«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Москва) 0:0 пен. 3:3
Чемпионат СССР 1974 года. Высшая лига. Матч № 02.
21 апреля 1974 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Стадион «Локомотив». Ясно, 17 градусов. 28000 зрителей.
Судьи: В.Фардман (Ейск), Н.Васильев, В.Искра (оба — Ростов-на-Дону).
«Динамо»: Гагошидзе, Дзодзуашвили, Хинчагашвили (Муджири, 46), Хурцилава (к), Эбралидзе, Челидзе, М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев (Г.Нодия, 70), Кипиани, Церетели.
«Торпедо»: Зарапин, Тукманов, Пахомов, Бутурлакин, Худиев, Белоусов, Филатов, Фетисов (Никонов, 74), Юрин, Еськов, Абрамов.
Послематчевые пенальти реализовали: Кипиани, Эбралидзе, Челидзе, Никонов, Абрамов, Еськов.
Послематчевые пенальти не реализовали: Дзодзуашвили, Церетели, Филатов, Бутурлакин.
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 23 апреля 1974 года:
Высокая цена гола.
ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Москва). 3:3 (0:0. 0:0. 3:3).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 21 апреля. Ясно. 17 градусов. 25 000 зрителей.
Судьи В. Фардман (Ейск), Н. Васильев, В. Искра (оба — Ростов-на-Дону).
«Динамо»: Гагошидзе — 4, Дзодзуашвили — 3, Хинчагашвили — 3 (Муджири, 46 — 4), Хурцилава — 4, Эбралидзе — 3, Челидзе — 3, М. Мачаидзе — 3, Асатиани — 3, Гуцаев — 2 (Г. Нодия, 70 — б/о), Кипиани — 3, Церетели — 4.
«Торпедо»: Зарапин — 4, Тукманов — 4, Пахомов — 4, Бутурлакин — 4, Худиев — 4, Белоусов — 4, Филатов — 4, Фетисов — 4 (Никонов, 74 — б/о), Юрин — 4, Еськов — 4, Абрамов — 4.
11-метровые забили: Кипиани, Челидзе, Эбралидзе, Никонов, Абрамов, Еськов. Не забили: Дзодзуашвили. Церетели, Филатов, Бутурлакин.
Дублеры — 1:0. Гол: Муджири
А вот в Тбилиси, по свидетельству нашего корреспондента Г. Акопова, игра шла в основном между штрафными площадками. Лишь в отдельные, довольно редкие моменты она оживлялась, когда мяч адресовался на фланги — либо динамовцу Церетели, либо торпедовцу Фетисову, или когда, отчаявшись в возможностях партнеров, к атакам подключался Хурцилава.
Природа осторожных замедленных действий команд различна. У торпедовцев она диктовалась Еськовым, через которого в основном и велась игра. У динамовцев развитие событий тормозили либо Мачаидзе, передерживавший мяч, либо упорно пытавшийся в одиночку обыграть Бутурлакина Гуцаев.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 23 апреля 1974 года:
რა დაემართათ დინამოელებს?
თბილისი. “ლოკომოტივისა’ სტადიონი. 21 აპრილი.
“დინამო” (თბილისი) – “ტორპედო” (მოსკოვი) 3:3 (პენალტებით).
“დინამო”: გაგოშიძე, ძოძუაშვილი, ხინჩაგაშვილი (მუჯირი), ხურცილავა, ებრალიძე, ჭელიძე, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი (გ. ნოდია), ყიფიანი, წერეთელი.
“ტორპედო”: ზარაპინი, ტუკმანოვი, პახომოვი, ბუტურლაკინი, ხუდიევი, ბელოუსოვი, ფილატოვი, ფეტისოვი (ნიკონოვი), იურინი, ესკოვი, აბრამოვი.
მსაჯი: ვ. ფარდმანი (ეისკი).
მატჩის მეორე დღეს, ორშაბათს, დილიდანვე მოვიდა რედაქციაში ფეხბურთის რამდენიმე მოყვარული. ზოგს უკვე გამზადებული ჰქონდა წერილი, ზოგიც უშუალოდ აპირებდა თავისი გულისტკივილის გამოხატვას განვლილი თამაშის გამო.
ამ დროს, რა თქმა უნდა, არც ტელეფონი იყო ჩუმად, რეკავდნენ იმავე საკითხზე: რა მოუვიდა ჩვენს გუნდს, რაშია საქმე, რა დაემართა დინამოელებს?
მაყურებელთა შეშფოთება ძირითადად ეხება არა იმ დანაკარგს, რომელიც დინამოელებმა განიცადეს სტარტზე – 1 ქულა 4 შესაძლებლიდან, არამედ თვით თამაშის ხარისხს, გუნდის ფორმას, მოთამაშეთა მზადყოფნას თუნდაც ადრეული, საგაზაფხულო პერიოდისთვის. გულშემატკივართა პრეტენზიები სავსებით სამართლიანია და მათს შეშფოთებასაც სერიოზული საფუძველი აქვს: ჩემპიონატის პირველ ორ მატჩში ჩვენი გუნდის თამაშში ხეირიანი და საიმედო ვერაფერი ვნახეთ, უკმაყოფილონი წამოვედით სტადიონიდან. საგანგაშო, მთავარი აქ ისაა, რომ საქმე ეხება არა ერთი ან რამდენიმე ფეხბურთელის სუსტ ფორმას, ცალკეულ შეცდომებს, ანსამბლიდან გამოთიშვას, არამედ მთლიანად გუნდის, მთელი კოლექტივის ძალიან ცუდ, ქაოსურ, არაორგანიზებულ თამაშს. ეს ეხება ყველას უკლებლივ (შეიძლება გამონაკლისი დავუშვათ მხოლოდ ახალგაზრდა მცველის მუჯირის მიმართ, რომელიც მეორე ტაიმში გამოვიდა მინდორზე და, რამდენადაც შეძლო, გამოასწორა მდგომარეობა).
როცა არჩევენ თბილისის “დინამოს” თამაშს, ყველა სპეციალისტი და მიმომხილველი ერთხმად აღნიშნავს მისი ნახევარდაცვის ტაქტიკურად არასწორ მოქმედებას შუა მინდორში. არც ერთი გუნდი თანამედროვე ფეხბურთში, ჩვენი იქნება თუ უცხოეთისა, არ ფერხდება ცენტრალურ ზონაში ისე, როგორც თბილისელები. ბურთის გაუთავებელი, ყოვლად უსარგებლო ტარება იქცა თვითმიზნად, მავნე პრინციპად, რომელიც უკვე მტკიცე ჩვევად გაუჯდათ ჩვენს ნახევარმცველებს. ეს ყველაზე საპასუხისმგებლო ხაზი რაღაც დამოუკიდებელ “ავტონომიურ” რგოლად გადაიქცა და ორგანულად არაა დაკავშირებული მთლიანად კოლექტივთან. იგი არ ქმნის აზრიან, მოფიქრებულ კომბინაციებს, არ ცდილობს მეტოქე დააყენოს სწრაფი და მოულოდნელი ხიფათის წინაშე, გაითამაშოს ბურთი ისე, რომ მოპირდაპირე დაცვა უეცრად ჩააგდოს საფრთხეში, მოუსპოს საშიშროების ლიკვიდაციის საშუალება. არა, ჩვენი ნახევარმცველები, უკლებლივ, ბურთიანად ცდილობენ 20–30 მეტრის გავლას მარტოდმარტო, მხოლოდ დრიბლინგის საშუალებით და თუ გადაცემა სრულდება, იგი ან ძალზე არაზუსტია, ან ყოვლად უხიფათო – განივი, მოკლე, პირდაპირ პარტნიორის ფეხებში. ნახევარდაცვის შემადგენლობა ზოგიერთ მატჩში იცვლება ხოლმე, მაგრამ თვით თამაშის პრინციპი კი ძველი რჩება.
ძალიან უკლეს თამაშს მცველებმა, შეიძლება, ეს მორიდებული განსაზღვრა – “უკლეს” – ვერც გამოხატავდეს იმ უამრავ შეცდომას, რომლებიც სისტემატურად ხდება ჩვენი კარის სიახლოვეს, გასაკვირია, რომ ეს მოსდით ისეთი მაღალი კლასის გამოცდილ ოსტატებს, როგორიც არიან ძოძუაშვილი, ხურცილავა, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი. “დინამოს” ახლანდელი დაცვა ის საძირკველია, რომელიც გუნდის სწორი თამაშის გარანტიას უნდა ქმნიდეს, თავიდან გვაცილებდეს სიძნელეებს. საქმე კი პირიქითაა. პირველხარისხოვანი მცველები და არაორგანიზებული დაცვა – ესაა თბილისის “დინამოს” ამოუხსნელი პარადოქსი.
უკეთ არც თავდასხმაშია საქმე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ორიოდე ფლანგური გარღვევა და ცენტრში უმისამართო გადაცემა წყვეტს შეტევის კარდინალურ საკითხებს, ძალიან ცდება. თავდასხმა უნდა მოძრაობდეს განუწყვეტლივ, გამუდმებულ დაძაბულობაში ჰყავდეს მოწინააღმდეგე, დინამოელთა წინა ხაზი კი ოდნავადაც არ იჩენს აქტიურობას, ინერტულია და იოლად აძლევს მოპირდაპირე მცველებს კარისკენ გასასვლელი გზების გადაკეტვის საშუალებას.
წინა წლებში თბილისის “დინამოს” მთავარ კოზირს წარმოადგენდა მაღალი ტექნიკა, ინდივიდუალური საშემსრულებლო ოსტატობა და სწრაფი, შეუნელებელი ტემპი. ახლა კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გუნდი ერთ–ერთი ყველაზე ნელი, უმოძრაო, “წყნარი” გუნდია, ხოლო მოთამაშეთა მთელი ტექნიკა ბურთის ტარებით ამოიწურება. ასეთი ტემპით შორს ვერ წავალთ.
მოსკოვის “ტორპედოსთან” მატჩის 90 წუთმა ისე განვლო, რომ თბილისელებმა, არსებითად გოლის გატანის ვერც ერთი რეალური საშიშროება ვერ შეუქმნეს ზარაპინს. სახიფათო მომენტები მას არ ჰქონია, გაგოშიძეს კი 75–ე წუთზე პირისპირ მოუხდა დარჩენა აბრამოვთან და, დროზე რომ არ გამოსულიყო წინ, გოლი გარდუვალი იყო.
0:0 – ეს ციფრები ზუსტად გამოხატავს მატჩის მსვლელობას და შინაარსს. იგი აშკარად უინტერესო და სანახაობრივად მდარე იყო. ვერც დამატებითმა პენალტებმა გამოიწვია ტრიბუნებზე გამოცოცხლება, ვინაიდან ყიფიანის, ჭელიძის, ებრალიძის, ნიკონოვის, აბრამოვისა და ესკოვის დარტყმების შემდეგ ძოძუაშვილმა, წერეთელმა ფილატოვმა და ბუტურლაკინმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ანგარიში 3:3 არ შეცვლილიყო და არც ერთ მხარეს არ დაეკარგა ერთი ქულა.
სიმართლეს თვალებში უნდა ვუყუროთ: დღეს ჩვენი ფეხბურთელები ძალიან სუსტად თამაშობენ, წინ კი ორი ურთულესი მატჩი გვაქვს: მოსკოვში – “სპარტაკთან” და კიევში – “დინამოსთან”. დინამოელებმა იქ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გამოასწორონ მდგომარეობა და კიდევ უფრო არ გაირთულონ საქმე.
ბ. ქორქია.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от апреля 1974 года:
Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от апреля 1974 года:
Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от апреля 1974 года: