«Динамо» (Тбилиси) — «Локомотив» (Москва) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — «Локомотив» (Москва) 0:0

Чемпионат СССР 1972 года. Высшая лига. Матч № 01.
4 апреля 1972 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». Ясно, 17 градусов. 20000 зрителей.
Судьи: Я.Балыкин (Днепропетровск), Ю.Сергиенко (Харьков), О.Алавидзе (Тбилиси).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Хинчагашвили (Кутивадзе, 25), Петриашвили, Гавашели, Мчедлишвили, Гуцаев, Г.Нодия, Л.Нодия (Кипиани, 73).
«Локомотив»: Милес, Ващенков, Гончаров, Клыков, Перегонцев, Журавлев, Чесноков, Шелудько (к), Давыдов, Козлов, Спиридонов.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1424)
«Динамо» (Тбилиси) — «Локомотив» (Москва) 0:0 (0:0)
4 апреля 1972 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 20000 зрителей.
Судьи: Я.Балыкин (Днепропетровск), Ю.Сергиенко (Харьков), О.Алавидзе (Тбилиси).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Хинчагашвили (Кутивадзе, 20), Петриашвили, Гавашели, Мчедлишвили, Гуцаев, Г.Нодия, Л.Нодия (Кипиани, 70). Запасные: Кантеладзе, Акобия.
«Локомотив»: Милес, Ващенков, Гончаров, Клыков, Перегонцев, Журавлев, Чесноков, Шелудько (к), Давыдов, Козлов, Спиридонов. Запасные: Попков, Фролов, Димитриади, Хизун, Васьковский.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 6 апреля 1972 года:

«Динамо» (Тбилиси) — «Локомотив» — 0:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Локомотив» (Москва). 0:0. Тбилиси. Стадион «Локомотив». 4 апреля. 17 градусов. 22 000 зрителей.
Судьи Я. Балыкин. (Днепропетровск). Ю. Сергиенко (Харьков), О. Алавидзе (Тбилиси).
«Динамо»: Гогия. Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Хинчагашвили (Кутивадзе, 25), Петриашвили, Гавашели, Мчедлишвили, Гуцаев, Г. Нодия, Л. Нодия (Кипиани, 73).
«Локомотив»: Милес, Ващенков, Гончаров, Клыков, Перегонцев, Журавлев, Чесноков, Шелудько, Давыдов, Козлов, Спиридонов.
Дублеры — 3:0. Голы: Церетели, Каркашадзе, Кутивадзе.
Присмотритесь к списку команды «Локомотив»: там лишь три мастера спорта — Ващенков, Козлов и Спиридонов.
А тбилисцы? Там есть и заслуженный мастер и мастера спорта, и игроки сборной. Одним словом, ансамбль именитых.
…У москвичей в этом матче все шло как надо, по плану. Вратарь и защитники действовали слаженно, дружно, вовремя подстраховывая друг друга.
Словом, «Локомотив» сделал свое дело и добыл свое первое «трудовое» очко на поле соперника.
А вот динамовцы игру начали медленно, подолгу разыгрывали мяч в середине поля. Полузащитники больше катали мяч, чем комбинировали, отчего форварды часто простаивали в ожидании передач.
А зря. Как только мяч попадал Гуцаеву, на левом фланге обороны гостей возникала опасная ситуация. Молодой тбилисец легко, как нож сквозь масло, проходил между защитниками. Его «личный опекун Гончаров то я дело прибегал к запрещенным приемам. В один из таких моментов судья Я. Балыкин прибегнул к такому методу воздействия: подозвал к себе капитана «Локомотива» Шелудько и указал на плохое поведение Гончарова. Но желтой карточки при этом почему-то не достал.
Новый вратарь «Динамо» Гогия проявил себя с хорошей стороны. Ему пришлось взять очень трудные мячи от Чеснокова, Спиридонова. Неплохо сыграл он и на выходах, но все-таки это были эпизоды.
Динамовцы гораздо чаше создавали опасные моменты у ворот соперника, подали множество угловых, из выгоднейшего положения попал в штангу Л. Нодия. Немало моментов было у Гуцаева, Кипиани, Мчедлишвили, Кутивадзе.
Но тбилисцы так и не смогли использовать свое территориальное преимущество.
Перед началом матча футболисты и зрители минутным молчанием почтили память погибшего в автомобильной катастрофе молодого вратаря тбилисцев Т. Степания.
Р. Коркия.
(Наш обществ, корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 6 апреля 1972 года:

მეკარემ იმედი გაამართლა.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 4 აპრილი.
“დინამო” (თბილისი) _ “ლოკომოტივი” (მოსკოვი) — 0:0.
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი (კუტივაძე, 25-ე წ.), პეტრიაშვილი, გავაშელი, მჭედლიშვილი, გუცაევი, გ. ნოდია, ლ. ნოდია (ყიფიანი, 73-ე წ.).
“ლოკომოტივი”: მილესი, ვაშჩენკოვი, გონჩაროვი, კლიკოვი, პერეგონცევი, ჟურავლიოვი, ჩესნოკოვი, შელუდკო, დავიდოვი, კოზლოვი, სპირიდონოვი.
მსაჯი: ი. ბალიკინი (დნეპროპეტროვსკი).
დუბლიორები — 3:0 “დინამოს” სასარგებლოდ. ბურთები გაიტანეს წერეთელმა, ქარქაშაძემ და კუტივაძემ.
როცა მონაწილე გუნდების შემადგენლობათა გამოცხადებისას დიქტორმა თბილისის “დინამოს” მეკარედ დავით გოგია დაასახელა, ტრიბუნებზე აქა-იქ თავშეკავებული, ძუნწი ტაში გაისმა. ეტყობა, ავანსად არავის უნდოდა თავისი დამოკიდებულება გამოეჩინა ჩვენი ახალი მეკარის მიმართ, მაგრამ უკვე თამაშის მსვლელობაში, როცა გოგიამ ორი უძნელესი ბურთი აიღო ჩესნოკოვისა და სპირიდონოვისგან, დამაჯერებლად ითამაშა მაღალ ბურთებზე გამოსვლისას, ტაშმა იმატა და მაყურებელმაც სრულად გაიმეტა ის, რაც ახალგაზრდა სპორტსმენმა დაიმსახურა. გვინდა იმედი გამოვთქვათ, რომ გოგია ღირსეულად გააგრძელებს თბილისის “დინამოს” განთქმულ მეკარეთა მდიდარ ტრადიციებს.
XXXIV ჩემპიონატის პირველი მატჩი იოლი არ გამოდგა ჩვენი გუნდისთვის. “ლოკომოტივმა”, რომელიც ორი წლის “შესვენების” შემდეგ კვლავ დაუბრუნდა უმაღლეს ლიგას, იბრძოდა უკიდურესი თავგამოდებით, მთელი ძალით, ენერგიით, და აიღო კიდეც დაგეგმილი ქულა. როცა მატჩი დამთავრდა, სტუმრები კმაყოფილი, თავაწეული მიემართებოდნენ გასახდელისკენ. დინამოელთა შორის კი განვლილი ბრძოლით კმაყოფილი არავინ ჩანდა. დებიუტანტთან საკუთარ მინდორზე ქულის დაკარგვა, რა თქმა უნდა, აშკარა წარუმატებლობაა.
თამაში მთლიანად დინამოელთა ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა.
“ლოკომოტივის” კართან ბევრი კუთხური ბურთი მიაწოდეს. საგოლე ვითარება შეექმნათ გ. და ლ. ნოდიებს, გუცაევს, ყიფიანს, კუტივაძეს. მასპინძლებს მილესის კარის აღება შეეძლოთ შორი დისტანციიდანაც, მაგრამ მატჩის დრო ისე ამოიწურა, გოლის გატანა არ მოხერხდა.
შეცდომა იყო ის, რომ თბილისელებმა ნელ ტემპში, ერთობ აუჩქარებლად დაიწყეს თამაში, რითაც საშუალება მისცეს მეტოქეს მოეწესრიგებინა დაცვითი ხაზების ურთიერთმოქმედება. პირველი დამნაშავენი ამაში ნახევარმცველები არიან. თანამედროვე ფეხბურთში ანბანურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს ის, რომ შუა მინდორში უპირატესობის მოპოვება არ ნიშნავს ბურთის გარდიგარდმო ტარებას, დაყოვნებას, უსარგებლო გადაცემებს, როცა მოთამაშე ამას ასრულებს არა კომბინაციური ჩანაფიქრის განსახორციელებლად, არამედ იძულებით, მხოლოდ ბურთის დაკარგვის საშიშროებისას. რა აზრი აქვს დაკარგო დრო და ეცადო საკუთრივ მიუტანო ბურთი ფეხებში ფორვარდს, როცა იგი ადრევეა გახსნილი და ტემპში უცდის ზუსტ, შორეულ გადაცემას. გუცაევი, გ. ნოდია ბევრს მოძრაობდნენ, ადგილს იცვლიდნენ, ნახევარმცველები კი ამ მომენტებში უსარგებლოდ კარგავდნენ დროს და ძალას, რომ თვით მისულიყვნენ იქ, სადაც წამის წინ მათი პარტნიორი უკვე იყო. ტემპის დაკარგვა “დინამოსთვის” არც ერთი წუთით არ შეიძლება. ბრძოლა მოითხოვს სისწრაფეს, დაუყოვნებლივ კომბინაციურ გადაწყვეტას, მოულოდნელობას. დაუმატეთ ამას ისიც, რომ ჩვენი ნახევარმცველები მთელი შემადგენლობით გადადიან შეტევაზე და მოწინააღმდეგე რომ ბურთს იგერიებს, საჩქაროდ არ ბრუნდებიან უკან. ამის გამოც მცველებს დიდ ტერიტორიაზე უხდებათ გაშლა კონტრიერიშის მოსაგერიებლად.
აი, უკვე მერამდენე მატჩია ჩვენმა გუნდმა ვერ შეძლო მინდორზე თავისი მთლიანი საბრძოლო შემადგენლობით გამოსვლა. ტრავმები და ავადმყოფობა სისტემატურად თან სდევს წამყვან მოთამაშეებს, ზოგიერთი ვერა და ვერ შევიდა ფორმაში.
ჩემპიონატი ჯერ მხოლოდ დაიწყო. იმედია, თბილისელთა კოლექტივი ყველაფერს გააკეთებს, რათა თავი დააღწიოს საგაზაფხულო ხარვეზებს და თავისი ნამდვილი შესაძლებლობანი გვიჩვენოს.
რ. ქორიძე.