«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (1:0)

«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (1:0)

Чемпионат СССР 1978 года. Высшая лига. Матч № 03.
24 апреля 1978 года. 19-00. Москва. Стадион «Торпедо». Дождь, 6 градусов. 12000 зрителей. Электроосвещение.
Судьи: М.Черданцев (Алма-Ата), А.Теметев (Ужгород), И.Дутко (Львов).
«Динамо» М.: Пильгуй, Никулин, Новиков, Маховиков (к), Бубнов, Петрушин, Гершкович, Казаченок, Якубик, Максименков, Минаев.
«Динамо» Тб.: Габелия, Хизанишвили, Кантеладзе, Хинчагашвили, Муджири, Чивадзе, М.Мачаидзе (к), Коридзе, Гуцаев, Кипиани, Шенгелия.
Голы:
1:0 Никулин — 44
1:1 Шенгелия — 77

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, опись 31, дело 4578)
«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (1:0).
24 апреля 1978 года. 19-00. Москва. Стадион «Торпедо». Электроосвещение. 12 000 зрителей.
Судьи: М.Черданцев (Алма-Ата), А.Теметев (Ужгород), И.Дутко (Львов).
«Динамо» М.: Пильгуй, Никулин (1 гол), Новиков, Маховиков (к), Бубнов, Петрушин, Гершкович, Казаченок, Якубик, Максименков, Минаев.
«Динамо» Тб.: Габелия, Хизанишвили, Кантеладзе, Хинчагашвили, Муджири, Чивадзе, М.Мачаидзе (к), Коридзе, Гуцаев, Кипиани, Шенгелия (1 гол).
Примечание: поле скользкое, после дождя.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Молодежь Грузии

Газета «Советский спорт» (Москва) от 25 апреля 1978 года:

«ДИНАМО» (Москва)— «ДИНАМО» (Тбилиси) — 1:1.
«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (1:0).
Москва. Стадион «Торпедо». 24 апреля. Дождь. 6 градусов. 15 000 зрителей.
Судьи М. Черданцев (Алма-Ата), А. Теметев (Ужгород), Н. Дутко (Львов).
«Динамо» (Москва): Пильгуй, Никулин, Новиков, Маховиков, Бубнов, Петрушин, Гершкович, Казаченок, Якубик, Максименков, Минаев.
«Динамо» (Тбилиси): Габелия, Хизанишвили, Кантеладзе, Хинчагашвили, Муджири, Чивадзе, М. Мачаидзе, Коридзе, Гуцаев Кипиани, Шенгелия.
Голы: Никулин (44), Шенгелия (77).
Дублеры — 0.0.
В этом матче команды словно бы поменялись ролями. Свободно, безбоязненно, привлекая большие силы в. атаку, играли гости, словно они, а не Москвичи, были хозяевами ноля. И наоборот, осмотрительно, куда больше внимания уделяя обороне, нежели нападению, играли сделавшие ставку на контратаку московские динамовцы.
Придерживаясь различных принципов ведения игры, команды тем не менее до перерыва создали практически одинаковое число опасных моментов.
Москвичи в первом, тайме были удачливее. Они и открыли счет: Якубик пробил со штрафного, а Никулин подхватил отскочивший от стенки мяч и точным ударом направил ого в ворота.
Второй тайм был уже за непрерывно атаковавшими тбилисцами. Дважды Кипиани посылал мяч в штангу. Несколько опасных ударов парировал и Пильгуй, но и он оказался бессилен, когда в острой атаке Шенгелия послал мяч в угол ворот и сравнял счет. Боевая ничья — 1:1.
Ю. Сегеневич.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 26 апреля 1978 года:

გულშემატკივრის გვირგვინი – თბილისელებს.
მოსკოვი. “ტორპედოს” სტადიონი. 24 აპრილი.
“დინამო” (მოსკოვი) – “დინამო” (თბილისი) 1:1 (1:0).
მოსკოვი: პილგუი, ნიკულინი, ნოვიკოვი, მახოვიკოვი, ბუბნოვი, პეტრუშინი, გერშკოვიჩი, კაზაჩონოკი, იაკუბიკი, მაქსიმენკოვი, მინაევი.
თბილისი: გაბელია, ხიზანიშვილი, კანთელაძე, ხინჩგაშვილი, მუჯირი, ჩივაძე მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია.
მსაჯი: მ. ჩერდანცევი (ალმა–ათა).
გოლები გაიტანეს: ნიკულინმა (44 წ.) და შენგელიამ (77 წ.).
დუბლიორები – 0:0.
მხოლოდ ცივი, წვიმიანი ამინდი თუ გაგახსენებდათ, რომ ეს მატჩი ეს–ეს არის ფეხადგმული ჩემპიონატის რიგითი შეხვედრა იყო.
მოგვიანებით, ტელეტრანსლაციის დროს (მოსკოველებმა ამ შეხვედრის მხოლოდ ვიდეოჩანაწერი ნახეს) ვლადიმერ მასლაჩენკო იტყვის: “გაზაფხულისა ამ ორთაბრძოლას არაფერი სცხია”. იტყვის და კომენტატორის ამ სიტყვებს საკმაო საფუძველიც ექნება. ფეხბურთელებს არც დაღლა დასტყობიათ და, რაც უფრო მთავარია, კარგა დაღვინებული თამაში უჩვენეს მაყურებელს.
და მაინც, ის, რომ 24 აპრილის მატჩმა კმაყოფილი დასტოვა როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის ქომაგნი, ალბათ, მეტისმეტი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ უფრო თბილისელთა დამსახურება იყო.
მოსკოვის “დინამო” შარშანდელი შედეგის მიხედვითაც, თამაშითაც და საერთოდ, ტრადიციულადაც საკმაოდ ძნელი მეტოქეა. განსაკუთრებით კი ახლა ფეხბურთის მოყვარულმა კარგად იცის, რომ ევროპის თასების ფლობელთა თასის გათამაშებაში მონაწილეობამ (საბჭოთა გუნდებიდან მხოლოდ მოსკოველი დინამოელები შემორჩნენ ევროპული ტურნირების გაზაფხულს), ნებით თუ უნებლიედ აიძულა ეს კოლექტივი, რაც შეიძლება სწრაფად, ფორსირებულად აღედგინა ზამთრის არდადეგებზე დაკარგული სპორტული ფორმა. რა თქმა უნდა, მერე და მერე, როცა ჩემპიონატი ყველაზე ძნელ აღმართს შეუდგება, ამ ნაადრევმა დატვირთვამ შეიძლება ძალზე ცუდი ნაყოფიც გამოიღოს, მაგრამ ჯერჯერობით, აპრილისა და მაისის მატჩებში მაინც, სავსებით ბუნებრივია, რომ მოსკოვის “დინამომ” სხვებზე მეტი შეიძლოს. და კიდევ: დნეპროპეტროვსკის მარცხის შემდეგ (მთლიანად ვენის “აუსტრიაზე” გადატანილმა აქცენტმაც თავისი თქვა), საკუთარ მინდორზე, საკუთარი მაყურებლის თვალში გუნდს რეაბილიტაცია ესაჭიროებოდა. თუმცა, დავით ყიფიანის თქმისა არ იყოს, ორი ათასი კილომეტრის გავლას მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ხელცარიელი დაბრუნებულიყო შინ, არც თბილისის “დინამო’ აპირებდა.
ძველ მეტოქეებს დასაზვერი და შესასწავლი არაფერი ჰქონდათ და მატჩის დაწყებისთანავე შეუდგნენ “საქმეს”.
კაზაჩონოკსა და გერშკოვიჩს მინაევმაც აუბა მხარი. მოსკოველები ეპიზოდურად, მაგრამ სახიფათოდ უტევენ. და მაინც, თბილისელთა უპირატესობა საგრძნობია. სიტყვა “უპირატესობას” ახლა ხან ტერიტორიულს შემატებენ, ხან – სათამაშოს. მეტწილად პირველს არსებითად არ მიიჩნევენ, მაგრამ სტუმრად თამაშისას, მკითხველი დამეთანხმება, თბილისის “დინამოსთვის” ეს რაღაცას ნიშნავს, თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. სხვა თუ არაფერი, როცა ბურთი შენთანაა, მოისურვებ შეუტევ, არადა მშვიდად მაინც იქნები. ასე თუ ისე, თბილისელებმა გადაწყვიტეს ცენტრისთვის ბრძოლა და საწადელსაც მიაღწიეს. ნახევარმცველთა გარდა ამ დავაში ყიფიანიც მონაწილეობს. გამოზომილად თამაშობენ მცველებიც. მასპინძელთა საჯარიმოს მისადგომებთანაც არც თუ იშვიათად ნახავთ ჩვენს თავდამსხმელებს. და უდოლმატოვოდ დარჩენილ მოსკოველთა დაცვას ხშირად უჭირს კიდეც გუცაევისა და შენგელიას გარღვევათა უვნებელყოფა.
ახლა დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმაც, რომ შარშანდელ სეზონში შენგელიას გასწვრივ დასმულმა არა ერთმა და ორმა კითხვის ნიშანმა საბოლოოდ დაკარგა ძალა. აკლიმატიზაცია დამთავრდა. ესეც წლევანდელი “დინამოს” შენაძენია და კარგის მეტი არც არაფერი გვეთქმის, თუმცა ერთი კი არის – რამაზი ჯერ მხოლოდ ფხას უსინჯავს იმ საფეხბურთო ძალას, რასაც ახალგაზრდა ფეხბურთელის პოტენცია გვპირდება.
ქართველმა ტელემაყურებელმა ალბათ უკვე ნახა მაგნიტოფირზე ჩაწერილი ეს მატჩი, ნახა გოლებიც, შეხვედრის ბოლო ოცდაათი წუთიც, როცა მოსკოველთა კართან ზედიზედ იქმნებოდა საგოლე მომენტები. ნახა ძელიდან ასხლეტილი ბურთებიცა და მახვილგონივრული კომბინაციებიც. სხვისი არ ვიცი, და, ბოლო წლებში სტუმრად ნათამაშევი მატჩებიდან თუ რამდენიმეს გამოვყოფ, გუშინწინდელ შეხვედრასაც იმათ რიცხვს მივათვლი. არა იმიტომ, რომ თბილისის “დინამომ” საჭირო ქულა მოიპოვა, გათამაშების ცხრილის ზედა ნაწილში შეინარჩუნა ადგილი, ანდა მას შემდეგ, რაც ანგარიში გაათანაბრა, არა და აღარ აცალა პილგუის სულის მოთქმა.
უთუოდ შეიძლებოდა ამ მატჩის წაგება და საყვედურიც ძნელად თუ დასცდებოდა ვინმეს.
დამარცხება თავისთავად მწარეა. ეს შენი სისუსტის შეგრძნებაცაა, შენიანების წინაშე მოუხდელი ვალიცა და თანგამოყოლილი რაღაცნაირი სირცხვილიც. დამარცხებული, სპორტსმენი იქნება თუ მაყურებელი, თავდახრილი სტოვებს სტადიონს. იმათთვის, ვისაც კი სპორტი უყვარს, საოცრად ნაცნობია ეს ყველაფერი. მაგრამ საბედნიეროდ, სპორტმა სხვაც იცის, ისე წაეწყობა ერთმანეთს მოვლენები, ემოციები, რომ ამ, თითქოსდა ეჭვმიუტანელ კანონებს ერთბაშად ეცლება საფუძველი
და ყველაფერი თავდაყირა დგება.
ჰო. რა თქმა უნდა, ბოლოს ყველა გუნდის ძალაცა და ოსტატობაც ქულებით იწონება, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, მაგრამ იმ დღეს მატჩის დამთავრებამდე თხუთმეტი წუთით ადრე, მაშინ როცა თბილისელები ჯერ კიდევ აგებდნენ, არც ქულის დაკარგვის სიმწარე მიგრძვნია, არც სირცხვილს შევუწუხებივარ – სტადიონზე მოსული მაყურებლის წინაშე, თავისი გულშემატკივრებისა და თვით ფეხბურთის წინაშე თბილისის “დინამოს” ვალი უკვე მოხდილი ჰქონდა. თუნდაც იმით, რომ მატჩის შემდეგ მოსკოველ დინამოელთა ერთ ძველ ქომაგს ათქმევინა: “ახლა, უფლება რომ მომცენ და რომ შეიძლებოდეს, ჩემპიონის გვირგვინს თქვენს გუნდს დავადგამდიო”.
არ ვიცი, იქნებ ვცდებოდე კიდეც, მაგრამ იმ წუთებში ათი ცნობილი სპეციალისტის ქათინაურებს, რიგითი გულშემატკივრის ეს სიტყვები ვარჩიე.
ი. ბერიაშვილი (ჩვენი სპეც. კორ.).

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от 25 апреля 1978 года:

БОЕВАЯ НИЧЬЯ.
В очередном туре первенства СССР по футболу динамовцы Тбилиси встречались в Москве со своими одноклубниками. Матч этот, по мнению специалистов, стал одним из ярких и запоминающихся на старте чемпионата. Игровой и территориальный перевес был на стороне гостей. Они больше атаковали, имели больше возможностей открыть счет. Однако, как это нередко случается в футболе, первыми успеха добились обороняющиеся. Сделал это Никулин, который успел подхватить мяч, отскочивший от стенки после штрафного удара, пробитого Якубиком, и переправил его в ворота — 1:0.
Во втором тайме тбилисцы продолжали играть активно. Дважды после ударов Кипиани мяч попадал в штангу. Несколько раз ворота москвичей спасал вратарь Пильгуй. Но все-таки тбилисцам удалось сравнять счет. На 77-й минуте отличился Шенгелия, пославший мяч в угол ворот москвичей. — 1:1.
Матч так и закончился ничейным результатом.
Тбилисцы выступали в следующем составе: Габелия, Хизанишвили, Кантеладзе, Хинчагашвили, Муджири, Чивадзе, М. Мачаидзе, Коридзе, Гуцаев, Кипиани, Шенгелия.