«Нефтчи» (Баку) — «Динамо» (Тбилиси) 3:1 (1:0)

«Нефтчи» (Баку) — «Динамо» (Тбилиси) 3:1 (1:0)

Чемпионат СССР 1972 года. Высшая лига. Матч № 15.
19 июля 1972 года. 19-00. Баку. Республиканский стадион им. В.И.Ленина. 25000 зрителей.
Судьи: В.Липатов, М.Рафалов, Н.Хачатуров (все — Москва).
«Нефтчи»: Косенков, Кулиев, Брухтий, Легкий, Юмакулов, Курбанов, Мириков, Аббасов, Банишевский (к), Смольников, Стекольников.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Петриашвили, Гавашели, Мчедлишвили (Рехвиашвили, 56), Асатиани, Гуцаев, Г.Нодия (Л.Нодия, 67), Кипиани.
Голы:
1:0 Кулиев — 43
2:0 Стекольников — 47
2:1 Кипиани — 77
3:1 Банишевский — 87

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1424)
«Нефтчи» (Баку) — «Динамо» (Тбилиси) 3:1 (1:0)
19 июля 1972 года. 19-00. Баку. Стадион им. В.И.Ленина. 25000 зрителей.
Судьи: В.Липатов, М.Рафалов, Н.Хачатуров (все — Москва).
«Нефтчи»: Косенков, Кулиев (1 гол), Брухтий, Легкий, Юмакулов, Курбанов, Мириков, Аббасов, Банишевский (к) (1 гол), Стекольников (1 гол), Смольников. Запасные: Али-заде, Семин, Камалетдинов, Абдуллаев, Роменский.
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Петриашвили, Гавашели, Мчедлишвили (Рехвиашвили, 55), Асатиани, Гуцаев, Г.Нодия (Л.Нодия, 70), Кипиани. Запасные: Гогиджанашвили, Эбралидзе, Члаидзе.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 21 июля 1972 года:

«Белый флаг» капитана.
«Нефтчи» (Баку) — «Динамо» (Тбилиси) 3:1 (1:0).
Баку. Республиканский стадион имени В. И. Ленина.
19 июля. 35 градусов. 10 000 зрителей.
Судьи В. Липатов. М. Рафалов. Н. Хачатуров (все — Москва).
«Нефтчи»: Косенков — 4, Кулиев — 5, Брухтий — 4, Легкий — 5, Юмакулов — 4, Курбанов— 4, Мириков — 4. Абасов — 4, Банишевский — 5, Смольников — 4, Стекольников, — 4.
«Динамо»: Гогия — 4, Дзодзуашвили — 2, Челидзе — 2, Хурцилава — 2, Петриашвили — 2, Гавашели — 2, Мчедлишвили — 2 (Рехвиашвили, 56 — 2), Асатиани — 4, Гуцаев — 2, Г. Нодия — 2 (Л. Нодия, 67 — 2), Кипиани — 2.
Голы: Кулиев (43), Стекольников (47), Кипиани (77), Банишевский (87).
Дублеры — 12. Голы: П. Рехвиашвили, Л. Нодия — у «Динамо; Лексин — у «Нефтчи».
В предыдущем туре оба соперника потерпели сокрушительное поражение, пропустив в свои ворота по пять «сухих» мячей. Но если бакинцы видели по телевидению неудачу тбилисцев со «Спартаком», то динамовцы посмотреть будущего соперника не могли.
Тактический рисунок атак тбилисцев был обычным: мяч адресовался Гуцаеву, который должен был выводить на ударную позицию Г. Нодия и Кипиани. Этот план быстро был разгадан защитниками «Нефтчи». Юмакулов и Легкий нейтрализовали Гуцаева, а Г. Нодия и Кипиани, как и в матче со «Спартаком», не проявили изобретательности. Разобщив эти звенья из опасной цепи гостей, бакинцы решили открыть свой заготовленный тактический маневр. Стекольников должен был уводить с фланга Дзодзуашвили, освобождая там место для Аббасова, Курбанова и Смольникова. А Банишевскому предстояло сковать защитников Челидзе и Хурцилаву.
Частые перемещения двух бакинских форвардов уже сразу же должны были насторожить гостей.
Стекольников послал мяч. вбежавшему во вратарскую площадку Банишевскому. Гогия спас положение. На 13-й минуте Банишевский выиграл «воздушную схватку» у высокого Челидзе и направил мяч в верхний угол, но Гогия вновь чудом достал мяч.
Тбилисцы четко защищаются. Однако в игру нападения не хотят вносить изменения. Дзодзуашвили и Асатиани пытаются издали поразить цель, удары же у них не получаются.
В конце тайма динамовцы, как «по спартаковскому» сценарию, пропускают мяч от защитника. Кулиев совершает красивый слалом, обходит пятерых соперников и открывает счет.
Бакинцы превосходят гостей и во втором тайме. Разыгрывается Банишевский. Каждое его единоборство с Хурцилавой и Челидзе, как правило, оканчивается в пользу капитана «Нефтчи». Вот он смещается на фланг, обводит Челидзе и выкладывает мяч на ногу Стекольникову. Следует короткая подрезка — и мяч в воротах — 2:0. Активность Банишевского, кажется, утомила его опекунов. Они явно не поспевают за ним.
Тбилисцы производят замены. Выход Рехвиашвили несколько озадачил бакинцев. Пытаясь разгадать роль, ему предназначенную, они упускают из виду Гуцаева. Проход техничного нападающего завершился передачей Кипиани. Последовал несильный удар. Мяч коснулся кого-то из защитников и опустился в ворота. Гол активизировал действия тбилисцев. Они всей командой устремились к воротам Косенкова. Но хозяева хорошо защищаются. А улучив момент, они выводят вперед Банишевского. Он стремительно идет навстречу Челидзе и Хурцилаве. Обходит их в центральном круге и устремляется к воротам. Гол… И тут произошло то во что не хотелось поверить. Капитан тбилисцев бросился с обвинениями к Челидзе: мол куда ты смотрел, когда бежал Банишевский? Между ними, товарищами по команде, последовала перепалка, закончившаяся тем. что Хурцилава в отчаянии махнул рукой и… самовольно покинул поле.
В трудные для команды минуты капитан всегда последним оставляет корабль. Он сохраняет присутствие духа, не поддается душевной слабости. Мы знаем Муртаза как выдержанного, умеющего всегда владеть собой спортсмена. И тут — такое! Сделав этот шаг, он выбросил «белый флаг», свидетельствующий о поражении, и не столько об игровом (за две оставшиеся минуты спасти матч было невозможно), сколько о моральном. А это уже нечто большее. Конечно, коллектив не оставит без внимания этот случай. А такому большому спортсмену, каким является Хурцилава, сейчас необходимо проявить олимпийское спокойствие, чтобы обдумать происшедшее. Ведь скоро он должен как капитан повести сборную страны на штурм футбольного олимпа в Мюнхене.
В. Алиев.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 22 июля 1972 года:

სეირნობით თამაშს ვერ მოიგებ!
ბაქო. რესპუბლიკური სტადიონი. 19 ივლისი.
“ნეფთჩი” (ბაქო) — “დინამო” (თბილისი) — 3:1 (1:0).
“ნეფთჩი”: კოსენკოვი, ყულიევი, ბრუხტი, ლიოგკი, იურმაკულოვი, ყურბანოვი, მირიკოვი, აბასოვი, ბანიშევსკი, სტეკოლნიკოვი, სმოლნიკოვი.
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, პეტრიაშვილი, გავაშელი, მჭედლიშვილი (რეხვიაშვილი), ასათიანი, გუცაევი, გ. ნოდია (ლ. ნოდია), ყოფიანი.
მსაჯი: ე. ლიპატოვი (მოსკოვი).
დუბლიორები — 2:1 “დინამოს” სასარგებლოდ.
სულ ახლახან, ბაქოში კალენდარულ მატჩზე გამგზავრების წინ, თბილისის “დინამოს” ფეხბურთელები საგანგებო თათბირზე მიიწვიეს ფიზკულტურისა და სპორტის რესპუბლიკურ კომიტეტში, სადაც მათ წინაშე დასვეს სერიოზული, საჭირბოროტო, კონკრეტული საკითხი: რატომ მოუკლო ასე უცებ და მკვეთრად კოლექტივმა თამაშს, რატომ დაქვეითდა მისი საბრძოლო თვისებები, რატომ გაუარესდა მაჩვენებლები?
გარკვეული პასუხი, სიმართლე რომ ითქვას, მაშინ ვერ მივიღეთ. მოთამაშეთა ერთი ნაწილი გაუგებრად იჩეჩდა მხრებს, მეორენი თავს იმართლებდნენ სხვადასხვა უმნიშვნელო მიზეზით, მესამენი კი პირიქით, დავობდნენ, არ სურდათ მიეღოთ მკაცრი, თუმცა, სამართლიანი კრიტიკა.
თათბირზე ბევრი საყვედური ითქვა. და ეს პრეტენზიები მთლიანად ეყრდნობოდა იმ უკმაყოფილებას, რომელიც საქართველოს სპორტულ საზოგადოებრიობას, ჩვენს გულშემატკივრებს, ჩვენს ხალხს აქვს თბილისის “დინამოს” თითოეული წევრის მიმართ. რესპუბლიკის საუკეთესო გუნდის მდგომარეობა, მისი ავ-კარგი, მისი გამარჯვება თუ წარუმატებლობა შორს სცილდება მარტო ერთი სახეობის ფარგლებს. ფეხბურთი იყო და არის ჩვენი ქართული სპორტის ავანგარდი, მისი დროშა, საქართველოს ფეხბურთელთა სახელი, თბილისის “დინამოს” მაღალი პრესტიჟი ათეული წლების მანძილზე იჭედებოდა, მის ჩამოყალიბებას თაობები ემსახურებოდა, ამიტომ ნურავინ ფიქრობს, რომ, თუ დღეს დინამოელის მაისური აცვია, გუნდის ბედ-იღბალსაც ის განაგებს. წაგება არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს თბილისის “დინამოს” ტრადიციას. ეს გუნდი იმისთვის არ აგვიყვანია ასეთ სიმაღლეზე, რომ ერთეულების კაპრიზებმა გადაწყიტოს რა და როგორ უნდა მოხდეს. ჩვენს გუნდს უწინაც ჰქონია კრიზისის პერიოდები, მაგრამ მუდამ მშვიდობიანად დაუღწევია თავი მათთვის და პირველ ყოვლისა იმით, რომ ვისაც არ სურდა მთელი მონდომება და შესაძლებლობანი შეეწირა კოლექტივის ღირსებისთვის, დაუყოვნებლივ იხდიდა ამ მაისურს, რომლის ტარების ღირსიც არ იყო.
თათბირზე ლაპარაკი იყო მოსკოვის “სპარტაკთან” განცდილ სასტიკ მარცხზე, მაგრამ ერთმა მატჩმა, თუნდაც დიდი ანგარიშით წაგებულმა, არ შეიძლება განსაზღვროს გუნდში შექმნილი მდგომარეობა.
ვილაპარაკოთ ციფრების ენით, ვინაიდან ციფრები ფაქტია, ფაქტს კი ვერ გაექცევი.
მიმდინარე ჩემპიონატის პირველ რვა მატჩში თბილისის “დინამომ” 13 ქულა აიღო. გუნდი თამაშობდა სრული მონდომებით, ენერგიით, შეხმატკბილებულად. ვეტერანების მდიდარი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდობის დიდ შესაძლებლობებთან შერწყმით საფუძველს გვაძლევდა გვევარაუდა, რომ თბილისის “დინამოს” ახლანდელი შემადგენლობა მომწიფდა იმ დიდი და საპატიო ამოცანის შესასრულებლად, რომელიც ჩვენ ერთხელ უკვე გადავწყვიტეთ 1964 წ.
8 მატჩი — 13 ქულა! ეს საჩემპიონო განაცხადი იყო. მაგრამ სულ მალე მდგომარეობა შეიცვალა.
გადიოდა დღეები, მატჩი მატჩს მოსდევდა და დინამოელები სულ უფრო უკლებდნენ თამაშის დონეს, სულ უფრო ხშირად გადიოდნენ მინდვრიდან თავჩაქინდრულნი, კარგავდნენ მეტს, ვიდრე იძენდნენ.
მომდევნო ექვს მატჩში, ერევანში განცდილი მარცხის შემდეგ, თბილისელებმა სულ 5 ქულა აიღეს, ამასთან, ამ ექვს შეხვედრაში მხოლოდ 2 ბურთი გაიტანეს, მიიღეს კი 8. 12 შესაძლებლიდან ზედიზედ დაიკარგა 7 ქულა.
ესე იგი, მოსკოვის “სპარტაკთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხი გარკვეული კანონზომიერების შედეგს წარმოადგენს და არა რაღაც საოცარ მოულოდნელობას, მოწმენდილ ზეცაზე გავარდნილ მეხს. ეს რომ ასეა, დაგვიდასტურებს ბაქოში ჩატარებული მატჩიც, სადაც ჩვენმა გუნდმა უკიდურესად სუსტად, უსუსურად ითამაშა და სამარცხვინოდაც დამარცხდა.
“ნეფთჩი” ამ მატჩისთვის გათამაშების სრული აუტსაიდერი იყო — 9 ქულა! ბაქოელებმა ბოლო ხუთ მატჩში სამი წააგეს (თანაც ასეთი ანგარიშით — 1:4, 0:2, 0:5), ორი ფრედ დაამთავრეს და თითქმის უიმედო მდგომარეობაში იყვნენ. ხსნა მათ ჰპოვეს თბილისის “დინამოს” სახით, რომელმაც ფართოდ გაუღო კარი მეტოქეს ბურთების გასატანად.
19 ივლისის მატჩი ფეხბურთის მოყვარულებმა ტელევიზიით ნახეს და ყველა დაგვეთანხმება, რომ ბაქოელები არაფრით ბრწყინავდნენ. ეს ისეთივე სუსტი გუნდი იყო, რომლის კარში იოლად გაჰქონდათ ერთ მატჩში 4 და 5 ბურთი სხვა მეტოქეებს, მაგრამ თბილისის დინამოელებმა პირველივე წუთებიდან მთლიანად დაუთმეს ინიციატივა მასპინძლებს და უსუსური თამაშით 2 ქულის აღების საშუალება მისცეს.
გაიხსენეთ მატჩის მსვლელობა. პირველივე წუთებზე, როგორც კი თამაში დაიწყო, თბილისელთა მცველებმა ხურცილავამ, ჭელიძემ, პეტრიაშვილმა ზედიზედ დაუშვეს უხეში შეცდომები, რომლებსაც გოლები უნდა მოჰყოლოდა. შემდეგ, მე-13 წუთზე, “დინამო” ისევ გადაურჩა გოლს, როცა ბურთი ძელს მოხვდა. ასეთი მომენტები სისტემატურად იქმნებოდა და ყველა მათგანი მცველთა უსისტემო თამაშის შედეგი იყო.
თბილისის “დინამო”, ჩვეულებრივ, სამი ნახევარმცველით თამაშობს, მაგრამ ამ მატჩში სამი მოთამაშიდან არც ერთი არ ჰგავდა თანამედროვე ნახევარმცველს. ჩვენი გუნდის ნახევარდაცვა ისე კი არ თამაშობს, როგორც საერთოდ მოითხოვს ფეხბურთი ან მინდორზე შექმნილი კონკრეტული მდგომარეობა, არამედ საკუთარი სურვილით, ვისაც როგორ მოეპრიანება. შუა მინდორი მათ რაღაც საკურორტო ზონად მიაჩნიათ, სადაც სავალდებულო არაა თავგამოდებით ებრძოლო მეტოქეს, სძლიო მას, ჩაუშალო გადაცემები და კომბინაციები. ისინი ამჯობინებენ ბურთის უთავბოლო ტარებას, რათა შემდგომ აუცილებლად დაკარგონ.
თავდასხმა? აქაც უმეტესად “დამსვენებლებს” ვხედავთ, რომლებიც პასიურობით სრულ შესაძლებლობას აძლევენ მოპირდაპირე მცველებს აქტიური დახმარება გაუწიონ თავიანთ წინა ხაზებს.
არც ერთი მათგანი თავს არ იწუხებს დაკარგული ბურთის უკან დაბრუნებისთვის, შეტევის გახანგრძლივებისთვის. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი თავდამსხმელები “მშიერ ულუფაზე” არიან და ბოლო შვიდ შეხვედრაში სულ 3 ბურთი აქვთ გატანილი!
თავდამსხმელთა უინიციატივობა, უმოქმედობა მძიმედ ემჩნევა თბილისის “დინამოს”. განვლილ მატჩში პირველი ბურთი 44-ე წუთზე მივიღეთ იმის გამო, რომ ყიფიანმა სავსებით ელემენტარულ ვითარებაში დაკარგა ბურთი, არ გამოჰყვა ყულიევს და საშუალება მისცა მას ღია პოზიციაში გასულიყო.
ან გაიხსენეთ მესამე გოლი: წართმეულ ბურთზე წინ არავინ იბრძოლა, ხოლო ჭელიძემ და ხურცილავამ თვალსა და ხელს შუა გაუშვეს ბანიშევსკი.
ერთი სიტყვით, “ნეფთჩისთან” მატჩმა ერთხელ კიდევ გაუსვა ხაზი ჩვენს გუნდში შექმნილ მძიმე მდგომარეობას, დაგვარწმუნა ცალკეულ დინამოელთა სრულ უნებისყოფობასა და დაბალ საბრძოლო თვისებებში.
რედაქციაში უამრავი წერილი მოდის. ამ წერილებს გვწერენ თბილისის “დინამოს” გულშემატკივრები, ადამიანები, რომელთათვისაც ახლოა ჩვენი ფეხბურთის აწმყო და მომავალი. ისინი შეშფოთებული არიან შექმნილი მდგომარეობით, თბილისელი ფეხბურთელების სუსტი თამაშით. მათი უმეტესობა სწორად აღნიშნავს: არ შეიძლება დროის ასეთ პატარა მონაკვეთში ასე უცბად და ხელის ერთი მოსმით დაქვეითებულიყო კოლექტივის ყველა საბრძოლო მაჩვენებელი, არ შეიძლებოდა კოლექტივის ყველა მოთამაშეს ერთიანად განეცადა დეკვალიფიკაცია. გუნდის ამ რეგრესის მთავარი მიზეზია მოთამაშეთა შორის კოლექტივიზმის, შეთანხმებულობის დაკარგვა, უნებისყოფობა.
დღევანდელი ფეხბურთი უკიდურესად ინტენსიური, მრავალმხრივი და რთულია. თვით უმაღლესი კლასის, მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავებიც კი მთელ თავის ფიზიკურ შესაძლებლობათა მაქსიმუმს აქსოვენ ბრძოლას, ყველაფერს სწირავენ წარმატების მისაღწევად. ასე თამაშობენ პელე, ჟაირზინიო, ბეკენბაუერი, ნეცერი, მიულერი, ეუსებიო და სხვა დიდოსტატები. ჩვენს ფეხბურთელებს კი სეირნობით სურთ ფონს გასვლა. საჭიროა შრომა, თავდადება, საქმის სიყვარული, კოლექტივში მეგობრული სულისკვეთების დამკვიდრება, პატრიოტიზმის გრძნობის გამოვლენა, ვაჟკაცური შემართება, თორემ სეირნობით ჯერ ფეხბურთში არავის გაუმარჯვნია. ეს დინამოელებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს “სპარტაკთან” და “ნეფთჩისთან” მატჩებში.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ანბანურ ჭეშმარიტებაზე გვიხდება ლაპარაკი. სულ ახლახან ტელევიზიით ბევრი მატჩი ვნახეთ ევროპის ჩემპიონატის თუ საკავშირო პირველობის პროგრამით.
შეიძლება მოგეწონოს ვისიმე თამაში, შეიძლება — არა, ეს გემოვნების საქმეა, მაგრამ აბა თუ ნახეთ ვინმემ მინდორზე უქმად გაჩერებული, დოინჯშემოყრილი ფეხბურთელი! ყველა იბრძვის. უამისოდ არ შეიძლება.
გერმანელმა ფეხბურთელებმა ღირსეულად მოიპოვეს ევროპის ჩემპიონთა წოდება, მაგრამ უმაღლეს ოსტატობასთან ერთად მათ უდიდესი შრომისუნარიანობა და ნებისყოფაც გამოავლინეს. ეს რომ არა, ევროპის ჩემპიონები ვერ გახდებოდნენ. ჩვენს გუნდში ზოგიერთი ერთმანეთს სიზარმაცეში ეჯიბრება. ამას გარდა, დინამოელთა შორის არ გამოჩნდა წამყვანი მოთამაშე, ორგანიზატორი, რომელიც მძიმე წუთებში სათავეში ჩაუდგება კოლექტივს, პირადი მაგალითით გაამხნევებს პარტნიორებს, არ მისცემს მათ უბრძოლველი კაპიტულაციის საშუალებას, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ასეა.
მკითხველები, ფეხბურთის მოყვარულნი, რომლებიც წერილებით მოგვმართავენ რედაქციას, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ნაკრებში მოთამაშე თბილისის დინამოელები საკავშირო ჩემპიონატის მატჩებს ძალიან სუსტად, მოუნდომებლად ატარებენ თავიანთ კლუბებში და არ იბრძვიან ისე, როგორც შეუძლიათ.
თბილისის “დინამოს” ახლა ზედიზედ აქვს კალენდარული მატჩები. საჭიროა პასუხისმგებლობის სრული გამოვლენა, ძალების მთელი მობილიზაცია, რათა სასწრაფოდ გამოსწორდეს ბოლო ხანების მარცხი და გუნდმა თავის გულშემატკივრებს კვლავ დაუმტკიცოს, რომ ჯერ კიდევ შესწევს მაღალი ადგილისთვის ბრძოლის ძალა!