«Динамо» (Тбилиси) — СКА (Ростов-на-Дону) 4:1 (2:1)

«Динамо» (Тбилиси) — СКА (Ростов-на-Дону) 4:1 (2:1)

Чемпионат СССР 1972 года. Высшая лига. Матч № 07.
16 мая 1972 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 30000 зрителей.
Судьи: В.Липатов, М.Рафалов, В.Жарков (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Эбралидзе, Гавашели, М.Мачаидзе, Петриашвили, Гуцаев, Г.Нодия, Кипиани.
СКА: Бойченко, Серостанов, Шергелашвили, Александров, Алтухов (Могильный, 46), Гетманов, Цыбин, Антонов, Еськов (к), Чихладзе, Чуркин (Масляев, 46).
Голы:
0:1 Чихладзе — 03
1:1 Дзодзуашвили — 24
2:1 Гуцаев — 33
3:1 Г.Нодия — 75
4:1 Петриашвили — 88

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1424)
«Динамо» (Тбилиси) — СКА (Ростов-на-Дону) 4:1 (2:1)
15 мая 1972 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 30000 зрителей.
Судьи: В.Липатов, М.Рафалов, В.Жарков (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили (1 гол), Челидзе, Хурцилава (к), Эбралидзе, Гавашели, М.Мачаидзе, Петриашвили (1 гол), Гуцаев (1 гол), Г.Нодия (1 гол), Кипиани. Запасные: Гогиджанашвили, Кантеладзе, Кутивадзе, Члаидзе.
СКА: Бойченко, Серостанов, Шергелашвили, Александров, Алтухов (Могильный, 46), Гетманов, Антонов, Еськов (к), Чихладзе (1 гол), Цыбин, Чуркин (Масляев, 46). Запасные: Кудасов, Филатов, Бондаренко.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 18 мая 1972 года:

СКА начинает… И проигрывает.
«Динамо» (Тбилиси) — СКА (Ростов-на-Дону). 4:1 (2:1).
Тбилиси. Стадион «Локомотив».
16 мая. Ясно. 23 градуса. 35 000 зрителей.
Судьи В. Липатов, М. Рафалов. В. Жарков (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Эбралидзе, Гавашели, Мачаидзе, Петриашвили, Гуцаев, Г. Нодия, Кипиани.
СКА: Бойченко, Серостанов, Шергелашвили, Александров, Алтухов (Могильный, 46), Гетманов, Цыбин, Антонов, Еськов, Чихладзе, Чуркин (Масляев, 48).
Голы: Чихладзе (3), Дзодзуашвили (24), Гуцаев (33), Нодия (75) Петриашвили (88).
Дублеры — 0:1. Гол: Джавадов.
Итог матча вполне соответствует соотношению сил. Даже то обстоятельство, что по воле случая, выразившегося в неудачном маневре Гогия, гости повели в счете, не стало решающим. Гол ростовчанина Чихладзе несколько изменил характер действий динамовцев, активизировал их, «Быстрее отыграться» — стало теперь их первейшей заботой. На протяжении четверти часа мяч не пересекал среднюю линию, тбилисцы всей командой ушли в атаку. Били по воротам защитники Челидзе и Эбралидзе, Хурцилава и Дзодзуашвили. Наконец мощнейший удар последнего достиг цели.
Игра после этого пошла поспокойнее, но передышка для гостей длилась недолго. Полузащитники «Динамо», уверенно контролировавшие середину поля, хорошо поддерживали своих форвардов. Защитники СКА не справлялись с их опекой. Особен но Артюхов (Алтухов-ред): всякий раз, как только мяч попадал к Гуцаеву, над воротами гостей сгущались тучи. Своими молниеносными финтами — очень экономными по амплитуде, движений и оригинальными — молодой нападающий «Динамо буквально вывел из равновесия сначала Артюхова (Алтухова — ред.), а затем и Александрова. К сожалению, чаще всего защитники платили своему «обидчику» грубостью.
Минимальная разница в счете, при которой команды возобновили игру после перерыва, казалось, не лишила гостей надежды спасти хотя бы очко. Тем более что в действиях защитников «Динамо» появилась.
Небрежность, как ее следствие — просчеты. Однако воспользоваться этими единичными ошибками защитников ростовчане не сумели. Не сумели, мне кажется, потому. что нелегкий первый тайм отнял у них не только много сил, но и веру в возможность успеха.
А динамовцы Тбилиси записали в свой актив баллы в борьбе за два приза — «Крупного счета» и «За волю к победе».
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 18 мая 1972 года:

სამი ჩათვლა ერთ მატჩში.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 16 მაისი.
“დინამო” (თბილისი) — ასკ (დონის როსტოვი) — 4:1 (2:1).
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, გავაშელი, მ. მაჩაიძე, პეტრიაშვილი, გუცაევი, გ. ნოდია, ყიფიანი.
ასკ: ბოიჩენკო, სეროსტანოვი, შერგელაშვილი, ალექსანდროვი, ალტუხოვი (მოგილინი), გეტმანოვი, ანტონოვი, ესკოვი, ჩიხლაძე, ციბინი, ჩურკინი (მასლიაევი).
მსაჯი: ვ. ლიპატოვი (მოსკოვი).
დუბლიორები — 1:0 როსტოველთა სასარგებლოდ.
16 მაისის მატჩში თბილისელებმა ერთბაშად სამი ჩათვლა მიიღეს: ჯერ ერთი, შეხვედრა მოიგეს და ესოდენ საჭირო 2 ქულა ჩაიწერეს, მეორე, გაინაღდეს კიდევ ერთი ბალი დიდი ანგარიშით გამარჯვებისთვის და, ბოლოს, აიღეს ქულა “გამარჯვებისკენ სწრაფვის” პრიზისთვის ბრძოლაში. უხვი მოსავალია!
მაგრამ მე-3 წუთზე დინამოელთა გულშემატკივრები უკვე საკმაოდ უგუნებოდ იყვნენ, როცა როსტოველები დაწინაურდნენ ჩიხლაძის გატანილი გოლის წყალობით. ეს იყო დაცვისა და მეკარის აშკარა ლაფსუსის შედეგი. სტუმრების იერიშისას მცველებმა ბურთი ვერაფრით მოიცილეს საჯარიმო მოედნიდან. გოგიამ ესკოვის დარტყმა მოიგერია, მაგრამ ბურთს არიელთა ცენტრალურმა თავდამსხმელმა მიუსწრო…
ამ დასაწყისს თბილისელთა ხანგრძლივი, მძლავრი იერიში მოჰყვა. ამ იერიშს შემდგომში ისეთი შტურმის ხასიათი მიეცა, რომ “დინამოს” ნახევარზე დრო და დრო რჩებოდა მხოლოდ ერთი მოთამაშე — გოგია. როსტოველთა კართან შექმნილი ყველა მომენტის აღწერას არ შევუდგებით, ვინაიდან ეს ბევრ დროსა და ადგილს წაგვართმევდა. ყოველი რამდენიმე წუთის შემდეგ სტუმრების კარი ბეწვზე ეკიდა და ეს ბეწვი, როგორც იქნა, გაწყდა: ძოძუაშვილმა 23-ე წუთზე მაჩაიძის გადაცემა მიიღო და ძალიან ზუსტად, ძლიერად, შეუჩერებლად დაარტყა კარში. მცველის ეს გოლი პირადად მისთვის შემთხვევითი არ იყო. მანამდე ძოძუაშვილმა არაერთხელ შეასრულა საიერიშო რეიდი და ბოლოს მაინც მიაღწია მიზანს — 1:2.
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ “დინამოს” თამაში უფრო დამაჯერებელი, გეგმიანი და დახვეწილი გახდა. იერიში ვითარდებოდა გაშლილად, მინდვრის მთელ სიგანეზე, გაძლიერებული ძალებით, და მალე, 32-ე წუთზე, დამთავრდა მეორე გოლით. ეს იყო ერთგვარი “კომპლექსური” შტურმი მცველების, ნახევარმცველებისა და თავდამსხმელების მონაწილეობით. ბურთი არმიელთა ერთ-ერთი მცველისგან რიკოშეტით მოხვდა გუცაევთან და ამ უკანასკნელისგან გავიდა კარში — 2:1.
სტუმრებმა თამაშის გამოსწორება მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლეს. მათ შეცვალეს ალტუხოვი, რომელიც სისტემატურად უხეშობდა გუცაევის წინააღმდეგ და მაინც მუდამ წაგებული რჩებოდა. გუცაევის ნეიტრალიზება შესვენების შემდეგ დაევალა ალექსანდროვს, რომლის არსენალში, ეტყობა, მეტი აკრძალული ილეთია და უფრო აქტიურადაც მიმართავს ამ გზას გაჭირვების დროს. წინა ხაზზე მასლიაევმა ჩურკინზე უკეთ ითამაშა და ამის შედეგად გუნდმა რამდენიმე ერთობ სახიფათო კონტრიერიშის განხორციელება შეძლო.
გარკვეულ პერიოდში დინამოელები ძალიან უსისტემოდ, უყურადღებოდ თამაშობდნენ, ბევრს ატარებდნენ ბურთს, ხშირად კარგავდნენ მას. მდგომარეობის გამოსწორებას დაახლოებით 25 წუთი დასჭირდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი მოწესრიგდა: 32-ე წუთზე ნოდიამ შორი გადაცემა მიიღო მინდვრის სიღრმიდან და წინ გავიდა. მის პარალელურად მოძრაობდა გუცაევი. ამ ორი თავდამსხმელის წინ მხოლოდ მოგილნი იყო, რომელიც რთულ ამოცანას ვერ გაუმკლავდა, ნოდია ვერ შეაკავა და ამ უკანასკნელმა ზუსტად გაგზავნა ბურთი კარის შორეულ დაბალ კუთხეში — 3:1.
მატჩის ანგარიში გაზარდა პეტრიაშვილმა. ბურთი გათამაშდა ნოდიასა და ყიფიანს შორის, შემდეგ პეტრიაშვილს გადაეცა და მისგან მიაღწია მიზანს — 4:1.
ახლა წინაა ყველაზე საინტერესო, ცენტრალური მატჩი ორ ლიდერს შორის, რომელიც 20 მაისს შედგება ჩვენს სტადიონზე: “დინამო” (თბილისი) — “ზარია” (ვოროშილოვგრადი). იგი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია.
რ. ქორიძე.