«Динамо» (Тбилиси) — «Нефтчи» (Баку) 1:0 (1:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Нефтчи» (Баку) 1:0 (1:0)

Чемпионат СССР 1972 года. Высшая лига. Матч № 05.
2 мая 1972 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 30000 зрителей.
Судьи: А.Табаков, Н.Болотников, О.Кекшин (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Петриашвили, Гавашели, М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев, Г.Нодия, Кипиани.
«Нефтчи»: Шехов, Кулиев, Брухтий (к), Семиглазов, Легкий, Зейналов, Мириков, Аббасов, Авруцкий (Стекольников, 75), Гаджиев (Ализаде, 68), Смольников.
Гол:
1:0 Г.Нодия — 41

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1424)
«Динамо» (Тбилиси) — «Нефтчи» (Баку) 1:0 (1:0)
2 мая 1972 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 30000 зрителей.
Судьи: А.Табаков, Н.Болотников, О.Кекшин (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Петриашвили, Гавашели, М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев, Г.Нодия (1 гол), Кипиани. Запасные: Эбралидзе, Гогиджанашвили, Кутивадзе, Л.Нодия, Члаидзе.
«Нефтчи»: Шехов, Кулиев, Брухтий (к), Легкий, Зейналов, Семиглазов, Мириков, Аббасов, Авруцкий (Стекольников, 70), Гаджиев (Али-заде, 65), Смольников. Запасные: Семин, Юмакулов, Косенков.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 5 мая 1972 года:

Подкараулив случай.
«Динамо (Тбилиси) — «Нефтчи» (Баку). 1:0 (1:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив.
2 мая. Пасмурно. 20 градусов. 30 000 зрителей
Судьи А. Табаков, Н. Болотников,О. Кекшин, (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Петриашвили, Гавашели, Мачаидзе, Асатиани, Гуцаев, Г. Нодия, Кипиани.
«Нефтчи»: Шехов, Кулиев. Брухтий, Семиглазов, Легкий, Зейналов, Мириков, Аббасов, Авруцкий (Стекольников, 75), Гаджиев (Али-Заде, 68), Смольников.
Гол: Г. Нодия (41).
Дублеры — 1:1. Голы: у «Динамо» — Л. Нодия, у «Нефтчи» — Туаев.
Подолгу владевшие мячом динамовцы вели игру неторопливо, грешили мелкими передачами как в середине поля, так и на ближних подступах к цели. Игра шла преимущественно на половине поля гостей, а по-настоящему острых моментов у их ворот было не так уж много.
Гости, в свою очередь, вели контратаки при минимальном количестве ходов, с использованием флангов и выводом нападающих на удар длинными передачами из глубины. Правда, до перерыва им это редко удавалось, но во втором тайме именно благодаря такой тактике над воротами «Динамо» несколько раз сгущались тучи. К чести молодого вратаря Гогия следует заметить, что играл он безошибочно.
Гол, принесший динамовцам победу, был забит так. Брухтий, довольно легко перехватив навесную передачу, решил, что единоборство выиграно, и хотел головой скинуть мяч вратарю. Микроскопической его оплошности было достаточно, чтобы выскочивший из-за спины Нодия перехватил передачу и послал мяч в сетку ворот.
У победителей кроме Нодия и Гогия следует отметить левого крайнего Кипиани.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 5 мая 1972 года:

მსაჯი განუწყვეტლივ სტვენდა.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 2 მაისი.
“დინამო” (თბილისი) _ “ნეფთჩი” (ბაქო) — 1:0.
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, პეტრიაშვილი, გავაშელი, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი, გ. ნოდია, ყიფიანი.
“ნეფთჩი”: შეხოვი, ყულიევი, ბრუხტი, ლიოგკი, ზეინალოვი, სეიმგლაზოვი, მირიკოვი, აბასოვი, ავრუცკი (სტეკოლნიკოვი), გაჯიევი (ალი-ზადე), სმოლნიკოვი.
მსაჯი: ა. ტაბაკოვი (მოსკოვი).
დუბლიორები — 1:1.
“მცირე ფოლის ტაქტიკა” კარგადაა ცნობილი ფეხბურთში. კოლექტიური თვალსაზრისით მას მიმართავენ იმ შემთხვევებში, როცა სურთ შეაფერხონ მოწინააღმდეგე გუნდის ტემპი, ხელი შეუშალონ მის აწყობილ თამაშს, კომბინაციურ მოქმედებას, საერთო შეტევას და ა.შ. ინდივიდუალური პრესინგის ვითარებაში კი “მცირე ფოლი” ნიშნავს, რომ პირისპირ ბრძოლისას არ მისცე შენზე უშუალოდ გაპიროვნებულ ფეხბურთელს თამაშის საშუალება და “დელიკატური” ჯარიმებით უვნებელყო იგი.
როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში “მცირე ფოლის ტაქტიკა” წესების ელემენტარული დარღვევაა, რომლის აღკვეთა შეუძლია მხოლოდ ერთ კაცს — მსაჯს. არბიტრი მოვალეა დროზე შენიშნოს ეს არასპორტული საქციელი და არ მისცეს გუნდს სისტემატურად წესის დარღვევის საშუალება.
“ნეფთჩიმ” მიმართა “მცირე ფოლის” თავისებურ კომბინირებულ მეთოდს — კოლექტიურსაც და ინდივიდუალურსაც ერთდროულად. საკმარისი იყო თბილისელი თავდამსხმელები გამოჩენილიყვნენ შეტევის სახიფათო ზონაში, რომ ყულიევი, ზეინალოვი, სემიგლაზოვი, ბრუხტი და სხვანი წამსვე მიმართავდნენ აკრძალულ ხერხებს, რათა რთული მდგომარეობა დასაწყისშივე გაენელებინათ და კარი ხიფათისგან ეხსნათ, ხოლო ლიოგკი სპეციალურად იყო მიჩენილი გუცაევზე და უკვე ბურთის მიღების მომენტში უმოწყალოდ ცელავდა მას. ბაქოელ მცველს ეს არ გასჭირვებია, ვინაიდან იგი გუცაევზე გაცილებით ძლიერია ფიზიკურად, უფროსია ასაკითაც და საბოლოოდ შეძლო ის, რომ თავისი ახალგაზრდა მეტოქე თითქმის მთლიანად გამოთიშა თამაშს.
თქმა იმისა, რომ მსაჯს ყოველივე ეს მხედველობიდან გამორჩა, არ იქნებოდა სწორი. პირიქით,
ტაბაკოვი გამოცდილი არბიტრია, არ გამოეპარება დარღვევა და ყოველი ასეთი ინციდენტისას იგი დაუყოვნებლივ აძლევდა სასტვენს. მაგრამ ეს, ჩვენი აზრით, იყო დარღვევათა ფორმალური ფიქსირება, ცალკე აღებული თითოეული ჯარიმის აღნიშვნა, რომელსაც სტუმრებისთვის იოტის ოდენადაც არ შეუშლია ხელი თავიანთი ტაქტიკური მიზნის განხორციელებაში. ისინი შეგნებულად მიდიოდნენ ჯარიმებზე და არც ეშინოდათ ამისი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჯარიმა ფაქტიურად მათი მხსნელი იყო, ასე ვთქვათ, გეგმის ნაწილი: ყოველი სასტვენი ნიშნავდა თბილისელთა იერიშის შეჩერებას, ტემპის დაგდებას, ყოველგვარი უსიამოვნო მოულოდნელობისგან თავის ხსნას. 45 წუთის განმავლობაში მსაჯის სასტვენი არ გაჩერებულა, თამაში ყოველ წუთს წყდებოდა, შეტევა ჩანასახშივე ქრებოდა და…
ბაქოელებსაც ეს უნდოდათ.
მართალია, ტაბაკოვმა რამდენიმეჯერ მოიხმო თავისთან გუნდის კაპიტანი ვ. ბრუხტი, თავაზიანად გააფრთხილა იგი, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია: “მცირე ფოლი” კვლავინდებურად ბატონობდა მინდორზე.
მიუხედავად ამისა, ტაიმი მთლიანად თბილისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. ამ 45 წუთის გარშემო ცალკეულ მოთამაშეთა მიმართ პრეტენზიები ნაკლებად გვაქვს, ანსამბლს ჩამორჩებოდნენ მხოლოდ გუცაევი (ზემოხსენებული მიზეზის გამო) და გავაშელი. ამას გარდა, აღსანიშნავია, ნახევარმცველთა უკიდურესად უზუსტო გადაცემები, რომელთა გამო ბევრი საუკეთესოდ წამოწყებული კომბინაცია იშლებოდა “ნეფთჩის” საჯარიმო მოედნამდე.
ანგარიში გაიხსნა მე-40 წუთზე და ნოდიას მიერ ბრწყინვალედ გატანილი ეს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა ამ მატჩში. თბილისელთა ცენტრალურმა თავდამსხმელმა შორეული გადაცემა მიიღო ძოძუაშვილისგან, ბურთის მიღება და დამუშავება ბრუხტისთან უშუალო ბრძოლაში ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ნოდიამ უაღრესად რთულ ვითარებაში აჯობა ბაქოელთა სტოპერს და ოსტატურად დაარტყა — 1:0.
თუ როგორ ითამაშებდნენ ბაქოელები მეორე ტაიმში, ეს ეჭვს არ იწვევდა. განახლდა თამაში, ისინი წამსვე შეტევაზე გადავიდნენ და მდგომარეობის გამოსასწორებლად ძალ-ღონე არ დაიშურეს.
შემდგომში მათ შეცვლათა მარაგი მთლიანად ამოუწურეს და ტემპის შესანარჩუნებლად ორი დასვენებული თავდამსხმელი გამოიყვანეს მინდორზე.
პირდაპირ ვიტყვით: ჩვენს გუნდს ძალიან გაუჭირდა შესვენების შემდეგ. მთელ რიგ შემთხვევებში სტუმრები ისე უტევდნენ, რომ დინამოელთა კარი ბეწვზე ეკიდა. გოგიას ბრწყინვალე თამაში რომ არა, ძნელი სათქმელია როგორ შეინარჩუნებდა გუნდი გამარჯვებას. საუცხოოდ ითამაშა დაცვაში პეტრიაშვილმა, წინა ხაზზე აქტიურობდა ნოდია, ხოლო ყიფიანმა ერთხელ კიდევ გვაჩვენა თავისი შესანიშნავი პოტენციური შესაძლებლობანი. ამ მძიმე ვითარებაში იგი მოგვევლინა როგორც ჩამოყალიბებული, პირველხარისხოვანი ოსტატი. მისმა მაღალკვალიფიციურმა თამაშმა დიდი როლი შეასრულა გამარჯვებაში.
ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ხურცილავა და ძოძუაშვილი, რომლებმაც 30 აპრილს უმძიმესი დატვირთვა გადაიტანეს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში, ხოლო შემდეგ — დამქანცავი გზა განვლეს, არ იყვნენ სათანადო ფორმაში და, ბუნებრივია შეცდომები ჰქონდათ. ცუდად ითამაშა ნახევარდაცვის ხაზმაც. ვფიქრობთ, მეორე ტაიმის ბოლოსთვის ურიგო არ იქნებოდა, თუ ჩვენი გუნდის დაცვაში მინდორზე გამოვიდოდნენ დასვენებული მოთამაშეები: მათი დახმარება აუცილებელი იყო.
მაგრამ კარგია ყველაფერი, რაც კარგად მთავრდება. ასე კარგად დამთავრდა უძნელესი მატჩი “ნეფთჩისთან”.
ბ. ქორქია.