«Динамо» (Тбилиси) — «Кайрат» (Алма-Ата) 0:0

Чемпионат СССР 1972 года. Высшая лига. Матч № 16.
24 июля 1972 года. 19-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». 20000 зрителей.
Судьи: И.Самусенков, И.Павлов (оба — Москва), В.Фардман (Ейск).
«Динамо»: Гогия, Дзодзуашвили (к), Челидзе, Эбралидзе, Хинчагашвили, Гавашели, Петриашвили, Асатиани (Мчедлишвили, 38), Гуцаев, Рехвиашвили, Кипиани.
«Кайрат»: Ордабаев, Дышленко, Круглыхин, Байшаков, Асылбаев, Михайлин, Маркин, Максимов (Катков, 65), Осянин, Чеботарев (Пиуновский, 67), Матвеев.

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от 26 июля 1972 года:

Повторение пройденного.
«Динамо» (Тбилиси) — «Кайрат» (Алма-Ата). 0:0.
Тбилиси. Стадион «Локомотив». 24 июля. Ясно. 32 градуса. 20 000 зрителей.
Судьи И. Самусенков, И. Павлов (оба — Москва), В. Фардман (Ейск).
«Динамо»: Гогия — 3, Дзодзуашвили — 3, Челидзе — 3, Эбралидзе — 3. Хинчагашвили — 3. Гавашели — 3, Петриашвили — 3. Асатиани — 3 (Мчедлишвили, 38 — 3), Гуцаев — 3, Рехвиашвили — 3, Кипиани — 3.
«Кайрат»: Ордабаев — 4, Дышленко — 3, Круглыхин — 4, Байшаков — 3, Асылбаев — 4, Михайлин — 4, Маркин — 3, Максимов — 3 (Катков, 65 — 3), Осянин — 5, Чеботарев — 3 (Пиуновский, 67 — б/о). Матвеев — 3.
Дублеры — 1:3, Голы: Л. Нодия — у «Динамо»: Лихошерстных, Якубов, Ионкин — у «Кайрата».
Неладное что-то творится с тбилисским «Динамо». Год назад примерно в это же время — на стыке первого и второго кругов — в игре команды обнаружился явный спад. И едва ли не одно за другим последовали четыре поражения в семи матчах. Нынче история словно повторяется. К промежуточному финишу тбилисцы подошли занимая место в группе лидеров. Но здесь, в самый что ни на есть кульминационный момент, игра команды потеряла свежесть и остроту, и ее вновь стали преследовать неудачи.
Перестановки в составе, произведенные динамовцами перед отчетной встречей, не изменили картины — те же инертность и просчеты в элементарных ситуациях, оказавшиеся роковыми в матчах со «Спартаком» и «Нефтчи», снова подвели команду. Не скажу, что гости были активнее (какая уж там активность, если в обороне они держали пятерых во главе с Осяниным, а впереди их было только двое!), но мобильнее и азартнее — безусловно. К тому же защищались алмаатинцы цепко и упорно.
Благодаря мобильности кайратовцы, как правило, имели числейное превосходство в середине поля и здесь. вдали от своих ворот, прерывали большинство атак «Динамо».
И все же, как ни скудна оказалась встреча на голевые моменты, их было больше у ворот «Кайрата».
Гогия был значительно реже занят в игре, нежели Ордабаев. И в том, что гости добились желанной ничьей, большая заслуга стража их ворот. Ордабаев по крайней мере трижды выручил команду парировав удары Кипиани и Гавашели. Особенно труден был мяч, посланный левым крайним тбилисцев ударом с лёта в верхний угол. Ордабаев успел на него среагировать и в красивом броске отвел мяч на угловой.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 26 июля 1972 года:

გუნდი დაძლევს კრიზისს.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 24 ივლისი.
“დინამო” (თბილისი) — “კაირატი” (ალმა-ატა) — 0:0.
“დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, ხინჩაგაშვილი, გავაშელი, პეტრიაშვილი, ასათიანი (მჭედლიშვილი), გუცაევი, რეხვიაშვილი, ყიფიანი.
“ყაირათი”: ორდაბაევი, დიშლენკო, კრუგლიხინი, ბაიშაკოვი, აილბაევი, მიხაილინი, მარკინი, მაქსიმოვი (კატკოვი), ოსიანინი, ჩებოტარიოვი (პიუნოვსკი), მატვეევი.
მსაჯი: ვ. სამუკსენკოვი (მოსკოვი).
დუბლიორები — 3:1 “ყაირათის” სასარგებლოდ.
თბილისის “დინამოს” ახლანდელი თამაში, მისი შედეგები ბოლო მატჩებში გულშემატკივართა სამართლიან საყვედურს და შეშფოთებას იწვევს. რედაქციაში კვლავ და კვლავ მოდის წერილები შეკითხვით — რაშია საქმე, რატომ მოუკლო ასე უცებ და მოულოდნელად გუნდმა თამაშს, ასე ერთი
ხელის მოსმით რატომ კარგავს დაძაბულ ბრძოლებში მონაპოვარს?
მართლაც, შესანიშნავად აღებული სტარტის შემდეგ (13 ქულა 16-დან) თბილისელებმა მკვეთრად დათმეს ლიდერის პოზიციები. კერძოდ, ბოლო ოთხ მატჩში გუნდმა მხოლოდ 2 ქულა აიღო. ასეთი დანაკარგი, ცხადია, მძიმე კვალს ამჩნევს გუნდის სატურნირო მდგომარეობას.
მაგრამ შევადაროთ თბილისელთა წლევანდელი მაჩვენებლები შარშანდელს. შარშან, საერთოდ მძიმე მდგომარეობაში ვიყავით (“დინამო” VIII და XII ადგილებზეც კი იყო). 15 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 18 ქულა ჰქონდა და VI ადგილი ეკავა, ხოლო შემდეგ საუცხოოდ ჩაატარა მეორე წრის მატჩები და საბოლოოდ საპრიზო ადგილიც მოიპოვა.
შუა სეზონში კრიზისი ამჟამადაც გამეორდა და სწორედ ახლა საჭიროა მთელი ძალების მობილიზება, სრული შესაძლებლობით ბრძოლა, რათა კოლექტივმა რაც შეიძლება მოკლე დროში დაძლიოს ეს კრიზისი, თავი დააღწიოს წარუმატებლობათა პერიოდს და დროზე გამოასწოროს მდგომარეობა. თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობამ, მისმა თითოეულმა წევრმა საფუძვლიანი ანალიზით უნდა მიაგნონ მარცხის მიზეზებს, გამოასწორონ ისინი. ღრმად გვწამს, რომ კოლექტივი კვლავ დაიბრუნებს თავის ძალას.
ბოლოს და ბოლოს, რა პერსპექტივები გვაქვს ახლა? 19 ქულით გუნდი IV ადგილზეა და სულ 4 ქულით ჩამორჩება ლიდერს — “ზარიას”. ჩვენს წინ ორი გუნდია — “არარატი” და ცსკა, მაგრამ მათ თითო ქულით მეტი აქვთ დაკარგული, ესე იგი, თუ დინამოელებმა გამოიჩინეს ნებისყოფის სიმტკიცე, გამოძებნეს საერთო ენა, არ დაყარეს ფარ-ხმალი, კვლავ აღიდგინეს უწინდელი სპორტული ფორმა, მათ სრული შესაძლებლობა აქვთ, რომ კვლავ ცხრილის სათავეში დაიმკვიდრონ ადგილი.
ყველაფერი ეს რეალური პერსპექტივაა, მისი საქმედ ქცევა გუნდის მოთამაშეთა უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს.
განვლილი მატჩი “ყაირათთან”, რომელიც ჩემპიონატის აუტსაიდერთა შორისაა და ამიტომ გაორმაგებული ძალით იბრძვის უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, ძალიან მძიმე გამოდგა.
თბილისელებმა დაკარგეს კიდევ ერთი ძვირფასი ქულა და რაც მთავარია, ვერ გვიჩვენეს ის კლასი, ის სიძლიერე, რომელსაც მათგან მოველით. გუნდის წამყვანი მოთამაშეები აშკარად არ არიან ფორმაში, ზოგიერთმა, უბრალოდ ელემენტარულად სუსტად ითამაშა (პეტრიაშვილი, გუცაევი, მჭედლიშვილი).
გუნდმა ისე დაამთავრა ტაიმი, რომ, ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, არსებითად ვერ შეძლო რეალური ხიფათის შექმნა მეტოქის კართან, ალმა-ატელებმა კი რამდენიმე ძალიან მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს.
მიუხედავად უხეირო თამაშისა, დინემოელებს მაინც შეეძლოთ გამარჯვების მოპოვება. მატჩის დასასრულს ორდაბაევმა ყიფიანის, ებრალიძისა და გავაშელისგან აიღო წარმოუდგენლად ძნელი ბურთები. მან აშკარად გადაარჩინა თავისი გუნდი წაგებას.
დაბოლოს, გვინდა აღვნიშნოთ ვ. სამუსენკოვის არაკვალიფიციური, სუსტი მსაჯობა. მთელ რიგ სიტუაციებში მან ვერ გამოიჩინა საჭირო პრინციპულობა და გამბედაობა.
რ. ქორიძე.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *