«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван) 2:0 (0:0)
Чемпионат СССР 1984 года. Высшая лига. Матч № 24.
29 августа 1984 года. 20-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. 22 градуса. 74350 зрителей.
Судьи: К.Доронин, Н.Овсянников, Э.Дидур (все — Москва).
«Динамо»: Абусеридзе, Кеташвили, Чивадзе (к), Чедия, Арзиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Гуцаев, Махарадзе, Шенгелия.
«Арарат»: Подшивалов, Киракосян, Саркисян, Роб.Галустян, Раф.Галустян, Аш.Хачатрян, Маркарян, Х.Оганесян (к), Ан.Хачатрян (Бегларян, 65), Карапетян, Мхитарян.
Голы:
1:0 Какилашвили — 50
2:0 Чивадзе — 69 (пен.)
Предупреждение: Сулаквелидзе.
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 31 августа 1984 года:
«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» — 2:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван). 2:0 (0:0). Тбилиси. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 29 августа. 22 градуса. 74 350 зрителей.
Судьи К. Доронин, Н. Овсянников, Э. Дидур (все — Москва).
«Динамо»: Абусеридзе, Кеташвили, Чивадзе, Чедия, Арзиани, Какилашвили, Сванадзе, Сулаквелидзе, Гуцаев, Махарадзе, Шенгелия.
«Арарат»: Подшивалов, Киракосян. Саркисян, Роб. Галустян, Раф. Галустян, Аш. Хачатрян. Маркарян, Оганесян, Ан. Хачатрян (Бегларян, 65), Г. Карапетян, Мхитарян.
Голы: Какилашвили (50), Чивадзе (69, с пенальти).
Предупрежден Сулаквелидзе.
Дублеры — 0:1. Гол: Костандян.
Матчи этих техничных, темпераментных команд всегда проходят живо, интересно, собирая, как правило, полные трибуны зрителей. Правда, в нынешнем сезоне и тбилисцы, и ереванцы огорчают своих поклонников чаще, чем того хотелось бы им, но в последних турах и те, и другие выступают лучше, нежели в первом круге. «Динамо» набрало 8 очков в шести играх, «Арарат» — столько же в семи.
И в том, и в другом коллективе ведущую роль играют опытные лидеры атаки. Их опеке было уделено самое пристальное внимание, именно поэтому так и не получили свободы действий Шенгелия и Оганесян. А вот Гуцаев, также пребывавший в тени весь первый таим (в течение которого игра хоть и смотрелась с неослабным интересом, но была не так уж щедра на острые моменты), в конце концов преподал урок того, как велико значение индивидуального мастерства в современном футболе. После того как он обыграл на фланге двух защитников и сделал острую передачу вдоль ворот, и был открыт счет в матче.
Гол разрядил обстановку и изменил характер матча. Хозяева заиграли широко, раскованно, в действиях же гостей не было уже прежней стройности и строгости. Окончательный исход борьбы был решен после того, как, прерывая проход Шенгелия, один из защитников «Арарата» в единоборстве с ним отбил мяч рукой. С пенальти и был забит второй гол.
Н. ЧХАТАРАШВИЛИ, судья всесоюзной категории.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 30 августа 1984 года:
დაცვა საიმედოდ თამაშობდა.
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 29 აგვისტო. 75 000 მაყურებელი.
“დინამო” (თბილისი) – “არარატი” (ერევანი) 2:0.
“დინამო”: აბუსერიძე, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, არზიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, გუცაევი, მახარაძე, შენგელია.
“არარატი”: პოდშივალოვი, კირაკოსიანი, სარქისიანი, რობ. გალუსტიანი, რაფ. გალუსტიანი, აშ. ხაჩატრიანი, მარქარიანი, ოჰანესიანი, ან. ხაჩტრიანი, კარაპეტიანი, მხითარიანი.
50–ე წთ. კაკილაშვილი, 69–ე წთ. ჩივაძე.
მსაჯი: კირილ დორონინი (მოსკოვი).
გააფრთხილეს სულაქველიძე.
კარში დარტყმა – 13:12 (7:7), ზუსტი დარტყმა – 3:4 (0:3), საჯარიმო მოედნიდან – 6:3 (2:2).
კუთხური – 2:3 (2:1).
დაჯარიმდნენ: თბილისელები – 14 (5), ერევნელები – 15 (9).
სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს მატჩი, მაგრამ მერე და მერე აღმოჩნდა, რომ ეს აქტიურობა უფრო მოჩვენებითი იყო. “არარატი” მონდომებით იბრძოდა ბურთის წასართმევად, მინდვრის შუაგულშიც ასე თუ ისე სოლიდურად გამოიყურებოდა, აი საჯარიმო მოედნის ახლომახლო კი სიზუსტე კლებულობდა და, ბუნებრივია, სიმძაფრეც. ისე მიიწურა მთელი შეხვედრა, რომ სტუმრებმა სულ ერთი–ორჯერ შეუტიეს სახიფათოდ “დინამოს” კარს. იმ სიტუაციებშიც კარგად ითამაშა მეკარე აბუსერიძემ.
ეს რაც შეხება ერევნელებს. თუმცა, ბარემ აქვე ვთქვათ, რომ მძაფრი იერიშებით მაინცდამაინც არც მასპინძლებს გამოუჩენიათ თავი, განსაკუთრებით კი შეხვედრის პირველ ნახევარში. ამ პირველ ორმოცდახუთ წუთში დასახსომებელი მხოლოდ სვანაძე–შენგელიას და ჩივაძე–შენგელიას კომბინაციები იყო. სტუმართაგან რობერტ გალუსტიანი აქტიურობდა (აბუსერიძეს სწორედ მისი ორი დარტყმის მოგერიება მოუხდა), საკმაოდ გაბედულად თამაშობდა მარჯვენა მცველი კირაკოსიანიც.
პირველი ტაიმის ნულოვანი ფრე იმანაც განაპირობა, რომ ორივე გუნდმა წარმატებით გადაწყვიტა ამოცანა დაცვაში: ერევნელები ფხიზლად დარაჯობდნენ შენგელიას და გუცაევს, თბილისელებმაც თავის მხრივ უვნებელყვეს მხითარიანი და ოჰანესიანი. მართალია, ჭედია ოჰანესიანს ბურთის მიღებისა და გადაცემის საშუალებას აძლევდა, მაგრამ მისი უშუალო იერიში კარისკენ თითქმის გამორიცხა.
დაიწყო მეორე ტაიმი და, ისევე, როგორც წინა მატჩში, კვლავ გუცაევმა თქვა გადამწყვეტი სიტყვა. სოლო რეიდის დასასრულს ორი მცველი მოატყუა და კარის გასწვრივ ჩააწოდა. მეკარემ მოიგერია იერიში, მაგრამ ბურთი ერევნელთა საჯარიმოდან არ გამოსულა. იქ მას კაკილაშვილმა მიუსწრო და თავისიანები დააწინაურა.
შემდგომი ოცი წუთი “არარატი” ბევრს ეცადა, მაგრამ უპირატესობას ვერ მიაღწია – “დინამოს” დაცვა საკმაოდ საიმედოდ თამაშობდა. 69–ე წუთზე გაშვებული მეორე გოლის შემდეგ სტუმრები კვლავ ენერგიულად მოძრაობდნენ მინდორზე, მაგრამ იგრძნობოდა, რომ უკვე შეურიგდნენ წაგებას. თბილისელთა ერთ–ერთი მორიგი იერიშისას მარქარიანმა ხელით შეაჩერა ბურთი. პენალტი. ჩივაძის დარტყმა ზუსტი გამოდგა (სხვათა შორის, მან ერევნელ მხითარიანთან ერთდ, მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი დაიმსახურა).
თამაშის დასკვნით ნაწილში მასპინძლებს კიდევ ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა – ჯერ შენგელიამ ვერ შენიშნა კარგ პოზიციაში მყოფი სულაქველიძე, შემდეგ კი თვითონ ფორვარდის დარტყმა მოიგერია მეკარე პოდშივალოვმა.
ერთი სიტყვით, ამ გარეგნულ ეფექტს მოკლებულ მატჩში თბილისელთა გამარჯვება კანონზომიერი იყო უწინარეს ყოვლისა იმის გამო, რომ, ავად თუ კარგად, გადაიჭრა თითქმის ყველა პრობლემა. ეს უფრო მეორე ტაიმში იყო თვალშისაცემი, კონკრეტულად კი ოჰანესიანის მაგალითზე. საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი პირველ ორმოცდახუთ წუთში თუ უფრო მინდვრის შუაგულიდან მოქმედებდა, მეორეში წინ წაიწია, მაგრამ უშედეგოდ – ჭედიამაც და სულაქველიძემაც ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ ოჰანესიანი ერევნელთა იერიშების საჭისთვის მოეცილებინათ. “არარატი” ფაქტიურად ულიდეროდ დარჩა და, ბუნებრივია, ხიფათის მოტანაც აღარ შეეძლო “დინამოსთვის”.
და ბოლოს, ორიოდე სიტყვით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხვალინდელ დღეზე.
წლეულს “დინამომ” ათასზე მეტი სხვადასხვა ვარიანტით ითამაშა როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვასა და თავდასხმაში. სეზონის დასაწყისიდან კი მთლიანად გუნდი, თუ არ ვცდები, სულ სამჯერ თუ ოთხჯერ გამოვიდა ერთი და იგივე შემადგენლობით. ასეთი რამ უკვალოდ არავის ჩაუვლის და, რა თქმა უნდა, თბილისის “დინამომაც” ბევრი დაკარგა ოპტიმალური ვარიანტის ძიებაში. მიუხედავად ამისა, შედეგი ისეთია, რომ უთუოდ ტოვებს ოპტიმიზმის საფუძველს იმ თვალსაზრისით, რომ, როცა ბოლოს და ბოლოს მოხერხდება საუკეთესო ვარიანტის მოძებნა, გუნდი გაცილებით უკეთ ითამაშებს და შესაბამისად, უკეთესი იქნება შედეგიც. საქმე მხოლოდ ის არის, როგორი თანხვედრა თუ განსხვავება იქნება აი იმ შემობრუნების მომენტსა და გულშემატკივრის სურვილებს შორის.
ირაკლი ბერიაშვილი.
მატჩის შემდეგ.
დავით ყიფიანი, თბილისის “დინამოს” უფროსი მწვრთნელი.
მატჩის დებიუტი ჩვენთვის მოულოდნელი იყო. “არარატის” ფეხბურთელებმა თავიდანვე პრესინგი შემოგვთავაზეს და ბურთის მიღებისა და დამუშავების, შეტევების გაშლის საშუალებას არ გვაძლევდნენ. მოულოდნელობას რომ თავი დავანებოთ, ეს დღევანდელი “დინამოსათვის” მაინც პრობლემაა, რადგან შუა ხაზში არ გვყავს კონსტრუქტიული ფეხბურთელები, ან ისეთ მძლავრი ნახევარმცველები, როგორიც ვთქვათ, მანუჩარ მაჩაიძე იყო, რომელიც თავის თავზე აიღებდა ინიციატივას და მეორე ეშელონიდან გაარღვევდა მოწინააღმდეგეთა დაცვის ჯებირს. შესვენების შემდეგ ჩვენ შევეცადეთ გარკვეული კორექტივები შეგვეტანა თამაშში. აშკარა იყო, რომ აქ პირველი გოლი ბევრს გადაწყვეტდა. ასეც მოხდა: დინამოელები უფრო შეუპოვრად, უფრო მიზანდასახულად ამოქმედდნენ. ერთ მომენტში ამას ერევნელ მცველთა შეუთანხმებლობაც დაერთო და კაკილაშვილმა ბურთი გაიტანა. ამის შემდეგ თბილისელთა უპირატესობა უფრო აშკარად გამოიკვეთა. პენალტიც, რა თქმა უნდა, აშკარა იყო. საბოლოოდ ჩვენ ამ კონკრეტულ მატჩში დასახულ მიზანს მივაღწიეთ.
სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდი, ჯერჯერობით მხოლოდ ეპიზოდურად აჩვენებს ისეთ თამაშს, როგორიც მას ეკადრება და როგორიც ჩვენს გულშემატკივარს უნდა. აქვე კვლავ გავიმეორებ იმას, რომ თბილისის “დინამო” ის გუნდია, რომელიც არასოდეს არ უნდა ისახავდეს მიზნად უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას, იგი მუდამ საპრიზო ადგილებისათვის უნდა იბრძოდეს. ამისათვის ჯერ კიდევ დიდი შრომა მოგვიწევს. მით უმეტეს, რომ წინ მეტად საპასუხისმგებლო გასვლითი მატჩები გველის.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от 30 августа 1984 года:
ИНТЕРЕСНАЯ ВСТРЕЧА.
«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван)… Матч этих команд в первенстве СССР по футболу всегда проходит в упорной, бескомпромиссной, но в то же время корректной борьбе. В нынешнем сезоне оба коллектива выступают в первенстве ниже своих возможностей. Поэтому очки им необходимы, чтобы поправить своё турнирное положение. Это обстоятельство наложило отпечаток на ход их вчерашнего поединка в Тбилиси, который вначале проходил в среднем темпе, — команды как бы присматривались друг к другу, искали наиболее уязвимые места.
Первыми активность проявили гости. Вперёд пошли Мхитарян, Карапетян, несколько в тени держался капитан команды Оганесян. Но в эти минуты уверенно сыграл вратарь тбилисцев Абусеридзе. Затем пришло время хозяев поля. Однако удары Чивадзе, Арзиани, Шенгелия были неточными. Запомнился в первом тайме и мяч, посланный издали Киракосяном, но Абусеридзе отбил его.
Вторая половина игры оказалась более интересной. Уже через пять минут Гуцаев прошёл по флангу, его передачу использовал Какилашвили, который направил мяч в ворота соперников — 1:0. Гости старались изменить ход матча и провели несколько опасных атак, но защита динамовцев выстояла, а на 69-й минуте в борьбе с Шенгелия в своей штрафной площадке защитник «Арарата» сыграл рукой. Судья назначил 11-метровый удар, который использовал Чивадзе — 2:0. В дальнейшем счёт не изменился.