«Нефтчи» (Баку) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (0:1)

Чемпионат СССР 1984 года. Высшая лига. Матч № 23.
24 августа 1984 года. Баку. Республиканский стадион им. В.И.Ленина. Солнечно, 25 градусов. 17000 зрителей.
Судьи: А.Спирин, И.Захаров, А.Родин (все — Москва).
«Нефтчи»: Жидков, Абдуллаев, Гасанов, Хасанов, Вахаб-заде, Михайлевский, Алексейчиков (Алиев, 59), Мирзоев, Пономарев (Черемисов, 46), Ахмедов, Джавадов.
«Динамо»: Абусеридзе, Кеташвили, Чивадзе (к), Чедия, Арзиани, Махарадзе, Сванадзе, Сулаквелидзе, Гуцаев, Чкареули (Какилашвили, 46), Шенгелия (Э.Тевзадзе, 54).
Голы:
0:1 Гуцаев — 44
1:1 Ахмедов — 87

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — не сохранился.
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.

Газета «Советский спорт» (Москва) от 26 августа 1984 года:

«НЕФТЧИ» — «ДИНАМО» (Тбилиси) — 1:1.
«Нефтчи» (Баку) — «Динамо» (Тбилиси). 1:1 (0:1). Баку. Республиканский стадион имени В. И. Ленина. 24 августа. Солнечно. 25 градусов. 17 000 зрителей.

Судьи А. Спирин, И. Захаров. А. Родин (все — Москва).
«Нефтчи»: Жидков, Абдуллаев, Гасанов, Хасанов, Вахаб-заде, Михайлевский, Алексейчиков (Алиев, 59), Мирзоев, Пономарев (Черемисов, 46), Ахмедов, Джавадов.
«Динамо»: Абусеридзе, Кеташвили, Чивадзе, Чедия, Арзиани, Махарадзе, Сванадзе, Сулаквелидзе, Гуцаев, Чкареули (Микаберидзе, 46), Шенгелия (Тевзадзе, 54).
Голы: Гуцаев (44), Ахмедов (87).
Дублеры — 0:2, Голы: Жоржикашвили, Гогричиани.
С самого начала игра пошла энергично и задорно. Более опасными выглядели атаки тбилисцев. Уже в дебюте матча опасный проход Шенгелия к воротам сумел прервать своевременно вышедший из ворот Жидков. Тут же динамовцы упустили еще одну возможность выйти вперед — Чкареули, находясь в удобной позиции, послал мяч головой мимо цели.
Не остались в долгу и бакинцы. Был момент, когда сильно пробил в сторону ворот Ахмедов, а мяч, попав в Сванадзе, срикошетировал в перекладину.
Затем футболисты обоих клубов резко сбавили темп, и теперь игра шла преимущественно в центре поля. Казалось, что на перерыв футболисты уйдут, так и не забив гола. И вдруг, как гром среди ясного неба, — рывок Гуцаева. Обыграв трех защитников «Нефтчи», он точно пробил в нижний левый от вратаря угол. 1:0.
Во втором тайме бакинцы, произведя перестановку в своих рядах, сумели перехватить инициативу. Они надолго заперли тбилисцев в их штрафной, но сумели реализовать свое преимущество лишь под занавес. Точный пас Черемисова хорошо использовал Ахмедов, который головой послал мяч в сетку. Ничья. Отмечу, что в составе бакинцев после долгого перерыва, вызванного травмой, появился Пономарев.
Р. САДРАДДИНОВ.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 25 августа 1984 года:

მატჩი კონტრასტებით.
ბაქო. ვ. ი. ლენინის სახელობის რესპუბლიკური სტადიონი. 24 აგვისტო. 17 000 მაყურებელი.

“ნეფთჩი” (ბაქო) – “დინამო” (თბილისი) 1:1.
“ნეფთჩი”: ჟიდკოვი, აბდულაევი, გასანოვი, ჰასანოვი, ვაჰაბ–ზადე, მიხაილევსკი, ალექსეიჩიკოვი, მირზოევი, პონომარიოვი, ახმედოვი, ჯავადოვი.
“დინამო”: აბუსერიძე, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, არზიანი, მახარაძე, სვანაძე, სულაქველიძე, გუცაევი, ჩქარეული, შენგელია.
45–ე წთ. გუცაევი, 87–ე წთ. ახმედოვი.
46–ე წთ. ჩქარეულის ნაცვლად – კაკილაშვილი, პონომარიოვის ნაცვლად – ჩერემისოვი, 53–ე წთ. შენგელიას ნაცვლად – თევზაძე, 61–ე წთ. ალექსეიჩიკოვის ნაცვლად – ალიევი.
მსაჯი: ალექსეი სპირინი (მოსკოვი).
კარში დარტყმა – 10:9 (1:3), ზუსტი დარტყმა – 4:3 (0:1), საჯარიმო მოედნიდან – 3:4 (0:0).
კუთხური – 8:3 (2:3).
დაჯარიმდნენ: ბაქოელები – 10 (6), თბილისელები – 16 (9).
დუბლიორები 1:2. თბილისელთაგან ბურთები გაიტანეს ჟორჟიკაშვილმა და გოგრიჭიანმა.
თავისი სუსტი თამაშის წყალობით ბაქოს “ნეფთჩი” წლევანდელ სეზონში ქულების დამრიგებლად იქცა და ეს ამბავი წუთით არ ავიწყდება მის არც ერთ მეტოქეს. შინ იქნება თუ სტუმრად, ნებისმიერი გუნდი აზერბაიჯანელ ფეხბურთელებთან მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. სხვათა შორის, სწორედ ამგვარი განწყობილებით გამოვიდნენ მინდორზე დინამოელები.
თბილისის “დინამო” მატჩის დასაწყისიდანვე დაეუფლა ინიციატივას. საგოლე სიტუაციები “ნეფთჩის” კართან შესაძლოა ბევრი არ იყო, მაგრამ სტუმართა უპირატესობა მაინც იგრძნობოდა – ქართველ ფეხბურთელებს ბურთი მეტ ხანსაც ჰქონდათ და დროის მეტი ნაწილიც მეტოქის ნახევარზე გაატარეს. ამას გარდა, უთუოდ მრავლისმეტყველია ის გარემოება, რომ მასპინძლებმა “დინამოს” კართან პირველი ტაიმის განმავლობაში მხოლოდ ორი კუთხური ჩამოაწოდეს და ერთადერთხელ, ისიც საჯარიმო მოედნის გარედან, სცადეს კარში დარტყმა. მკითხველს ვთხოვ, კარგად დაიხსომოს ეს ორი ციფრი. მე–10 წუთზე შენგელიას გოლის გატანის პირველი შესაძლებლობა მიეცა. მე–18 წუთი. ზემოხსენებული ერთადერთი დარტყმა. ბურთი თბილისელ ფეხბურთელს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა. ძალზე კარგად ითამაშა მეკარე აბუსერიძემ. ტაიმის მიწურულს, 42–ე წუთზე, მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს გუცაევმა და ჩქარეულმა, უკანასკნელ წუთზე გუცაევის რეიდი მცველის მოტყუებით, მერე ზუსტი დარტყმით და გოლით დასრულდა – 1:0.
კაცმა არ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, შენგელია რომ არ დაშავებულიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მინდორზე ერთადერთი ფორვარდი დარჩა, აშკარა გახდა, რომ თბილისელები უთუოდ დათმობდნენ ინიციატივას. თუმცაღა, სხვას არც უნდა მოელოდე, როცა გუნდი ერთი თავდამსხმელითა და 6 (!) მცველით თამაშობს. “დინამოს” უპირატესობა ხელად დაილია, რამაც ტექნიკურ მონაცემებში ჰპოვა სათანადო ასახვა, მეორე ტაიმში “ნეფთჩიმ” თბილისელთა კართან 6 კუთხური მიაწოდა, “დინამომ” – არც ერთი, “ნეფთჩიმ” ცხრაჯერ დაარტყა სტუმართ კარში, “დინამომ” – მხოლოდ ექვსჯერ. საქმე ის არის, რომ პირველ ტაიმში ეს ყველაფერი პირიქით იყო.
ახლა ორიოდე სიტყვა გოლზე, რომელიც ქულის ფასად დაუჯდა “დინამოს”.
ზოგისთვის იქნებ შემთხვევითიც არის ახმედოვის მიერ მატჩის დასასრულს გატანილი ბურთი, ისევე როგორც ამასწინანდელი სამი გოლი ლენინგრადელებთან შეხვედრაში, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ასე არ უნდა იყოს. ახმედოვის გოლი თბილისელთა ორ, ერთიმეორისაგან გამომდინარე უხეშ შეცდომას მოჰყვა. პირველი ინიციატივის გაუმართლებელი დათმობა იყო, მეორე – ასევე გაუმართლებელი მოქმედება საკუთარ საჯარიმოში. რაღა თქმა უნდა, რომ კაკილაშვილმა დააყოვნა ბურთის მოგერიება ან პარტნიორისთვის გადაწოდება, დააყოვნა და თან არასწორი გადაწყვეტილებაც მიიღო – მოიგერია ელემენტარული საფეხბურთო წესით აკრძალული მიმართულებით.
სასჯელი, მართალია მკაცრი იყო, მაგრამ – სამართლიანი.
ირაკლი ბერიაშვილი.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>