«Шахтер» (Донецк) — «Динамо» (Тбилиси) 3:1 (1:0)

«Шахтер» (Донецк) — «Динамо» (Тбилиси) 3:1 (1:0)

Чемпионат СССР 1976 года (осень). Высшая лига. Матч № 12.
27 октября 1976 года. Донецк. Центральный стадион «Шахтер». Пасмурно, минус 2 градуса. 10000 зрителей.
Судьи: В.Руднев, А.Шевченко, Н.Овсянников (все — Москва).
«Шахтер»: Дегтярев, Яремченко, Горбунов, Кондратов (Рудаков, 46), Пьяных, Шевлюк, Роговский, Соколовский, Старухин, Васин, Сафронов (Федоренко, 46).
«Динамо»: Гогия, Хизанишвили, Кантеладзе, Хинчагашвили, Муджири, Чивадзе, М.Мачаидзе (к), Коридзе, Дараселия, Двалишвили (Копалейшвили, 78), Церетели.
Голы:
1:0 Яремченко — 42
2:0 Федоренко — 63
2:1 Дараселия — 82
3:1 Васин — 83

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, опись 31, дело 3152)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 2 ноября 1976 года:

«Шахтер» (Донецк) — «Динамо» (Тбилиси) — 3:1.
«Шахтер» (Донецк) —«Динамо» (Тбилиси) — 3:1 (1:0). Донецк. Центральный стадион «Шахтер», 27 октября. Пасмурно. Минус 2 градуса.10.000 зрителей.
Судьи В. Руднев, А. Шевченко, Н. Овсянников (все — Москва).
«Шахтер»: Дегтярев, Яремченко, Горбунов, Кондратов (Рудаков, 46), Пьяных, Шевлюк, Роговский, Соколовский. Старухин, Васин, Сафонов (Федоренко, 46).
«Динамо»: Гогия, Хизанишвили, Кантеладзе, Хинчагашвили, Муджири, Чивадзе, М. Мачаидзе, Коридзе, Дараселия, Двалишвили (Копалейшвили, 78), Церетели.
Голы: Яремченко (42), Федоренко (83), Дараселия (82), Васин (83).
Дублеры — 3:0. Голы: Шафаростов, Латыш, Овчинников.
«Шахтер» впервые за много месяцев вышел на поле сразу с тремя форвардами, построившись в таком боевом, порядке: 1+4+3+3. Возможно, отсутствие в рядах гостей Кипиани и Гуцаева тоже придало духу горнякам, которые, как мне кажется, были совершенно спокойны за свои тылы и шли вперед без страха и сомнении. Нельзя сказать, что все у горняков получалось так, как неделю назад в игре с «Гонведом». Временами атаки их были сумбурны, порой между обороной и выдвинутыми вперед форвардами образовывался вакуум, но чувствовалось: настроение у хозяев поля весьма решительное.
В конце концов бомбардиры «Шахтёра», «молчавшие»в девяти предыдущих матчах чемпионата (вот уж когда можно сказать, что молчание в буквальном смысле — не золото), подали свой голос. Оборона «Динамо» после подачи углового на ворота гостей выбила мяч за пределы штрафной площади, но набежавший крайний защитник сильным ударом издали открыл счет.
Тбилисцы контратакуют. Впереди у них поначалу были только Двалишвили и Церетели, но затем на помощь им все чаще стал выдвигаться Дараселия, старавшийся связать агрессивного Яремченко. Но второй гол, забитый при поднятом фляжке бокового судьи и тем не менее засчитанный судьей в поле, заметно расстроил гостей. Это проявилось в ухудшении точных передач и в том, что в силовые единоборства динамовцы вступали не с тем желанием.
Незадолго до конца встречи горняки слишком успокоились, и прямо перед лицом Яремченко Дараселия обработал мяч и с разворота послал его в «девятку». Только горняки начали с центра, как к воротам гостей тут же прорвался Васин и забил третий гол.
Б. Брусилов. (Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 30 октября 1976 года:

“შახტიორი” (დონეცკი) – “დინამო” (თბილისი) 3:1.
დონეცკი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 27 ოქტომბერი.
“შახტიორი” (დონეცკი) – “დინამო” (თბილისი) 3:1 (1:0).
“შახტიორი”: დეგტიარევი, იარემჩენკო, გორბუნოვი, კონდრატოვი (რუდაკოვი), პიანიხ,ი შევლიუკი, როგოვსკი სოკოლოვსკი, სტარუხინი, ვასინი საფონოვი (ფედორენკო).
“დინამო”: გოგია, ხიზანიშვილი, კანთელაძე, ხინჩგაშვილი, მუჯირი, ჩივაძე, მ. მაჩაიძე, ქორიძე, დარასელია, დვალიშვილი (კოპალეიშვილი), წერეთელი.
მსაჯი: ვ. რუდნევი (მოსკოვი).
დუბლიორები – 3:0.
დონეცკის “შახტიორს” 27 ოქტომბრისთვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა ჰქონდა საკავშირო ჩემპიონატში. გუნდს, რომელმაც შარშან ვერცხლის მედლები მოიპოვა წლეულს გაზაფხულზე საპატიო V ადგილი დაიკავა და თასის ნახევარფინალშიც გავიდა, საშემოდგომოდ ისე წაუვიდა საქმე, რომ პირველ ლიგაში გადასვლის კანდიდატთა შორისაც კი აღმოჩნდა. მისი 8 ქელა 11 ტურის შემდეგ ვერ აკმაყოფილებდა უმაღლეს ლიგაში დარჩენის მინიმალურ მოთხოვნებსაც. გამარჯვება “შახტიორს” ჰაერივით სჭირდებოდა.
თბილისის “დინამოს” წინაშე სულ სხვა ამოცანები დგას. იგი საპრიზო ადგილის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, შეუძლია გაიმეოროს გაზაფხულზე მოპოვებული წარმატება, მაგრამ სატურნირო ცხრილში ახლა შექმნილი სიტუაციისას მასაც სჭირდება ქულათა მარაგის შევსება. ერთ მოგება–წაგებას შეუძლია საგრძნობლად გააუმჯობესოს ან გააუარესოს გუნდის მდგომარეობა.
ასეთ ვითარებაში ყოველ წვრილმანს, ყოველ დეტალს აქვს მნიშვნელობა, ეს “წვრილმანები” კი აშკარად სტუმრების საწინააღმდეგოდ იყო ამ დღეს: ჯერ ერთი, მათ არ ჰყავდათ წამყვანი თავდამსხმელები ყიფიანი და გუცაევი, და მეორეც – დონეცკში ძალზე ცუდი ამინდი იდგა: წვიმდა, ციოდა, ჩამოწვა სქელი ბურუსი.
მასპინძლებმა შეტევით დაიწყეს თამაში. მათს თავდამსხმელებს სისტემატურად ეხმარებოდნენ შუა და უკანა ხაზების მოთამაშეები, დინამოელთა დაცვას მძიმე სამუშო დააწვა, მათი კარი რამდენიმეჯერ გადაურჩა ხიფათს, ერთხელ სტარუხინმა ძელს მოახვედრა ბურთი.
ტაიმის დასასრულამდე დინამოელები წარმატებით იგერიებდნენ მეტოქის იერიშებს, მაგრამ 42-ე წუთზე იარემჩენკო წამით აღმოჩნდა ღია პოზიციაში და ძლიერად დაარტყა დაახლოებით 18-19 მეტრის მანძილიდან – 1:0.
შესვენების შემდეგ თამაშის მსვლელობაში საფუძვლიანი გარდატეხა მოხდა. თბილისელებმა შექმნეს კონტრთამაში, ამოქმედდა მათი თავდასხმის ხაზი, “შახტიორის” კართან ზედიზედ შექმნეს სახიფათო მომენტები ხინჩაგაშვილმა, დარასელიამ, წერეთელმა.
ასეთ ვითარებაში სრულ მოულოდნელობას წარმოადგენდა “დინამოს” კარში გატანილი მეორე გოლი, რომელიც ფედორენკო“ ეკუთვნის მეშახტეთა კონტრიერიშისას, 63-ე წუთზე, მათი ერთ–ერთი მოთამაშე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. გვერდითმა მსაჯმა ეს ფაქტი ალმის აწევით აღნიშნა, მაგრამ ვ. რუდნევმა ამას არ მიაქცია ყურადღება და კარი აღებულად ჩათვალა.
საინტერესოა, რომ “სოვეტსკი სპორტის” დონეცკელი კორესპონდენტი, რომლის რეცენზია გამოქვეყნებულია 28 ოქტომბრის ნომერში, ასე აღწერს ამ მომენტს: “…როცა მეორე გოლი გავიდა, გვერდით მსაჯს ალამი უკვე აწეული ჰქონდა წესის დარღვევის აღსანიშნავად. მიუხედავად ამისა, მინდვრის მსაჯმა გოლი მაინც ჩათვალა, რამაც შესამჩნევად გატეხა სტუმრები”,
დინამოელებმა სცადეს შეცდომაში მსაჯი დაერწმუნებინათ, მაგრამ ვ. რუდნევი მტკიცედ იდგა თავისაზე. 2:0.
შემდგომში თბილისელებმა მაინც შეძლეს სხვაობის შემცირება ანგარიშში. როცა დარასელიამ ზუსტად, ძლიერად დაარტყა ბურთი მაღალ კუთხეში, გამოჩნდა მატჩის ხსნის იმედი, მაგრამ 83-ე წუთზე გოგიამ ვერ შეძლო ვასინის იოლი დარტყმის მოგერიება და გამარჯვებაც “შახტიორს” ხვდა წილად.