«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва) 0:3 (0:2)
Чемпионат СССР 1973 года. Высшая лига. Матч № 08.
19 мая 1973 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Ясно, 20 градусов. 22000 зрителей.
Судьи: Я.Балыкин (Днепропетровск), В.Гринберг, Н.Кирсанов (оба — Киев).
«Динамо» Тб.: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе (Кантеладзе, 32), Хурцилава (к), Хинчагашвили, Эбралидзе (Л.Нодия, 60), М.Мачаидзе, Асатиани, Рехвиашвили, Кипиани, Церетели.
«Динамо» М.: Пильгуй, Никулин, Долматов, Комаров, Долбоносов (к), Жуков, Петрушин, Гершкович (Козлов, 46), Кожемякин, Маховиков, Еврюжихин.
Голы:
0:1 Кожемякин — 25
0:2 Кожемякин — 34
0:3 Козлов — 89 (пен.)
Предупреждение: Асатиани (77, недисциплинированное поведение).
ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:
Газета «Советский спорт» (Москва) от 22 мая 1973 года:
ТБИЛИСИ.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва). 0:3 (0:2). Тбилиси. Стадион «Локомотив». 19 мая. Солнечно. 20 градусов. 25 000 зрителей.
Судьи Я. Балыкин (Днепропетровск), В. Гринберг, Н. Кирсанов (оба — Киев).
«Динамо» (Тбилиси): Гогия — 2, Дзодзуашвили — 2, Челидзе — 2 (Кантеладзе, 32 — 2), Хурцилава — 2, Хинчагашвили — 2, Эбралидзе — 2 (Л. Нодия, 60 — б/о), Мачаидзе — 2. Асатиани — 2, Рехвиашвили — 2, Кипиани — 2, Церетели — 2.
«Динамо» (Москва): Пильгуй — 5, Никулин — 5, Долматов — 5, Комаров — 5, Долбоносов — 5, Жуков — 5, Петрушин — 5, Гершкович — 5 (Козлов, 46 — 5), Кожемякин — 5, Маховиков — 5, Еврюжихин — 5.
Голы: Кожемякин (25, 34), Козлов (89, с 11-метрового).
Предупрежден Асатиани.
Дублеры — 2:1. Голы у тбилисцев — Мчедлишвили, Л. Нодия: у москвичей — Якубик (с 11-метрового).
Перед матчем тбилисских динамовцев с московскими одноклубниками заслуженный мастер спорта А. Зазроев высказал опасения, что хозяева не успели восстановить силы после предыдущего матча. 16 мая тбилисцы играли с армейцами, следующий день ушел у них на перелет, еще через день — новый матч.
Уже в середине первого тайма, как свидетельствует наш корреспондент Г. Акопов, стало заметно, что москвичи (имевшие в запасе лишний день) выглядят мобильнее, свежее. Инициатива, которой хозяева поля поначалу владели, как-то незаметно, но надолго перешла к гостям.
Два гола, решившие исход поединка, были забиты Кожемякиным в аналогичных ситуациях из-за грубых ошибок защитников. Последние были специально предупреждены, что не оправившемуся от травмы Гогия будет нелегко играть на выходах, то есть, защитникам следовало проявить особую бдительность, при прострельных и навесных передачах.
К сожалению, напоминание это было оставлено без внимания даже после того как защитники прозевали комбинацию Еврюжихин — Кожемякин (навес с правого фланга, на дальнюю штангу) и центрфорвард головой послал мяч в сетку, Еврюжихин повторил свой маневр, но уже с левого крыла, и снова Кожемякин беспрепятственно завладел высоко летящим мячом и головой переправил его в угол ворот.
С этого момента и до финального свистка динамовцы Москвы вели игру в выгодном для себя русле, не торопясь, не стремясь к обострению. Хозяева же собраться с духом так и не сумели. Потому так скуден на голевые ситуации оказался второй тайм. В одном случае удар Жукова пришелся в штангу, в другом же мячу, летящему в сетку ворот москвичей, преградил путь Долматов. Счет возрос на предпоследней минуте, после пенальти, назначенного за снос Козлова.
Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 22 мая 1973 года:
შიშს დიდი თვალები აქვს!
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 19 მაისი.
“დინამო” (თბილისი) – “დინამო” (მოსკოვი) 0:3 (0:2).
თბილისი: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე (კანთელაძე), ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე (ლ. ნოდია), მ. მაჩაიძე, ასათიანი, რეხვიაშვილი, ყიფიანი, წერეთელი.
მოსკოვი: პილგუი, ნიკულინი, დოლმატოვი, კომაროვი, დოლბონოსოვი, ჟუკოვი, პეტრუშინი, გერშკოვიჩი (კოზლოვი), კოჟემიაკინი, მახოვიკოვი, ევრიუჟიხინი.
მსაჯი: ი. ბალიკინი (დნეპროპეტროვსკი).
თბილისისა და მოსკოვის დინამოელთა მატჩის ეს სარეცენზიო სტატია არაა დაწერილი უშუალოდ თამაშის შემდეგ, როცა სტადიონის ტრიბუნიდან მობრუნებული ცხელ–ცხელი ემოციებით და განცდებით გაცხარებული იწყებ ანგარიშის წერას და წაგებით გამოწვეულ გრძნობას აყოლილი რიგიან ანალიზს ვერ უკეთებ მინდორზე სულ ახლახან განვლილი ბრძოლის პერიპეტიებს. დრო საკმარისზე მეტი გვქონდა.
და აი, ვიხსენებთ განვლილ მატჩს, ბრძოლის საერთო მიმდინარეობას, ცალკეულ ეტაპებს, ყოველი მოთამაშის მოქმედებას… ვიხსენებთ და უნებურად გვიბრუნდება იგივე ძალიან უსიამოვნო განწყობილება, რომლითაც შეპყრობილი ვიყავით თვით თამაშის მსვლელობისას სტადიონზე. გასამართლებელ, საშეღავათო გარემოებას ჩვენი ფეხბურთელებისთვის ვერ ვპოულობთ. ასეთი გარემოებანი, ვფიქრობთ, არც იყო. უბრალოდ, თბილისელებმა ითამაშეს უკიდურესად სუსტად, უსისტემოდ, უნებისყოფოდ, ითამაშეს მიუტევებელი შეცდომებით, სერიოზული დეფექტებით და ამიტომ ვფიქრობთ, გასამართლებელი “ობიექტური” მიზეზების ძებნა თავის მოტყუება იქნებოდა.
შიშს დიდი თვალები აქვსო, ნათქვამია. ასეთ შიშჩამდგარი თვალებით თამაშობს ტრადიციულად ჩვენი გუნდი მოსკოვის “დინამოსთან” და წაგების “ვირუსი”, რომელიც ათეული წლებია მემკვიდრეობით, თაობიდან თაობაში გადმოდის მოსკოველ თანაკლუბელებთან შეხვედრებში, ეტყობა, დღესაც საოცარი გამძლეობით, მტკიცედ ცოცხლობს გუნდში. არა აქვს მნიშვნელობა, რა მდგომარეობაშია მოსკოვის “დინამო”.
ყოველ მოცემულ პერიოდში – ჩემპიონის რანგშია თუ აუტსაიდერთა შორის მყოფი ძლივს ართმევს თავს უმძიმეს სატურნირო მდგომარეობას: ჩვენთვის იგი მუდამ მრისხანე მეტოქეა და ჯერ მარტო ფსიქოლოგიური განწყობით დგას ხოლმე უფრო მაღლა თამაშის დაწყებამდევე.
მატჩის შემდეგ მოსკოველთა მწვრთნელს გ. კაჩალინს ვთხოვეთ ორიოდე სიტყვა ეთქვა განვლილ შეხვედრაზე. მან გულახდილად თქვა: მე ხუთი თითივით ვიცი თბილისელთა ნაკლოვანებანი, რაც საკუთარ თავზე მრავალჯერ მწარედ გამომიცდია, და ახლა შევეცადე მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ისინი. მაგრამ, უნდა მოგახსენოთ, არ მოველოდი, თუ ყველა ეს ნაკლოვანება ასეთი კომპლექსის სახით მოიყრიდა თავს ერთად ამ მატჩში, რომლის შედეგს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორივე მხარისთვის.
მწვრთნელი მართალია, სწორედ თბილისელთა ამ მიუტევებელმა შეცდომებმა მისცა საშუალება მოსკოველთა გუნდს მოეპოვებინა გამარჯვება, რომლის მსგავსი მას წლეულს არ ღირსებია. რაიმე განსაკუთრებული ღირსებებით ჩვენი სტუმრები არ გამოირჩეოდნენ, “ზეფეხბურთი” მათ მაყურებლისთვის არ უჩვენებიათ, მაგრამ თითოეულმა მათგანმა ითამაშა უკიდურესი მონდომებით, მობილიზებით, კოლექტიურად, ყოველი ფეხბურთელი ცდილობდა დაუყოვნებლივ გამოეყენებინა ის შეცდომები, რომლებსაც მოწინააღმდეგეები სისტემატურად უშვებდნენ მთელი თამაშის მსვლელობაში.
თბილისის “დინამოს” ყველა მოთამაშემ მატჩის შემდეგ ერთნაირი შეფასება მიიღო – 2, და უკეთესი ნიშნის ღირსი, უნდა ვთქვათ, არც ერთი მათგანი არ იყო.
წაგებაში დამნაშავეა ყველა.
ყოველ დამარცხებას აქვს თავისი მიზეზები. ასეთ მიზეზები ამ წაგებასაც ჰქონდა და ვცადოთ გავერკვეთ მათში.
პირველი 15 წუთის განმავლობაში თბილისის “დინამო” საუცხოოდ თამაშობდა.
შეტევა გაიშალა მატჩის დასაწყისიდანვე, თავდამსხმელები ხშირად იცვლიდნენ ადგილებს, იერიშებში აქტიურად მონაწილეობდნენ ასათიანიც და სტუმრების მცველები (განსაკუთრებით ნიკულინი, დოლმატოვი, ჟუკოვი) იძულებული იყვნენ რამდენიმეჯერ აშკარად განზრახ უხეშად ეთამაშათ მდგომარეობის სახსნელად, ვინაიდან სხვა გამოსავალი მათ არ ჰქონდათ. უშუალოდ საგოლე მომენტი პილგუის კართან, მართალია, არ შექმნილა, მაგრამ ამ პერიოდში მოსკოველებს ძალიან უჭირდათ.
განვლო 15 წუთმა და თბილისელთა შეტევაც როგორღაც უცბად შეწყდა. თავდამსხმელები აირივნენ და შეჯგუფდნენ მოპირდაპირე საჯარიმო მოედანთან, ნახევარმცველებმა დაკარგეს მათთან კონტაქტი, ზედიზედ რამდენიმეჯერ ჩააბარეს ბურთი მეტოქეს და, როცა მოსკოველებმა სწრაფი კონტრიერიში განახორციელეს, გამოირკვა, რომ თბილისელთა დაცვა არ იყო მზად ორგანიზებული, გეგმიანი ბრძოლისთვის არც ინდივიდუალური, არც კოლექტიური თვალსაზრისით.
გაუგებარი იყო ძოძუაშვილის ტაქტიკური მანევრები. ევრიუჟიხინი მისი ერთ–ერთი ყველაზე ძნელი და “უხერხული” მოწინააღმდეგეა საერთოდ და ეს კარგად იცის პირველ ყოვლისა თვით ძოძუაშვილმა. ნაცვლად იმისა, რომ საფუძვლიანად ჩაეკეტა ეს მოძრავი, ენერგიული, დაუღალავი ფორვარდი, ჩვენი მცველი ყოვლად გაუმართლებელ ავანტიურაზე გადავიდა: მან სრულიად უყურადღებოდ დატოვა საშიში ოპონენტი, არ გაუკეთა ანალიზი შექმნილ მდგომარეობას და წინადაუხედავად, ანგარიშმიუცემლად დაიწყო შეტევა. მცველების ფლანგური გარღვევები და იერიშებში მონაწილეობა თანამედროვე ფეხბურთში თითქმის ნორმად იქცა. ბევრ გუნდს ჰყავს აქტიური მცველები, რომლებიც შესაფერის მომენტებში ერთვიან ფლანგზე შეტევაში და ეყრდნობიან მოულოდნელობის, სისწრაფის ეფექტს, იყენებენ მეტოქის მიერ ღიად დატოვებულ პოზიციას. მხოლოდ ასე თამაშობენ ბრაზილიელი ალბერტო, გერმანელი ბეკენბაუერი, იტალიელი ფაკეტი და სხვანი. მაგრამ რა აზრი აქვს საკუთარ კართან ჩაგდებული ბურთით იარო წინ, დრიბლინგით დაფარო 50–50 მეტრი, დახარჯო უამრავი დრო და ენერგია, როცა მოულოდნელობის ყოველგვარი ელემენტი დაკარგულია და მოპირდაპირე მხარემ წინასწარვე იცის რა გააკეთოს. სანამ ძოძუაშვილი წინ იბრძოდა ბურთისთვის, ღიად დარჩენილი ევრიუჟიხინი მშვიდად უცდიდა გადაცემას და მისი მიღებისთანავე სახიფათო მომენტს ქმნიდა ჩვენს კართან.
ძოძუაშვილის ეს რეიდები ერთობ ძვირად დაგვიჯდა: ორი გოლი თბილისის “დინამოს” კარში სწორედ ევრიუჟიხინის გადაცემებით იქნა გატანილი. ამასთან, მეორე გოლში დამნაშავეა გოგიაც, რომელიც დროზე არ გამოვიდა წინ მაღალი ბურთის ასაღებად.
ძალიან ცუდად ითამაშა ხურცილავამ. რაღაც არ გვახსოვს დინამოელთა კაპიტანი ასეთ ინერტული, უინიციატივო და მიჩქმალული. იგივე ითქმის ჭელიძესა და ხინჩაგაშვილზე, აგრეთვე, კანთელაძეზე.
ნახევარმცველებმა მთლიანად დაუთმეს მინდვრის შუაგული მეტოქეს. სუსტად თამაშობდა ებრალიძე, რომელიც საჭირო იყო თუ არა, შეტევის დროსაც პასიურად დასდევდა ყველგან მახოვიკოვს. მაჩაიძე მთლიანად გამოეთიშა პარტნიორებს და ბურთის გაუთავებელი ტარებით “დამოუკიდებელ” ერთეულს წარმოადგენდა, ხოლო ასათიანი, ნახევარდაცვისა და თავდასხმის ეს დამაკავშირებელი, გამთმაშებელი მოთამაშე, თავს არიდებდა აქტიურ ბრძოლას და სისტემატურად კარგავდა ბურთს. მას კი შუა მინდორზე დიდი როლი აკისრია ჩვენს გუნდში.
წერეთელი და ყიფიანი თავიდან კიდევ მოძრაობდნენ, ცდილობდნენ, მერე კი, როცა გუნდს გაუჭირდა, თამაშის გაძლიერების ნაცვლად მათაც დაყარეს ფარ–ხმალი და მოსკოველთა მცველები მდგომარეობის სრული ბატონ–პატრონნი გახდნენ თავიანთ ნახევარზე.
ცალკე უნდა გამოვყოთ რეხვიაშვილი. მისი ღირსება ისაა, რომ ენერგიულია, შეუძლია იხელთოს მომენტი და დაარტყას კარში, ამ მატჩში კი რეხვიაშვილს რეალური არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ პილგუისთვის რაიმე საშიშროება შეექმნა.
შესვენების შემდეგ მან საერთოდ უკან დაიხია, რატომღაც საკუთარ თავზე აიღო ებრალიძის ფუნქციები, რომ მახოვიკოვისთვის ფეხდაფეხ ესდია და ნახევარდაცვის ხაზს არ გასცილებია. რეხვიაშვილის ნახევარმცველობა კი თბილისის “დინამოს” არაფერში გამოადგება.
ნერვებმა ჩვენს ფეხბურთელებს ამ მატჩში აშკარად უმტყუნა. როგორც ზევით ვთქვით, ნიკულინი, დოლმატოვი და ჟუკოვი არ ერიდებოდნენ უხეშობას და ხშირად არღვევდნენ წესს, მაგრამ სამივე ამ ფეხბურთელმა მშვიდობიანად დაამთავრა მატჩი, ასათიანმა კი გაფრთხილება მიიღო და, რახან ეს მისთვის მეორე გაფრთხილებაა წლეულს, დებულების შესაბამისად, ავტომატურად გააცდენს პირველივე კალენდარულ შეხვედრას. ასეთივე ბედი ელოდა ყიფიანს, მსაჯს მის მიმართ ლმობიერება რომ არ გამოეჩინა. ეტყობა, მოსკოველები ამ საქმეშიც, ესე იგი წესების დარღვევაშიც ჩვენზე საზრიანად და ეშმაკურად მოქმედებდნენ.
განსაკუთრებით სუსტად, პირდაპირ ვიტყვით, უმწეოდ ჩაატარეს თბილისელებმა მეორე ტაიმი. გუნდი ერთიანად დაიბნა, დაკარგა ყოველგვარი ტაქტიკური ნახაზი, შეთამაშება, კოლექტიურობა, რაც საბოლოოდ კანონზომიერი სრული კაპიტულაციით დამთავრდა. მე–19 წუთზე ევრიუჟიხინმა მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა, მიაწოდა ცენტრში, სადაც კოჟემიაკინი მასპინძელთა მცველებზე უფრო გაბედული და სწრაფი აღმოჩნდა, და ზუსტად ითამაშა თავით – 1:0.
35–ე წუთზე ევრიუჟიხინმა კვლავ შეასრულა ანალოგიური მანევრი მარცხენა ფრთიდან და კოჟემიაკინს შეუქმნა მეორე ბურთის გატანის შესაძლებლობა – 2:0.
უკვე მაშინ, როცა თამაში დასასრულს უახლოვდებოდა, 89–ე წუთზე, თბილისელთა მცველებმა კარის წინ მოცელეს კოზლოვი და 11–მეტრიანი უშეცდომოდ დაარტყა თავით დაზარალებულმა – 3:0.
თუ ამ გოლებს დავუმატებთ იმას, რომ მოსკოველებმა ორჯერ მოახვედრეს ბურთი ძელს, ხოლო გოგიამ ფეხებიდან ააცალა ბურთი მის პირისპირ გასულ პეტრუშინს, სტუმრების სრულ უპირატესობაში ეჭვს ვერავინ შეიტანს, ანგარიში შეიძლება მეტიც ყოფილიყო.
ზედიზედ ორმა წაგებამ თბილისის “დინამოს” სატურნირო მდგომარეობა ძალიან გააუარესა.
ბ. ქორქია.
Газета «Заря Востока» (Тбилиси) от мая 1973 года:
Газета «Молодежь Грузии» (Тбилиси) от мая 1973 года:
Газета «Вечерний Тбилиси» (Тбилиси) от мая 1973 года: