«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк) 5:0 (2:0)

Чемпионат СССР 1985 года. Высшая лига. Матч № 02.
10 марта 1985 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. 4 градуса. 74600 зрителей.
Судьи: А.Спирин, А.Родин (оба — Москва), В.Жук (Минск).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Чивадзе (к), Чедия, Арзиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Махарадзе (Придонишвили, 80), Шенгелия (Кочкиани, 87), Чкареули.
«Шахтер»: Елинскас, Варнавский, Сопко, Симонов (Соколовский, 35), Журавлев, Рудаков, Ященко (Смолянинов, 70), Петров, Кравченко, Гошкодеря, Грачев.
Голы:
1:0 Сулаквелидзе — 10
2:0 Какилашвили — 23
3:0 Чивадзе — 75
4:0 Какилашвили — 85
5:0 Чкареули — 86
Предупреждение: Чкареули.

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»), «Заря Востока».
Программа матча — есть.

Газета «Советский спорт» (Москва) от 12 марта 1985 года:

«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк) 5:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк). 5:0 (2:0). Тбилиси. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 10 марта. 4 градуса тепла. 74 600 зрителей.
Судьи А. Спирин, А. Родин (оба — Москва), В. Жук (Минск).
«Динамо»: Габелия, Кеташвили, Чивадзе, Чедия, Арзиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Махарадзе (Придонишвили, 80), Шенгелия (Кочкиани. 87), Чкареули.
«Шахтер»: Елинскас, Варнавский, Сопко, Симонов (Соколовский. 35), Журавлев, Рудаков, Ященко (Смолянинов, 70), Петров, Кравченко, Гошкодеря. Грачев.
Голы: Сулаквелидзе (10), Какилашвили (23, 85), Чивадзе (75), Чкареули (86).
Предупрежден Чкареули.
Неделю назад «Шахтер», выступая в Кутаиси, победил с крупным счетом. Здесь же, в Тбилиси, встретившись с активно и комбинационно игравшими динамовцами, он так и не сумел сдержать их наступательного порыва. Оказавшись под постоянным и неослабным давлением, оборона гостей не выдержала серьезного испытания.
Если в первом матче в атаке динамовцев самой заметной фигурой был Шенгелия, то на сей раз очень остро и изобретательно сыграл Чкареули. Именно при его активном участии были забиты оба гола в первом тайме и еще два после перерыва.
Вначале после прострельной передачи Чкареули мяч попал к Сулаквелидзе, который в отличном стиле с лёта нанес сильный и точный удар в верхний угол ворот. Затем Чкареули, обыграв двух защитников, хорошо отдал мяч Сванадзе, тот сделал передачу Какилашвили, после чего и был забит второй гол.
Голу же Чивадзе предшествовала двухходовка Чкареули — Махарадзе (кстати, для капитана тбилисцев это был 250-й матч в высшей лиге, в котором он забил свой 35-й гол, что не так уж плохо для защитника). Наконец, под самый занавес встречи Чкареули отличился сам, замкнув прострельную передачу Шенгелия с фланга.
Если у «Шахтера» и были контршансы, то только в начале второго тайма, когда гости дважды могли наказать хозяев за небрежность и излишнюю самоуверенность в обороне. Но это, повторю, были лишь эпизоды.
Две победы, одержанные в двух стартовых матчах, сделали динамовцев Тбилиси первым лидером 48-го чемпионата.
Г. Антадзе, заслуженный мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 12 марта 1985 года:

საფეხბურთო დისციპლინა – უწინარეს ყოვლისა.
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 10 მარტი.
“დინამო” (თბილისი) – “შახტიორი” (დონეცკი) 5:0.
“დინამო”: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, არზიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, მახარაძე, შენგელია, ჩქარეული.
“შახტიორი”: ელინსკასი, ვარნავსკი, სოპკო, სიმონოვი, ჟურავლიოვი, რუდაკოვი, იაშჩენკო, პეტროვი, კრავჩენკო, გოშკოდერია, გრაჩოვი.
სულაქველიძე მე–10 წთ., კაკილაშვილი 23–ე წთ., ჩივაძე 75–ე წთ., კაკილაშვილი 85–ე წთ., ჩქარეული 86–ე წთ.
64–ე წთ. სიმონოვის ნაცვლად – სოკოლოვსკი, 69–ე წთ. მახარაძის ნაცვლად – ფრიდონიშვილი, 72–ე წთ. იაშჩენკოს ნაცვლად – სმოლიანინოვი, 87–ე წთ. შენგელიას ნაცვლად – ქოჩქიანი.
გააფრთხილეს ჩქარეული.
მსაჯი: ალექსეი სპირინი (მოსკოვი).
კარში დარტყმა – 12:9 (5:1), ზუსტი დარტყმა 6:4 (3:0), საჯარიმო მოედნიდან – 9:3 (3:0).
კუთხური – 5:5 (5:1).
დაჯარიმდნენ: თბილისელები – 11 (4), დონეცკელები – 15 (6).
არის მატჩები, რომლებიც საკმაოდ დიდხანს რჩება ფეხბურთის მოყვარულის მეხსიერებაში. გუშინწინდელი შეხვედრა დონეცკის “შახტიორთან” სწორედ ამ კატეგორიის იყო და ვიდრე უშუალოდ თამაშის პერიპეტიებზე მოვუთხრობდეთ მკითხველს, ალბათ ღირს რამდენიმე მოსაზრების გამოთქმა, უფრო სწორად, ყურადღების გამახვილება ზოგიერთ გარემოებაზე.
დიდი ანგარიშით გამარჯვება თავისთავად ბევრს ნიშნავს ნებისმიერი გუნდისთვის, მით უფრო ისეთისთვის, განახლებისა და ძიების გზაზე რომ დგას. მაგრამ თბილისის “დინამოსთვის” ერთ მატჩში ხუთი გოლის გატანა ზემოთქმულის გარდა კიდევ ერთ, ფრიად მნიშვნელოვან მიღწევასაც ნიშნავს. საქმე ის არის, რომ ქართველი ფეხბურთელები, შესაძლოა ეროვნული თვისებიდან გამომდინარე, ტრადიციულად “ვერ ახერხებენ” მეტოქის სრულ განადგურებას. ათობით მატჩის გახსენება შეიძლება, როცა თბილისის “დინამოს” ნამდვილად შეეძლო დიდი ანგარიშით მოგება, ერთი–ორი გოლის გატანის შემდეგ კი დამშვიდებულა, სპორტული ჟინი გაჰქრობია და მცირედით დაკმაყოფილებულა. ერთი სიტყვით, თბილისის “დინამოს” (სხვათა შორის, მსგავსი რამ შეინიშნება სპორტის სხვა სახეობებშიც) არ უყვარს უკვე დამარცხებული მოწინააღმდეგის საბოლოოდ დაჩაგვრა. მაგრამ ხასიათის ეს, ჭეშმარიტად მომხიბვლელი მხარე სპორტში ალბათ ზედმეტია, უსარგებლო და ხშირად დამღუპველიც. საოცარია, მაგრამ ფაქტია, დიდი ანგარიშით დამარცხებული გუნდებიცა და მათი გულშემატკივრებიც მეტი პატივისცემითაც გეპყრობიან და, რაც მთავარია, უფრო კეთილგანწყობილნიც არიან შენს მიმართ.
ბუნებრივია, გუშინწინდელი გამარჯვება არ იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენი გუნდის ფსიქიკა საბოლოოდ შეიცვალა, მაგრამ საამისო ნიშნები ნამდვილად გამოჩნდა.
“შახტიორთან” შეხვედრაში უთუოდ უნდა აღინიშნოს ორი მომენტიც. ბოლოს და ბოლოს თავისი ნამდვილი თამაში უჩვენა მაყურებელს გურამ ჩქარეულმა. როგორც ჩანს, გუნდის ხელმძღვანელობას სჯერა მისი და, იმედია, თბილისელთა ფორვარდი ამ ნდობას სტაბილურად კარგი თამაშით გაამართლებს. არანაკლებ სასიხარულოა გამოცდილი მეკარის ოთარ გაბელიას გუნდში მობრუნებაც. რა თქმა უნდა, წინასწარ ძნელია იმის გამოცნობა, რა და როგორ მოხდება ჩემპიონატში, მაგრამ ერთი კი არის – თბილისის “დინამოს” დღეს ორი საკმაოდ საიმედო მეკარე ჰყავს. ეს კი ცოტას არ ნიშნავს ტურნირისთვის, რომელიც ცხრა თვეს გრძელდება.
ახლა კი თამაშზე. დაიწყო მატჩი და მასპინძლებმა წინასწარ მოფიქრებული გეგმით, ყოველგვარი დაზვერვის გარეშე შეუტიეს მეტოქეს. არჩევანმა გაამართლა – “დინამოს” შეტევები მარჯვენა ფლანგიდან უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა. მე– 4 წუთზე ჩქარეული კარგად აწოდებს კარის გასწვრივ, მე–8 წუთზე “შახტიორის” კართან ანალოგიური სიტუაცია იქმნება, მე–10 წუთზე კი სვანაძე–ჩქარეულის კომბინაციის შემდეგ უკრაინელმა ფეხბურთელებმა (ჟურავლიოვი) უხეიროდ მოიგერიეს ჩქარეულის სახიფათო ჩაწოდება, ბურთი მიიღო სულაქველიძემ და ძლიერი დარტყმით დააწინაურა თავისიანები – 1:0.
23–ე წუთზე შენგელიამ გაუწია კარგი პარტნიორობა ჩქარეულს და მარჯვენა ფლანგიდან დაწყებული კომბინაცია ახლა კაკილაშვილმა დაასრულა გოლით – 2:0.
ეს ყველაფერი მანამდე მოხდა, სანამ “შახტიორი” ასე თუ ისე გაერკვეოდა თბილისელთა ტაქტიკურ ჩანაფიქრში. დონეცკელთა მწვრთნელმა სასწრაფო ზომები მიიღო – სიმონოვის ნაცვლად, რომელმაც აშკარად წააგო ორთაბრძოლა ჩქარეულთან, მინდორზე სოკოლოვსკი შემოვიდა. დინამოელ ფორვარდს ცალკე მეთვალყურეც მიუჩინეს და თამაშიც ოდნავ ჩაწყნარდა, მაგრამ თვითონ “შახტიორმა” ვერაფრით ვერ ააწყო იერიშები. სოპკომ და პეტროვმა მინდვრის შუაგულში ასე თუ ისე გაათანაბრეს თამაში, თბილისელთა საჯარიმო მოედნის სიახლოვეს კი სურათი არ შეცვლილა – გრაჩოვი უშედეგოდ ცდილობდა მასპინძელთა კარისაკენ გზის გაკვლევას. მატჩის დასაწყისში არზიანი ერთხანს ლანდივით დაჰყვებოდა დონეცკელთა ყველაზე სახიფათო თავდამსხმელს, მერე კი თბილისელები უთუოდ სწორად მოიქცნენ, როცა თავდაცვის ძირითადად ზონური პრინციპი შეინარჩუნეს. გრაჩოვი ხშირად იცვლიდა ადგილს, მაგრამ ვერც არზიანთან, ვერ სულაქველიძესთან და ვერც კეტაშვილთან ვერაფერი გააწყო. თბილისელ მცველთა კარგ თამაშზე ყველაზე უკეთ თამაშის ტექნიკური მონაცემების ერთი მხარე მეტყველებს – სტუმრებმა თბილისელთა კარში პირველად მხოლოდ 45–ე წუთზე დაარტყეს, ისიც იმდენად უზუსტოდ, რომ მხოლოდ ფორმალურად ჩაითვალა დარტყმად.
მეორე ტაიმი “შახტიორმა” ბუნებრივია, ენერგიულად, აგრესიულად დაიწყო, რადგან დასაკარგი მართლაც არაფერი ჰქონდა. ერთხანს ამან თითქოსდა გამოიღო კიდეც ნაყოფი, მაგრამ უსაფუძვლო, შეუმზადებელ აგრესიულობას რომ კარგი არაფერი მოსდევს, შესანიშნავად დაამტკიცეს თბილისელებმა. მასპინძლებმა მოიგერიეს უკრაინელ ფეხბურთელთა იერიშები და თვითონ შეუტიეს. ამ მატჩში კიდევ ერთხელ გახდა საცნაური ცნობილი ჭეშმარიტება, რომ შეტევა თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა.
47–ე, 51–ე და 63–ე წუთებზე შესანიშნავად ითამაშა ოთარ გაბელიამ. 55–ე წუთიდან კი კეტაშვილი–ჩივაძის კომბინაციის შემდეგ, თბილისელთა უპირატესობა ისევ საგრძნობია. შენგელია პირისპირ გადის მეკარესთან, ატყუებს კიდეც, მაგრამ საბოლოო დარტყმა უზუსტოა. მალე მახარაძეს მიეცა გოლის გატანის კარგი შანსი.
75–ე წუთი. სვანაძე–ჩქარული–მახარაძე–ჩქარეული. კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა თბილისელთა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ – 3:0.
მატჩის ბედი, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილია, მაგრამ “შახტიორი” მაინც იბრძვის. სულაქველიძეს კარის ხაზიდან გამოაქვს ბურთი. მე–80 და 85–ე წუთებზე სახიფათოდ უტევენ გრაჩოვი და ვარნავსკი. იქვე მასპინძელთა კონტრიერიში: არზიანი–შენგელია–კაკილაშვილი და 4:0.
86–ე წუთზე კი შენგელია–კაკილაშვილის კომბიანციას თვითონ ჩქარეულმა დაუსვა წერტილი – 5:0.
ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. თავისი მიზეზი და გამართლება აქვს ნებისმიერი მატჩის შედეგსაც. “შახტიორთან” დიდი ანგარიშით გამარჯვებას, ცხადია, მხოლოდ ერთი მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ყველაზე მთავარზე კი ნამდვილად ღირს ორიოდე სიტყვის თქმა. გუშინწინდელი შეხვედრის შედეგზე უთუოდ მოახდინა ზეგავლენა ცალკეული ფეხბურთელების კარგმა თამაშმა, მაგრამ მატჩის ასეთნაირად მოგება, ჩემი აზრით, შესაძლებელი გახადა, უწინარეს ყოვლისა, საფეხბურთო დისციპლინამ, დასაწყისიდან ბოლომდე რომ იგრძნობოდა თბილისის “დინამოს” მოქმედებაში.
ირაკლი ბერიაშვილი.
ინტერვიუ მატჩის შემდეგ
დავით ყიფიანი, თბილისის “დინამოს” უფროსი მწვრთნელი: “მატჩმა დაგვანახვა, რომ მოსამზადებელ პერიოდში დინამოელთა შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. ძლიერ მეტოქესთან დიდი ანგარიშით გამარჯვება, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ მთელი სეზონი გვიდევს. ახლა ჩვენი უახლოესი ამოცანაა ვიფიქროთ შემდეგ მატჩზე, რომელსაც 17 მარტს გავმართავთ ვილნიუსში, ადგილობრივ “ჟალგირისთან”. ეს შეხვედრა ახალგაზრდა დინამოელებისთვის მკაცრი გამოცდა იქნება, გუნდის ნამდვილი ძალაც სწორედ იქ გამოჩნდება. რაც შეეხება “შახტიორთან” მატჩს, უკმაყოფილო ვარ მეორე ტაიმის პირველ ოც წუთში ჩვენი ბიჭების თამაშით. თუმცა მიხარია, რომ მათ მაინც ეყოთ ძალა, კვლავ შეეტანათ გარდატეხა ბრძოლაში და კიდევ სამი გოლი გაეტანათ. დიდი ანგარიშით ჩვენს გუნდს კარგა ხანია არ მოუგია. ჩემს თავსაც და დინამოელთა მრავალრიცხოვან გულშემატკივრებსაც ვუსურვებდი უფრო ხშირად ვყოფილიყავით ასეთი გამარჯვების მოწმენი”.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 12 марта 1985 года:

С КРУПНЫМ СЧЕТОМ.
В воскресенье на тбилисском стадионе «Динамо» имени В. И. Ленина был проведён очеред­ной матч на первенство СССР по футболу. Хозяева поля при­нимали донецкий «Шахтёр». Обе команды добились побед на старте первенства и теперь старались развить этот успех. Удалось это тбилисцам, играв­шим в быстром темпе, с жела­нием. Уверенно провела матч полузащита, переигравшая со­перников в центре поля. На правом краю активным выгля­дел Чкареули. Шла десятая минута матча. Чкареули обыг­рал двух донецких футболи­стов и послал мяч вдоль ворот. Он попал в защитника, отско­чил к Сулаквелидэе, который открыл счёт, — 1:0.
Правый крайний тбилисцев вообще в этом матче выглядел мобильным и принимал непосредственное участие в трёх забитых голах, а один мяч послал в ворота «Шахтёра» сам. На 23-й минуте встречи он вновь прорвался в штрафную соперников. Мяч отскочил к Какилашвили, который вторично заставил донецких футболистов начать игру с центра поля. Так завершился первый тайм.
В начале второй половины игры соперники постарались исправить положение, и некото­рое время защита тбилисцев действовала с полной нагруз­кой. Своё искусство в ряде моментов проявил и вратарь Габелия. Но вскоре инициати­ва вновь перешла к динамов­цам. И вновь атаки начинались с правого края. Чкареули про­бил по воротам, Елинскас отбил мяч, а набежавший Чивадзе забил третий гол. На 85-й ми­нуте вновь отличился Какила­швили — 4:0, а ещё через ми­нуту Чкареули установил окон­чательный счёт матча — 5:0.
Тбилисцы выступали в следующем составе: Габелия, Кеташвили, Чивадзе, Чедия, Арзиани, Сванадзе, Сулаквелидзе, Какилашвили, Махарадзе (Придонашвили), Чкареули, Шенгелия (Кочкиани)…

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>