«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван) 1:0 (1:0)
Чемпионат СССР 1974 года. Высшая лига. Матч № 06.
23 мая 1974 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 40000 зрителей. Электроосвещение.
Судьи: В.Липатов, А.Кадетов, М.Рафалов (все — Москва).
«Динамо»: Гагошидзе, Дзодзуашвили, Челидзе, Кантеладзе, Хинчагашвили, Эбралидзе, М.Мачаидзе, Асатиани (к), Гуцаев, Г.Нодия (Церетели, 62), Г.Мачаидзе.
«Арарат»: Абрамян, Геворкян (Арутюнян, 40), Бондаренко, Мартиросян, Месропян, Андреасян, Погосян, Иштоян, Маркаров, Заназанян (к), Петросян (Казарян, 70).
Гол:
1:0 Челидзе — 15 (пен.)
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 25 мая 1974 года:
«ДИНАМО» (Тбилиси) — «АРАРАТ» — 1:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Арарат» (Ереван). 1:0 (1:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 23 мая. Ясно Перед матчем небольшой дождь. 18 градусов. 40 000 зрителей.
Судьи В. Липатов, А. Кадетов, М. Рафалов (все — Москва).
«Динамо»: Гагошидэе — 4, Дзодзуашвили — 4, Челидзе — 4, Кантеладзе — 4, Хинчагашвили — 4, Эбралидзе — 4, М Мачаидзе — 4, Асатиани — 4, Гуцаев — 4, Г. Нодия — 4 (Церетели, 62 — б/о), Г. Мачаидзе — 4.
«Арарат»: Абрамян — 3, Геворкян — 3 (Арутюнян, 40 — 3), Бондаренко — 3, Мартиросян — 3, Месропян — 3, Андриасян — 3. Погосян — 3, Иштоян — 3, Маркаров — 3, Заназанян — 3, Н. Петросян — 3, (Казарян, 70 — б/о).
Гол: Челидзе (15, с 11-метрового).
Дублеры — 4:2. Голы: у «Динамо» — Гавашели — 2, Л. Нодия (с пенальти), Кантария; у «Арарата» — Татевосян, С. Петросян (с пенальти).
За день до матча здесь, на этом же поле локомотивского стадиона встретились старые друзья — ветераны ереванского и тбилисского футбола, те, кто в разные годы защищал цвета «Арарата» и «Динамо». А если вспомнить, что была между двумя этими встречами еще одна, в которой за резервные составы своих команд выступали совсем еще юные спортсмены, то можно сказать, что перед зрителями за эти три дня как бы прошли вчерашний, сегодняшний и завтрашний день футбола двух республик. Венцом этих матчей был, разумеется, поединок чемпиона страны с динамовцами Тбилиси.
Обе команды, думаю, не очень довольны своими результатами на старте (особенно динамовцы, не одержавшие до этого ни одной победы). Так что каждый их матч проходит под лозунгом наверстать упущенное. А сделать это можно лишь забивая голы и побеждая. Тогда почему же обе стороны, отказавшись от своих традиционных построений, повели игру с двумя форвардами и перенасыщенными средними линиями? Мера эта, на мой взгляд, была вынужденной, вызванной затруднениями с составом, и ни в коей мере не свидетельствует об отходе от принципов атакующего футбола, яркими приверженцами которого остаются и тбилисцы, и ереванцы.
Но у игры с четырьмя полузащитниками, как известно, свои законы. Сохранить атакующую мощь команды (а если надо, то и усилить ее), а не только укреплять тылы, можно при одном обязательном условии: высокой мобильности и хорошей физической готовности каждого из игроков средней линии. К сожалению, такой мобильности ни у той, ни у другой команды не было. Успешно справившись со своими оборонными функциями, средние линии и «Динамо» и «Арарата» были куда менее активны в наступлении. Характерно, что специальными призами, учрежденными Местными организациями для лучших игроков команд, были отмечены Андриасян и Г. Мачаидзе — именно те полузащитники, которые чаще своих коллег подключались в атаки.
Первые полчаса встречи прошли при преимуществе хозяев поля. Ударами из-за пределов штрафной площади они держали в напряжении оборону и вратаря гостей. Именно в эти минуты и был забит гол, решивший исход матча. Получив передачу из глубины поля Мачаидзе пробился к самой линии ворот и уже вдоль нее приближался к вратарской площадке, когда был сбит Геворкяном. 11 метровый четко реализовал Челидзе.
Минут за 15 до перерыва игра выравнялась, затем инициативу перехватили ереванцы. Они сумели наладить игру в середине поля, подолгу контролировали мяч, однако до удара по цели дело так и не доходило. Проходы по флангам успеха не имели (Иштоян действовал одно-образно, то и дело теряя мяч. Петросяна зорко стерег Дзодзуашвили). Передачи же в центр упорно шли навесные, хотя было очевидно, что защитники «Динамо», имея превосходство в росте, выигрывают борьбу в воздухе.
После перерыва счет так и не изменился. Хотя возможности для этого были особенно у динамовцев.
3. Калоев, заслуженный, мастер спорта.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 25 мая 1974 года:
ძნელი მატჩი ჩემპიონთან.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 23 მაისი.
“დინამო” (თბილისი) – “არარატი” (ერევანი) 1:0 (0:0).
“დინამო”: გაგოშიძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი, გ. ნოდია (წერეთელი), გ. მაჩაიძე.
“არარატი”: აბრამიანი, გევორქიანი (არუთინიანი), ბონდარენკო, მარტიროსიანი, მესროპიანი, ანდრეასიანი, პოღოსიანი, იშტოიანი, მარქაროვი, ზანზანიანი, პეტროსიანი (ღაზარიანი).
მსაჯი: ვ. ლიპატოვი (მოსკოვი).
დუბლიორები – 4:2.
თავის დროზე, როცა ფეხბურთში შემოვიდა ახალი სქემა მოთამაშეთა განლაგებით 4+4+2, ბევრი ლაპარაკი იყო იმის თაობაზე, პროგრესული იყო იგი თუ არა, ღრმა დაცვას ქადაგებდა, თუ რთულ, მაგრამ საინტერესო შესაძლებლობებს ქმნიდა საფუძვლიანად გამაგრებული შუა მინდვრიდან ნახევარმცველთა მოულოდნელი გასვლისთვის წინა ხაზზე.
მომხრენი საკმაოდ ჰყავდა როგორც ერთ, ისე მეორე შეხედულებას, თუმცა ყველაზე დასაბუთებული არგუმენტები ოპონენტებს ჯერ კიდევ მაშინ წარუდგინეს ინგლისელმა და კიეველმა ფეხბურთელებმა: პირველებმა სწორედ ამ სისტემის გამოყენებით მოიგეს მსოფლიო ჩემპიონობა, მეორენი კი წლების განმავლობაში საბჭოთა ფეხბურთის უდავო ჰეგემონები იყვნენ.
ყ;ველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ როგორ გამოიყენებს ამ სქემას, რა ფუნქციებს დააკისრებს ფეხბურთელებს, როგორ ათამაშებს ნახევარდაცვის რგოლს.
თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობამ ერევნელებთან მატჩში სწორედ ზემოხსენებული სისტემა გამოიყენა. გუნდს წინა ხაზზე ჰყავდა ორი “წმინდა” თავდამსხმელი – გუცაევი და გ. ნოდია (შემდგომში – წერეთელი), ხოლო ნახევარდაცვაში – ოთხი ჰავბეკი.; ნაწილობრივ ეს გამოწვეული იყო ტრავმირებული ყიფიანის არყოფნით, ნაწილობრივ იმით, რომ “არარატი” ძალიან ძლიერია შუა მინდორში და საჭირო იყო მისთვის ასეთივე ძალის დაპირისპირება იქ, სადაც ბევრი რამ წყდება 90–წუთიანი ბრძოლის მსვლელობაში.
თითო–ოროლა მატჩის მაგალითზე ძნელია საბოლოო დასკვნების გაკეთება, მით უმეტეს, რომ ეს სქემა არ წარმოადგენს ჩვენი გუნდის “ამპლუას”, მაგრამ, ვფიქრობთ, მან ამჯერად გაამართლა, გაამართლა არა მარტო შეხვედრის შედეგით, არამედ თვით თამაშის მსვლელობით, მისი შინაარსით. “დინამოს” ჰყავს მოიერიშე ნახევარმცველები ასათიანი და მ. მაჩაიძე, რომლებიც შესაძლებლობის ფარგლებში მუდამ ავსებენ თავდასხმის რიგებს, ახლა კი მათ აქტიურად შეუერთდა გ. მაჩაიძეც, რომელსაც ხელიდან არ გაუშვია არც ერთი შემთხვევა მოიერიშე ნახევარმცველის როლის შესრულებისა. არც ის იყო შემთხვევითი, რომ პენალტი, რომელმაც გამარჯვება მოუტანა დინამოელებს, დაინიშნა სწორედ გ. მაჩაიძის გარღვევის შედეგად. იგი მე–14 წუთზე სწრაფად გავიდა მარცხენა ფლანგზე, მოუგო ორთაბრძოლა სამ მცველს და მეკარის მოედნამდე მიაღწია. აქ გ. მაჩაიძე, წააქციეს. ვ. ლიპატოვმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რომელიც ზუსტად გამოიყენა ჭელიძემ.
მატჩის დასაწყისში გატანილ გოლს თითქოს სერიოზული კორექტივები უნდა შეეტანა ორივე გუნდის სამოქმედო გეგმაში, მაგრამ დინამოელებმა არ დათმეს თავიდანვე აღებული ტემპი, ინიციატივა, და თამაში კვლავ იერიშებით განაგრძეს.
შეტევისას განსაკუთრებით გამოირჩეოდა სწრაფი, ტექნიკური, აგრესიულად განწყობილი გუცაევი. იგი ხშირად მოძრაობდა თავდასხმის მთელს ზონაში, ადგილებს იცვლიდა ფლანგიდან ფლანგზე და ხშირად სძლევდა არა მარტო პერსონალური დარაჯის გევორქიანის, არამედ მისი მაშველი ძალების წინააღმდეგობასაც და მრავლად ქმნიდა სახიფათო მომენტებს მოპირდაპირე კართან. დასანანია მხოლოდ ის, რომ გუცაევმა ვერ გამოიყენა ბურთის გატანის ორი–სამი აშკარა შესაძლებლობა.
შესვენების შემდეგ ბრძოლის სურათი მინდორზე შეიცვალა: ერევნელები ათამაშდნენ სრული ძალით, მთელი შესაძლებლობით. მათ მთელი პერიოდები ჰქონდათ ისეთი, როცა ბურთი არ სცილდებოდა მასპინძელთა ნახევარს, იერიშში მონაწილეობდნენ ნახევარმცველებიც და მცველებიც და ამ მძიმე სიტუაციაში შესანიშნავად ითამაშა “დინამოს” დაცვამ. იყო მომენტები, როცა “არარატის” შეტევებს მხოლოდ თავგანწირული, უშეცდომო ურთიერთმოქმედება თუ მოიგერიებდა, თბილისელთა მცველებმა კი სწორედ ასე ითამაშეს და, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იხსნეს გუნდი ხიფათისგან.. საიმედოდ შებოჭეს ერევნელთა მთავარი გამთამაშებელი, შემტევი სამეული: მარქაროვი–ანდრეასიანი–იშტოიანი. დინამოელებმა ამას მიაღწიეს იმით, რომ ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი და კანთელაძე წუთითაც არ გამოთიშულან საერთო გეგმიდან და ერთმანეთს აზღვევდნენ დაუზარებლად, დიდი დატვირთვით, ტაქტიკურად სწორად. უმეთვალყუროდ არ იყო დარჩენილი სტუმრების არც ერთი მოთამაშე. ნათქვამის საილუსტრაციოდ ისიც კმარა, რომ, იმ დიდი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, რომელიც “არარატს” ჰქონდა მეორე ტაიმში, მეკარე გაგოშიძეს თითქმის არც ერთხელ არ დასჭირვებია ძნელი ბურთის აღება. ყველა იერიშს კარიდან დაცილებით იგერიებდა დაცვა, საკუთარ თავზე გადაჰქონდა მთელი სიმძიმე.
მატჩი ძალიან ძნელი და მძიმე იყო ორივე მხარისთვის. თბილისელებმა იგი მოიგეს და პირველი გამარჯვება ჩაიწერეს ცხრილში. იმედი გვაქვს, ამ პრინციპული მატჩის მოგება სტიმულად იქცევა და დინამოელები უახლოეს შეხვედრებში გამოასწორებენ თავიანთ არასახარბიელო მდგომარეობას.
დანიშნული იყო სპეციალური პრიზი ცალკეული მოთამაშეებისთვის. ანგარიშის გახსნის პრიზი მიიღო ვ. ჭელიძემ, ერევნელთაგან საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს ა. ანდრეასიანი, ხოლო თბილისელთაგან – გ. მაჩაიძე.
ბ. ქორქია.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от мая 1974 года:
Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от мая 1974 года:
Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от мая 1974 года: