«Динамо» (Тбилиси) — «Заря» (Ворошиловград) 4:1 (3:0)

Чемпионат СССР 1978 года. Высшая лига. Матч № 15.
9 июля 1978 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. 40000 зрителей.
Судьи: Л.Акселевич, В.Демихов, А.Кадетов (все — Москва).
«Динамо»: Гогия (Габелия, 46), Рухадзе, Чивадзе, Хинчагашвили, Г.Мачаидзе, Дараселия, М.Мачаидзе (к), Коридзе, Гуцаев, Челебадзе, Шенгелия (Гоголадзе, 65).
«Заря»: Ткаченко, Пинчук, Малыгин, Игнатенко (Колесников, 46), Оленев, Журавлев, Кузнецов, Шевлюк, Сорокалет (Малышенко, 75), Куксов, Рабочий.
Голы:
1:0 Шенгелия — 30
2:0 Коридзе — 35
3:0 Коридзе — 39
4:0 Гуцаев — 50 (пен.)
4:1 Журавлев — 90 (пен.)

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от 11 июля 1978 года:

Не счесть моментов. Обзор игр в Тбилиси, баку, Ташкенте и Ленинграде.
ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Заря» (Ворошиловград). 4:1. (3:0).
Тбилиси. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 9 июля. Ясно. 37 градусов. 40 000 зрителей.
Судьи Л. Акселевич, А. Кадетов. В. Демихов (все — Москва).
«Динамо»: Гогия (Габелия, 46), Рухадзе, Чивадзе, Хинчагашвили, Г.Мачаидзе, Дараселия, М. Мачаидзе, Коридзе, Гуцаев, Челебадзе, Шенгелия (Гоголадзе, 63).
«Заря»: Ткаченко, Пинчук, Малыгин, Игнатенко (Колесников, 46), Оленев, А. Журавлев, Кузнецов, Шевлюк, Сорокалет (Малышенко, 18), Куксов, Рабочий.
Голы: Шенгелия (30), Коридзе (35, 39), Гуцаев (50, с пенальти), Журавлев (90, с пенальти).
Дублеры 4:1. Голы: Базазашвили (3), Минашвили — у «Динамо»; Бутенко — у «Зари».
В последних турах чемпионата страны обращает на себя внимание тот факт, что очень уж много выгоднейших для взятия ворот моментов остаются нереализованными. В лучшем случае отличаются вратари, в худшем — портят дело неточными завершающими ударами нападающие… За те полчаса Тбилисского матча, в течение которых счет оставался нулевым, у ворот гостей было разыграно восемь угловых, ударов, напротив — ни одного. Динамовцы все это время словно прицеливались. Но потом — в считанные минуты были забиты три гола, приведшие результат в соответствии с разворачивавшимися на поле событиями. Побежденные, надо заметить, сыграли откровенно слабо, не проявив ни воли, ни мастерства. В матче с «Локомотивом» у Тбилисцев в дебютировал в роли правого защитника 19-летний Илья Рухадзе. Как и в том матче, он и на сей раз играл весьма уверенно, достойно вел единоборства, а когда позволяла ситуация, активно поддерживал наступающих партнеров.
Следует отметить еще двух динамовцев, лишь недавно ставших в строй после травм. С возвращением Дараселия игра «Динамо в средней линии становится целенаправленней. Мяч у Дараселия без нужды не задерживается, чаще всего следует своевременная, тонкая передача. А в линии атаки очень остро играет Гуцаев, создающий партнерам множество выгодных моментов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 11 июля 1978 года:

ყველაფერი თავისი რიგით მიდის.
თბილისი. ვ.ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 9 ივლისი.
“დინამო” (თბილისი) – “ზარია” (ვოროშილოვგრადი) 4:1 (3:0).
“დინამო”: გოგია (გაბელია), რუხაძე, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, გ. მაჩაიძე, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ჩელებაძე, შენგელია (გოგოლაძე).
“ზარია”: ტკაჩენკო, პინჩუკი, მალიგინი, იგნატენკო (კოლესნიკოვი), ოლენიოვი, ჟურავლიოვი, კუზნეცოვი, შევლიუკი, სოროკალეტი (მალიშენკო), კუკსოვი, რაბოჩი.
მსაჯი: ლ. აკსინევიჩი (მოსკოვი).
გოლები გაიტანეს შენგელიამ (30–ე წუთი), ქორიძემ (35–ე, 38–ე), გუცაევმა (50–ე), ჟურავლიოვმა (82–ე).
დუბლიორები – 4:1.
“ზარიას” ამ მატჩამდე მხოლოდ სამი ფრე ჰქონდა და ბუნებრივია, ერთი ქულისათვის ზრუნვა ჩემპიონატის ლიდერთან არ გაემტყუნებოდა. თბილისელი მაყურებელიცა და თვითონ “დინამო” სტუმართა ამ კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე თამაშს ელოდა.
დამარცხება, ისიც დიდი ანგარიშით, როგორც წესი, საქებარი სიტყვის თქმის სურვილს იშვიათად სტოვებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვოროშილოვგრადელმა ფეხბურთელებმა ერთ კომპლიმენტი უეჭველად დაიმსახურეს. მართლია ოლენიოვიც, კუზნეცოვიც, შევლიუკიც და კუკსოვიც ბევრს ეხმარებოდნენ დაცვას (ეს დახმარება უფრო იძულებითი იყო), მაგრამ “ზარიამ” მატჩი ფაქტიურად ოთხი მცველით ითამაშა. ამავე დროს უკრაინელ ფეხბურთელებს წინ გამუდმებით ჰყავდათ ორი ფორვარდი (პირველ ტაიმში – სოროკალეტი, რაბოჩი; მეორეში – კოლესნიკოვი, რაბიჩი).
ისიც სათქმელია, რომ სტუმრებს არც დროის გაჭიანურებაზე და არც უხეშობაზე არ უფიქრიათ. ეს ყველაფერი კარგი, მაგვარი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ “ზარიას” “დინამოსთან” ერთ ენაზე საუბარი არ გამოუვიდა – უკრაინელთა დაცვამ სამი თბილისელი ფორვარდისა და ძალზე აქტიურად მოთამაშე ნახევარდაცვის წინაშე ვერაფერი გააწყო. ოთხი გოლი და უამრავი საგოლე სიტუაცია სწორედ ამაზე ლაპარაკობს.
აქვე, ერთი საყვედური მაყურებელთა იმ ნაწილის მიმართ, ანგარიშით 4:0–ზე თავისი გუნდისაგან აგრესიულად თამაშს რომ ითხოვდა. რა თქმა უნდა, გამანადგურებელი ანგარიშით მოგება შთამბეჭდავია, მაგრამ ისიც ხომ სიმართლეა, რომ “ზარიასთან” მატჩი სრულებითაც არ ყოფილა ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა. ორმოცგრადუსიან სიცხეში ენერგიის ფუჭად ხარჯვა კი შორსმაცქერალ გუნდს ბევრ ვერაფერ სამსახურს გაუწევს.
“დინამომ” პირველ წრეში 23 ქულა მოაგროვა, სამით მეტი ვიდრე შარშან. ბევრისმთქმელი ფაქტია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამ არის. შეიძლება ჯერ ნაადრევიც იყოს ამაზე დაბეჯითებით საუბარი, მაგრამ უკვე იგრძნობა, უკვე გამოიკვეთა იმის წანამძღვრები (განსაკუთრებით ბოლო სამ მატჩში), რომ გუნდის მწვრთნელებმა ძალთა განაწილების უფრო რაციონალური (და ალბათ, სწორიც) გზა აირჩიეს. შარშან შემოდგომის მიწურულს “დინამომ” შესამჩნევად დათმო პოზიციები. თუ წლეულს ასეთი რამ არ განმეორდა, ის პირველყოვლისა კოლექტივის ხელმძღვანელობის დამსახურება იქნება. თბილისელებს არც რეზერვების
თვალსაზრისით აქვთ გადაუჭრელი პრობლემები, ასე რომ დაურიდებლად შეგვიძლია ვთქვათ: ყველაფერი თავისი რიგით მიდის.
ი. ბერიაშვილი. 

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>