«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 2:0 (1:0)

Чемпионат СССР 1978 года. Высшая лига. Матч № 01.
8 апреля 1978 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. 60000 зрителей. Электроосвещение.
Судьи: М.Ступар (Ивано-Франковск), К.Вихров, В.Гринберг (оба — Киев).
«Динамо»: Габелия, Хизанишвили, Кантеладзе, Хинчагашвили (Г.Мачаидзе, 70), Муджири, Чивадзе, М.Мачаидзе (к), Коридзе, Гуцаев, Кипиани, Шенгелия.
«Спартак»: Прохоров, Самохин, Кокарев, Хидиятуллин, Романцев, Ловчев, Ярцев, Сорокин (Шавло, 62), Гаврилов, Гладилин (Павленко, 75), Сидоров.
Голы:
1:0 Шенгелия — 07
2:0 Кипиани — 56

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от 9 апреля 1978 года:

«ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «СПАРТАК» — 2:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва). 2:0 (1:0).
Тбилиси. 8 апреля. Стадион «Динамо» им. В. И. Ленина. Мелкий дождь. 10 градусов тепла. 55 000 зрителей.
Судьи М. Ступар (Ивано-Франковск), К. Вихров, В. Гринберг (оба — Киев).
«Динамо»: Габелия, Хизанишвили, Кантеладзе, Хинчагашвили (Г. Мачаидзе, 65), Муджири, Чивадзе, М. Мачаидзе, Коридзе, Гуцаев, Кипиани, Шенгелия.
«Спартак»: Прохоров, Самохин, Кокорев, Хидиятуллин, Романцев, Ловчев, Ярцев, Сорокин (Шавло, 60), Гаврилов, Гладилин (Павленко, 75), Сидоров.
Голы: Шенгелия (7), Кипиани (56).
Дублеры -1:0. Гол: Дзебисашвили.
Первый матч команды, вернувшейся в высшую лигу, всегда носит престижный характер. Тем более если это такая популярная команда, как столичный «Спартак». История чемпионатов хранит такой факт: именно спартаковцы чаще, чем любая другая команда, — шесть раз — бывали соперниками Тбилисцев в стартовом матче. Дважды побеждали хозяева поля, один раз — гости.
И на сей раз встреча началась при преимуществе динамовцев, которые довольно быстро добились успеха. Комбинация получилась короткой, но очень эффектной: принимая навесную передачу от Коридзе, Шенгелия заметил неосторожно выдвинувшегося вперед Прохорова и, не дав мячу приземлиться, также навесом переправил его в дальний угол ворот.
Большую часть первого тайма игра проходила на половине динамовцев. Но мячом чаще владели, как это ни странно, не атакующие, а обороняющиеся. Действовали они тут неторопливо, а вот в атаку переходили быстро, хорошо используя скоростные качества крайних форвардов и длинные передачи из глубины поля.
Единственный острый момент у ворот «Динамо» в первом тайме возник незадолго до перерыва. Спартаковцы получили право на штрафной метров с 25-ти, и Хидиятуллин пробил в обход стенки точно в нижний угол. Габелия был начеку.
И вторую половину динамовцы начали активно, создали несколько верных возможностей увеличить счет, но удары Кипиани и Шенгелия не достигли цели. Наконец Кипиани, ворвавшись в штрафную площадку, сильнейшим ударом в верхний угол закрепил успех динамовцев.
Серебряный призер чемпионата    прошлого года начал новый турнир с победы.
После матча специальными призами, учрежденными Тбилисским объединением станкостроителей, были отмечены лучшие игроки — спартаковец Кокорев и динамовец Гуцаев. Награды футболистам вручал знатный рабочий, Герой Социалистического Труда, депутат Верховного Совета СССР З. Саралидзе.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 9 апреля 1978 года:

იმედის გოლები.
თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 8 აპრილი.
“დინამო” (თბილისი) – “სპარტაკი” (მოსკოვი) 2:0 (1:0).
“დინამო”: გაბელია, ხიზანიშვილი, კანთელაძე, ხინჩგაშვილი (გ. მაჩაიძე), მუჯირი, ჩივაძე, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია.
“სპარტაკი”: პროხოროვი, სამოხინი, კოკორევი, ხიდიატულინი, რომანცევი, ლოვჩევი, იარცევი, სოროკინი (შავლო), გავრილოვი, გლადილინი (პავლენკო), სიდოროვი.
მსაჯი: მ. სტუპარი (ივანო–ფრანკოვსი).
გოლები გაიტანეს შენგელიამ (მე–7 წ.) და ყიფიანმა (58– წ.).
საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ მატჩს რეკომენდაციები არ სჭირდება. ის პირველია და ამით ყველაფერია ნათქვამი, თუმცა ფეხბურთს დანატრებული გულშემატკივრის სავსებით გასაგებ ინტერესს ერთიც ემატებოდა, თბილისელთა გუშინდელი მეტოქე ქვეყნის ერთ–ერთი სახელოვანი კოლექტივი იყო, კოლექტივი, რომელმაც შარშანწინდელ სეზონში კარგა გვარიანად წაიფორხილა და მერე მთელი წლის მანძილზე თავდაუზოგავი თამაში დასჭირდა იმისთვის, რომ თავისი სახელისა და ტრადიციების შესაფერ ადგილს დაბრუნებოდა.
თუმცა მოუსმინოთ თვით ევგენი ლოვჩევს: “როცა შარშანდელი სეზონის დამთავრების შემდეგ გუნდის წევრები ერთმანეთს ვშორდებოდით, მხოლოდ ერთი აზრი თუ სურვილი გვიტრიალებდა: რაც შეიძლება ჩქარა გამოვსულიყავით მინდორზე და დაგვემტკიცებინა ჩვენი მომავალი მეტოქეებისთვის, რომ არა მარტო პირველ ლიგაში შეგვიძლია გამარჯვებების მოპოვება. ასეთი იყო ჩვენი სურვილი და ეს სავსებით ბუნებრივად მეჩვენება – სპორტული შემართების, თითოეულ მატჩში გამარჯვების წყურვილის გარეშე, ალბათ საერთოდ უაზრობაა მინდორზე გამოსვლა. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ ერთობ მაშინებს შემოდგომაზე “სპარტაკის” გარშემო ატეხილი აღტაცების ხმაური”.
მაშ ასე, “სპარტაკი” კვლავ “თავისიანებს” შორისაა და არც იმით დაკარგა რამე მატჩზე მოსულმა მაყურებელმა, რომ მისი პირველი შემმოწმებელი თბილისის “დინამო” გამოდგა.
პირველ გოლს რამდენადმე შესამჩნევი ცვლილებები არ მოჰყოლია – მეტოქეებმა ისევე გააგრძელეს თამაში, როგორც დაიწყეს: თბილისელებმა სამი ნახევარმცველითა და სამი თავდამსხმელით, სპარტაკელებმა სამი წმინდა ნახევარმცველითა და ფორვარდის განახევრებული ფუნქციებით მოქმედი იარცევით, გავრილოვითა და სიდოროვით. “დინამო” ცოტა არ იყოს მდორედ თამაშობს (ამაზე პირველივე წუთებში გატანილმა გოლმაც იმოქმედა), “სპარტაკი” მეტი მონდომებით იბრძვის. ყველაფერ ამას კი ის მოჰყვა, რომ მინდვრის შუაგულში მოსკოველებმა ერთგვარ უპირატესობას მიაღწიეს. მართალია, ამ ზონაში დროდადრო “დინამოს” ზოგიერთი ფორვარდიც გამოჩნდება ხოლმე, მაგრამ მხოლოდ დროდადრო.
პირველმა ტაიმმა უნებურად “ფახთაქორთან” და “კოლოსთან” ნათამაშევი მატჩები გაგვახსენა.
შეხვედრის მეორე ნახევრის წინ ერთი რამ ცხადი გახდა: საჭირო იყო თავდასხმასა და დანარჩენ ფეხბურთელებს შორის შექმნილი სიცარიელის ამოვსება. ან მეტი უნდა ემოძრავათ ფორვარდებს (იგულისხმება მინდვრის სიღრმიდან თამაში), ან ნახევარმცველთა რიცხვი ოთხამდე გაზრდილიყო, ანდა – შტურმი, ისეთი
შეტევა, რომლის დროსაც მთელი დატვირთვით ამუშავდებოდა პირველ ტაიმში თითქმის უმოქმედო თავდამსხმელთა სამეული.
“დინამომ” მესამე ვარიანტი აირჩია.
ამ თხუთმეტ წუთში ვნახეთ ის, რისთვისაც მართლაც ღირს სტადიონზე მოსვლა, ის, რაც უჩვეულო, ძნელადსათქმელი სიხარულით ავსებს გულშემატკივრის გულს. ეს იყო ნამდვილი იერიში. არა “დაწოლა” (ამ სიტყვას ხშირად უსადაგებენ ხოლმე გამძვინვარებულ გუნდს), არამედ სწორედ ფეხბურთის თამაში – ლამაზი, ლაღი.
სპარტაკელთა კარი ერთთავად ბეწვზე ჰკიდია. ერთხანს დავაპირე კიდეც საგოლე მომენტების, წუთების აღნუსხვა. უთუოდ ფუჭი და სახიფათო იქნებოდა ეს მცდელობა. ვიცი, მკითხველი მაპატიებს ამ სისუსტეს – ძალზე მინდოდა მენახა, გოლი, და იმ წუთებში გულშემატკივრობა ვარჩიე.
შენგელიას უნაკლო გადაცემას ლოგიკური წერტილი დაუსვა ყიფიანმა.
დანარჩენისთვის ნუღარ დავემდურებით დინამოელებს. მით უმეტეს, რომ შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ჯერ მხოლოდ იბრუნებს ჩვეულ ძალას. სავსებით აშკარაა – ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციები ჯერ კიდევ შორს არის სასურველისგან.
”სპარტაკი”? რა შეიძლება ითქვას მასზე?
პირველი ლიგის შარშანდელი ჩემპიონი ნამდვილად ბრძოლისუნარიანი კოლექტივია. და მაინც, მხოლოდ ენთუზიაზმისა და თუნდაც კარგად დამუშავებული “კედლის” იმედით ძნელია უმაღლეს ლიგაში ფონს გასვლა.
თუმცა, კაცმა არ იცის – ჩემპიონატი ხომ ჯერ მხოლოდ ერთი დღისაა.
ი. ბერიაშვილი.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>