«Заря» (Ворошиловград) — «Динамо» (Тбилиси) 1:2 (1:0)

Чемпионат СССР 1978 года. Высшая лига. Матч № 26.
14 октября 1978 года. 18-00. Ворошиловград. Стадион «Авангард». 12000 зрителей. Электроосвещение.
Судьи: С.Беляев, В.Глебов, В.Лушин (все — Москва).
«Заря»: Ткаченко, Пинчук, Малыгин (С.Журавлев, 76), Игнатенко, Оленев, А.Журавлев, Кузнецов, Малышенко (Иванов, 76), Колесников, Куксов, Рабочий.
«Динамо»: Гогия, Костава, Кантеладзе, Чивадзе, Г.Мачаидзе, Дараселия, М.Мачаидзе (к), Коридзе (Челебадзе, 88), Гуцаев, Кипиани, Шенгелия (Сулаквелидзе, 70).
Голы:
1:0 Малышенко — 22
1:1 М.Мачаидзе — 47
1:2 Кипиани — 86 (пен.)
Предупреждения: Гуцаев и Игнатенко (87, недисциплинированное поведение, выраженное в замахивании руками друг на друга).

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от 15 октября 1978 года:

«ЗАРЯ» — «ДИНАМО» (Тбилиси) — 1:2.
«Заря» (Ворошиловград) — «Динамо» (Тбилиси) — 1:2 (1:0).
Ворошиловград. Стадион «Авангард». 14 октября. 9 градусов. 12000 зрителей.
Судьи С. Беляев. В. Глебов, В. Лушин (все — Москва).
«Заря»: Ткаченко, Пинчук, Малыгин (С. Журавлев, 77), Игнатенко, Оленев, А. Журавлев, Кузнецов, Малышенко (Иванов, 77), Колесников, Куксов, Рабочий.
«Динамо»: Гогия, Костава, Кантеладзе, Чивадзе, Г. Мачаидзе, Г. Дараселия. М. Мачаидзе, Коридзе (Челебадзе, 78), Гуцаев, Кипиани, Шенгелия (Сулаквелидзе, 73).
Голы: Малышенко (22), М. Мачаидзе (47), Кипиани (86, с пенальти).
Предупреждены: Гуцаев и Игнатенко.
Дублеры — 1:2. Голы: Мумладзе. Базазашвили — «Динамо», Лукьянчук — «Заря».
«Заря» начала игру довольно агрессивно и уже на первой минуте могла открыть счет. В дальнейшем обстрел ворот «Динамо» с самых разнообразных позиций вели Куксов, Малышенко, Оленев, Игнатенко, Рабочий, Колесников. Вратарь Тбилисцев отбил и взял ряд очень трудных мячей, но однажды все-таки выпустил мяч из рук и позволил Малышенко его похитить. Удар был сделан под очень острым углом, но достиг цели.
В первом тайме лидер не показал игры в полную силу. В его действиях на передней линии было мало остроты. К тому же гости временами слишком беспечно относились к укреплению обороны и, как говорится, нередко «проваливались», позволяя соперникам проводить острые контратаки. Впрочем, забить гол динамовцы могли еще в первом тайме — например, на 18-й минуте, когда вратарь «Зари» парировал подряд три удара от Дараселия, М. Мачаидзе и Коставы.
После перерыва гости заиграли активнее. Когда сильным ударом метров с тридцати в самую «девятку» М. Мачаидзе сравнял счет, игра и вовсе выровнялась.
В заключение должен сказать о том. что в концовке встречи судья С. Беляев назначил в ворота «Зари» совершенно не обоснованный на мой взгляд, пенальти. И вполне заслуженно получил «двойку» от просмотровой комиссии.
Б. Брусилов (Наш корр.). 

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 17 октября 1978 года:

კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ.
ვოროშილოვგრადი. “ავანგარდის” სტადიონი. 14 ოქტომბერი.
“ზარია (ვოროშილოვგრადი) – “დინამო” (თბილისი) 1:2 (1:0).
“ზარია”: ტკაჩენკო, პინჩუკი, მალიგინი (ს. ჟურავლიოვი), იგნატენკო, ოლენევი, ი. ჟურავლიოვი, კუზნეცოვი, მალიშენკო (ივანოვი), კოლესნიკი, კუკსოვი, რაბოჩი.
“დინამო”: გოგია, კოსტავა, კანთელაძე, ჩივაძე, გ. მაჩაიძე, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე (ჩელებაძე), გუცაევი, ყიფიანი, შენგელია (სულაქველიძე).
მსაჯი: ს. ბელიაევი (მოსკოვი).
გაფრთხილებული არიან გუცაევი და იგნატენკო.
დუბლიორები – 1:2. თბილისელთაგან გოლები გაიტანეს მულაძემ და ბაზაზაშვილმა.
სსრ კავშირის 1978 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში დასასრულს უახლოვდება. ფინიშამდე დარჩა 4 ტური და ახლა გათამაშების ცხრილში შექმნილია ისეთი კონიუნქტურა, რომელიც უფლებას გვაძლევს თბილისის “დინამოს” ყოველი ახალი წარმატება, ყოველი ახალი ქულა განვიხილოთ, როგორც სერიოზული და საფუძვლიანი არგუმენტირებული განაცხადი ოქროს მედლების მოპოვებაზე. ამიტომაა, რომ ვოროშილოვგრადის “ავანგარდის” სტადიონზე მოპოვებულ გამარჯვებას ადგილობრივ “ზარიასთან” ვთვლით კიდევ ერთ ნაბიჯად ჩემპიონობისკენ. ქართულ ფეხბურთს რეალურ პერსპექტივაში აქვს ისეთივე დიდი, სასიხარულო ზეიმი, როგორიც მან 1964 წელს იდღესასწაულა.
მაგრამ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ წინ და შემოვიფარგლოთ “ზარიასთან” ჩატარებული მატჩის პერიპეტიებით.
თბილისის ”დინამოს” ახლანდელი სატურნირო მდგომარეობა ყველამ კარგად იცის და თითოეული ქულა მისთვის ოქროს ფასად ფასობს, მაგრამ არც “ზარიაა” განწყობილი ისე, რომ უბრძოლველად არიგოს ქულები და ისიც შინ, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ. ამიტომ იყო, რომ მასპინძლებმა მონდომებული შეტევით დაიწყეს თამაში, მთელი ძალები წინა ხაზზე გადაისროლეს და რამდენიმე ძალზე სახიფათო მომენტიც შექმნეს. სახიფათო პოზიციაში იმყოფებოდნენ კუკსოვი, ოლენევი, რაბოჩი, მალიშენკო. დინამოელთა მცველებს და მეკარე გოგიას მძიმე სამუშო დააწვათ, კერძოდ, გოგიას ზედიზედ მოუხდა ძნელი ბურთების აღება.
22–ე წუთზე ვოროშილოვგრადელებმა გახსნეს ანგარიში. ერთ–ერთი იერიშისას მალიშენკომ შეძლო რთული მდგომარეობიდან გაეგზავნა ბურთი ბადეში – 1:0.
გაშვებული გოლის შემდეგ თბილისელები მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ, თამაშმა ჯერ შუა მინდორში გადაინაცვლა, შემდეგ – “ზარიას” ნახევარზე და ახლა უკვე მასპინძელთა მცველებს და მეკარე ტკაჩენკოს გაუჩნდათ სამუშაო. ბურთის გატანა შეეძლოთ ჯერ დარასელიას, შემდეგ მ. მაჩაიძეს და კოსტავას.
მაგრამ სრული ძალით “დინამო” ათამაშდა მეორე ტაიმში, როცა ვოროშილოვგრადელებს მხოლოდ ეპიზოდური კონტრშეტევების სულ რამდენიმე შესაძლებლობა ხვდათ წილად. დინამოელები უტევდნენ ხშირად, უტევდნენ სწრაფად, ენერგიულად.
როგორც კი განახლდა თამაში, მ. მაჩაიძემ ოსტატურად დაარტყა შორი მანძილიდან და ბურთი ზედა ძელს ქვეშ გავიდა კარში – 1:1.
ფრე თითქოს ურიგო შედეგი არ იყო გასვლითი მატჩისთვის, მაგრამ დინამოელები ინარჩუნებდნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, სახიფათო მომენტები კვლავინდებურად იქმნებოდა “ზარიას” კართან. 86–ე წუთზე იგნატენკომ ხელით ითამაშა თავის საჯარიმო მოედანზე, რისთვისაც ს. ბელიაევმა დანიშნა პენალტი. დარტყმა ზუსტად შეასრულა ყიფიანმა – 2:1.
აღსანიშნავია, რომ მატჩს ვოროშილოვგრადში ესწრებოდა უეფა–ს თასზე 18 ოქტომბერს თბილისის “დინამოს” მეტოქის – დასავლეთ ბერლინის “ჰერტას” მწვრთნელი კ. კლიოტცერი, ხოლო თბილისელთა უფროსი მწვრთნელი ნ. ახალკაცი იმყოფებოდა დასავლეთ გერმანიის ქალაქ მაინის ფანკფურტში, ბუნდესლიგის ჩემპიონატის კალენდარულ მატჩზე ადგილობრივ “აინტრაჰტსა” და “ჰერტას” შორის.
დაბოლოს, დუბლიორთა შეხვედრის შესახებ. “ზარიას” და თბილისის “დინამოს” სათადარიგო შემადგენლობათა მატჩში დაწინაურდნენ მასპინძლები (ლუკიანჩუკი), მაგრამ ბაზაზაშვილმა 11–მეტრიანი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, ხოლო მუმლაძემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა ვოროშილოვგრადელთა კარში.
თბილისის “დინამო” 38 ქულით ლიდერობს დუბლიორთა საკავშირო გათამაშებას.
ნ. პედკო.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>