«Динамо» (Тбилиси) — «Спартак» (Москва) 3:0 (1:0)

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 30.
12 ноября 1971 года. 17-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». 20000 зрителей.
Судьи: К.Андзюлис, К.Бирета, И.Казлаускас (все — Каунас).
«Динамо»: Степания, Петриашвили, Челидзе (к), Эбралидзе, Хинчагашвили, Кутивадзе, Гавашели, М.Мачаидзе, Кипиани (Рехвиашвили, 46), Гуцаев, Л.Нодия.
«Спартак»: Баужа, Логофет (к), Зенков, Ольшанский, Абрамов, Киселев, Мирзоев (Калинов, 46), Редин, Пискарев (Осянин, 63), Папаев, Силагадзе.
Голы:
1:0 Зенков — 17 (автогол)
2:0 Л.Нодия — 75
3:0 Л.Нодия — 79
Примечание: В ОП первый гол записан на счет Кипиани.

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от 13 ноября 1971 года:

«ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — «СПАРТАК» (МОСКВА). 3:0 (1:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 20 тысяч зрителей.
13 ноября. Ясно 13 градусов.
Судьи К. Андзюлис, К. Бирета, И. Казлаускас (все — Каунас).
«Динамо»: Степания, Петриашвили, Челидзе, Эбралидзе, Хинчагашвили, Кутивадзе, Гавашели, Мачаидзе, Гуцаев, Кипиани (П. Рехвиашвили, 16), Л. Нодия.
«Спартак» Баужа, Логофет, Зенков, Ольшанский, Абрамов, Киселев, Мирзоев (Калинов, 46) Редин, Пискарев (Осянин, 63), Папаев, Силагадзе.
Голы: Зенков (17, в свои ворота), Нодия (75 и 79).
Дублеры: 5:2. Голы: у «Динамо» — П. Рехвиашвили (2), Асатиани, Бачиашвили, Мчедлишвили; у «Спартака» — Григорьев (2).
Вчера тбилисцы прощались с XXXIII чемпионатом страны.
…Динамовцев Тбилиси вывел на поле игрок фамилия которого к протоколе не значилась: вчера команда провожала своего капитана заслуженного мастера спорта Славу Метревели. Послужной список этого выдающегося футболиста весьма выразителен. В чемпионатам СССР, он сыграл 376 матчей забил 84 мяча 6 раз становился призером — два раза золотым, два — серебряным, два — бронзовым В составе сборной СССР Метревели провел 48 матчей забил 11 мячей. Он был победителем и серебряным призером Кубка Европы, участвовал в двух чемпионатах мира. Теперь он распрощался с большим футболом.
А вчера Метревели сложил с себя капитанские полномочия, а футболку свою с номером 9 подарил совсем еще юному Владимиру Гуцаеву. Приняв этот символический дар. Гуцаев, что называется, лицом в грязь не ударил — сыграл так, как, кажется, никогда еще не играл, словно хотел доказать, что не зря доверили ему в команде место, которое с таким блеском защищал Метревели.
От спартаковцев мы, честно говоря ждали большего — ведь они и только они были особенно заинтересованы в исходе поединка. К сожалению, ни настойчивости, ни боевитости гости не показали. Правда, первый гол влетел в их ворота в результате нелепой случайности, но времени исправить ее у команды было более чем достаточно.
Бронзовый призер провел матч, особенно его заключительную часть, значительно собраннее и результат вполне соответствует соотношению сил на поле.
В. ПОНЕДЕЛЬНИК, заслуженный мастер спорта.
Г. АКОПОВ. 

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 14 ноября 1971 года:

ბალანსი გათანაბრდა.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 12 ნოემბერი.
“დინამო” (თბილისი) — “სპარტაკი” (მოსკოვი) — 3:0 (1:0).
“დინამო”: სტეფანია, პეტრიაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, ხინჩაგაშვილი, კუტივაძე, გავაშელი, მაჩაიძე, გუცაევი, ყიფიანი (ფ. რეხვიაშვილი), ლ. ნოდია.
“სპარტაკი”: ბაუჟა, ლოგოფეტი, ზენკოვი, ოლშანსკი, აბრამოვი, კისელიოვი, მირზოევი (კალინოვი), რედინი, პისკარიოვი (ოსიანინი), პაპაევი, სილაგაძე.
მსაჯი: კ. ანძიულისი (კაუნასი).
დუბლიორები — 4:2 “დინამოს” სასარგებლოდ. ამ მატჩში თბილისელთა მეკარემ თ. მოსეშვილმა 2 პენალტი აიღო.
რა შეეძლო მოეტანა ამ მატჩს მეტოქეთათვის, რისთვის უნდა ებრძოლათ მოწინააღმდეგე მხარეებს? თბილისელებს ყველა შემთხვევაში განაღდებული ჰქონდათ III ადგილი. სატურნირო ცხრილში ისინი ვერაფრით ვერც იუმჯობესებდნენ და ვერც იუარესებდნენ მდგომარეობას. სპარტაკელებისთვის კი 2 ქულას შეეძლო მოეტანა IV ადგილი. ამას გარდა, ისინი მოსკოვის გუნდებს შორის საუკეთესონი იქნებოდნენ, ესე იგი, ფაქტიურად დედაქალაქის ჩემპიონები ხდებოდნენ.
გამოდის, რომ, თუ სტიმულზე ვილაპარაკებთ, იგი “სპარტაკს” მეტი ჰქონდა, თუმცა იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მატჩს გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებდა დინამოელთათვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვართ მათი საპრიზო ადგილით, მაგრამ გულში მაინც ხინჯად რჩებოდა ის ამბავი, რომ გუნდმა გატანილი და მიღებული ბურთების უარყოფითი ბალანსით მიაღწია ბრინჯაოს მედლებს და ამ ხარვეზის გამოსწორებისთვის ღირდა ძალების სრული დაძაბვით თამაში.
მატჩის დასაწყისი მაინცდამაინც არ გვპირდებოდა, რომ თბილისელები საწადელს მიაღწევდნენ. ბურთი უმთავრესად მინდვრის შუაგულში ტრიალებდა. ყიფიანის, კუტივაძის, მაჩაიძის რამდენიმე შორეული ბურთი იოლად აიღო ბაუჟამ მაგრამ გზა დიდი ანგარიშით მოგებისკენ საკმაოდ უცებ და მოულოდნელად გაიხსნა: მე-16 წუთზე გუცაევმა მარჯვენა ფლანგიდან მიაწოდა ბურთი საჯარიმო მოედანზე, იქ მას დაეუფლა ყიფიანი და წინ გავიდა. “დინამოს” ცენტრფორვარდთან ბრძოლაში ზენკოვმა სცადა მეკარისთვის მიეწოდებინა ბურთი, ბაუჟამ ვერ გაუგო პარტნიორს, შეფერხდა, ბურთი კი კარში გავიდა.
ტაიმის დასასრულამდე მოსკოველებმა ვერ შეძლეს კონტრთამაშის შექმნა. ისინი სისტემატურად აგებდნენ ბრძოლას მინდვრის ცენტრში, სადაც ძალიან ძლიერი იყო მაჩაიძე. ამას გარდა, საკმარისი იყო ბურთი გუცაევს მიეღო და “სპარტაკის” მთელი დაცვა თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებოდა. ოლშანსკი აბსოლუტურად უმწეო იყო ახალგაზრდა თბილისელთან ორთაბრძოლისას, ამიტომ მას ეხმარებოდა აბრამოვი, ცენტრალურ ზონაში კი სიცარიელე რჩებოდა, რომელიც ნახევარმცველთა ხარჯზე უნდა შევსებულიყო. ასეთი განლაგებით სტუმრები მხოლოდ იგერიებდნენ მეტოქის იერიშებს.
შესვენების შემდეგ მოსკოველებმა მინდორზე გამოიყვანეს კალინოვი და ოსიანინი, რამაც საგრძნობი ცვლილება შეიტანა თამაშში. ეს ორი ფეხბურთელი აქტიურად ჩაება შეტევაში, მათ აჰყვნენ სხვებიც და თითქმის 30 წუთის მანძილზე დინამოელთა დაცვას დიდი დატვირთვა დააწვა. აქ თავისი სიტყვა თქვა ჭელიძისა და ხინჩაგაშვილის მაღალმა ოსტატობამ, სტეფანიას, ებრალიძისა და პეტრიაშვილის თავგამოდებამ. სახეირო თითქოს არაფერი ჩანდა, როცა ვითარება უცბად შეიცვალა და სპარტაკელთა დაცვამ მეორე საბედისწერო შეცდომა დაუშვა. მარჯვენა ფრთიდან მოწოდებულ ბურთზე სწრაფად გავიდა ნოდია. ამ მომენტში ლოგოფეტმა სცადა მდგომარეობის ხსნა, ძლიერად დაარტყა, ბურთი ზურგში მოხვდა ნოდიას და რიკოშეტით გავიდა კარში.
ამის შემდეგ თამაში თითქმის სულ “სპარტაკის” კართან იყო და ეს 15 წუთი ერთ მატჩად ღირდა. კუტივაძის უძლიერესი დარტყმები ორჯერ მოხვდა ძელს, საგოლე პოზიციაში იყვნენ რეხვიაშვილი, მაჩაიძე, გუცაევი, შტურმი შტურმს მოსდევდა და ბოლოს, 78-ე წუთზე, მოსახდენი მოხდა: ნოდიამ ზუსტი დარტყმით გაგზავნა ბურთი ბაუჟას კარში.
მატჩი მოვიგეთ და ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა გაასწორა თავისი უარყოფითი ბალანსი.
აქ ერთ ფაქტსაც გვინდა გავუსვათ ხაზი: ფეხბურთის სტატისტიკოსმა ბ. ესაკიამ დაადგინა, რომ სსრ კავშირის 33 ჩემპიონატის ისტორიაში მოსკოვის “სპარტაკს” თბილისის “დინამოსთვის” დიდი ანგარიშით მოუგია 9-ჯერ, თბილისელებს კი ასეთი გამარჯვება არ ჰქონიათ 1971 წლის 12 ნოემბრამდე. ახლა ეს ხარვეზიც გამოსწორდა.
მ. ჩიხლაძე. 

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *