«Динамо» (Тбилиси) — «Заря» (Ворошиловград) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — «Заря» (Ворошиловград) 0:0

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 29.
3 ноября 1971 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». 28000 зрителей.
Судьи: А.Табаков, О.Кекшин (оба — Москва), Р.Гудадзе (Тбилиси).
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Хинчагашвили, Петриашвили, Гавашели (Кутивадзе, 65), М.Мачаидзе, Кипиани, Гуцаев, Рехвиашвили.
«Заря»: Форкаш, Шульженко, Журавлев (к), Пинчук, Васенин, Фоменко, В.Кузнецов, Семенов, Елисеев, С.Кузнецов, Онищенко.
Предупреждения: Кипиани (67, попытка удара по ногам противника), Онищенко (68, выражение недовольства решением судьи).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1016)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 5 ноября 1971 года:

«ДИНАМО» (ТБ) — «ЗАРЯ» — 0:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Заря» (Ворошиловград). 0:0.
Тбилиси. Стадион «Локомотив». 28 000 зрителей. 3 ноября. Пасмурно. 13 градусов.
Судьи А. Табаков. О. Кекшин (оба — Москва), Р. Гудадзе (Тбилиси).
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Хинчигашвили, Петриашвили, Гавашели (Кутивадзе, 65), Мачаидзе, Кипиани, Гуцаев. П. Рехвиашвили.
«Заря»: Форкаш, Шульженко, Журавлев, Пинчук, Васенин, Фоменко, В. Кузнецов, Семенов, Елисеев, С. Кузнецов, Онищенко.
Дублеры — 3:1. Голы: у «Динамо» — Гогоберидзе. Мчедлишвили, Л. Нодия; у «Зари» — Шакун.
Неделю назад телевидение сделало нас свидетелями поучительного и сложного матча между сборными командами СССР и Испании. Если не заострять внимание на исполнительском мастерстве футболистов, то следует признать, что сюжет рецензируемой мною игры развивался, пожалуй, по тем же канонам, что и в Севилье.
Хозяева поля, не потерявшие еще шансов на серебряные медали, все свои помыслы и действия нацелили на атаку Гости же с первых минут дали понять, что главное для них — не пропустить гола. Отсюда и тактические перестроения в составах, и территориальное превосходство одной из команд над другой.
Если в первом тайме ворошиловградцы еще предпринимали попытки бросать в помощь форвардам полузащитников, то после перерыва, прижатые к собственным воротам, они сбились на отбойную игру и этим еще более усугубили свое нелегкое положение — через одну-две передачи мяч вновь и вновь возвращался в их штрафную площадь.
У динамовцев явно не ладилось с завершением атак. Действовавшие на флангах Гуцаев и Кипиани теряли много сил, пытаясь пробиться если не к воротам, то хотя бы к линии ворот для прострельных передач, но добились немногого. Не получал поддержки, долгое время оставался в тени выдвинутый вперед нападающий Рехвиашвили, который, как оказалось, и был наиболее опасным среди динамовских форвардов. В отличие от партнеров он не «плел кружева», а при каждом удобном случае обстреливал ворота. За несколько минут до перерыва сильнейший удар Рехвиашвили отразила перекладина. А уже во втором тайме дважды после его ударов путь мячу в ворота преграждал Форкаш.
Отчаявшись пробиться в штрафную динамовцы стали обстреливать ворота гостей издали. Успешнее других это делали защитники Хурцилава, Челидзе, позже — Кутивадзе. Пожалуй, самую большую опасность представлял удар Хурцилавы в верхний угол ворот, Форкаш, однако в отличном броске отвел мяч на угловой.
О. ЖОРДАНИЯ, судья всесоюзной категории.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 6 ноября 1971 года:

ისევ ეს “ზარია”!…
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 3 ნოემბერი.
“დინამო” (თბილისი) — “ზარია” (ვოროშილოვგრადი) — 0:0.
“დინამო”: სტეფანია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, პეტრიაშვილი, გავაშელი (კუტივაძე), მ. მაჩაიძე, ყიფიანი, გუცაევი, ფ. რეხვიაშვილი.
“ზარია”: ფორკაში, შულჟენკო, ჟურავლიოვი, პინჩუკი, ვასენინი, ფომენკო, ვ. კუზნეცოვი, სემიონოვი, ელისეევი, ს. კუზნეცოვი, ონიშჩენკო.
მსაჯი: ა. ტაბაკოვი (მოსკოვი).
დუბლიორები — 3:1 “დინამოს” სასარგებლოდ.
თუ ვინმე ადევნებს თვალს “ზარიას” თამაშს საკავშირო ჩემპიონატის მატჩებში, შეამჩნევდა, რომ თბილისის “დინამოსთან” მატჩში მან ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე (კუკსოვი, შაკუნი, აბრამოვი, იზვეკოვი) დუბლიორთა გუნდში გამოიყვანა (სხვათა შორის, მძიმე ტრავმისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ თბილისის “დინამოს” დუბლიორებში ერთი ტაიმი ითამაშა ამჟამად გამოჯანმრთელებულმა კ. ასათიანმა). ასეთ რისკს ტყილუბრალოდ არც ერთი მწვრთნელი არ გასწევს, მით უმეტეს, როცა საქმე მიმდგარია არა რიგით შეხვედრაზე, არამედ მატჩზე, რომელმაც ადგილები უნდა გაანაწილოს უმაღლესი ლიგის წამყვან ჯგუფში.
ვოროშილოვგრადელთა გამოცდილმა მწვრთნელმა გ. ზონინმა შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი. მან მინდორზე გამოიყვანა ყველაზე ბრძოლისუნარიანი, გამძლე, ფიზიკურად კარგად მომზადებული და ამტანი, შეუპოვარი ფეხბურთელები. მათ მიეცათ საბრძოლო დავალება, ყველაფერი გაეკეთებინათ საკუთარი კარის უხიფათობისთვის, ორგანიზებული, კომპაქტური წინააღმდეგობა გაეწიათ დინამოელთათვის, რომლებიც აუცილებლად ითამაშებდნენ მოგებაზე, ესე იგი პირველივე წუთიდან გაშლიდნენ შეტევას.
ეს რთული ამოცანა სტუმრებმა საუკეთესოდ შეასრულეს. თბილისის “დინამოს” გულშემატკივრებისთვის, რა თქმა უნდა, ახლაც ძნელი გასახსენებელია, როგორ დავკარგეთ ამ მატჩში ესოდენ საჭირო ქულა, მაგრამ ფეხბურთი ფეხბურთია და მეტოქეს მუდამ უნდა მიუზღო სათანადო ტაქტიკურად სწორი, გამართული, მოფიქრებული თამაშისთვის. “ზარია” კი სწორედ ასე თამაშობდა. დაცვა, სადაც ხშირად 7-8 ფეხბურთელი იყრიდა თავს, უკიდურესი ყურადღებით, ფრთხილად მოქმედებდა მოპირდაპირე ფორვარდებთან პერსონალური ბრძოლისას და ფაქტიურად მთელი მატჩის მსვლელობაში არ დაუშვია ერთი რამდენადმე მაინც სერიოზული პოზიციური შეცდომა. როცა ტექნიკურად უფრო ძლიერი თბილისელები იგებდნენ ცალკეულ ორთაბრძოლებს, საქმეში წამის დაუყოვნებლივ ერთვოდა დამზღვევი მოთამაშე, რომ არ დარღვეულიყო დაცვის საერთო განლაგება, არ დარჩენილიყო ღია, დაუცველი ადგილები, სისუსტეები.
ასე თამაშობდნენ ვოროშილოვგრადელები დაცვაში და ნახევარდაცვაში, მაგრამ არ იქნებოდა სწორი გვეთქვა, რომ ისინი მხოლოდ ყრუ დაცვის მონები იყვნენ. გუნდმა რამდენიმე კონტრშეტევა განავითარა, რომელთა შემდეგ “დინამოს” კართან გოლის გატანის უშუალო საფრთხე შეიქმნა და სტეფანიასაც დასჭირდა ოსტატობის ჩვენება.
უნებურად გვახსენდება “ზარიას” შარშანდელი გამოსვლა ჩვენს სტადიონზე.
მაშინაც სეზონის მიწურული იყო, მაშინაც ორივე გუნდს წამყვანი ადგილის დაკავებაზე ჰქონდა პრეტენზია და სტუმრებმა მაშინაც ასეთივე ფრეს მიაღწიეს — 0:0.
თბილისელებმა ამ დიდმნიშვნელოვან მატჩში დაკარგეს მეტად საჭირო ქულა და საკითხი ახლა ასე დგას: გვაქვს თუ არა უფლება, გუნდს წავუყენოთ პრეტენზიები, რომ იგი არ იბრძოდა სრული მონდომებით, ან დააკლო ცდა და ენერგია გამარჯვების მოპოვებას? რასაკვირველია არა! “დინამო” თავის სიმაღლეზე იდგა, თამაშობდა მთელი ძალით, გამარჯვებისადმი სწრაფვით, კოლექტიურად, მაღალ ტემპში, მაგრამ ყველა მატჩს, დიდი ტერიტორიული უპირატესობაც რომ გქონდეს, ხომ ვერ მოიგებ?
მართალია, შეიძლება შევნიშნოთ, რომ თავდამსხმელები ზოგჯერ უსარგებლოდ იხევდნენ უკან და ჯგუფდებოდნენ, არ მიმართავდნენ შორიდან დარტყმას (ეს ნახევარმცველებსაც ეხებათ), რაც ესოდენ აუცილებელი იყო ამგვარ თამაშში, ბურთი ზოგჯერ ზედმეტად ყოვნდებოდა შუა მინდორში და ა.შ., მაგრამ მთელ მატჩში, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში დინამოელები სრული უპირატესობით, თამამად, განუწყვეტელი იერიშებით მოქმედებდნენ.
სტუმრების კარი პირველ სერიოზულ ხიფათს გადაურჩა 37-ე წუთზე.
რეხვიაშვილმა სწრაფად შეაფასა შექმნილი მდგომარეობა და შორიდან ძლიერად, მოულოდნელად დაარტყა კარში. “ზარია” ძელმა იხსნა. აი, სწორედ ასეთი დისტანციური დარტყმები იყო საჭირო, რომ თამაშის სიმძიმეს ვოროშილოვგრადელთა საჯარიმო მოედნიდან უფრო მოშორებით გადაენაცვლა და სამოქმედო არე კარის სიახლოვეს განთავისუფლებულიყო.
ვიმეორებთ, სასაყვედურო არა გვაქვს დინამოელთა მიმართ, რომ მათ ნახევარი ძალით, გულგრილად ან უპასუხისმგებლოდ ითამაშეს. ყველამ იბრძოლა როგორც შეეძლო, და დასანანია, რომ ასეთი დიდი უპირატესობა თუნდაც ერთი გოლით არ დაგვირგვინდა. საჭირო იყო მხოლოდ მეტი გამომგონებლობა, მახვილგონივრულობა, თუ გნებავთ, ეშმაკობაც, და “ზარია” წაგებას ვერ გადაურჩებოდა.
რ. ქორიძე.