«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси) 1:0 (1:0)

Чемпионат СССР 1978 года. Высшая лига. Матч № 19.
3 августа 1978 года. 19-00. Львов. Стадион «Дружба». 26 градусов. 41000 зрителей. С 65-й минуты — электроосвещение.
Судьи: В.Бутенко, В.Левитин, И.Захаров (все — Москва).
«Динамо» К.: Юрковский, Коньков, Зуев, Фоменко, Решко, Лозинский, Буряк, Онищенко (Хапсалис, 65), Балтача, Веремеев, Бессонов.
«Динамо» Тб.: Гогия, Костава (Дурдиадзе, 65), Кантеладзе, Чивадзе, Г.Мачаидзе, Дараселия (Минашвили, 60), М.Мачаидзе (к), Коридзе, Гуцаев, Кипиани, Шенгелия.
Гол:
1:0 Онищенко — 32
Предупреждение: Чивадзе (75, удар соперника по ногам сзади).

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от 5 августа 1978 года:

«ДИНАМО» (Киев) — «ДИНАМО» (Тбилиси) — 1:0.
«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси). 1:0 (1:0). Львов Центральный стадион «Дружба». 3 августа. 26 градусов: 42 000 зрителей.
Судьи В. Бутенко, С. Левитин, К. Захаров (все — Москва).
«Динамо» (Киев): Юрковский, Коньков, Зуев, Фоменко, Решко, Лозинский, Буряк, Онищенко         (Хапсалис, 65), Болтача, Веремеев, Бессонов.
«Динамо» (Тбилиси): Гогия, Костава (Дурдиадзе, 78), Кантеладзе, Чивадзе, Г. Мачаидзе, Дараселия (Минашвили.58), М. Мачаидзе, Коридзе, Гуцаев, Кипиани, Шенгелия.
Гол: Онищенко (32).
Предупрежден Чивадзе.
Дублеры — 0:2. Голы — Копалеишвили, Минашвили.
Переполненный зрителями стадион «Дружба» гостеприимно встретил Киевских и Тбилисских динамовцев. Ввиду того, что главные спортивные арены столицы Украины реконструируются в связи с подготовкой к футбольному турниру Олимпиады-80, этот матч решено было провести во Львове.
Киевляне вьштли на поле в несколько ослабленном составе. Приболел Блохин. И хотя он был заявлен на матч, тренеры оставили его среди запасных, видимо, приберегая для кубкового матча с «Шахтёром». Не смог приехать во Львов по семейным обстоятельствам Бережной. Но, Думается, все равно киевляне должны были выступить лучше.
Тбилисцы заслуживают такого же упрека.
Уже на 2-й минуте Кипиани, воспользовавшись ошибкой Конькова, вышел один на один с Юрковским, но метров с семи пробил мимо. Да, непростительный промах лучшего футболиста минувшего сезона.
Киевляне сбросили с себя оцепенение где-то на исходе второй десятиминутки. Дважды выходил на ударную позицию Онищенко. Бил, однако, неточно. Пытался по­разить Цель из-за штрафной площадки и Бессонов, но также неудачно.
И все же киевляне выходят вперед. Слева в штрафную Тбилисцев следует сильная низовая передача. Онищенко, опережая всех, подставляет ногу, и мяч мимо растерявшегося Гогия, ударившись предварительно о штангу, вкатился в ворота.
После этого игра пошла в медленном темпе и оживилась лишь после перерыва. 15 минут Тбилисцы владели инициативой, то ни Гуцаев, ни Шенгелия, ни Кипиани, которого наглухо прикрыл Болтача, ничего не смогли сделать.
В последние 20 минут Тбилисцы, уже не мудрствуя лукаво, решили за счет чисто силового давления изменить результат. Но киевляне выстояли.
И. Герег, мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 5 августа 1978 года:

ჩემპიონის სპეცმატჩი.
ლვოვი. “დრუჟბას” სტადიონი. 3 აგვისტო.
“დინამო” (კიევი) – “დინამო” (თბილისი) 1:0 (1:0).
კიევი: იურკოვსკი, კონკოვი, ზუევი, ფომენკო, რეშკო, ლოზინსკი, ბურიაკი, ონიშჩენკო (ხაპსალისი), ბოლტაჩა, ვერემეევი, ბესონოვი.
თბილისი: გოგია, კოსტავა (დურდიაძე), კანთელაძე, ჩივაძე, გ. მაჩაიძე, დარასელია (მინაშვილი), მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია.
მსაჯი: ვ. ბუტენკო (მოსკოვი).
გოლი გაიტანა ვ. ონიშჩენკომ (82–ე წუთი).
გაფრთხილებულია ა. ჩივაძე.
დუბლიორები 0:2.
იყო კი ეს მარცხი კანონზომიერი? მატჩის დასრულებისთანავე გაჩენილ ამ კითხვას პასუხი ესაჭიროებოდა.
ფეხბურთში ცუდ ტონად ითვლება და ალბათ სწორიც არის შემთხვევითობაზე საუბარი. თბილისის “დინამო” დამარცხდა კიეველ თანაკლუბელებთან და ამ მარცხის მიზეზის მოძებნა უფრო მართებული იქნებოდა, ვიდრე გამამართლებელი საბუთების მოშველიება.
ადრეც ვწერდით და ახლაც გავიმეორებთ, რომ საკმაოდ ხანგრძლივი ჩემპიონატის პირობებში რამდენიმე მატჩის წაგება თუნდაც ლიდერსა და თუნდაც მომავალ ჩემპიონს არ დაებრაწება, ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ კერძო შემთხვევაში ლოგიკა ყოველთვის მაინც თავისას გაიძახის. ამგვარი “ლოგიკა” კი ამ მატჩისწინა ვითარებაში არც თუ ძნელი დასაძებნი იყო: თბილისელებსა და კიეველებს 9 ქულა აშორებდათ ერთიმეორეს, კიეველებმა აქამდე ხუთჯერ დატოვეს მინდორი დამარცხებულებმა, თბილისელებმა – ორჯერ. საკამო განსხვავებაა ამ გუნდების წლევანდელი თამაშის ხარისხშიც.
და მაინც, არ იყო თუ ისე, კოეველებმა მიიღეს ესოდენ სასურველი ორი ქულა. პირველი ტაიმი უკრაინელთა უპირატესობით აღინიშნა, მეორეში თბილისელები ჯობდნენ მეტოქეს, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარისი არ გამოდგა წონასწორობის აღსადგენად. ისე კი რამდენჯერმე, განსაკუთრებით მანუჩარ მაჩაიძის დარტყმების შემდეგ, ჩვენი ფეხბურთელები ძალზე ახლოს იყვნენ წარმატებასთან.
მოხდა თითქოსდა უცნაური რამ – გუნდი, რომელიც 18 ტურის მანძილზე არაფრით გამოირჩეოდა, გუშინწინდელ მატჩში მთლიანად გარდაიქმნა. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა. შეიძლება კი კაცმა მართლა დაიჯეროს, რომ კიევის “დინამო” ხელის ერთი დაკვრით ძველ კიევის “დინამოდ” იქცა?
ძნელი დასაჯერებელია. უბრალოდ მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, რაც ამ მატჩის ექსპოზიციამ განაპირობა. სავარაუდოა, რომ მიზეზი ფსიქოლოგიური ხასიათისა უნდა იყოს.
შარშანდელმა ჩემპიონმა კარგა ხანია იგრძნო, რომ წლეულს ოქროს მედლებთან გამომშვიდობება მოუწევს, ამგვარი იძულებითი კომპრომისი კიეველთათვის, ცოტა არ იყოს, ძნელი ასატანია და სავსებით ბუნებრივია, რომ კელექტივი ამ გაცეცხლებას ადრე თუ გვიან, რამენაირად მოუძებნიდა გამოსავალს. თავის დასამშვიდებლად თუ სარეაბილიტაციოდ უკრაინელი ფეხბურთელები თბილისის “დინამოზე”, წლევანდელი გათამაშებს ლიდერზე უკეთეს ობიექტს ვერც ინატრებდნენ. მაგრამ ერთია სურვილი, მეორე – შეძლება. ფეხბურთის თამაშის კლასით თბილისელთა დაჩაგვრა ვერ მოხერხდებოდა და მასპინძლებმაც ამ შემთხვევაში ერთადერთ გამოსავალი მოძებნეს: პრესინგი მთელ მინდორზე! ეს ცნება ყველაზე მეტად ფიზიკური ენერგიის უზომო ხარჯვასთან არის დაკავშირებული და კიევის “დინამოც” დაუფიქრებლად დაადგა ამ გზას. დაუფიქრებლად, იმიტომ, რომ, გუნდს, როგორც უკვე ვთქვით, ვერც ბევრი ვერაფერი პერსპექტივა უღიმის და არც დასაკარგი აქვს რამე, თორემ ამგვარი თამაშით, საიდუმლო არ არის, რომ ვერც ერთი კოლექტივი შორს ვერ წავა.
თბილისის “დინამო”? ჩვენმა ფეხბურთელებმა თავიანთი რიგითი, დაახლოებით წლევანდელი სეზონის საშუალო დონის თამაში უჩვენეს და არც ამაშია რაიმე გასაკვირი, მიუხედავად მატჩის დიდი მნიშვნელობისა, გუნდი თანაბარი რიტმით, მეტისმეტი აღმაფრენისა და ასევე მეტისმეტი ჩავარდნების გარეშე მიდის დასახული მიზნისკენ.
შარშანდელმა ჩემპიონმა იმ ოთხმოცდაათ წუთში ბევრად მეტი გაიღო და გასაკვირი ის იქნებოდა, რომ ვერ გაემარჯვა.
სპორტული ჟურნალისტისთვის ობიექტურობა აუცილებელია. ეს ორივე მეტოქის კარგის დანახვა, მათი ავის დანახვაც არის. “ჩემი” და “სხვისი” გუნდების შეფასებისას არ უნდა არსებობდეს. ასეთია წესი, ამას ითხოვს ობიექტურობა. “გაბრაზებული” წერაც მხოლოდ საკუთარი თავისა და მკითხველის მოტყუებაა, სასიკეთო კი ამაში არაფერია. სწორედ ობიექტურობავე მოითხოვს კიდევ რამდენიმე სიტყვა ითქვას ამ მატჩზე.
პირველ რიგში ერთ გაუგებრობაზე ვერ და ვერ დავეთანხმებით მოსკოველი მსაჯის ე. ბუტენკოს ერთ გადაწყვეტილებას. რა მტკიცება უნდა იმას, რომ ჩივაძეს, თუ არ ვცდები, ერთადერთი ჯარიმის (ისიც სათამაშო სიტუაციაში) გამო, გაფრთხილება არ ეკუთვნოდა. თბილისელი ფეხბურთელი ამ შეხვედრაში და საერთოდაც სწორედ აკურატული, უბოროტო და სამართლიანი თამაშით გამოირჩევა და მსაჯის მოქმედებაც იმ წუთში ტრიბუნის გულის მოგებას უფრო წააგავდა. ისე კი კაცმა რომ თქვას, თუ სიმკაცრე იყო ბუტენკოს ჯერ კიეველთა მიმართ უნდა გამოეჩინა, თუნდაც მარტო გოჩა მაჩაიძის ხუთჯერ თუ ექვსჯერ წაქცევისთვის.
ვერაფერი კარგი შთაბეჭდილება (იგულისხმება სპორტული) დატოვეს თვით კიეველებმაც, რომელთა დამოკიდებულება მეტოქის მიმართ ხშირად სცილდებოდა სპორტულ ეთიკას. თუმცა, ერთ კი არის. ეს ყველაფერი ჩემპიონის ტკბილი ცხოვრებით არ უნდა იყოს გამოწვეული. წლეულს ბევრს ლაპარაკობენ კიეველთა ახალ გუნდზე – კოლექტივი რეკონსტრუქციას განიცდის. თავიდან ყალიბდებაო. უკრაინელთა მწვრთნელის მიერ სეზონის დასაწყისში პრესისთვის განკუთვნილი ეს განცხადება, მერე კომენტატორებმაც აიტაცეს. ფაქტიურად, გუნდის შემადგენლობის სულ უბრალო შეთვალიერებაც კი უსაფუძვლოს ხდის ამ, კაცმა არ იცის, ვისთვის და რისთვის გავრცელებულ ხმას. უბრალოდ, კიევის “დინამო” ვეღარ თამაშობს ძველ ფეხუბრთს (ამასაც თავისი მიზეზები აქვს) და ეს ყველაზე კარგად თვითონ ლობანოვსკიმ იცის.
მეცხრამეტე ტურის შემდეგ ურთიერთობა ჩემპინობისთვის მებრძოლ გუნდებს შორის კიდევ უფრო დაიძაბა. ამ ტიტულის ყველაზე რეალურ კანდიდატებად ახლა თბილისის “დინამოსა” და დონეცკის “შახტიორს” მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, ხელაღებით იმის თქმა, რომ სავარაუდო ჩემპიონი მხოლოდ ამ ორ გუნდში უნდა ვეძიოთ, ნაადრევი იქნებოდა. და მაინც, ქულათა სხვაობაც, თამაშის ხარისხიც კაცს სწორედ ამგვარი ვარაუდისკენ უბიძგებს.
და ბოლოს, პროგნოზივით ვთქვათ, რომ ძირითადი მეტოქის ვინაობა ცნობილია და ჩვენს ფეხბურთელებსაც უთუოდ მართებთ ფხიზლად ეჭიროთ თვალი კვალში ჩამდგარ მდევარზე. და არა მარტო ფეხბურთელებს, თბილისის “დინამოს” შემდგომ წარმატებას სიკეთის წყალს გადაასხამს ჩვენი გულშემატკივრის განწყობილებაც, უფრო სწორად, კეთილგანწყობა საკუთარი გუნდის მიმართ, რომელიც კარგა ხანია იმსახურებს მაყურებელთა ნამდვილ ობიექტურ მხარდაჭერას საკუთარ მოედანზე.
ი. ბერიძე.

«Динамо» (Киев) — «Динамо» (Тбилиси) 1:0 (1:0): 2 комментария

    1. Админ Автор записи

      Спасибо, нет. Программки на сайте идут только как дополнение к текстовому статистическому и фото-материалу. Для себя определил, что достаточно только лицевой стороны программки. Они есть почти по всем матчам, но не хватает времени все это выложить на сайте.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>