«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван) 3:0 (2:0)

Чемпионат СССР 1978 года. Высшая лига. Матч № 25.
1 октября 1978 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Динамо» им. В.И.Ленина. Ясно, 20 градусов. 65000 зрителей. Электроосвещение.
Судьи: В.Баскаков, В.Бутенко, В.Глебов (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Костава, Кантеладзе, Чивадзе, Г.Мачаидзе (Муджири, 65), Дараселия, М.Мачаидзе (к), Коридзе, Гуцаев, Кипиани, Сулаквелидзе (Копалейшвили, 70).
«Арарат»: Овсепян, Геворкян (Меликян, 36), Саркисян, Аш.Хачатрян, Петросян, Минасян, Бондаренко (к), Керопян, Ан.Хачатрян, Оганесян, Саакян.
Голы:
1:0 Коридзе — 07
2:0 Кипиани — 37
3:0 Гуцаев — 55 (пен.)

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от 3 октября 1978 года:

«ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «АРАРАТ» — 3:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван). 3:0 (2:0).
Тбилиси. Стадион «Динамо» имени В. И. Ленина. 1 октября. Ясно. 20 градусов. 68 000 зрителей.
Судьи В. Баскаков, В. Бутенко, В. Глебов (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Костава. Кантеладзе, Чивадзе, Г. Мачаидзе (Муджири, 72), Дараселия, М. Мачаидзе, Коридзе, Гуцаев, Кипиани, Сулаквелидзе (Копалеишвили, 80).
«Арарат»: Овсепян, Геворкян (Меликян, 38), Саркисян, Аш. Хачатрян, Петросян, Минасян, Бондаренко, Керопян, Ан. Хачатрян, Оганесян, Саакян.
Голы: Коридзе (7), Кипиани (37), Гуцаев (55, с одиннадцатиметрового).
Дублеры — 2:0. Голы: Мумладзе, Болквадзе.
Встречи Тбилисских и ереванских футболистов всегда проходят в острой бескомпромиссной борьбе. Не стал исключением и этот матч. Не теряя времени на разведку, соперники сразу же приступили к решительным действиям. В первом «обмене ударами» сильнее оказались хозяева поля.
В отсутствие травмированного Шенгелия на острие атак у хозяев был выдвинут Кипиани, которого активно поддерживали партнер по нападению Гуцаев и игроки средней линии Коридзе, Дараселия, М. Мачаидзе и защитник Костава.
Во время одного из фланговых прорывов Гуцаев был сбит у кромки поля. Сам пострадавший отлично пробил штрафной: его резаный удар принял головой Коридзе и четко послал мяч в ворота.
Ереванцы тут же устремились в контрнаступление. Вскоре Оганесяну представилась возможность сквитать счет, но его дальний удар пришелся в перекладину. В оставшееся до перерыва время игра протекала во взаимных атаках однако больше остроты было в действиях динамовцев. Они и забили второй гол после того как отскочивший от защитника мяч Кипиани с линии штрафной площади сильнейшим ударом отправил в сетку ворот.
После перерыва чаще атаковали гости. И тем не менее именно они пропустили третий гол, на этот раз с пенальти, назначенного за игру рукой в штрафной площади.
В оставшееся время Тбилисцы в основном заботились о сохранении счета. Несмотря на все старания, ереванцам так и не удалось создать реальных угроз воротам динамовцев, и лидер чемпионата спокойно завершил матч, записав в турнирную таблицу свою 15-ю победу в первенстве.
Л. Шенгелая. 

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 3 октября 1978 года:

სავარაუდო ფინიშის მოლოდინში.
თბილისი. ვ.ი. ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონი. 1 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) – “არარატი” (ერევანი) 3:0 (2:0).
“დინამო”: გოგია, კოსტავა, კანთელაძე, ჩივაძე, გ. მაჩაიძე (მუჯირი), დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, სულაქველიძე (კოპალეიშვილი).
“არარატი”: ოვსეპიანი, გევორქიანი (მელიქიანი), სარქისიანი, აშ. ხაჩატრიანი, პეტროსიანი, მინასიანი, ბონდარენკო, ქეროპიანი, ან. ხაჩატრიანი, ოჰანესიანი, სააკიანი.
მსაჯი – ვ. ბასკაკოვი (მოსკოვი).
გოლები: ქორიძე (მე–8 წ.), ყიფიანი (36), გუცაევი (55, პენალტი).
იმ ბედნიერთა რიცხვს არ ვეკუთვნი, ვისაც თუნდაც ერთხელ მაინც უნახავს თბილისის “დინამოს” საზღვარგარეთული მატჩი, მაგრამ ამასწინანდელი ნეაპოლური შეხვედრის თვალის დევნების შესაძლებლობა მომცა ყოვლისმხილველმა ტელევიზიამ მეც. ჩემსავით ათიათასობით გულშემატკივარსა და ყველა იმათ, ვისთვისაც ჩვენი გუნდის წარმატება თუ წარუმატებლობა სულ ერთი არ არის.
იქნებ უცნაურიც იყოს კალენდარული მატჩის ანგარიშის ექსპოზიციად უეფა–ს ტურნირის ერთ–ერთი შეხვედრის შთაბეჭდილებების წამძღვარება. მაგრამ თავს იმით ვიმართლებ, რომ გუნდის მიერ ნათამაშევ ნებისმიერ მატჩზე განცალკევებით, წინა შეხვედრებისგან დამოუკიდებლად საუბარი მაინცდამაინც გამართლებული არ უნდა იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ ამგვარი მიდგომა რამდენადმე სწორი დასკვნის საშუალებას არა და არ იძლევა.
უკანასკნელი 8 დღის მანძილზე “დინამომ” 3 მატჩი ითამაშა. პირველი, 23 სექტემბერს მოსკოვის “სპარტაკთან” გუნდმა წააგო, დაკარგა 2 ქულა, მაგრამ უხეიროდ არ უთამაშია. “სპარტაკის” გამარჯვება დიდი ჯილდო გამოდგა უმაღლეს ლიგაში ახლახან დაბრუნებული კოლექტივისთვის. საფიქრებელია, რომ სწორედ ეს იქცა ზოგიერთისთვის იმის მიზეზად, რომ “დინამოს” საჩემპიონო პოტენციაში დაეჭვებულიყო, ცერად შეეხედა “ნაპოლისთან” საბოლოო გამარჯვებისთვისაც.
ასეთებს უეჭველად “დაავიწყდათ”, რომ სამი დღის შემდეგ გუნდს საკმაოდ მძიმე მატჩი ელოდა ნეაპოლში, კიდევ სამი დღის შემდეგ კი თბილისში “არარატთან” (ეს კოლექტივი კი, გათამაშების ცხრილის სათავეშია თუ ბოლოში, “დინამოსთან” სეზონის ერთ–ერთ საუკეთესო თამაშს აჩვენებს ხოლმე. ამგვარი სპორტული მეტოქეობა, რაღა თქმა უნდა, მისასალმებელია). ასეთ პირობებში გუნდს ვერ დავძრახავთ მხოლოდ იმისთვის, რომ ფიზიკური ძალის რაღაც მარაგი ხელუხლებელი დატოვა.
მერე კი ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო. “დინამომ” მშვენივრად ითამაშა “ნაპოლისთან”. მთელი მატჩის განმავლობაში, განსაკუთრებით მეორე ნახევარში, აშკარად იგრძნობოდა, რომ ჩვენები როგორც დასჭირდებოდათ ისე წარმართავდნენ შეხვედრას. ეს იყო საკუთარ ძალაში დარწმუნებული გუნდი, მეკარე გოგიათი დაწყებული და თავდამსხმელებით გათავებული. სასურველი შედეგის მიუხედავად, დარჩა შთაბეჭდილება, რომ “დინამომ” კვლავ ხელუხლებელი დატოვა რაღაც მარაგი.
ამას კი, გრძელ ჩემპიონატსა და იმ განსხვავებასაც თუ გავითვალისწინებთ, რაც ჩვენსა და ევროპული ტურნირების კალენდრებს შორის არსებობს, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
“არარატთან” მატჩი. აქაც დაუძაბავი თამაში და სასურველი შედეგი. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში “დინამომ” თავის მეტოქეს სხვა შეღავათიც მისცა. საუბარია ნახევარმცველთა შორის სულაქველიძის გამოჩენაზე. “დინამო’ კარგა ხანია შინ 3 ფორვარდით თამაშობს, გუშინწინდელი შეხვედრა კი ორით დაიწყო. რა თქმა უნდა, აუტსაიდერთან საკუთარ მინდორზე ოთხი ნახევარმცველის გამოყვანა არავითარი აუცილებლობით არ არის ნაკარნახევი, მაგრამ გუნდის მწვრთნელებს მიაჩნიათ, რომ სულაქველიძე რაც შეიძლება ჩქარა უნდა შეეგუოს პარტნიორებს და ამდენად ეს გადაწყვეტილებაც მართებულია. ერთი დეტალიც: მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ “არარატის” მწვრთნელთა შტაბში როგორც იქნა “დაინახეს” მეტოქის ეს სასიამოვნო ჟესტი და მცველი გევორქიანი ნახევარმცველ მელიქიანით შეცვალეს, თუმცა, ვერც ამ ცვლამ მისცა შეღავათი სტუმრებს. სულ რამდენიმე წუთის შემდეგ ყიფიანმა ჩვეული ოსტატობით გამოიყენა მცველთა ლაფსუსი და ორამდე გაზარდა ანგარიში. პირველი გოლი კი ერევნელთა კარში უკვე მე–8 წუთზე გავიდა – ქორიძემ ლამაზი თავური დარტყმით დააწინაურა დინამოელები.
ტექნიკურად თამაშობენ სტუმრები, მაგრამ ისიც საგრძნობია, რომ ამ სილამაზეს აუცილებელი ძალა აკლია. დინამოელთა თამაშში ყველაფერი რიგზეა – გუნდი სურვილისამებრ ცვლის რიტმს, თავისივე სცენარს მიჰყვება, თან დროდადრო საფეხბურთო კონცერტებსაც აწყობს მეტოქის საჯარიმოში.
მეორე ტაიმის მე–10 წუთზე კოსტავას მიერ ერევნელთა კარის გასწვრივ ჩაწოდებულ ბურთს ხელით აჩერებენ მცველები. პენალტი. გუცაევს ორჯერ მოუხდა იმის დამტკიცება, რომ ზუსტად ასრულებს 11–მეტრიან საჯარიმოს – 3:0. მატჩი ასეც დასრულდა.
რატომღაც უსიტყვო შეთანხმებით დადგინდა თუ კანონად იქცა და, სპორტული ჟურნალისტებიც თავს იკავებენ პროგნოზებისგან. არადა, სათაკილო და სასირცხვილო ამაში არაფერია. პროგნოზს იმიტომაც ჰქვია პროგნოზი, რომ ის სავარაუდოა, არც არავის ართმევს რაიმეს და არც წინასწარ არიგებს ჩინ–მედლებს.
მახსენდება მოსკოველი ფეხბურთის მოყვარულის ნათქვამი. ჩემპიონატი ახლახან იყო დაწყებული, მოსკოვში, მესამე ტურის მატჩში თბილისელები თანაკლუბელებს ეთამაშებოდნენ: “უფლება რომ მქონდეს და შეიძლებოდეს, ჩემპიონის გვირგვინს ახლავე დავკიდებდი თქვენს ფეხბურთელებსო”.
გულშემატკივრის სიტყვები მატჩის ანგარიშის სათაურად გამოვიყენე. იმ დღეს “ტორპედოს” სტადიონზე სხვაც ითქვა, მაგრამ ეს პროგნოზი შეგნებულად დავიხსომე, რადგან თვითონაც ასე ვფიქრობდი. მახსენდება სკეპტიკოსთა “პროფესიული” შენიშვნები: ჯერ რა დროსია… ასე არ შეიძლება და მისთანანი. არადა, რისკი უსაფუძვლო არ ყოფილა, თბილისის “დინამოს” შარშანწინდელი და შარშანდელი თამაშით საკმაოდ კარგად იგრძნობოდა, რომ გუნდი აღმავლობის გზაზე იდგა. მეტის თქმაც შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი მსაჯობის დონით “დინამო” შარშანვე მოიპოვებდა პირველი გუნდის სახელს.
სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. სხვათა და სხვათა შეცდომებმა ფეხბურთელების ფსიქიკაზე უეჭველად იმოქმედა და “დინამომაც” სეზონის მიწურულს, ბუნებრივია, დათმო პოზიციები. წლეულს ვითარება კარდინალურად შეიცვალა, მსაჯობის დონემ ერთგვარად აიწია და ახლა ძნელად მეგულება კაცი, რომელიც საეჭვოდ მიიჩნევს თბილისელთა “ოქროს” ფინიშს. თუმცა “დინამოსგან” სხვასაც მოითხოვენ და სავსებით სამართლიანადაც. საქართველოს პირველმა გუნდმა ბოლოს და ბოლოს უნდა დაძლიოს უეფა–ს თასის გათამაშების ის მესამე, დეკემბრის ზღუდე, თუნდაც იმიტომ, რომ აღარავის ათქმევინოს: დეკემბერი დამნაშავე არ არისო.
ი. ბერიაშვილი.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>