«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси) 2:2 (0:1)

«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси) 2:2 (0:1)

Чемпионат СССР 1974 года. Высшая лига. Матч № 25.
13 октября 1974 года. 17-00. Ереван. Стадион «Раздан». 70000 зрителей. 2-й тайм — электроосвещение.
Судьи: В.Липатов, О.Ревзин, А.Евграфов (все — Москва).
«Арарат»: Абрамян, Арутюнян (Петросян, 46), Саркисян, Мартиросян, Месропян, Андреасян, Бондаренко, Иштоян, Маркаров, Заназанян (к), Казарян.
«Динамо»: Гагошидзе, Мчедлишвили, Челидзе, Хурцилава (к), Эбралидзе, Гавашели, М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев, Г.Мачаидзе, Эсебуа (Рехвиашвили, 58).
Голы:
0:1 Асатиани — 14
1:1 Иштоян — 69 (пен.)
2:1 Казарян — 83
2:2 Челидзе — 87
Нереализованный пенальти: Иштоян (72, мимо).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 2217)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 15 октября 1974 года:

«АРАРАТ» — «ДИНАМ0» (ТБИЛИСИ) — 2:2.
«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси). 2:2 (0:1). Ереван. Центральный стадион «Раздан». 13 октября. Солнечно. 22 градуса. 70 000 зрителей.
Судьи В. Липатов, О. Ревзин, А. Евграфов (все — Москва).
«Арарат»: Абрамян — 3, Арутюнян — 3 (Н. Петросян, 46 — 3), Саркисян — 3, Мартиросян — 3, Месропян — 3, Андриасян — 3, Бондаренко — 3, Иштоян — 3, Маркаров — 3, Заназанян — 3, Казарян — 3.
«Динамо»: Гагошидзе — 5, Мчедлишвили — 4, Челидзе — 4, Хурцилава — 4, Эбралидзе — 4, Гавашели — 4, М. Мачаидзе — 4, Асатиани — 4, Гуцаев — 4, Г. Мачаидзе — 4, Эсебуа — 3 (Рехвиашвили, 58 — 3).
Голы: Асатиани (14), Иштоян (69 — с 11-метрогого), Казарян (83), Челидзе (87).
На 72-й минуто Иштоян не реализовал пенальти.
Дублеры — 2:0. Голы Оганесян, С. Петросян.
Вопреки ожиданиям гости сразу же бросились в атаку. Уже на 4-й минуте Хурцилава смело вклинился в оборонительные порядки ереванцев, рывком ушел от преследователей и оказался с глазу на глаз с Абрамяном. И только самоотверженный бросок стража ворот спас хозяев поля от неприятностей. Начало матча показало, что ереванские защитники не всегда поспевают за быстрыми форвардами соперников. Особенно когда мяч адресовывался Гуцаеву. Правый крайний тбилисцев почти всегда выходил победителем в единоборствах. Причем он часто маневрировал, запутывая соперников. Именно он на 14-й минуте мягко и точно навесил мяч в штрафную, и Асатиани головой направил мяч в верхний угол ворот.
Нельзя сказать, что такое начало поставило в тупик ереванцев. И на сей раз они действовали с большим старанием и азартом, все время ведя обстрел ворот динамовцев. Но, во-первых, не всегда эти удары были точны. А когда же ворота гостей оказывались под непосредственной угрозой. безошибочно действовал Гагошидзе, — несомненно лучший игрок матча.
После перерыва хозяева усилили линию нападения и взвинтили темп. Они завладели инициативой, но отличная взаимостраховка долго позволяла тбилисцам разгадывать все тактические замыслы ереванцев. Все же выдержать до конца они не смогли: в течение четырех минут динамовцы дважды были наказаны 11-метровыми — сначала за игру рукой, а затем за снос Казаряна. Иштоян, которому доверили пробивать 11-метровые, забил ответный мяч, а во второй попытке промазал.
Все же старания ереванцев были вознаграждены: получив точный пас с центра, Казарян головой переправил мяч в незащищенный угол. Но и тбилисцы не остались в долгу. За три минуты до финального свистка Челидзе метров с 30 пробил штрафной, и мяч низом вкатился в ворота.
М. Назарян.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 15 октября 1974 года:

დინამოელებმა კარგად ითამაშეს.
ერევანი. “რაზდანის” სტადიონი. 13 ოქტომბერი.
“არარატი” (ერევანი) – “დინამო” (თბილისი) 2:2 (0:1).
“არარატი”: აბრამიანი, არუთინიანი (პეტროსიანი), სარქისიანი, მარტიროსიანი, მესროპიანი, ანდრეასიანი, ბონდარენკო, იშტოიანი, მარქაროვი, ზანაზანიანი, ღაზარიანი.
“დინამო”: გაგოშიძე, მჭედლიშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, გავაშელი, მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი, გ. მაჩაიძე, ესებუა (რეხვიაშვილი).
მსაჯი: ვ. ლიპატოვი (მოსკოვი).
დუბლიორები – 2:0.
შეიძლება ეს ჟურნალისტური შტამპია, მაგრამ უკეთეს განმარტებას იმ მდგომარეობისთვის, რომელიც ჩემპიონატის ცხრილში იყო შექმნილი 13 ოქტომბრის ტურის დღეს, ვერ იპოვი: ორივე გუნდს ჰაერივით ესაჭიროებოდა ქულები. მართლაც, ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მატჩის შედეგს მასპინძლებისთვისაც და სტუმრებისთვისაც.
“არარატმა” სეზონის დასასრულს “მიაგნო” თავის შარშანდელ თამაშს, შევიდა ფორმაში და ახლა რამდენიმე გუნდთან ერთად სავსებით რეალური შანსი აქვს ერთ–ერთ საპრიზო ადგილზე გასვლისა. საამისოდ იგი, რა თქმა უნდა, არ იშურებს ძალებს, მით უმეტეს, რომ დარჩენილი თამაშების მეტი წილი შინა აქვს ჩასატარებელი. თბილისელთა გეგმები წლეულს გაცილებით უფრო მოკრძალებულია, მაგრამ მათ მაინც აქვთ გარკვეული მიზანი, რომლის მისაღწევადაც თავი არ უნდა დაზოგონ არც საკუთარ სტადიონზე, არც სტუმრად. გადახედეთ სატურნირო ცხრილს და დარწმუნდებით, რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ჩვენი გუნდი, ერევანში რომ დამარცხებულიყო…
ტრადიციულად ძნელ მატჩში თბილისელმა ფეხბურთელებმა საუცხოოდ ითამაშეს. ფეხბურთის მოყვარულებმა შეხვედრა მთლიანად ნახეს ტელევიზიით და დაგვერწმუნებიან, რომ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს: დინამოელები მობილიზებული იყვნენ, იბრძოდნენ სრული მონდომებით, ენერგიულად, გაშლილი ფრონტით, კარგი ურთიერთმოქმედებით, ხშირი, სწრაფი იერიშებით. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო პირველ ტაიმში, როცა მასპინძლებს არაერთ ურთულესი მდგომარეობიდან მოუხდათ თავის ხსნა. რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შეიქნა “დინამოს” კართანაც, სადაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა დაცვის მთელი ხაზი, ხოლო მეკარე გაგოშიძემ ზედიზედ აიღო ძნელი ბურთები, შესანიშნავად ითამაშა, თითქმის უიმედო სიტუაციებშიც კი.
ანგარიში მე–14 წუთზე გახსნა ასათიანმა: მ. მაჩაიძის მიერ მარცხენა ფლანგიდან მიწოდებული ბურთი მან ოსტატურად, ზუსტად დაარტყა თავით მაღალ კუთხეში – 1:0.
შესვენების შემდეგ თბილისელთა აქტიურობამ, სისწრაფემ და ტემპმა საგრძნობლად იკლო, რამაც საშუალება მისცა “არარატს” ინიციატივას დაუფლებოდა. მასპინძლები სულ უფრო ხშირად უტევდნენ. მათ საშუალება მიეცათ მცველის ნაცვლად თავდამსხმელი გამოეყვანათ და იერიშისთვის განუწყვეტელი ხასიათი მიეცათ. ერთ–ერთი ამ იერიშის დროს დინამოელთა კარის სიახლოვეს ხელით თამაშისთვის ვ. ლიპატოვმა პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად გამოიყენა იშტოიანმა, ცოტა ხნის შემდეგ კი ხურცილავას და მარქაროვის შეტაკებისას მსაჯმა
კვლავ აღნიშნა წესის დარღვევა და ხელმეორედ მისცა ერევნელებს 11–მეტრიანი საჯარიმო დარტყმის შესაძლებლობა. იშტოიანმა ამჯერად ვერ გამოიჩინა სიზუსტე და ძელს მოახვედრა ბურთი.
თამაში უკიდურესად დაიძაბა. 83–ე წუთზე კარის წინ ღიად დარჩენილმა ლაზარიანმა მიიღო გადაცემა და თავით გადაუგდო მეკარეს ბურთი შორეულ კუთხეში – 2:1.
დარჩენილი იყო სულ 7 წუთი და ამ მცირე დროში დინამოელებმა ყველაფერი გააკეთეს წაგებული მატჩის სახსნელად. მთელი გუნდი შეტევაზე გადავიდა, მასპინძელთა კართან გადაიტანა თამაში და შეძლო იმ ქულის გადარჩენა, რომელიც ასე ესაჭიროებოდა. 87–ე წუთზე კარიდან დაახლოებით 18 მეტრის მანძილზე დაინიშნა საჯარიმო დარტყმა. დაარტყა ხურცილავამ. ბურთი კარს ასცდა, მაგრამ, ვინაიდან არ იყო დაცული 9–მეტრიანი დისტანცია, მსაჯმა გაამეორებინა დარტყმა. ჭელიძემ დაბალი ბურთი გაგზავნა კარში, აბრამიანმა დააგვიანა და ბურთი კარში შეგორდა – 2:2.
საჭიროდ მიგვაჩნია პრეტენზია გამოვთქვათ ვ. ლიპატოვის მსაჯობის მიმართ. თბილისელები იერიშებს უმთავრესად წარმართავდნენ მარჯვენა ფლანგიდან, სადაც საუცხოოდ თამაშობდა გუცაევი. მისი ნეიტრალიზება მცველებმა ვერაფრით ვერ შეძლეს და მიმართეს აშკარა, დაუფარავ უხეშობას. საკმარისი იყო გუცაევს გვერდი აევლო მცველისთვის, რომ მაშინვე აკრძალული ხერხით წააქცევდნენ. “ტაქტიკური ფოლი” ცნობილია ფეხბურთში, მსაჯი ვალდებულია მას ულმობლად ებრძოლოს, ლიპატოვი კი საჯარიმოების ფორმალური დანიშვნით იფარგლებოდა და არ მიმართა საჭირო ზომებს, რათა გუცაევს შესაძლებლობა ჰქონოდა ნორმალურ პირობებში გამოეყენებინა თავისი უპირატესობა ტექნიკასა და სისწრაფეში.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от октября 1974 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от октября 1974 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от октября 1974 года: