«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк) 0:0 пен. 6:5

Чемпионат СССР 1973 года. Высшая лига. Матч № 20.

12 августа 1973 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 20000 зрителей.
Судьи: Н.Жихарев, С.Беляев, В.Левитин (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Кантеладзе, Челидзе, Хинчагашвили, Эбралидзе, М.Мачаидзе, Асатиани (к), Гуцаев (Л.Нодия, 75), Г.Нодия (Церетели, 15), Кипиани.
«Шахтер»: Чанов, Яремченко, Звягинцев, Белоусов, Горбунов, Ванкевич, Васин, Коньков (к), Старухин (Захаров, 67), Дудинский, Сафонов.
Послематчевые пенальти реализовали: Челидзе, Эбралидзе, Кипиани, Церетели, Л.Нодия, Дзодзуашвили, Коньков, Дудинский, Васин, Яремченко, Звягинцев.
Послематчевые пенальти не реализовали: Кантеладзе (штанга), Ванкевич (мимо), Сафонов (вратарь).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1839):

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)Заря ВостокаМолодежь ГрузииВечерний Тбилиси

Газета «Советский спорт» (Москва) от 14 августа 1973 года:

ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк). 6:5 (0:0, 0:0, 6:5). Тбилиси. Стадион «Локомотив». 12 августа. Слабый ветер. 23 градуса. 20 000 зрителей.
Судьи Н. Жихарев, С. Беляев, В. Левитин (все — Москва)
«Динамо»: Гогия — 5, Дзодзуашвили — 3, Кантеладзе — 3, Челидзе — 3, Хинчагашвили —3, Эбралидзе — 3, М. Мачаидзе — 3, Асатиани — 3, Гуцаев — 3 (Л. Нодия, 75 — 3), Г. Нодия — 3 (Церетели, 35 — 3), Кипиани — 3.
«Шахтер»: Чанов — 4, Яремченко — 4, Звягинцев — 4, Белоусов — 4, Горбунов — 4, Ванкевич — 4, Васин — 4, Коньков — 4, Старухин — 3 (Захаров, 67 — б/о), Дудинский — 4, Сафонов — 4,
11-метровые забили: Челидзе, Эбралидзе, Кипиани, Церетели; Л. Нодия, Дзодзуашвили, Коньков, Дудинский, Васин, Яремченко, Звягинцев. Не забили: Кантеладзе, Ванкевич, Сафонов.
Дублеры — 2:1. Голы: у «Динамо» — Кванталиани, Мамисцарашвили; у «Шахтера» — Чуйков.
А вот в трех остальных матчах победители определились с помощью серий 11-метровых ударов. В Тбилиси, как свидетельствует наш общественный корреспондент Л. Шенгелая. «Шахтер» энергично начал игру, да и в дальнейшем безраздельно владел инициативой.
Плотная опека гостей выбила тбилисцев из колеи. Находясь в тисках прессинга, хозяева так и не сумели наладить коллективных действий.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 14 августа 1973 года:

მეშვიდე მატჩი – პენალტებით!
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 12 აგვისტო.
“დინამო” (თბილისი) – “შახტიორი” (დონეცკი) 6:5 (0:0).
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი (ლ. ნოდია), გ. ნოდია (წერეთელი), ყიფიანი.
“შახტიორი”: ჩანოვი, იარემჩენკო, ზვიაგინცევი, ბელოუსოვი, გორბუნოვი, ვანკევიჩი, ვასინი, კონკოვი, სტარუხინი (ზახაროვი), დუდინსკი, საფონოვი.
მსაჯი: ნ. ჟიხარევი (მოსკოვი).
დუბლიორები – 2:1 “დინამოს” სასარგებლოდ.
თბილისის “დინამო” ერთ–ერთი იმ გუნდთაგანია უმაღლეს ლიგაში, რომელთაც ყველაზე მეტად შეეხოთ ახალი რეფორმა საკავშირო ჩემპიონატში ფრეს გაუქმების შესახებ. 20 ჩატარებულ მატჩში მეტოქეებთან ურთიერთობა თბილისელებმა 7–ჯერ (თითქმის ერთი მესამედი) დამატებითი 11–მეტრიანების მეშვეობით გაარკვიეს. უპირატესობა აშკარად ჩვენს მხარესაა, ვინაიდან ხუთჯერ პენალტებმა გამარჯვება დინამოელებს მოუტანა.
დამატებითს პენალტებზე მიდგა საქმე “შახტიორთან” მატჩშიც. რაიმე კომპრომისზე ლაპარაკი ამ შეხვედრაში ზედმეტი იყო, ვინაიდან დონეცკელები ამ ტურის წინ 1 ქულით უსწრებდნენ თბილისელებს, ერთ ქულას კი ახლანდელ ჩემპიონატში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი მოპოვება ან დაკარგვა რამდენიმე ადგილით გადანაცვლებას იწვევს გათამაშების ცხრილში.
სტუმრებმა ძალიან აქტიურად, შეუპოვრად დაიწყეს თამაში. პირველი 5 წუთის მანძილზე მათ რამდენიმე ძლიერი შეტევა განახორციელეს და ზედიზედ სამჯერ მოაწოდეს კუთხური. თვით ამ 5 წუთზე შეიძლება არც ღირდა ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთმა ენერგიულმა დასაწყისმა “შახტიორის” მოთამაშეებს საკუთარი ძალის რწმენა განუმტკიცა, საშუალება მისცა აქცენტი გაეკეთებინათ შემტევ ფეხბურთზე, ნახევარმცველები ხშირად გამოეყენებინათ საიერიშო კომბინაციებში.
თბილისელებმა ვერ შეძლეს საერთო უპირატესობის მოპოვება. მათი თავდამსხმელები შებორკილი იყვნენ სტუმრების მცველებით, სადაც პარტნიორების ტაქტიკურ ურთიერთმოქმედებას უნარიანად ხელმძღვანელობდა გამოცდილი ზვიაგინცევი.
ნახევარმცველთა უკიდურესად დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც შუა მინდორში გაჩაღდა, ხშირ შემთხვევაში დონეცკელები იმარჯვებდნენ. ისინი უკეთ თამაშობდნენ თავით, უფრო ზუსტნი იყვნენ გადაცემებისას. გაცილებით მეტს და ნაყოფიერად მოძრაობდნენ. “დინამოს” ნახევარდაცვის რგოლიდან გამოირჩეოდა მხოლოდ ებრალიძე, რომელმაც მოპირდაპირე კართან უფრო მეტი სახიფათო მომენტი შექმნა, ვიდრე რომელიმე თავდამსხმელმა. მისი პერიოდული გარღვევების შემდეგ “შახტიორის” კარი რამდენიმეჯრ აღმოჩნდა ძალზე რთულ მდგომარეობაში. სანახაობრივი თვალსაზრისით მატჩი არ ბრწყინავდა, ნერვიულობა, დაძაბულობა სჭარბობდა ოსტატობის და თამაშის ესთეტიკურ მხარეს. მეტოქეებმა საკმაოდ მდარე ფეხბურთი ითამაშეს.
დინამოელებმა მხოლოდ მეორე ტაიმის დასასრულისთვის შეძლეს რამდენიმე კარგი შეტევის განხორციელება, ხელსაყრელი პოზიციიდან ააცდინა ბურთი კარს მაჩაიძემ, შემდეგ ყიფიანმა შეასრულა რთული ტექნიკური ილეთი და ახლო მანძილიდან ძელს მოახვედრა ბურთი. დონეცკელები ამ პერიოდში დაღლილი ჩანდნენ, თუმცა კონტრიერიშები არ შეუწყვეტიათ და ვანკევიჩსა და საფონოვს გოლის გატანის კარგი შესაძლებლობანი მიეცათ.
ანგარიში არ გახსნილა, ჯერი მიდგა პენალტებზე. სერია ზუსტი დარტყმით გახსნა კონკოვმა. კანთელაძემ კი ძელს მოახვედრა ბურთი. ეს განსხვავება ანგარიშს შერჩა დუდინსკის, ჭელიძის, ვასინისა და ებრალიძის დარტყმების შემდეგ – 3:2. სტუმრებმა უპირატესობა ხელიდან გაუშვეს მაშინ, როცა ვანკევიჩმა მიზანს ააცდინა ბურთი, ყიფიანმა კი ზუსტად გაიტანა გოლი – 3:3. ბოლო ბურთები გაიტანეს იარემჩენკომ და წერეთელმა – 4:4.
გუნდები შეუდგნენ 11–მეტრიანების მეორე სერიას. ჯერ დაწინაურდა “შახტიორი” (ზვიაგინცევი), “დინამომ” კი კვლავ გაათანაბრა ანგარიში (ლ. ნოდია) – 5:5. შემდგომი პენალტი დონეცკელებმა საფონოვს მიანდეს აქ კვლავ გამოიჩინა თავი მეკარე გოგიამ და მოიგერია დარტყმა. ახლა ყველაფერი დამოკიდებული იყო ძოძუაშვილზე, რომელმაც ზუსტად დაარტყა და ამ გოლმა გამარჯვება მოუტანა თბილისელებს – 6:5.
რ. ქორიძე.

Газета «Заря Востока» (Тбилиси) от августа 1973 года:

Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от августа 1973 года:

Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от августа 1973 года: