«Динамо» (Тбилиси) — «Карпаты» (Львов) 5:1 (2:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Карпаты» (Львов) 5:1 (2:0)

Чемпионат СССР 1972 года. Высшая лига. Матч № 24.
6 октября 1972 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 25000 зрителей.
Судьи: П.Казаков, Н.Шумунов, О.Яунзен (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе (Петриашвили, 46), Хурцилава (к), Эбралидзе, Гавашели, М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев, Г.Нодия, Кипиани.
«Карпаты»: Вайда (Швойницкий, 46), Герег, Поточняк (к), Данильчук, Сыров, Броварский, Хижак (Грещак, 46), Кикоть, Козинкевич, Кульчицкий, Лихачев.
Голы:
1:0 Гавашели — 17
2:0 Хурцилава — 18
3:0 Г.Нодия — 49
3:1 Броварский — 64
4:1 Гавашели — 75
5:1 Гуцаев — 86

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1424)
«Динамо» (Тбилиси) — «Карпаты» (Львов) 5:1 (2:0)
6 октября 1972 года. 18-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 25000 зрителей.
Судьи: П.Казаков, Н.Шумунов, О.Яунзен (все — Москва).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе (Петриашвили, 46), Хурцилава (к) (1 гол), Эбралидзе, Гавашели (2 гола), М.Мачаидзе, Асатиани, Гуцаев (1 гол), Г.Нодия (1 гол), Кипиани. Запасные: Гогиджанашвили, Кутивадзе, Л.Нодия, Акобия.
«Карпаты»: Вайда (Швойницкий, 46), Герег, Поточняк (к), Данильчук, Сыров, Броварский (1 гол), Хижак (Грещак, 46), Кикоть, Козинкевич, Кульчицкий, Лихачев. Запасные: Сырабин, Крупей, Шпондарунок.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 8 октября 1972 года:

«ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «КАРПАТЫ» — 5:1.
«Динамо»: Гогия — 5, Дзодзуашвили — 5, Челидзе — 5, (Петриашвили, — 5), Хурцилава — 5, Эбралидзе — 5, Гавашели — 5, Мачаидзе — 5, Асатиани — 5, Гуцаев — 5, Г. Нодия— 5, Кипиани — 5.
«Карпаты»: Вайда—2 (Швойницкий, 46-3), Герег — 2, Поточняк — 2. Данильчук — 2, Сыров — 3, Броварский — 3, Хижак — 2, (Грещак. 46 — 3), Кикоть — 3, Козинкевич — 4, Кульчицкий — 2. Лихачев — 2.
Голы; Гавашели (11, 75), Хурцилава (18), Нодия (49), Броварский (64). Гуцаев (68).
Дублеры — 2:3. Голы: Церетели (с пенальти), Л. Нодия («Динамо»); Рефяк, Данилюк, Лазуркевич («Карпаты»).
Второй матч подряд тбилисцы выигрывают с крупным счетом, забив в них восемь мячей. По нынешним временам, когда футбол наш его бомбардиры так оскудели на голы, когда команды и тренеры критикуются — и вполне справедливо — за излишний практицизм, такая результативность заслуживает самых добрых слов. Мощное, агрессивное начало матча, когда «Динамо» играет дома, стало характерным для его почерка. И в этом смысле отчетная встреча исключения не составляла. Уже на исходе 2-й минуты, оставляя за спиной одного соперника за другим, Хурцилава завершил вылазку к линии ворот соперников.
Такой старт для тбилисцев стал, повторяю, обычным. Но вот то, что финальный свисток судей застал хозяев поля в атаке, несмотря на обилие забитых мячей, что они на протяжения всего поединка рвались к воротам, искали путей к ним, свидетельствует о похвальной жажде гола, появившейся у игроков…
Четверть часа мяч почти не покидал половину поля гостей. Первая ответная атака удалась им лишь на 16-й минуте. Кульчицкий, уйдя на левом фланге от преследователей оказался один перед Гогия и из двух продолжений — бить ли самому или сделать прострельную передачу — выбрал последнее. Угроза, только возникнув, была ликвидирована. А через минуту Гавашели из куда более сложного положения — от самой линии ворот не побоялся пробить по цели, и счет был открыт. Буквально вслед за этим Вайда, закрытый защитниками, не успел среагировать на удар Хурцилавы издали, и счет стал 2:0.
Из пяти мячей, забитых победителями, на долю форвардов приходятся лишь два. Но такая арифметика ни в коей мере не отражает событий, происходивших на поле. Доля участия, причастность форвардов к успеху команды неизмеримо больше. Достаточно сказать, что Гавашели оба мяча забил после отличных передач Кипиани, мастерство которого в последних матчах заметно возросло. И Гуцаев, и Нодия, и Кипиани провели весь матч в движении, в борьбе, ни на секунду не давая передышки защитникам «Карпат» Победа динамовцев была не только убедительной, но и красивой. Она лишний раз подтвердила истину, что красна игра голами.
Г. Акопов. (Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 10 октября 1972 года:

ტაში არა მარტო გოლისთვის…
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 6 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) — “კარპატი” (ლვოვი) — 5:1 (2:0).
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე (პეტრიაშვილი), ხურცილავა, ებრალიძე, გავაშელი, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი, გ. ნოდია, ყიფიანი.
“კარპატი”: ვაიდა (შვოინიცკი), გერეგი, პოტოჩნიაკი, დანილჩუკი, სიროვი, ბროვარსკი, ხოჟაკი (გრეშჩაკი), კიკოტი, კოზინკევიჩი, კულჩიცკი, ლიხაჩოვი.
მსაჯი: პ. კაზაკოვი (მოსკოვი).
დუბლიორები — 3:2 “კარპატის” სასარგებლოდ.
უკვე აღარც გვახსოვს, როდის იყო უკანასკნელად სტადიონის ტრიბუნები გაჭედილი ისე, რომ, როგორც იტყვიან, ნემსი არ ჩავარდებოდა. უკლო, ძალიან უკლო ფეხბურთის მოყვარულმა სტადიონზე სიარულს. და არამარტო თბილისში — ასეა მოსკოვშიც, კიევშიც, ლენინგრადშიც… ტელევიზორთან ჯდომას ამჯობინებენ!
რატომ? შეიძლება ერთეულებს ოჯახური კომფორტი ურჩევნია ტროლეიბუსში ჯაყჯაყსა და ტრიბუნებზე ნერვების მოშლას, მაგრამ უმეტესობა კი არც მალავს ამ “საშინაო ფეხბურთის” მიზეზებს — ვეღარ თამაშობენო ფეხბურთელები ისე, რომ ღირდეს საამისოდ შორს სიარული. თვით მოსკოვის ცენტრალურ სტადიონზეც კი თითებზე დაითვლი ზოგჯერ მაყურებელს.
საპასუხო საყვედურს ფეხბურთელებიც გამოთქვამენ. მართლაც არაფერი სასიამოვნოა ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში. ერთი სიტყვით, ფეხბურთის მოყვარულთა საერთაშორისო მოარული გამოთქმა — “ზედმეტი ბილეთი ხომ არ გაქვთ” — გაქრა.
ამ რთული დავის გადაწყვეტა სამერმისოდ გადავდოთ, 6 ოქტომბერს კი თბილისის დინამოელებმა ისე ითამაშეს, რომ, ვინც იმ დღეს არ მოვიდა მატჩის საყურებლად, შეგვიძლია თამამად ვუთხრათ: ძალიან შეცდით, მეგობრებო, ეს რა თამაში გააცდინეთ!…
რამდენი ხანია არ მოგვისმენია ტაში ტრიბუნებიდან გოლისთვის კი არა, ლამაზი თამაშისთვის.
ბურთი რომ კარში გადის, ტაშს მაშინ ყველა უკრავს. მაგრამ ამდენი ემოცია ტრიბუნებიდან არა გოლისთვის, არამედ შეთანხმებული, ლამაზი თამაშისთვის, სწრაფი კომბინაციებისთვის, ზუსტი დარტყმებისთვის კარგა ხანია არ მოგვსწრებია. დინამოელებს პირველი გოლი “მხოლოდ” მე-15 წუთზე გაიტანეს. მანამდე კი რამდენიმეჯერ დაიმსახურეს ხანგრძლივი აპლოდისმენტები თამაშის მაღალი კლასისთვის.
რაშია საქმე? რა მოხდა ასეთი სადღესასწაულო და საგანგებო “დინამოში”? გუნდის შემადგენლობა არ შეცვლილა, ახალი ვარსკვლავები არავის გამოუყვანია, არც ახალი “სუპერტაქტიკური” კომბინაციები გათამაშებულა. უბრალოდ, თითოეულმა ჩვენმა ფეხბურთელმა ითამაშა ისე, როგორც შეეძლო. არ დაზოგა ძალა, ენერგია, მაქსიმალურად ჩააქსოვა თავისი უნარი და პოტენციალი ბრძოლაში, მაღალი ინდივიდუალური საშემსრულებლო თვისებები მთლიანად დაუმორჩილა კოლექტიური ურთიერთმოქმედების კანონებს და გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე.
ჩვენ ხშირად ვუსაყვედურებთ დინამოელებს, რომ მათ აკლიათ მოძრაობა, საერთო დინამიკა, რომ მატჩის ცალკეულ ეპიზოდებში მონაწილეობენ ერთეული ფეხბურთელები ან, უკეთეს შემთხვევაში, ცალკეული რგოლები, სხვები კი უქმად არიან მომლოდინეთა როლში და უმეტესად “თავიანთ რიგს” ელიან, არ იხსნებიან, საშუალებას აძლევენ მეტოქეს მშვიდად დაიცვას სახიფათო ადგილები, გადააჯგუფოს ძალები.
მოძრაობა _ აი, ეს აკლიათ ხშირად ჩვენებს, მაგრამ საკმარისი იყო “დნეპრთან” და “კარპატისთან” ამოძრავებულიყო მთელი გუნდი, ერთიანად და სრული ძალით ჩაბმულიყო ყველა მოთამაშე ბრძოლაში და მაშინვე გამოჩნდა მათი მდიდარი შესაძლებლობანი. ორივე თამაში დიდი ანგარიშით მოვიგეთ და “დნეპრიც” და “კარპატიც” ფაქტიურად კიდევ იოლად გადაურჩნენ თბილისელთა მძლავრ შეტევებს. ამ მატჩებში ძნელია გამოჰყო ცალკე მოთამაშეები, ვინაიდან ყველანი ერთდროულად სოლისტებიც იყვნენ და აწყობილი ანსამბლიც, სადაც ყველაფერი ერთ მთლიან გეგმასაა დამორჩილებული, ყველაფერი კეთდება კოლექტიურად, ერთად, შეხმატკბილებულად.
ყოველივე ამას ვამბობთ არამარტო იმიტომ რომ დავახასიათოთ განვლილი მატჩები და კმაყოფილება გამოვთქვათ. უფრო მეტად იმით ვართ დაინტერესებული, რომ გუნდმა ასევე ითამაშოს მომავალ, ძალიან რთულ შეხვედრებშიც, მიაღწიოს საწადელს და საბოლოოდ დაიკავოს ადგილი, რომელიც ეკუთვნის.
განვლილ მატჩში მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან ხელთ იგდეს თამაშის სადავეები, სწრაფი, შეუნელებელი იერიშებით, ადგილების ხშირი შენაცვლებით, შეტევის მთავარი მიმართულების მოულოდნელი ცვლით სრული დეზორგანიზაცია შეიტანეს ლვოველთა რიგებში. ტემპს, რომელიც “დინამომ” აიღო, მეტოქე ვერ აჰყვა და თავიდანვე განწირული აღმოჩნდა.
ანგარიში გახსნა გავაშელმა ოსტატური, ეფექტური გოლით, იგი პირით ხაზზე მისწვდა თითქმის დაკარგულ ბურთს, მოჭრილად დაარტყა და, მეკარე ვაიდამ ხელების აწევაც ვერ მოასწრო, ისე გავიდა გოლი.
ორიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ ხურცილავამ იხელთა დრო და შორიდან გაგზავნა ბურთი კარის კუთხეში.
ეს ანგარიში ტაიმის ბოლომდე შერჩა ტაბლოს, თუმცა საგოლე მომენტი კიდევ არაერთხელ შეიქმნა “კარპატის” კართან.
როგორ კი თამაში განახლდა, ყიფიანმა ძნელი მდგომარეობიდან დაარტყა კარში, ბურთი ერთ-ერთ მცველს მოხვდა, უკან დაბრუნდა და ნოდიამ ახლა უკვე შვოინიცკის შეასრულებინა უსიამოვნო პროცედურა — ბურთის ბადიდან გამოტანა.
ამის შემდეგ სტუმრებმა ცოტა ხნით შექმნეს კონტრთამაში, რაც 64-ე წუთზე ბროვარსკის საპასუხო გოლით დამთავრდა. მაგრამ შემდგომში თამაში კვლავ დინამოელთა “სცენარით” წარიმართა.
გუცაევმა ნოდიასგან მიღებული ბურთით სწრაფად შეასრულა ინდივიდუალური გარღვევა და მეოთხე გოლი გაიტანა. ხოლო შემდეგ 75-ე წუთზე, გავაშელმა შეუცდომლად გამოიყენა ყიფიანის გადაცემა — 5:1.
ბ. ქორქია.