«Нефтчи» (Баку) — «Динамо» (Тбилиси) 2:0 (0:0)
ЧЕМПИОНАТ СССР 1980 ГОДА. ВЫСШАЯ ЛИГА. МАТЧ № 14.
26 июня 1980 года. 19-00. Баку. Республиканский стадион им. В.И.Ленина. Ясно, 24 градуса. 23000 зрителей.
Судьи: В.Бутенко, Ю.Звягинцев, А.Евграфов (все — Москва).
«Нефтчи»: Николаев, Гарибов, Ибрагимов, Узбеков, Худиев, Абдуллаев (Михайловский, 50), Алиев, Нурмамедов, Пономарев, Курбанов (к) (Али-заде, 87), Джавадов.
«Динамо»: Габелия, Сулаквелидзе, Чивадзе, Хинчагашвили (Костава, 26), Г.Мачаидзе, Дараселия, М.Мачаидзе, Копалейшвили (Минашвили, 60), Шенгелия, Кипиани, Челебадзе.
Голы:
1:0 Пономарев — 56
2:0 Джавадов — 83
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 28 июня 1980 года:
«Спартак» уходит в отрыв.
БАКУ.
«Нефтчи» (Баку) — «Динамо» (Тбилиси). 2:0 (0:0). Баку. Республиканский стадион имени В. И. Ленина. 26 июня. Ясно. 24 градуса. 23 000 зрителей.
Судьи В. Бутенко, Ю. Звягинцев, А. Евграфов (все — Москва)
«Нефтчи»: Николаев. Гарибов, Ибрагимов, Узбеков, Худиев, О. Абдуллаев (Михайлевский, 55), Алиев, Нурмамедов, Пономарев, Курбанов (Али-заде, 88), Джавадов.
«Динамо»: Габелия, Сулаквелидзе, Чивадзе. Хинчагашвили (Костава, 25), Г, Мачаидзе, Дараселия, М. Мачаидзе, Копалейшвили (Минашвили, 65). Шенгелия, Кипиани, Челебадзе.
Голы: Пономарев (56), Джавадов (83).
Дублеры — 3:2. Голы: Мамедов (2), Шихларов — у «Нефтчи»: Лацабидзе, Кокилашвили — у «Динамо».
Три тура назад, имея равное со «Спартаком» количество очков, тбилисское «Динамо» возглавляло турнирную таблицу. Ныне эти команды разделяет шесть очков. Три поражения подряд потерпели Тбилисские динамовцы, уступившие в очередном туре одному из аутсайдеров — бакинскому «Нефтчи».
Отразив в начале матча несколько атак гостей, бакинцы сами перешли в наступление. Им удалось не только добиться заметного позиционного превосходства, но и удерживать его на протяжении почти всей встречи.
В начале второго тайма одну из многоходовых комбинаций сильным ударом в дальний от Габелия угол ворот завершил Пономарев. И в дальнейшем при первой же возможности футболисты «Нефтчи» остро и опасно контратаковали. Шла 83-я минута, когда, эффектно обыграв нескольких защитников и выманив из ворот Габелия, Джавадов удвоил счет.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 28 июня 1980 года:
ასეთი თამაში არ გვაკმაყოფილებს!
ბაქო. ვ.ი. ლენინის სახელობის სტადიონი. 26 ივნისი.
“ნეფთჩი” (ბაქო) – “დინამო” (თბილისი) 2:0 (0:0).
“ნეფთჩი”: ნიკოლაევი, ღარიბოვი, იბრაჰიმოვი, უზბეკოვი, ხუდიევი, აბდულაევი (მიხაილოვსკი), ალიევი, ნურმამედოვი, პონომარიოვი, ყურბანოვი, ჯავადოვი.
“დინამო”: გაბელია, სულაქველიძე, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი (კოსტავა), გ. მაჩაიძე, დარასელია, მ. მაჩაიძე, კოპალეიშვილი, (მინაშვილი), შენგელია, ყიფიანი, ჩელებაძე.
მსაჯი: ვ. ბუტენკო (მოსკოვი).
დუბლიორები – 3:2.
შეიძლება ამ რამდენიმე ტურის წინ ბაქოს “ნეფთჩი” არ ყოფილიყო თბილისის დინამოელთათვის ის “დაუძლეველი ძალა”, როგორიც მას 26 ივნისის მატჩში მოევლინა. ბაქოელთა წლევანდელი სტარტი ფეხბურთის მოყვარულებმა კარგად იციან: 9 ტურის შემდეგ გუნდს არც ერთი გამარჯვება არ ჰქონდა, 4 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებოდა გათამაშების ცხრილში და, ამას გარდა, 7 მატჩში საერთოდ არ ჰქონდა გატანილი არც ერთი ბურთი.
ასეთი იყო 3 ივნისამდე “ნეფთჩი”. მაგრამ ამ სასტიკი წარუმატებლობების შემდეგ გუნდმა თავისი მოკრძალებული შესაძლებლობის ფარგლებში ერთგვარი გარდატეხა შეიტანა თამაშში და ბოლო 4 ტურში 5 ქულის აღება შეძლო (5 გატანილი გოლი), რის წყალობითაც თავი დააღწია ბოლო ადგილს.
ეს 5 ქულა 8 შესაძლებლიდან სხვა დროს, სხვა შემთხვევაში შეიძლება დიდად საყურადღებო მოვლენა არ ყოფილიყო, მაგრამ რახან თბილისის დინამოელებს სწორედ ამ ეტაპზე მოუხდათ შეხვედრა აღმავლობის გზაზე მდგარ ბაქოელებთან და ისიც მათს მინდორზე, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელებს, მის თითოეულ მოთამაშეს კარგად უნდა სცოდნოდათ, რომ “ნეფთჩი” ახლა სრული ძალით, ენერგიულად თამაშობს და ბაქოს სტადიონზე საჭირო იყო მაქსიმალური მობილიზებით ბრძოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილი მოსალოდნელი იყო, რომ აზერბაიჯანელი ფეხბურთელები თავიანთი ბოლო ტურების აქტივს კიდევ მიუმატებდნენ ერთ ან ორ ქულას.
პირდაპირ უნდა ვთქვათ: თბილისის “დინამომ” ამ მატჩში ვერ გამოიჩინა ვერც საბრძოლო თვისებები, ვერც თუნდაც ოდნავ დამაკმაყოფილებელი მობილიზება, უკლებლივ ყველა რგოლში დაუთმო ბრძოლა მეტოქეს და კიდევ ერთი, რიგით მეოთხე დამარცხება ჩაიწერა თავის მიმდინარე პასივში.
ცხადია, რომ სადღეისოდ საქმე გვაქვს არა ე.წ. “მოულოდნელ”, “გაუთვალისწინებელ” შემთხვევასთან, არამედ იმ უსიამოვნო ჯაჭვის ერთ–ერთ მორიგ რგოლთან, რომლის სათავე უნდა ვეძიოთ 8 ივნისის მატჩში მოსკოვის “ლოკომოტივთან” (0:0). შემდეგ – უაღრესად დიდმნიშვნელოვან და პრინციპულ მატჩში მოსკოვის “სპარტაკთნ” (2:4) და, ბოლოს, 22 ივნისის შეხვედრაში მოსკოვის “ტორპედოსთან” (0:2). ეს სერიოზულ წარუმატებლობათა მთელი სერია, რომელსაც ბაქოში დამარცხებაც მოჰყვა და მხოლოდ ერთ, ერთადერთი აღებული ქულა 8 შესაძლებლიდან იმის აშკარა საშიშროებას გვიქმნის, რომ მთელი ჩვენი მონაპოვარი შეიძლება ერთი ხელის მოსმით გადაიყაროს წყალში.
პასიური, უნიათო თამაშის რეციდივები ნათლად გამოჩნდა ბაქოს “ნეფთჩთან” შეხვედრაშიც. მასპინძელთა შესანიშნავ საბრძოლო განწყობილებას, სანებისყოფო
თვისებებს, გააზრებულ ტექნიკურ ჩანაფიქრს, მაღალ ტექნიკას თბილისელებმა საპასუხოდ ვერაფერი დაუპირისპირეს. თითქმის მთლიანად ჩააბარეს ხელთ ინიციატივა მოპირდაპირეს, ხეირიანი ვერაფერი აჩვენეს მაყურებელს და მორიგი მარცხიც იწვნიეს. განვლილი მატჩის რეცენზია მოკლედ და ლაკონიურად შეიძლება იქნას ფორმირებული: “ნეფთჩი” თამაშობდა, იბრძოდა, “დინამო” კი იდგა და მოვლენათა პასიური მაყურებლის როლში იმყოფებოდა. ჩვენ არ გვინდა ცალკეულ მოთამაშეთა შეურიგებელი კრიტიკით (თუმცა ეს მათ დაიმსახურეს) გავამწვავოთ საერთო მდგომარეობა, მაგრამ ის კი უნდა ვთქვათ, რომ ბოლო 4 მატჩში განცდილ წარუმატებლობებში დამნაშავეა ყველა რგოლი, ყველა მოთამაშე, დაწყებული მეკარიდან გათავებული მარცხენა გარემარბით. დამნაშავეა, რა თქმა უნდა, გუნდის ხელმძღვანელობაც.
წინ უაღრესად დიდმნიშვნელოვანი შეხვედრებია საკავშირო ჩემპიონატში. წინაა თვით სსრ კავშირის თასის ფინალი, რომელსაც ახლა დიდი იმედით ველით, წინაა ევროპული ტურნირების მატჩები უცხოეთის გუნდებთან. და ყველაფერი ეს – მომავლის დიდი პასუხისმგებლობა – გვაიძულებს კვლავ და კვლავ პერსპექტიული თვალსაზრისით მივმართოთ ჩვენს გუნდს, შევახსენოთ მას, რომ ასე დგომელა, გაჩერებული თამაშით იგი ნაბიჯსაც ვერ გადადგამს წინ, დამუხრუჭდება და მერე დიდ ხანს ვეღარ დააღწევს თავს რეგრესს. ამისი გამოცდილება, სამწუხაროდ, უკვე გვქონდა.
ეს წერილი მარტო სარედაქციო რეცენზია როდია, გუშინ მთელი დღე რეკავდა ტელეფონი რედაქციაში, ფოსტალიონი დაიღალა დეპეშების ზიდვით, აღშფოთებულია ყველა, ვისთვისაც კი ესოდენ ახლო და ძვირფასია თბილისის “დინამოს” ბედი, მისი აწმყო და მომავალი. გულშემატკივრები აღშფოთებასთან ერთად გაოცებულიც არიან: რა მოხდა, ასე უცებ და ასე მკვეთრად რატომ მოუკლეს თამაშს დინემოელებმა?
ყველაფერი უახლოეს მომავალს უნდა გადაწყდეს. თბილისის “დინამომ” მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რათა დაიბრუნოს თავისი კეთილი სახელი, ახალი გამარჯვებებით გაახაროს რესპუბლიკის მშრომელები.
ბ. ქორქია
P.S. ამ მატჩის უმთავრესი სტატისტიკური მონაცემები ასეთია: 58–ე წუთზე ანგარიში გახსნა პონომარიოვმა, ხოლო 83–ე წუთზე მეორე ბურთი გაიტანა ჯავადოვმა.
Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от 27 июня 1980 года:
Тревожный симптом.
«НЕФТЧИ» (БАКУ) — «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — 2:0.
Хозяева поля в этом матче действовали напористо, на высоких скоростях. Судя по всему, команда начинает обретать былой почерк. И, наоборот, в худшую сторону шагнуло тбилисское «Динамо», чьи неудачи трудно объяснить.
По-настоящему острые атаки в исполнении бакинцев мы увидели в этом матче уже после того, как они открыли счет (на 58-й мин. мяч забил Пономарев). Тбилисцы, естественно, пытаясь отыграться, пошли вперед большими силами, пространство на их половине поля разрядилось, чем умело стали пользоваться нападающие «Нефтчи», в особенности — Джавадов. На исходе второго тайма (83-я минута) он в штрафной Габелия технично обыграл троих динамовцев и удвоил результат — 2:0. Финальный свисток судьи зафиксировал третье поражение тбилисцев подряд — тревожный симптом.
* * *
Вчера динамовцы выступали в следующем составе: Габелия, Сулаквелидзе, Чивадзе, Хинчагашвили (Костава), Г. Мачаидэе, Дараселия, М. Мачаидзе, Копалеишвили (Минашвили), Шенгелия, Кипиани, Челебадзе.