ясным, что оборону у гостей вели лишь неопытные Чекунов и Цвейба. Безнаказанным это не могло остаться. Незадолго до перерыва Кондратьев, воспользовавшись выверенным пасом Курненина, головой послал мяч в сетку.
На этом злоключения гостей не кончились. Едва после перерыва игра возобновилась, как Кистень пробил не менее чем с 30 метров. Баладзе явно прозевал удар: мяч вырвался у него из рук и оказался за линией ворот.
Минчане бесспорно провели лучший матч в сезоне и показали яркую игру на уровне своих прежних лучших образцов.
М. СУПОНЕВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 19 октября 1986 года:

17 ოქტომებრს დაიწყო საბჭოთ კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი, 26-ე ტურის შეხვედრები, რომლებიც დღეს დამთავრდება. საქართველოს გუნდებმა — თბილისის „დინამომ“ და ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად გამართეს მეტად დიდმნიშვნელოვანი მატჩები მინსკსა და კიევში.
სანამ უშუალოდ ამ მატჩების რეცენზირებას შევუდგებით, საჭიროდ მიგვაჩნია ორიოდე სიტყვა ვთქვათ იმ სატურნირო მდგომარეობაზე, რომელიც ჩემპიონატის ფინიშზე შეიქმნა.
თბილისის დინამოელებს 26-ე ტურისთვის საუკეთესო პერსპექტივები გააჩნდათ. მთელი სეზონის ხანგრძლივი, მეტად კრიზისული მდგომარეობის შემდეგ ჩვენმა პირველმა გუნდმა, როგორც იქნა, გამოავლინა თავისი პოტენციური შესაძლებლობანი, აამოქმედა მთელი რეზერვები და სტუმრად თუ შინ ზედიზედ 4 გამარჯვება მოიპოვა. როცა ქულათა ძველ მარაგს ეს ახალი 8 ქულა დაემატა, თბილისელებმა გათამაშების ცხრილში III ადგილზე გადაინაცვლეს და გუნდის გულშემატკივრებს სრული საფუძველი მიეცათ ეფიქრათ თბილისის „დინამოს“ აღორძინებაზე. ის 8 ქულა დინამოელთათვის არავის უჩუქებია. კოლექტივი ყოველ მატჩში თავგამოდებით იბრძოდა. ყოველმხრივ მობილიზებული და საბოლოოდ შეთამაშებულნი ჩანდნენ ვეტერანებიც, ახალგაზრდებიც. გუნდის თამაშის ხარისხი , მასტერკლასი რეალურ საფუძველს გვიქმნიდა საიმისოდ, რომ უკვე წლევანდელ ჩემპიონატში მოწინავე პოზიციებზე გვეფიქრა და ევროპის მომავალი საკლუბო გათამაშებისთვის უეფა-ს ტურნირის საგზურზე აგვეღო ორიენტაცია.
ვიმეორებთ: დინამოელთა მიერ ბოლო 4 ტურში მოპოვებული გამარჯვებები იმედს გვაძლევდა, რომ მძიმე ჩავარდნა განვლილი ეტაპია. თბილისის „დინამო“ კვლავ „დინამოდ“ რჩებოდა.
მაგრამ მინსკის „დინამოსთან“ 17 ოქტომბერს ესოდენ უსუსურად, უმწეოდ ჩატარებულმა მატჩმა სრული სიცხადით ნათელჰყო, რომ საიმედო აღორძინებამდე ჩვენს გუნდს ჯერ კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი აკლია. საკმარისი გახდა იგი ექსტრემალურ ვითარებაში შეხვედროდა შეუპოვარი ბრძოლისთვის პრინციპულად განწყობილ მეტოქეს, რომ მთელს ჩვენს იმედებს ცივი წყალი გადაესხა.
არავითარ შემთხვევაში არ გვინდა წუთით მაინც ვიფიქროთ, რომ ახლანდელი თბილისის „დინამო“ თავისი კლასით, თამაშის საერთო ხარისხით ისე ჩამორჩა მინსკის „დინამოს“, რომ 4 „მშრალი“ ბურთი დათმო ბელორუსიის დედაქალაქში, თუნდაც, იმ სიტუაციაში, როცა გუნდს აკლდნენ გაბელია და სულაქველიძე. კლასი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. საქმე, მისი ვითარება, ჩვენი აზრით, უფრო „პროზაული“ მიზეზებით აიხსნება.
მინსკის „დინამო“ ამ მატჩში მაქსიმალურად მობილიზებული იყო საბრძოლველად. თითოეული მოთამაშე ისე განეწყო თამაშისთვის, რომ გამარჯვების გარდა სხვა არავითარ ალტერნატივას არ ხედავდა. მინსკელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც კი შეეძლოთ, იბრძოლეს თავგანწირვით, მონდომებით, კოლექტიურად. ერთმანეთის დაუღალავი დახმარებით და ხელშეწყობით. და როცა თბილისის დინამოელები ასე კატეგორიულად განწყობილ მეტოქეს შეხვდნენ მინდორზე, ერთიანად დაყარეს ფარ- ხმალი. ვერ გაუძლეს მატჩის ფსიქიკურ და მორალურ დატვირთვას, იოტის ოდენა ნებისყოფის სიმტკიცე და გაბედულება ვერ გამოიჩინეს და პირწმინდად ჩააბარეს თამაშის სადავეები მეტოქეს.
უკვე მაშინ, როცა მინსკელები 4:0 იგებდნენ და გამარჯვებულის ვინაობა არავითარ ეჭვს არ იწვევდა, მინსკელებმა ოდნავ შეანელეს თამაში და აი, მხოლოდ მაშინ, ბერად თუ ნაკლებად, გამოიღეს ხელი თბილისელებმა. ამით კიდევ უფრო ცხადყვეს, რომ ნამდვილ სპორტულ დაძაბულობაში მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ მეტოქეებს და მარტოოდენ მაშინ შეეძლოთ რამდენადმე დამაკმაყოფილებელი თამაში, თუ კი მინსკელები მათ ამის ნებას დართავდნენ.
ერთი სიტყვით, მინსკში დავმარცხდით სწორედ ჩვენი გუნდის უნებისყოფობის, საბრძოლო შემართების უქონლობის და საბრძოლო სულისკვეთების სიღატაკის გამო. და ეს მაშინ, როცა ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო, როცა თბილისის დინამოელებს ახალი გამარჯვება უნდა მიეძღვნათ თავიანთი გულშემატკივრებისთვის, კიდევ უფრო განემტკიცებინათ შრომით და ჯაფით მოპოვებული პოზიციები. ისღა დაგრჩენია, ვიმედოვნოთ, რომ თბილისის „დინამო“ მსგავს სამწუხარო რეციდივს მომავალში აღარ გაიმეორებს, იბრძოლებს და ითამაშებს ისე, როგორც საჭიროა. ხოლო თუ როგორ არ უნდა თამაში, მათ ეს უკვე გვაჩვენეს მინსკში…
და ბოლოს, მოგახსენებთ ამ სავალალო მატჩის სტატისტიკურ პერიპეტიებს: მატჩი იმით დაიწყო, რომ მასპინძლებმა მძლავრად შეუტიეს და უკვე მე-5 წუთზე კურნენინმა სოკოლის გადაცემით შორი მანძილიდან თვით გაგზავნა ბურთი ბადეში — 1:0. ხუთიოდე წუთის მერე ალეინიკოვმა 2:0-მდე გაზარდა ანგარიში, ხოლო ტაიმის დასასრულს კურნენინ-კონდრატიევის კომბინაცია მესამე გოლით დამთავრდა.
რა დაუპირისპირეს თბილისელებმა გამარჯვებულებს პირველ 45 წუთში? გაუბედავი, ქაოტური თამაში, ცალკეული რგოლებისა და მოთამაშეების სრული შეუთანხმებლობა.
განახლდა თამაში მეორე ტაიმში და უკვე 48-ე წუთზე კისტენმა შორი მანძილიდან მეოთხე ბურთი გაიტანა ბალაძის კარში. ამის მერე მასპინძლებს ყოველგვარი პრობლემა მოეხსნათ. მათ წყნარ კალაპოტში გადაიყვანეს თამაში და უხიფათოდ, მშვიდობიანად გავიდნენ გამარჯვებულის ნაპირზე.
მინსკის დინამომ ამ მატჩში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ჟეკიუ, ბოროვსკი, კუნენინი, იანუშევსკი, ტრუხანი, ზიგმანტოვიჩი, როდნიენოკი (რუმბუტისი), კისტენი, ალეინიკოვი, სოკოლი (დერკაჩი), კონდრატიევი; თბილისის „დინამო“: ბალაძე,
კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, გოგრიჭიანი, ჩეკუნოვი, სვანაძე, ცეიბა, ცაავა (მესხი), ჩელებაძე, რევიშვილი (მიქაბერიძე). მსაჯი მ. სტუპარი (ივანო-ფრანკოვსკი), გააფრთხილეს ჭედია. დუბლიორთა შეხვედრა მოიგეს თბილისელებმა — 1:0. ბურთი გაიტანა ფანცულაიამ.