СКА (Ростов-на-Дону) — «Динамо» (Тбилиси) 1:0 (1:0)

СКА (Ростов-на-Дону) — «Динамо» (Тбилиси) 1:0 (1:0)

Чемпионат СССР 1984 года. Высшая лига. Матч № 04.
1 апреля 1984 года. 16-00. Ростов-на-Дону. Стадион СКА. Пасмурно, 8 градусов. 28500 зрителей.
Судьи: А.Кадетов, В.Демихов, В.Новиков (все — Москва).
СКА: Руденко, Шулаев, Щербак, Лыков, Грунин, Суворов, Агашков, Андреев, Зейберлиньш (Скляров, 46), Воробьев (Ключников, 87), Суровикин.
«Динамо»: Кантария, Паикидзе, Чивадзе (к), Э.Тевзадзе, Арзиани, Сичинава (Бараташвили, 67), Сванадзе, Сулаквелидзе, Жвания, Цаава, Шенгелия.
Гол:
1:0 Воробьев — 10

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 3 апреля 1984 года:

СКА — «ДИНАМО» (Тбилиси) — 1:0.
СКА (Ростов-на-Дону) — «Динамо» (Тбилиси). Ростов-на-Дону. Стадион СКА. 1 апреля. Пасмурно. 8 градусов. 28500 зрителей.
Судьи: А. Кадетов, В. Демихов, В. Новиков (все — Москва).
СКА: Руденко, Шулаев, Щербак, Лыков, Грунин, Суворов, Агашков, Андреев, Зейберлиньш, (Скляров. 46), Воробьев (Ключинков. 87), Суровикин.
«Динамо»: Кантария, Паикидзе, Чивадзе, Тевзадзе, Арзиани, Сичинава (Бараташвили, 67), Сванадзе, Сулаквелидзе, Жвания, Цаава, Шенгелия.
Гол: Воробьев (10).
Дублеры — 4:3. Голы: Степушкин (2), Кибишев (2) — у СКА: Гогричиани (2), Бараташвили — у «Динамо».
Три года прошло со дня последней встреча армейцев и динамовцев, а как резко изменились составы обеих команд. Особенно много перемен у СКА, представившего по возвращении в высшую лигу по сути новый игровой ансамбль.
Полагаю, зрителям, проявившим к матчу исключительный интерес, игра понравилась. И необычно высоким дли весны темпом, выдержанным до конца, и обилием интересных маневров, и сложным тактическим противоборством соперников.
Ростовчане избрали, на мой взгляд, верный для данного матча план игры, сразу навязав гостям активные действия на всех участках поля. Они мгновенно переходили от защиты к атаке, а потеряв мяч, столь же быстро переключалась на контрдействия. Динамовцы еще на своей половине встречали плотный и весьма подвижный заслон, что их заметно смущало.
Счет был открыт довольно скоро. Стремительный выпад армейцев тбилисцы прервали недозволенным приемом, Полузащитник СКА Суровикин, преуспевший, кстати, и в дальнейшем в розыгрыше стандартных положении, искусно выполнил штрафной, а зоркий и резкий Воробьев в районе 11-метровой отметки вынырнул из-за спин рослых защитников и головой послал мяч в цель.
Динамовцы, у которых Чивадзе все чаще стал появляться в центре поля, попытались перехватить инициативу. Поскольку армейские защитники опекали соперников персонально, гости несколько раз умело освобождали одну из зон, куда из глубины поля немедленно следовал длинный пас. Свободный защитник СКА Щербак действовал осмотрительно, и тем не менее однажды Паикидзе вышел один на один с Руденко. Нанес удар он, однако, неточно.
Ближе к концу встречи когда армейцы несколько сбавили в движении, динамовцы стали хозяевами положения. Более техничные умело владеющие мячом они осадили позиции СКА, оставив росстовчанам возможность отвечать лишь контратаками.
Голевые эпизоды правда, возникали поочередно и у тех и у других ворот. Но голкиперы Кантария и Руденко действовали безошибочно. Армейцы в итоге одержали важную для становления молодого коллектива победу
А. ЧЕРТКОВ, мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 3 апреля 1984 года:

წაგებაც არის და წაგებაც.
როსტოვი. ასკ–ს სტადიონი. 1 აპრილი.
ასკ (როსტოვი) – “დინამო” (თბილისი) 1:0.
ასკ: რუდენკო, შულაევი, შჩერბაკი, ლიკოვი, გრუნინი, სუვოროვი, აგაშკოვი, ანდრეევი, ზეიბერლინში, ვორობიოვი, სუროვიკინი.
“დინამო”: ქანთარია, პაიკიძე, ჩივაძე, თევზაძე, არზიანი, სიჭინავა, სვანაძე, სულაქველიძე, ჟვანია, ცაავა, შენგელია.
48 წთ. ზეიბერლინშის ნაცვლად სკლიაროვი, 68 წთ. სიჭინავას ნაცვლად ბარათაშვილი, 88 წთ. ვორობიოვის ნაცვლად კლიუჩნიკოვი.
მსაჯი: ანატოლი კადეტოვი (მოსკოვი).
კუთხურები: 3:8 (1:2).
დაჯარიმდნენ როსტოველები – 17 (6), თბილისელები – 16 (8).
კარში დარტყმა: 10:15 (3:6), ზუსტი დარტყმა 4:5 (2:0), დარტყმა საჯარიმო მოედნიდან 4:7 (3:2).
დუბლიორები: 4:3. თბილისელთაგან გოლები გაიტანეს გოგრიჭიანმა (2) და ბარათაშვილმა.
წლევანდელ ჩემპიონატში “დინამომ” პირველად დატოვა მინდორი დამარცხებულმა. რა თქმა უნდა, ამ საოცრად გრძელსა და რთულ ტურნირში კიდევ დავკარგავთ ქულებს, წავაგებთ კიდეც, მაგრამ წაგებაც არის და წაგებაც. ამ მატჩში ჩვენმა ფეხბურთელებმა ნამდვილად დაიმსახურეს სულ ცოტა ერთი ქულა მაინც. ამის თქმის უფლებას უთუოდ იძლევა თამაშისაგან მიღებული საერთო შთაბეჭდილება, ზევით მოყვანილი ტექნიკური მონაცემები და, რაც მთავარია, 64–ე წუთზე სულაქველიძის მიერ ყველა საფეხბურთო წესის დაცვით გატანილი გოლი, რომელიც მატჩის არბიტრმა რატომღაც არ ჩათვალა.
და აი ამ, ვფიქრობ არგუმენტირებული მოსაზრების მიუხედავად, უთუოდ გამოჩნდება პოლემიკის მოყვარული კაცი, რომელიც იტყვის: მოყვნენ ისევ თავისასო, არ ვიცი, რამდენად ენდობა მკითხველი ჟურნალისტს, მაგრამ სულ ერთი ბეწო ნდობა მაინც თუ არსებობს, უნდა დამიჯერონ: მას შემდეგ, რაც პირველი თხუთმეტი წუთის განმავლობაში გვერდითმა მსაჯმა ორჯერ აღნიშნა არარსებული თამაშგარე მდგომარეობა, სასიკეთოს აღარაფერს მოველოდი.
ბუნებრივია, ასეთი შესავალი სულაც არ ნიშნავს, რომ “დინამოს” თამაშში ყველაფერი რიგზე იყო. სხვათა შორის, არც უხეირო მსაჯობა გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ გუნდის ავკარგიანობის საზომად ჯერჯერობით ქულა რჩება, ქულა კი გოლებს მოაქვს…
მატჩის დაწყებიდან 30 წუთის განმავლობაში ტერიტორიული უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო. არმიელები ბევრს მოძრაობდნენ, მაგრამ საგოლე სიტუაციები მაინც ერთობ იშვიათად იქმნებოდა – ამ ხნის მანძილზე როსტოველებმა სულ სამჯერ დაარტყეს თბილისელთა კარისაკენ. ერთ–ერთი დარტყმა საბედისწერო გამოდგა სტუმრებისთვის. მე–10 წუთზე თბილისელთა დაცვის მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდებულ საჯარიმოს ვორობიოვის თავური დარტყმა და გოლიც მოჰყვა.
30–ე წუთიდან თამაშის სადავეები “დინამომ” აიღო ხელში. ტაიმის მიწურულს ჟვანიამ დაკარგა გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა, თუმცა, ანგარიშის გათანაბრება მანამდეც შეიძლებოდა და, თუნდაც მე–12 წუთზე, – პაიკიძე ძალზე კარგად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ საბოლოო დარტყმა უზუსტო გამოდგა.
მასპინძლებმა იგრძნეს, რომ თბილისელთა გააქტიურება შემთხვევითი და დროებითი არ იყო და მეორე ტაიმი განსაკუთრებული მონდომებით დაიწყეს. გადაწყვეტილება სწორი იყო, მაგრამ გუნდს ეს მონდომება მხოლოდ ათიოდე წუთს ეყო. მართალია, ამ მონაკვეთში ბევრი საზრუნავი გაუჩინეს მცველებს ანდრეევმა, ვორობიოვმა და სუროვიკინმა, ერთხელ ანდრეევის დარტყმული მეტად ძნელი ბურთი მოიგერია ქანთარიამ, მაგრამ მერე სურათი მკვეთრად შეიცვალა სტუმართა სასარგებლოდ. მე–11 წუთზე ძალზე ლამაზად ითამაშა ჟვანიამ, რომელმაც თავზე გადაუგდო ბურთი მცველს და ძირს დაუშვებლად დაარტყა კარისაკენ – ახლა უკვე რუდენკოს მოუხდა ოსტატობის ჩვენება. რამდენიმე წუთის შემდეგ “დინამომ” მაინც მიაღწია თავისას – სულაქველიძემ სულ ბოლო მომენტში მიუსწრო კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს და წერილის თავში ნახსენები ის ჩაუთვლელი გოლიც გაიტანა…
თამაშის დასკვნით ნაწილში თბილისელები უტევდნენ, მასპინძლები კონტრშეტევებით პასუხობდნენ. როსტოველთა მხრიდან იმატა ჯარიმებმა.
მატჩის ბოლო წუთებზე “დინამომ” ყველა ღონე იხმარა ანგარიშის გასათანაბრებლად, იერიშებში აქტიურად ჩაერთო ჩივაძეც, მაგრამ… ისე კი, სამართლიანობა მოითხოვს და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ დამარცხება მეტისმეტი სასჯელი გამოდგა დინამოელებისთვის.
და ბოლოს, აუცილებლად უნდა შევჩერდე ალბათ ყველაზე მთავარზე, იმაზე, რაც დღეს ასე ვნებს ჩვენს გუნდს. ეს სათქმელი არ ეხება არც ცალკეულ ფეხბურთელთა შეცდომებს და არც “დინამოს” შედარებით სუსტ თამაშს ნახევარდაცვის ზონაში. ამ რჩევასა თუ სურვილში არ იქნება საუბარი არც ტექნიკაზე, არ ტაქტიკასა და ფიზიკურ მომზადებაზე. თითოეულმა ფეხბურთელმა, განსაკუთრებით კი გუნდში მოსულმა ახალმა თაობამ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაძლიოს უცხო სტადიონისა და მეტოქის უპირატესობის კომპლექსი. ვიცი, რომ ეს ყველაფერი სათქმელად უფროა იოლი, მაგრამ, ის, რასაც ასე ელის ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი, ის, რისი ღირსიც არის ჩვენნაირი ტრადიციების მქონე გუნდი, დარწმუნებული ვარ, სხვანაირად არ მოვა.
ირაკლი ბერიაშვილი.
როსტოვი–თბილისი.
ინტერვიუ მატჩის შემდეგ.
პიოტრ შუბინი, როსტოვის ასკ–ს უფროსი მწვრთნელი:
რა თქმა უნდა, თამაში გამოგვივიდა.
უმაღლესი ლიგის დებიუტანტისთვის თბილისის “დინამოსთან” გამარჯვება ბევრს ნიშნავს. ისიც მინდა დავუმატო, რომ უხეირო მინდორმა თბილისელებს საშუალება არ მისცა ტექნიკური უპირატესობა გამოეყენებინათ. კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის ყველა ფეხბურთელის თამაშით.
ჩემი აზრით, ურიგოდ არ უთამაშია “დინამოს”. მომეწონა ჩივაძე, სულაქველიძე, ცაავა. ვფიქრობ, ეს სახელოვანი კოლექტივი უკვე წლეულს ითამაშებს ისე, როგორც შეჰფერის (სულაქველიძის გოლის თაობაზე როსტოველთა უფროსმა მწვრთნელმა განაცხადა: “იმ ადგილიდან, სადაც ვიჯექი, მაინცდამაინც კარგად არ ჩანდა ეს სიტუაცია და ამიტომ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი”).
დავით ყიფიანი, თბილისის “დინამოს” უფროსი მწვრთნელი:
ხარვეზები საკმაოდ იყო ჩვენს თამაშში. სამწუხაროდ, ჯერჯერობით სუსტია “დინამოს” შეტევები. ამაში ბრალი მიუძღვით როგორც ფორვარდებს, ისე ნახევარმცველებსაც. თუმცა, ამის თქმა შეიძლება არც იყოს საჭირო – ორი გოლი ოთხ მატჩში თავისთავად მეტყველებს ჩვენი გუნდის შეტევით პოტენციალზე. მართალია, ჩვენც არ გაგვიშვია ბევრი გოლი, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია.
ამ დაკარგულ ქულას განსაკუთრებით იმიტომ განვიცდით, რომ საბოლოოდ სწორედ ქულების რაოდენობა განსაზღვრავს საკუთარი ძალების რწმენას, ასე რომ სჭირდება დღეს გუნდს.