«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (0:0)
ЧЕМПИОНАТ СССР 1979 ГОДА. ВЫСШАЯ ЛИГА. МАТЧ № 03.
11 апреля 1979 года. 17-00. Киев. Стадион «Динамо». Пасмурно, мокрый снег, 3 градуса. 17000 зрителей.
Судьи: Э.Шкловский (Москва), К.Доронин (оба — Москва), Е.Александров (Ярославль).
«Динамо» К.: Роменский, Коньков, Балтача, Журавлев, Зуев, Лозинский, Каплун (Буряк, 46), Хапсалис, Бессонов, Веремеев (Слободян, 60), Блохин.
«Динамо» Тб.: Габелия, Костава, Чивадзе, Хинчагашвили, Муджири, Дараселия, М.Мачаидзе (к), Коридзе, Гуцаев, Г.Мачаидзе (Минашвили, 65), Шенгелия (Челебадзе, 70).
Голы:
1:0 Блохин — 63
1:1 Гуцаев — 87 (пен.)
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 12 апреля 1979 года:
«ДИНАМО (КИЕВ) — «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — 1:1.
«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси). 1:1 (0:0) Киев. Стадион «Динамо». 11 апреля. Пасмурно. Мокрый снег. 3 градуса тепла. 18 000 зрителей.
Судьи Э. Шкловский, К. Доронин (оба — Москва) Е. Александров (Ярославль).
«Динамо» (Киев): Роменский, Коньков, Болтача. Журавлев, Зуев, Лозинский, Каплун (Буряк, 46), Хапсалис, Бессонов, Веремеев (Слободян, 60), Блохин.
«Динамо» (Тбилиси): Габелия, Костава, Чивадзе, Хинчагашвили, Муджири, Дараселия, М. Мачаидзе, Коридзе, Гуцаев, Г. Мачаидзе (Минашвили, 68), Шенгелия (Челебадзе, 75).
Голы: Блохин (63), Гуцаев (87. с пенальти).
Дублеры — 2:2. Голы: у киевлян Бойко, Бобаль (с пенальти); У тбилисцев — Болквадзе — 2.
По идее, эта игра должна была бы стать центральной в туре. Увы! Три дня подряд, предшествовавшие встрече, и в день матча в небе над Киевом, как говорится, «опрокинулась лейка» — шел дождь, переходящий в мокрый снег. В общем, все старания работников стадиона «Динамо», подготовивших отличный газон, свелись на нет. Обе команды, как известно, тяготеющие к техничной, комбинационной игре, не могли, естественно, на скользком поле показать свой истинный класс.
Лучше к непогоде оказались подготовленными все же хозяева поля, добившиеся в первом тайме солидного территориального перевеса и сохранившие его вплоть до перерыва. Но, несмотря на это, острых моментов у ворот гостей почти не возникало, а ударов издалека киевляне почему-то избегали, хотя в таких условиях это было бы более чем уместно.
На 28-й минуте комбинация, начатая Лозинским на правом фланге и, продолженная Коньковым, едва не закончилась голом, но получивший точный пас Блохин из выгоднейшего положения промахнулся.
Во втором тайме гости заиграли несколько активнее, чаще стали переходить довольно крупными силами центральную линию поля (до перерыва этого за ними почти не замечалось). Счет открыли хозяева поля. Буряк, заменивший Каплуна, точным пасом передал мяч с правого фланга на левый открытому Хапсалису, тот рывком прошел к лицевой линии, последовала прострельная передача вдоль ворот, и Блохин, находясь в окружении застывших в растерянности защитников тбилисской команды, протолкнул мяч в сетку.
Минимальный счет 1:0 продержался почти, до конца матча и, вероятно, был бы закономерным итогом игры, в которой хозяева поля были наступающей стороной, но спасти очко гостям позволил пенальти, назначенный арбитром Э. Шкловским в ворота хозяев поля за три минуты до финального свистка.
Г. БОРИСОВ. (Наш корр.).
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 14 апреля 1979 года:
ჩემპიონი იცავს პრესტიჟს.
კიევი. ”დინამოს” სტადიონი. 11 აპრილი.
”დინამო” (კიევი) – ”დინამო” (თბილისი) 1:1 (0:0).
კიევი: რომენსკი, კონკოვი, ბალტაჩა, ჟურავლიოვი, ზუევი, ლოზინსკი, კაპლუნი (ბურიაკი), ხაპსალისი, ბესონოვი, ვერემეევი (სლობოდიანი), ბლოხინი.
თბილისი: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, გ. მაჩაიძე (მინაშვილი), შენგელია (ჩელებაძე).
მსაჯი: ვ. შკლოვსკი (მოსკოვი).
გოლები: ბლოხინი (63-ე წ.), გუცაევი (87, პენალტით).
დუბლიორები — 2:2 (ბოიკო, ბობალი, ბოლქვაძე (2).
მატჩის 63–ე წუთი. კიეველთა შეტევა მარცხენა ფლანგიდან. ხაპსალისი. დაბალი, გასწვრივი ჩაწოდება. ერთხანს თბილისელთა საჯარიმოში ტრიალებს ბურთი, მერე ნელა, ძალიან ნელა გაგორდა კარისკენ… წამით შეჩერდნენ ფეხბურთელები, მონუსხულივით შესცქერიან ბურთს. გოლია? ერთ გრძელ წამს გაგრძელდა ეს ლოდინი. პირველი ბლოხინი მოეგო გონს, სველ ბალახზე გასრიალდა, მისწვდა კიდეც თეთრ ხაზზე შეყოყმანებულ ბურთს და კარში შეაგორა.
უკვე შემდეგ აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე, ექსპრესში ვისმენდი მატჩის ჩანაწერს: ”შეხვედრის დამთავრებამდე 16 წუთი რჩება. ანგარიშია 1:0 კიევის ”დინამოს” სასარგებლოდ. კიეველები ბევრს უტევდნენ, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს. 63-ე წუთზე ხაპსალისის ჩაწოდების შემდეგ ბურთი თბილისელთა კარში გაიტანა ოლეგ ბლოხინმა”.
წლევანდელ საფეხბურთო სეზონში ეს თბილისელთა მე-16 მატჩი იყო. 15-მატჩიანი სერია გუნდმა დაუმარცხებლად განვლო. მერე შარშანდელი და შარშანწინდელი კიევური მატჩებიც მახსენდება — 0:1 და 0:2. არადა ერთშიც და მეორეშიც ქულა მაინც ნამდვილად ეკუთვნოდა თბილისელებს, ერთშიც და მეორეშიც კიეველები მდევრის როლში იყვნენ…
სახელდახელოდ მოწყობილ ტაბლოზე კიეველთა მხარეს უკვე დაიწერა ერთიანი, გახარებულ მაყურებელს უკვე დავიწყებია უხეირო სტარტით გამოწვეული წყენა და ”შაიბუ, შაიბუთი” კიდევ ერთ გოლს ითხოვს. თბილისელები ნირწამხდარნი უახლოვდებიან ცენტრში დადებულ ბურთს.
მატჩის წინა დღე. ბორისპოლის აეროპორტი. თვითმფრინავიდან გადმოსვლისთანავე უსიამო ფიქრი ამყვა. გაზონებზე თოვლი დევს, ნამდვილი ზამთარია კიევში. დილით სიცივეს ნისლიც დაემატა. ”დინამოს” სტადიონზე (ცენტრალური სტადიონი მხოლოდ მერმის ჩადგება მწყობრში) ასფალტის სატკეპნი მანქანები გრუხუნებდნენ. მატჩი 5 საათზე იწყება, სკამები ჯერ კიდევ დაუნომრავია, აქაიქ დაუმთავრებელიც. მინდვრის გარშემო ახვეტილი თოვლის გორები დგას.
წლევანდელი საფეხბურთო სეზონი კიევში ამ მატჩით იწყება. ფეხბურთის მარში.
მისასალმებელი სიტყვები. ვერაფერი სასიამოვნოა სიცივეში ერთ ადგილზე დგომა და ლოდინი, მაგრამ რას იზამ. როგორც იქნა კაპიტნებმა ალამიც აღმართეს.
კოლექტივისთვის, სეზონის მთავარი ჯილდოების დაუფლების პრეტენზიას რომ აცხადებს, ყოველი მატჩი, ყოველი ქულა მნიშვნელოვანია, მაგრამ არის მატჩები, რომლებიც მრავალშრიანი ფსიქოლოგიური წანამძღვრების გამო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ამგვარ შეხვედრებში გამარჯვებას ან მარცხს (ქულები ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვან როლს თამაშობს) გუნდისთვის ან ის აუცილებელი რწმენა მოაქვს, წარმატების საფუძვლად რომ იქცევა ხოლმე, ანდა ისეთ ბზარს აჩენს, მერე და მერე ფსიქოლოგიური დეპრესია და შედეგად უფერული თამაში რომ მოსდევს. ასეთთა რიცხვს შეგვიძლია მივაკუთვნოთ შარშან კიევის ”დინამოსთან” თბილისში, მოსკოვის ”დინამოსთან” და ცხკა-სთან მოსკოვში ნათამაშები მატჩები.
უთუოდ ამ რიგისა იყო ჩემპიონისა და ვიცეჩემპიონის ამასწინანდელი შეხვედრაც.
სიუჟეტს მეტი სიმძაფრე შესძინა იმანაც, რომ მატჩი უკრაინელი ფეხბურთელებისთვისაც განსაკუთრებული უნდა გამომდგარიყო — დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთან გამარჯვება გვარიანად ათბობდა კიეველთა მინავლებულ ბუხარს.
პირველი ოცი წუთი გართულებულ სათამაშო პირობებთან შეგუებასა და ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვების ცდას დასჭირდა. სველ მინდორს პირველმა კიეველებმა აუღეს ალღო, მათი ერთგვარი ტერიტორიული უპირატესობა კი (უფრო მოჩვენებითი რომ იყო) სრულებით არ ნიშნავდა თამაშის სადავეების დაუფლებას. მართალია, კარგა ხანს უმოქმედოდ იმყოფება თბილისელთა თავდასხმა, მაგრამ დანარჩენები მშვიდად, ყოველგვარი პანიკის გარეშე იგერიებენ მასპინძელთა არც თუ მახვილგონივრულ იერიშებს. ერთი დეტალი: ფლანგურმა ჩაწოდებებმა, არევდარევა რომ შეაქვს ხოლმე მეტოქის რიგებში, ამ დღეს ბევრი ვერაფერი სამსახური გაუწია კიეველებს, თუმცა ამაში ”ბრალი” უფრო სტუმრებს მიუძღვით — ორივე ცენტრალურ ნახევარმცველს — მანუჩარ მაჩაიძესა და ქორიძეს, განსაკუთრებით კი სტოპერებს — ჩივაძესა და ხინჩაგაშვილს. იგივე ბედი ეწია კიეველთა სახელგანთქმულ კუთხურებსაც. ერთი სიტყვით, საჰაერო ბრძოლა თბილისელთა საჯარიმოში სტუმართა სასარგებლოდ დამთავრდა.
შენგელიას მორიგეობით დარაჯობენ ბალტაჩა და ჟურავლიოვი. გუცაევი ერთთავად მარჯვენა ფლანგიდან ცდილობს იერიშის წამოწყებას. თბილისელთა თავდასხმის მარცხენა ფრთა კი მოშიშვლებულია. გოჩა მაჩაიძე (ამ დღეს მარცხენა ნახევარმცველად თამაშობდა), მცველის როლშიც რომ ახერხებს ხოლმე შეტევის წარმოწყებას, დაცვით ფუნქციებს სჯერდება. შესვენების შემდეგ კიეველებმა მარჯვენა მცველი კაპლუნი ბურიაკით შეცვალეს — როგორც ჩანს, ფლანგზე მცველის ყოფნა მეტისმეტ ფუფუნებად მიიჩნიეს.
სავსებით ლოგიკურია, რომ ამა თუ იმ გუნდის უპირატესობაზე საგოლე მომენტების რაოდენობით მსჯელობენ. ამ თვალსაზრისით პირველ ტაიმში რომელიმე მეტოქის უპირატესობაზე საუბარი მართებული არ იქნებოდა. სახიფათო მომენტი, რომელიც შუა ტაიმში თბილისელთა კართან შეიქმნა, ერთადერთი იყო. ბლოხინის დარტყმა უზუსტო გამოდგა.
მატჩის წინ დაწყებული თოვა არც მეორე ტაიმში შეწყვეტილა. მინდორი ატალახდა. თბილისელები შედარებით უკეთ თამაშობენ, მაგრამ ზუსტი გადაცემები მაინც ჭირს.
იმავე საღამოს, თვითმფრინავში მ. მაჩაიძე: სველი მინდორი კიდევ არაფერი, შეეჩვევი კაცი, მაგრამ თოვლი… გაყინული ფეხები აღარ გემორჩილება, ბუნებრივია აღარც ბურთი გიჯერებს”.
შენგელია კვლავინდებურად მცველთა მარწუხებშია, სამაგიეროდ საგრძნობლად გააქტიურდა გუცაევი. კიეველები აკრძალული ილეთებით ცდილობენ თბილისელი ფორვარდის უვნებელყოფას. მიუხედავად მინდვრის შუაგულის გაძლიერებისა (ბურიაკი), ცენტრში წონასწორობა არ დარღვეულა — ქორიძე და მანუჩარ მაჩაიძე იოლად უმკლავდებიან მოძალებულ მეტოქეს. ყველაფრით იგრძნობა, რომ მასპინძლები შესაძლებლობის ზღვარზე თამაშობენ, დამატებითი რესურსები არც ჩანს და ალბათ არც გამოჩნდება. თავისთავად ისახება სავსებით დამსახურებული ქულის კონტურები. ყველა ზემონათქვამის გათვალისწინებით ფრე ურიგო შედეგი არ უნდა იყოს.
63-ე წუთი. მასპინძელთაგან ყველაზე აქტიური ხაპსალისი დაუბრკოლებლად შედის უმეთვალყუროდ დატოვებულ თბილისელთა დაცვის მარჯვენა ფლანგზე და ძლიერად აწოდებს კარის გასწვრივ…
უხეიროა თუ ლამაზი, გოლი მაინც გოლია და შემთხვევითობაზე საუბარი სწორი არ იქნებოდა. თუნდაც იმიტომ, რომ სახიფათო ჩაწოდება თბილისელთა შეცდომამ განაპირობა.
ისევ გამახსენდა კიევში წაგებული ორი მატჩი და უნებურად ვიფიქრე, რომ საბოლოო სიტყვა ისევ უსიამო ტრადიციას რჩებოდა.
შეტევა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. ეს საფეხბურთო აფორიზმი ნებისმიერი გუნდისთვის კარგად არის ცნობილი. მშვენივრად იცოდნენ მასპინძლებმაც, რომ მიღწეულ წარმატებას მეორე გოლით თუ არა, შეტევით მაინც ესაჭიროებოდა განმტკიცება. თუმცა, როგორც ჩანს, საამისო საშუალებები ვეღარ გამოძებნეს. შეტევაზე ჩემპიონი გადავიდა. იმის თქმა, რომ თბილისელთა იერიშის ლოგიკური დასასრული აუცილებლად გოლი უნდა გამომდგარიყო, არ შეიძლება, მაგრამ იერიში თავისთავად გულისხმობს საამისო მცდელობასაც და შესაძლებლობასაც.
87-ე წუთი. თბილისელთა კომბინაცია. მანუჩარ მაჩაიძე-ჩივაძე — ისევ მანუჩარი…
კაპიტანმა ბურთი დარასელიას მიაწოდა, თვითონ მარჯვნივ გაიტყუა მცველი.
დარასელიამ უმალ შენიშნა მცველებისგან გათავისუფლებული ჩელებაძე… გადაცემა…
რევაზს ჯერ ერთი მცველი აჩერებს ხელით, მერე მეორეც წამოეწია და… თუმცა თბილისელმა თავდამსხმელმა წაქცევისას მაინც მოახერხა, დარტყმას ის ძალა აღარ ჰქონდა. შეხვედრის არბიტრმა შკლოვსკიმ უყოყმანოდ ანიშნა თერთმეტმეტრიან საჯარიმოზე…
მატჩის შემდეგ გასინჯულმა ვიდეოჩანაწერმა მასპინძელთა უკმაყოფილება მაინც ვერ დააცხრო. თვით წესის დარღვევის ფაქტს კამათი არ გამოუწვევია. შკლოვსკის ედავებოდნენ იმაზე, რომ მაშინვე, მცველთა მიერ აკრძალული ილეთის ხმარებისას არ მიმართა სასტვენს. მსაჯის პასუხი ლაკონიური იყო: სასტვენი დამნაშავეთა სასარგებლოდ იქნებოდა”.
პენალტის დარტყმა ყოველთვის ძნელია. განსაკუთრებით ასეთ მატჩში და ისიც შეხვედრის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე. გუცაევმა მშვიდად და ზუსტად შეასრულა საპასუხისმგებლო მისია — 1:1.
ამ საინტერესო მატჩმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, მაგრამ უხერხული არ იქნება იმის თქმა, რომ მორალური გამარჯვება, მომავალში სასიკეთოდ რომ ადგება ნებისმიერ გუნდს, თბილისელებს დარჩათ.
ი. ბერიაშვილი (ჩვენი სპეც. კორ.).