«Динамо» (Тбилиси) — ЦСКА (Москва) 1:3 (0:2)

«Динамо» (Тбилиси) — ЦСКА (Москва) 1:3 (0:2)

Чемпионат СССР 1974 года. Высшая лига. Матч № 01.
12 апреля 1974 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». 35000 зрителей. 2-й тайм — электроосвещение.
Судьи: А.Иванов, К.Смирнов (оба — Ленинград), М.Мкртчян (Ереван).
«Динамо»: Гагошидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Хинчагашвили, Г.Мачаидзе (Церетели, 60), М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев, Г.Нодия, Кипиани.
ЦСКА: Астаповский, Уткин, Капличный (к), Истомин, Бабенко, Плахетко, Козловских, Копейкин, Федотов, Папаев, Смирнов (Шлапак, 65).
Голы:
0:1 Бабенко — 06
0:2 Копейкин — 37
0:3 Федотов — 84
1:3 Кипиани — 86

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 2217)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 14 апреля 1974 года:

«ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — ЦСКА — 1:3.
«Динамо» (Тбилиси) — ЦСКА. 1:3 (0:2). Тбилиси. Стадион «Локомотив». 12 апреля. Ясно. 16 градусов. 40 000 зрителей.
Судьи А. Иванов, К. Смирнов (оба — Ленинград), М. Мкртчян (Ереван).
«Динамо»: Гагошидзе — 2, Дзодзуашвили — 2, Челидзе — 2, Хурцилава — 3, Хинчагашвили — 3, Г. Мачаидзе — 3 (Церетели, 60 — 3), М. Мачаидзе — 2, Асатиани — 3, Гуцаев — 3, Г. Нодия — 2, Кипиани — 3.
ЦСКА: Астаповский — 5, Уткин — 5, Капличный — 5, Истомин — 5, Бабенко — 5, Плахетко — 5, Козловских — 5, Копейкин — 5, Федотов — 5, Папаев — 5, Смирнов — 3 (Шлапак, 65 — б/о).
Голы: Бабенко (6), Копейкин (37), Федотов (84), Кипиани (86)
Дублеры — 1:1. Голы: Л. Нодия («Динамо»); Дударенко (ЦСКА).
Статистика, которая, как утверждают, знает все, свидетельствует: тбилисцы, выступающие в чемпионатах страны с 1936 года, лишь трижды проигрывали стартовый матч, причем последний раз это случилось 16(!) лет назад. Позавчера победная серия оборвалась.
Уже после кубкового матчи в Одессе (а состоялся он всего неделю назад) динамовцы понесли ощутимые потери — из-за травм выбыли сразу два полузащитника (Гавашели и Мчедлишвили) из состава, который наигрывался всю весну. Так что к первому выступлению в чемпионате тренерам «Динамо» пришлось перекраивать сразу две линии команды. Рядом с Асатиани и М. Мачаидзе место в ней занял Мачаидзе-младший — Гоча.
Не берусь утверждать, только ли из-за этих перемен, но динамовцы полностью уступили соперникам центр поля, и это во многом предопределило ход поединка и его исход.
Впрочем, выяснилось все это позже. На первых же минутах защитникам и вратарю ЦСКА пришлось нелегко. Прорвался по левому флангу Нодия, и Астаповский в броске прерывает его передачу на открытого Кипиани. Затем дважды опасно выходит на ударную позицию Хинчагашвили.
Но вот гости впервые в этом матче пересекли с мячом среднюю линию.
Последовала передача на Бабенко. Никто из защитников «Динамо» не помешал ему завладеть мячом: вероятно, ждали следующей передачи вперед к воротам, до которых оставалось метров 25. А Бабенко взял да и ударил сам, мимо защитников и вратаря Так первый же удар по воротам «Динамо» обернулся голом.
После этого москвичи, постепенно обретая уверенность, заиграли спокойно. И хотя мяч чаще гостил у их штрафной площади, однако самые острые моменты возникали у противоположных ворот. Вот тут-то и дало, знать о себе превосходство армейских полузащитников, прежде всего Федотова и Папаева, экономно, без лишних передач, конструировавших игру, расчетливо руководивших действиями партнеров. Не в пример им динамовцы при переходе в атаку теряли из-за передержек мяча драгоценные мгновения и но только не получали численного превосходства перед воротами, а, как правило, встречали организованную оборону.
Сами динамовцы в обороне действовали неуверенно, разрозненно, не поспевая за подопечными. Этим-то и воспользовались нападающие армейской команды. Ведя игру широко, с частой сменой направления атаки, они умело использовали все представлявшиеся им возможности для обстрела ворот издалека, благо за пределами штрафной площади никто их плотно не опекал. Именно с дальней дистанции Копейкин и Федотов забили два гола.
Г. Акопов. (Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 14 апреля 1974 года:

მარცხიანი დასაწყისი.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 12 აპრილი.
“დინამო” (თბილისი) – ცსკა 1:3 (0:2).
“დინამო”: გაგოშიძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, გ. მაჩაიძე (წერეთელი), მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი, გ. ნოდია, ყიფიანი.
ცსკა: ასტაპოვსკი, უტკინი, კაპლიჩნი, ისტომინი, ბაბენკო, პლახუტკო, კოზლოვსკიხი, კოპეიკინი, ფედოტოვი, პაპაევი, სმირნოვი (შლაპაკი).
მსაჯი: ა. ივანოვი (ლენინგრადი).
16 წელია თბილისის დინამოელებს არ წაუგიათ ჩემპიონატის პირველი მატჩი, რომელიც, როგორც წესი, შინ აქვთ ხოლმე, საკუთარ მინდორზე. გუნდი, ჩვეულებრივ, წარმატებით იღებს სტარტს, დასაწყისში აგროვებს ქულებს, გარკვეულ მარაგს იქმნის.
ახლა გამონაკლისი მოხდა: XXXVI პირველობა მარცხით დავიწყეთ, თანაც ერთ–ერთ მთავარ კონკურენტთან – მოსკოვის არმიელთა გუნდთან.
ცსკა, საბჭოთა ფეხბურთის ავანგარდის წარმომადგენელი, ბოლო წლებში ძალიან არასტაბილურად თამაშობს. იგი 1970 წელს ჩემპიონი იყო, მომდევნო სეზონი კი XII ადგილით დაამთავრა. შემდგომ, 1972 წელს მეხუთე იყო, შარშან კი X ადგილამდე ჩამოქვეითდა. წლეულს არმიელებმა სსრ კავშირის თასის გათამაშებაში ნალჩიკის “სპარტაკთან” ძლივს გაიმარჯვეს ორი მატჩის ჯამში (0:0, 2:0), “დნეპრთან” კი მერვედფინალში დამარცხდნენ (0:1). ცსკა–ს ეს ახლანდელი “საპასპორტო” მონაცემები მოგვყავს არა იმიტომ, რომ თბილისის დინამოელებს დავაყვედროთ ასეთ მერყევ მეტოქესთნ წაგება, პირიქით, თბილისში არმიელები ისე ძლიერად თამაშობდნენ, როგორც უწინ, წარმატებათა წლებში.
ჯერ ერთი, ბრწყინვალედ ითამაშა ასტაპოვსკიმ, რომელსაც მოსკოველთა გამარჯვებაში დიდი დამსახურება მიუძღვის. მან რამდენიმე თითქმის უიმედო ბურთი აიღო და მთელი მატჩის მანძილზე საქმის ცოდნით ხელმძღვანელობდა მცველთა თამაშს საჯარიმო მოედანზე.
ზუსტად, თითქმის უშეცდომოდ მოქმედებდა სტუმრების დაცვა. მაშინაც კი, როცა დინამოელები მთელი ძალით და ხანგრძლივად უტევდნენ, როცა ბურთი ასტაპოვსკის სიახლოვეს ტრიალებდა, მცველები არ დაბნეულან, არ დაუკარგავთ ტაქტიკური მთლიანობა და თბილისელთა თავდამსხმელები შეტევაზე მყოფ ნახევარმცველებთან ერთდ წამითაც არ დაუტოვებიათ იმ პოზიციაში, საიდანაც შეუფერხებლად შეიძლება კარში დარტყმა.
შუა მინდორი უდავოდ არმიელთა კონტროლის ქვეშ იყო. აქ მათ უკეთ ჰქონდათ მოწესრიგებული ურთიერთმოქმედება, უფრო რაციონალურად ჰყავდათ განლაგებული ძალები მეტოქის შეტევის მოსაგერიებლად, მათი გრძელი გადაცემები დროზე და ზუსტად აღწევდა თავდამსხმელებთან კონტრიერიშის წამოსაწყებად. მაშინაც კი, როცა ანგარიში გახდა 2:0 ცსკა–ს სასარგებლოდ, ნახევარდაცვას არ შეუცვლია ტაქტიკა და არ დაუხევია ღრმა დაცვაში.
აგრესიულად, ინდივიდუალური და კოლექტიური თამაშის ზომიერ შერწყმით ითამაშეს თავდამსხმელებმა. იმ 3 გოლის გარდა, რომლებიც “დინამოს” კარში გავიდა, კიდევ იყო ორი ბურთის გატანის რეალური შანსი და ეს შესაძლებლობანი არმიელთა თავდამსხმელებმა მოფიქრებული, გეგმიანი თამაშით შექმნეს.
ერთი სიტყვით, ცსკა ამ მატჩში საჭირო სიმაღლეზე იდგა.
თბილისის დინამოელებზე ამას ვერ ვიტყვით. მათ მატჩი წააგეს არა რაიმე შემთხვევითი, მოულოდნელი მიზეზით, არამედ კანონზომიერად, თვით მატჩის მსვლელობის შესაბამისად, ბევრი შეცდომის გამო. მარცხის მთავარ მიზეზად ისევ და ისევ ის მიგვაჩნია, რომ ჩვენი გუნდი უაღრესად დიდ დროს, ძალას და ენერგიას ხარჯავს შუა მინდორში, ეს კი სრულიადაც არაა საჭირო და, თუ მოაქვს სარგებლობა, მხოლოდ მეტოქისთვის, რომელიც ამ დროის მანძილზე თავისუფლად ასწრებს დაცვის ორგანიზებას, ძალების გადაჯგუფებას. შუა მინდორში დაყოვნებული წამიც კი საშუალებას აძლევს დაცვაზე მყოფ გუნდს გადაკეტოს ყველა გზა კარისკენ, მოასწროს ხიფათის ლიკვიდირება.
შენიშვნები, რა თქმა უნდა, გვაქვს ცალკეულ მოთამაშეთა მიმართაც. ვერ გაამართლა იმედი ამ მატჩში მეკარე გაგოშიძემ, რომელიც დამნაშავეა პირველი და მესამე ბურთების გაშვებაში. ამ მატჩშიო ვამბობთ იმიტომ, რომ გაგოშიძემ კარგად ჩაატარა წლევანდელი საწვრთნელი შეხვედრები, შესანიშნავად ითამაშა ოდესაში, ახლა კი ვერ შეძლო თავისი მონაცემების გამოვლენა.
მაგრამ გაგოშიძე ახალგაზრდა მეკარეა და ეს ლაფსუსები შეიძლება ეპატიოს, აი, ის შეცდომები კი, რომლებიც მოსდიოდათ ჩვენს მცველებს, მაღალი კლასის ოსტატებს, გამოცდილ მებრძოლებს, არავითრ შემთხვევაში არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ. ოთხივე ჩვენი მცველი ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ღებულობდა, კარგავდა კონტაქტს ერთმანეთთანაც და მეკარესთანაც, უმისამართოდ იგერიებდა ბურთს და საქმე ზოგჯერ ელემენტარულ შეცდომამდე მიდიოდა. მეორე და მესამე გოლები იმის შედეგი იყო, რომ მცველებმა სრულიად გაუმართლებლად ჩააბარეს ბურთი მოწინააღმდეგეებს, კიდევ ორ–სამ მომენტში კი ბურთს გაგოშიძემ მიუსწრო, ან არმიელთა გადამწყვეტი დარტყმა არ გამოდგა ზუსტი.
ნახევარდაცვაში რიგიანად თამაშობდა მხოლოდ ასათიანი, რომლის მიმართ ბევრი პრეტენზია არა გვაქვს, მაგრამ მ. მაჩაიძე კი აშკარად ვერ იყო ფორმაში.
გ. მაჩაიძეს მაინცდამაინც არაფერი გაუფუჭებია, მაგრამ მისმა შეცვლამ წერეთლით, უდავოდ, საგრძნობლად გამოაცოცხლა დინამოელთა იერიშები. წერეთელი გამოსვლისთანავე აქტიურად ჩაერთო თამაშში და ზედიზედ შექმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი. ყიფიანთან ერთად მან გარკვეული დეზორგანიზაცია შეიტანა არმიელთა დაცვის რიგებში და, სათანადო მხარდაჭერა რომ ჰქონოდათ გუცაევისა და გ. ნოდიას მხრივ, ანგარიში შეიძლება სხვა ყოფილიყო. გუცაევს პარტნიორები ხშირად ტოვებენ გადაცემათა გარეშე და ისიც ურიგდება ასეთ იზოლაციას, არ ცდილობს აქტიურ ბრძოლას თავისი ფლანგის ფარგლებს გარეთ.
ცალკე გვინდა ვთქვათ გ. ნოდიას შესახებ. სადავო არაა, რომ ცენტრალურ თავდამსხმელს, გუნდის მთავარ ბომბარდირს, მეტი მოეთხოვება. ვთქვათ, გ. ნოდია არაა გამთამაშებელი მოთამაშე, კომბინაციების წამომწყები, მაგრამ მისი “სპეციალობა” ხომ შეტევის დამთავრება და გოლის გატანაა, ამ მატჩში კი ჩვენი ცენტრფორვადი ჩაიკეტა ცსკა–ს ტანმაღალ სტოპერებს შორის, ვერ მოუძებნა მათ გასაღები, არ იხსნებოდა დროზე და ბურთამდე უმთავრესად მაშინ აღწევდა, როცა იგი უკვე მოწინააღმდეგეს ჰქონდა.
არმიელებს დიდი სამსახური გაუწია მე–5 წუთზე ბაბენკოს მიერ გატანილმა გოლმა. ეს იყო მათი პირველი შეტევა, პირველი დარტყმა კარში და პირველი წარმატებაც. გუნდმა ირწმუნა თავისი ძალები, მაგრამ როცა 37–ე წუთზე კოპეიკინმა მოულოდნელი, უძლიერესი დარტყმით მეორედ აიძულა გაგოშიძე ბადიდან გამოეტანა ბურთი, ცსკა კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობით ათამაშდა. უკვე 83–ე წუთზე ფედოტოვმა კიდევ ერთხელ აიღო დინამოელთა კარი და არმიელთა
გამარჯვება რეალობად აქცია. აღსანიშნავია, რომ მოსკოველთა სამივე გოლი შორიდან იქნა გატანილი. ერთადერთი საპასუხო ბურთი გაიტანა ყიფიანმა 84–ე წუთზე მოპირდაპირე კართან შექმნილი არეულობის შემდეგ.
დინამოელებს, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ შესაძლებლობებზე სუსტად ითამაშეს, საკმაოდ ჰქონდათ მომენტები მდგომარეობის შესაცვლელად, მაგრამ ეს უკვე ჩვენი გუნდის სამწუხარო ტრადიციაა – ხელიდან გაუშვას საუკეთესო შესაძლებლობანი, საჩუქარი საჩუქარზე მიართვას მეტოქეს.
პირველი მატჩის წაგება ძალიან დასანანია, მაგრამ არა გვგონია, რომ ეს ფაქტი გვაძლევდეს საბოლოო პესიმისტური დასკვნების გამოტანის საბაბს. ცსკა–სთან დაშვებული შეცდომები უნდა გამოსწორდეს ახლავე, რათა გუნდმა სტარტზე დანაკარგი უახლოეს ტურებში აანაზღაუროს.
ბ. ქორქია.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от апреля 1974 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от апреля 1974 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от апреля 1974 года: