«Динамо» (Тбилиси) — СКА (Ростов-на-Дону) 0:0

«Динамо» (Тбилиси) — СКА (Ростов-на-Дону) 0:0

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 26.
3 октября 1971 года. 16-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 18000 зрителей.
Судьи: Н.Кирсанов (Киев), Ю.Черников, А.Евграфов (оба — Москва).
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Хинчагашвили, Петриашвили, Гавашели, М.Мачаидзе, Кипиани, Гуцаев, Рехвиашвили.
СКА: Бойченко, Серостанов, Гетманов, Могильный, Абрамов, Антонов, Кучинскас, Еськов (к), Чихладзе, Афонин, Чуркин.

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1016)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 5 октября 1971 года:

«ДИНАМО» (Тбилиси) — СКА Р. — 0:0.
«Динамо (Тбилиси) — СКА (Ростов). 0:0.
Тбилиси. Стадион «Локомотив. 18 000 зрителей. 3 октября. Ясно. Небольшой ветер. 21 градус.
Судьи Н. Кирсанов (Киев), Ю. Черников и А. Евграфов (оба — Москва).
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Хинчигашвили, Петриашвили, Гавашели, Мачаидзе, Кипиани, Гуцаев, Рехвиашвили.
СКА: Бойченко, Серостанов, Гетманов, Могильный, Абрамов, Антонов, Кучинскас, Еськов. Чихладзе, Афонин, Чуркин.
Дублеры — 0:0.
Молодой вратарь динамовцев Степания сыграл весь матч от первой до последней минуты. А в протоколе, где проставляются оценки игрокам, против его фамилии были вписаны две буквы «б. о.» Г. Качалин, тренер «Динамо», оставил его без оценки, определив тем степень участия вратаря в игре, точнее его полную к ней непричастность.
Так характеристика действий одного игрока переросла в характеристику всего поединка. Если добавить к этому, что, шесть партнеров Степания получили двойки, станет ясно, что руководители «Динамо» ждали от команды большего. А гости, наоборот, остались весьма довольны результатом. И это тоже отразилось в протоколе: шесть четверок и все — игрокам обороны и вратарю…
Если привести цифры из статистического отчета об игре (соотношение угловых — 12:1), может сложиться впечатление, что это был матч неиспользованных возможностей. Между тем по-настоящему реальных угроз воротам СКА тбилисцы почти не создали: один благоприятный момент был Гуцае-ва в первом тайме, другой — у Кипиани во втором. Вот пожалуй, и все, хотя гости почти весь матч были «заперты» на своей половине поля.
Динамовцы атаковали много, долго, но монотонно. Левый фланг был оголен для проходов Гавашели, а на правом, где активно действовал Гуцаев, часто появлялся еще и Дзодзуашвили. Завершающие же навесные передачи тбилисцев, однако, в конечном итоге становились легкой добычей защитников ростовчан.
Гости довольно внимательно опекали соперников. Но в адрес одного из них — Абрамова—я вынужден, к сожалению, сказать несколько нелестных слов.
Левый защитник СКА знал, что против него играет совсем еще юный Гуцаев, всего месяц назад дебютировавший в основном составе. Вот и решил, видимо, Абрамов припугнуть новичка: дал ему по ногам один раз, другой, третий, пока тот не захромал…
Мы часто говорим и пишем о том, что у нас медленно растет техническое мастерство молодых футболистов. Мне кажется, что в этом повинны и судьи. По крайней мере арбитр матча Н. Кирсанов никак не реагировал на грубую игру Абрамова.
Г. АКОПОВ. [Наш корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 5 октября 1971 года:

როგორც როსტოველებს უნდოდათ…
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 3 ოქტომბერი.
“დინამო” (თბილისი) — ასკ (დონის როსტოვი) — 0:0.
“დინამო”: სტეფანია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, პეტრიაშვილი, გავაშელი, მ. მაჩაიძე, ყიფიანი, გუცაევი, ფ. რეხვიაშვილი.
ასკ: ბოიჩენკო, სეროსტანოვი, გეტმანოვი, მოგილინი, აბრამოვი, ანტონოვი, კუჩინსკასი, ესკოვი, ჩიხლაძე, აფონინი, ჩურკინი.
მსაჯი: ნ. კირსანოვი (კიევი).
დუბლიორები — 0:0.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა მწვრთნელებმა სამსაჯო ოთახში შეავსეს მომავალი მატჩის ოქმი, ცხადი და ნათელი შეიქნა როსტოველთა საერთო გეგმა და ტაქტიკური ჩანაფიქრი: მათ თბილისში ქულის აღება უნდოდათ, ამიტომ ღრმა დაცვითი სისტემით ითამაშეს.
ეს ბუნებრივი და გასაგები ამბავია. არმიელები იმ ბოლო 2 ადგილზე იმყოფებიან, რომელიც საგაისოდ “ა” კლასში I ლიგამდე ჩამოქვეითებით იმუქრება და 1 ქულა თბილისელებთან მათ ყოველმხრივ უწყობდა ხელს, ვინაიდან გუნდს შინ დარჩენილი აქვს 4 მატჩი და ეს 1 ქულა პლუს სხვა დანარჩენები, შეიძლება სავსებით საკმარისი აღმოჩნდეს, უმაღლეს ლიგაში დასარჩენად. ის, რომ აფონინს ¹№10 მაისური ეცვა, შეცდომაში ვერ შეიყვანდა ვერავის — აფონინი ნამდვილი მცველია და მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა, მათ შორის სსრ კავშირის პირველ ეროვნულ ნაკრებშიც, გატარებული აქვს მცველის პოსტზე, ამიტომ თავისი ¹№10 მაისურით იგი დინამოელებთან მატჩში დამატებითი მცველი იქნებოდა.
ასეც მოხდა. როგორც კი დაიწყო თამაში, პირველივე წუთებიდან როსტოველები 5 მცველით, აფონინთან ერთად, საფუძვლიანად ჩაიკეტნენ თავიანთ საჯარიმო მოედანზე, შუა მინდორზე 3 ნახევარმცველი განალაგეს და თავდასხმის ხაზზე დატოვეს მხოლოდ 2 ფორვარდი — ჩურკინი და ჩიხლაძე (ეს ის ჩიხლაძეა, რომელიც ორიოდე წლის წინ ქუთაისის “ტორპედოში” გამოდიოდა). გუნდს კონკრეტული გეგმა ჰქონდა: დინამოელთა თითოეული შემტევი მოთამაშის წინააღმდეგ გაძლიერებული ძალებით ემოქმედა, ღიად არ დარჩენოდა ადგილი დაცვის ზონაში და შესაძლო კონტრშეტევის შემთხვევაშიც ფრთხილად ემოქმედა — მცირე ძალებით, შორი დისტანციიდან დარტყმით.
სტუმრებმა ეს ამოცანა წარმატებით შეასრულეს, ზუსტად გეგმის მიხედვით ითამაშეს და შინ ის უძვირფასესი ქულა წაიღეს, რომელმაც საბოლოო ბალანსის გამოყვანისას მათ შეიძლება დაუფასებელი სამსახური გაუწიოს.
მაგრამ ეს სწორედ ის ქულაა, რომელიც ასევე ძვირფასი იყო ჩვენი გუნდისთვისაც და რომელიც ასე სჭირდება მას მეორე თუ მესამე საპრიზო ადგილისთვის საბრძოლველად. გულშემატკივრები კარგად არიან გარკვეული სატურნირო ცხრილის ახლანდელ რთულ პერიპეტიებში, ზუსტად აქვთ გამოთვლილი, რომ “არარატს”, მოსკოვის “დინამოს”, “ზარიას”, “სპარტაკსა” და “ტორპედოს” თბილისის “დინამოსთან” ერთად უაღრესად დაძაბული, უკომპრომისო ბრძოლა აქვთ გამართული ცხრილის სათავეში მოსახვედრად და სულ 1 ქულის დაკარგვამ შესაძლოა გამოიწვიოს 2-3 ადგილით უკან დახევა, მითუმეტეს, რომ თბილისის “დინამოს” გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა ვერა აქვს მთლად სახარბიელო.
დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ჩვენმა გუნდმა თავი დააღწია ერთობ უსიამოვნო, სერიოზულ კრიზისს, გამოასწორა თამაში, სტაბილური, დამაჯერებელი გახადა იგი და კვლავ დაიბრუნა ის ადგილი, რომელიც მას საბჭოთა ფეხბურთის ავანგარდში ეკუთვნის, მაგრამ ცალკეული შეცდომები მაინცაა დარჩენილი და განვლილი მატჩის დანაკარგიც ამ შეცდომის შედეგია.
ჩვენი აზრით, თბილისელებმა არ იციან, თუ როგორ უნდა ბრძოლა ღრმა დაცვაში მყოფი მეტოქის წინააღმდეგ. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მათ აბსოლუტური ტერიტორიული უპირატესობით მიჰყავთ თამაში, 75-80 წუთს მოპირდაპირე ნახევარზე ატარებენ და საბოლოოდ ვერაფერი სარგებელი გამოაქვთ აქედან. როგორ არ უნდა გაიხსენო I წრის მატჩი თბილისში “ფახთაქორთან”, რომელიც ჩვენს გუნდს რამდენიმე ბურთის განსხვავებით უნდა მოეგო, საბოლოოდ კი 2 ქულა ტაშკენტელებს ხვდათ წილად. მაშინაც ასე იყო: ვუტევდით, ვუტევდით, სახიფათო მომენტებს თვლა არ ჰქონდა, ხოლო სასურველ შედეგს მაინც ვერ მივაღწიეთ.
როსტოველებთან განცდილი წარუმატებლობა პირდაპირი შედეგია დინამოელთა არასწორი ტაქტიკური თამაშისა. ისინი უამრავ დროს კარგავენ შუა მინდორში ბურთის ტარებისას, გაუთავებელი დრიბლინგი იქცა ზოგიერთი ჩვენი ფეხბურთელის განუკურნებელ სენად და ეს ერთხელ კიდევ გამოჩნდა ამ მატჩში.
დრიბლინგს მაშინ აქვს ფასი და აზრი, როცა იგი ტაქტიკურ ამოცანას ემსახურება, ხელს უწყობს მოწინააღმდეგის რიგებში დეზორგანიზაციის შეტანას, თორემ თუ ბურთის ტარება თვითმიზნად იქცა — ეს მხოლოდ ვნებს საქმეს. გავაშელი, ხურცილავა, მაჩაიძე, ძოძუაშვილი და სხვანი კი, საჭიროა ეს თუ არა, თავიანთ მოვალეობად მიიჩნევენ “ცოტა ხნით” მოაცდევინონ ღია პოზიციაში მყოფ პარტნიორს და შუა მინდორში იტრიალონ სანამ მეტოქის მხრივ ყველა მცველი და მეკარეც იდეალური წესით განლაგდებიან შეტევის მოსაგერიებლად.
განვლილ მატჩში საჭირო იყო გრძელი, შორეული გადაცემები, სწრაფი კომბინაციები მინდვრის მთელ სიგანეზე, კარში დარტყმები შორი მანძილიდან.
ყველაფერი ეს თბილისელმა ფეხბურთელებმა დაივიწყეს და არსებითად გაუადვილეს სტუმრებს კარის უხიფათობის შენარჩუნება. ამ სიტუაციაში, ვფიქრობთ, თამაშში გარდატეხის შეტანა შეეძლო კუტივაძეს, მაგრამ იგი მინდორზე არ გამოიყვანეს, სხვამ კი არ ისურვა ასეთი ფუნქციების შესრულება.
დასანანია, ძალზე დასანანი, რომ შინ ასე საჭირო ქულა დავკარგეთ ბრძოლის საპასუხისმგებლო და ძნელ ეტაპზე, მაგრამ თბილისის “დინამოს” სატურნირო მდგომარეობა კვლავინდებურად პერსპექტიულია და დანაკარგის გამოსწორება დარჩენილ მატჩებში შეიძლება. ეს კარგად უნდა ახსოვდეთ ჩვენს ფეხბურთელებს, განსაკუთრებით 8 ოქტომბრის შეხვედრისთვის ტრადიციულად ყველაზე უფრო ძნელ მოწინააღმდეგესთან — მოსკოვის “დინამოსთან”.
ბ. ქორქია.