«Спартак» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 5:0 (1:0)

Чемпионат СССР 1972 года. Высшая лига. Матч № 14.
11 июля 1972 года. 19-30. Москва. Центральный стадион им. В.И.Ленина. 35000 зрителей.
Судьи: К.Смирнов, А.Буров, П.Шушпанов (все — Ленинград).
«Спартак»: Дарвин, Логофет, Ольшанский, Орлов, Абрамов, Киселев, Мирзоев, Хусаинов (к), Андреев (Минаев, 80), Булгаков, Редин.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Петриашвили, Гавашели, М.Мачаидзе (Рехвиашвили, 46), Мчедлишвили (Гогиджанашвили, 59), Гуцаев, Г.Нодия, Кипиани.
Голы:
1:0 Ольшанский — 45
2:0 Андреев — 51
3:0 Андреев — 52
4:0 Мирзоев — 56
5:0 Хусаинов — 86

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от 12 июля 1972 года:

«Спартак» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) — 5:0.
«Спартак» (Москва) — «Динамо» (Тбилиси). 5:0 (1:0).
Москва. Центральный стадион имени В. И. Ленина.
11 июля. 26 градусов. 38 000 зрителей.
Судьи К. Смирнов, А. Буров. Н. Шушпанов (все — Ленинград).
«Спартак»: Дарвин, Логофет, Ольшанский, Орлов, Абрамов, Киселев, Мирзоев, Хусаинов, Андреев (Минаев, 80), Булгаков, Редин.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Петриашвили, Гавашели, Мачаидзе (Рехвиашвили, 46), Мчедлишвили (Гогиджанашвили, 59), Гуцаев, Г. Нодия, Кипиани.
Голы: Ольшанский (45), Андреев (51, 52), Мирзоев (56), Хусаинов (86).
Дублеры — 0:2. Голы — Церетели, Рехвиашвили.
Тбилисцы вчера в Москве проводили свой последний матч первого круга. Любопытно, что до встречи со «Спартаком южане довольно успешно выступили против московских команд, взяв четыре очка из шести возможных.
Начало встречи напомнило мне первое в нынешнем сезоне выступление динамовцев в Москве против «Торпедо». Быстрые атаки, в основном по правому флангу, где Гуцаеву хорошо помогал Гавашели. Обстрел ворот с дальних дистанций…
Правда, в отличие от торпедовцев спартаковцы играли весьма строго, и особого простора гости не получали. Это и отразилось на результате первого тайма.
Построение команд в атаке было почти одинаковым: у «Спартака» четверо форвардов (Мирзоев, Андреев, Хусаинов и Редин), у тбилисцев кроме трех «чистых» нападающих (Гуцаев, Г. Нодия и Кипиани) фактически в роли четвертого форварда выступал и Гавашели, действовавший немного сзади.
Все это свидетельствовало о том, что обе команды не собирались отсиживаться в обороне. Тяжело пришлось дебютанту «Спартака» Орлову, опекавшему быстрого и техничного Гуцаева. Но партнера удачно подстраховывали Ольшанский и Абрамов.
Тбилисцы были более точны в обработке и передачах мяча. Москвичи превосходили их в азарте, в целеустремленности и в движении.
На 35-й минуте Редин обыгрывает Дзодзуашвили, входит в штрафную, но медлит с ударом. Удачно проходит к воротам гостей центральный защитник Абрамов. Спартаковцы дважды подряд подают угловые.
Но гола все нет и нет… И, как это часто бывает в футболе, москвичи едва не пропускают мяч в свои ворота.
Но Мачаидзе, оставшись один в районе вратарской площадки за пять минут до конца первого тайма, не сумел как следует распорядиться мячом.
Через две минуты ситуация повторилась, но после удара Г. Нодия вратарь Дарвин в отличном прыжке отбил мяч на угловой.
И все-таки москвичи первыми добились успеха. Удар Ольшанского с тридцати метров застал врасплох вратаря Гогия: мяч ударился перед ним в землю и перелетел в сетку ворот.
Прошло шесть минут после перерыва, и центрфорвард Андреев, находясь в окружении двух защитников южан, сумел забить второй гол в ворота гостей. Пока тбилисцы выясняли, кто из них виноват, Андреев после удара Мирзоева вновь подправил мяч в сетку ворот. 3:0.
Защита гостей затрещала по всем швам. Совершенно не участвуют в отборе мяча и полузащитники.
Используя преимущество в скорости, Мирзоев обыгрывает Челидзе и Петриашвили и на 56-й минуте доводит счет до 4:0.
В течение пяти минут было забито три мяча. Давно ничего подобного я не видел на наших стадионах. Спартаковцы своими стремительными перемещениями все время держали оборону «Динамо» в напряжении.
Пытались ли гости атаковать? Да, пытались, но это было лишь в отдельные моменты. Видимо, слишком велик был психологический груз пропущенных мячей. К тому же очень уверенно сыграл и вратарь москвичей Дарвин.
Спартаковцы забили еще один мяч (это мастерски сделал Хусаинов) и спокойно довели матч до победы.
В. Понедельник, заслуженный мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 13 июля 1972 года:

უსიამოვნო სიურპრიზი.
მოსკოვი. ვ. ი. ლენინის სახელობის ცენტრალური სტადიონი. 11 ივლისი.
“სპარტაკი” (მოსკოვი) — “დინამო” (თბილისი) — 5:0 (1:0).
“სპარტაკი”: დარვინი, ლოგოფეტი, ოლშანსკი, აბრამოვი, ორლოვი, კისელიოვი, მირზოევი, ჰუსაინოვი, ანდრეევი (მინაევი), ბულგაკოვი, რედინი.
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, პეტრიაშვილი, გავაშელი, მ. მაჩაიძე (რეხვიაშვილი), მჭედლიშვილი (გოგიჯანაშვილი), გუცაევი, გ. ნოდია, ყიფიანი.
მსაჯი: კ. სმირნოვი (ლენინგრადი).
დუბლიორები — 2:0 “დინამოს” სასარგებლოდ.
თბილისის დინამოელთა მატჩს “სპარტაკთან” ჩვენი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კიევში აღებული ქულის შემდეგ II ადგილზე მყოფი თბილისელები კვლავინდებურად რჩებოდნენ ერთპიროვნული ლიდერის — “ზარიას” მთავარ კონკურენტად ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. მომდევნო ორ მატჩს მოსკოვსა და ბაქოში საფუძვლიანად უნდა განემტკიცებინა გუნდის პოზიციები, ვინაიდან არც “სპარტაკი” და არც “ნეფთჩი” ახლა არ ითვლებიან ისეთი ძალის მეტოქეებად, რომ მათთან 4 ქულის დაგეგმვა არ შეიძლებოდეს.
და აი, უკვე მერამდენედ ვხდებით მოწმე, რომ თბილისის “დინამო” სწორედ ასეთ პრინციპულ, გადამწყვეტ შეხვედრებს ატარებს არათუ სრული მობილიზებით, მთელი შესაძლებლობით, არამედ უკიდურესად სუსტად, უნებისყოფოდ, უსისტემოდ. თვით მეტოქეც ასეთ დროს გაოცებულია, როცა უდიდესი სიძნელეების ნაცვლად თბილისელებთან სრულიად იოლად “კრეფს” ნანატრ ქულებს.
გაიხსენეთ შარშანდელი მატჩები აუტსაიდერებთან _ ცსკა-სთან და “ფახთაქორთან”…
სულ ახლახან “სპარტაკი” თავის მინდორზე დამარცხდა “არარატთან”. ამ მატჩის მეორე ნახევარი ჩვენც ვნახეთ ტელევიზიით. რით შეძლეს ერევნელებმა სპარტაკელთა დამარცხება? უაღრესად დიდი ბრძოლისუნარიანობით, შეუპოვრობით, მაქსიმალური ენერგიით. ისინი არც ერთ ბურთს არ უთმობდნენ მეტოქეს და ისე წარმართეს თამაში, როგორც თვითონ სურდათ.
რა შეეძლო “სპარტაკს” ეჩვენებინა თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ, როცა ამ დღეს რამდენიმე წამყვანი მოთამაშეც გამოაკლდა? მანამდე ჩატარებულ 12 კალენდარულ მატჩში სპარტაკელებს სულ 10 ბურთი ჰქონდათ გატანილი და 11 ქულით IX ადგილზე იყვნენ. 11 ივლისის შეხვედრამ კი მათ მოუტანა 2 ქულა, დიდი ანგარიშით გამარჯვება და 5 გოლი. 10 გოლი 12 შეხვედრაში და ერთბაშად 5 — ერთში!
ასეთ შედეგზე ისინი ვერც იოცნებებდნენ მატჩის წინ. მაგრამ დინამოელთა ძალიან სუსტმა, უნებისყოფო, ქაოსურმა თამაშმა ეს შეუძლებელი ამბავი შესაძლებლად აქცია.
ჩვენ ღრმად ვიყავით დარწმუნებული, რომ თბილისის “დინამომ” ბოლოს და ბოლოს ისწავლა დაცვაში თამაში და შეძლო ოდესღაც ამ სუსტი რგოლის საბოლოოდ სტაბილიზება. მით უმეტეს, რომ მწორედ აქ გამოდის სსრ კავშირის ნაკრების ორი ძირითადი მოთამაშე და სხვებიც გამოცდილი, ტაქტიკურად გამობრძმედილი მცველები არიან. ამ მატჩში კი ცხადი გახდა, რომ ეს ასე არ არის.
დინამოელთა დაცვა და მეკარე გოგია აბსოლუტურად ვერ გაერკვნენ სპარტაკელთა იერიშებში, ვერც ზონაში ითამაშეს, ვერც პერსონალურად შეძლეს მოპირდაპირე თავდამსხმელების ნეიტრალიზება და სისტემატურად უშვებდნენ უხეშ ტაქტიკურ შეცდომებს. რად ღირს თუნდაც ის, რომ მოსკოველთა ნახევარმცველმა მირზოევმა ისე გაატარა 90 წუთი მინდორზე, რომ თითქმის არც უგრძნია, ვინ იყო მისი “პატრონი”, ვის ევალებოდა თბილისელთაგან მისი მეურვეობა.
არც სხვა რგოლების საქმე იყო უკეთესად. გუცაევის რამდენიმე გარღვევა ფლანგზე და რეხვიაშვილის ორი დარტყმა კარში, როცა ანგარიში იყო 4:0. აი, თბილისელთა “აქტივი” ამ მატჩში!
რასაკვირველია, ძალიან დასანანი და საწყენი იყო ოლშანსკის მიერ გატანილი გოლი ტაიმის დასასრულს, როცა მსაჯის სასტვენს 5 წამი აკლდა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ამ გოლს ასეთი საბედისწერო როლი არ უნდა ეთამაშა ჩვენი გუნდისთვის. წინ იყო 45 წუთი, რომლის განმავლობაშიც ბევრი რამ შეიძლებოდა.
მაგრამ სწორედ ეს 45 წუთი იქცა დინამოელთა სრული აბნეულობისა და უსუსურობის დემონსტრაციის პერიოდად. პირველ ტაიმში თამაშს ასე თუ ისე ჰქონდა ბრძოლის, ორმხრივი თამაშის ხასიათი, შესვენების შემდეგ კი, ნაცვლად გაათკეცებული ძალებით შეტევისა, თბილისელებმა სრულიად დათმეს შუა მინდორი, დაკარგეს ურთიერთგაგების უნარი დაცვაში და სამარცხვინოდაც წააგეს.
მატჩის ბედი სულ რამდენიმე წუთში გადაწყდა. 51-ე და 52-ე წუთებზე ანდრეევმა მშვენივრად გამოიყენა მოპირდაპირე დაცვაში დაშვებული შეცდომები — 3:0. 56-ე წუთზე მირზოევმა სულ იოლად მოარტყა თბილისელთა მცველები — 4:0, ხოლო როცა 65-ე წუთზე ჰუსაინოვმა კიდევ ერთხელ აიძულა გოგია ბადიდან გამოეტანა ბურთი, “დინამოს” განადგურება ფაქტად იქცა.
განვლილი მატჩი ზედმეტ კომენტარებს არ საჭიროებს. იგი თბილისის “დინამოს” ისტორიაში სამარცხვინო ფურცლად შევიდა. ვიმედოვნებთ, რომ 11 ივლისის თამაში მწარე გაკვეთილად იქცევა ჩვენი გუნდისთვის, რომ მსგავსი რამ არ გამეორდება მომავალში, ვინაიდან ჩემპიონობისთვის ბრძოლა დინამოელებს კიდევ შეუძლიათ.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *