«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк) 3:0 (1:0)

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 24.
10 сентября 1971 года. 19-00. Тбилиси. Стадион «Локомотив». 20000 зрителей.
Судьи: Т.Бахрамов, Т.Велиев, Э.Давидашвили (все — Баку).
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Хинчагашвили, Петриашвили, Мчедлишвили, М.Мачаидзе, Кипиани, Гуцаев, Рехвиашвили.
«Шахтер»: Дегтярев, Ключик, Денисенко, Губич, Белоусов, Бильдюк, Васин, Коньков (к), Борисенко (Прокопенко, 70), Яремченко, Захаров.
Голы:
1:0 Рехвиашвили — 32
2:0 Гуцаев — 87
3:0 Губич — 89 (автогол)

ОФИЦИАЛЬНЫЙ ПРОТОКОЛ — в наличии (ГАРФ).
Пресса — «Советский спорт», «ლელო» («Лело»).
Программа матча — есть.


Газета «Советский спорт» (Москва) от 12 сентября 1971 года:

«ДИНАМО» (ТБИЛИСИ) «ШАХТЕР» 3:0.
«Динамо» (Тбилиси) — «Шахтер» (Донецк). 3:0 (1:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 20 000 зрителей.
10 сентября. Ясно. 30 градусов.
Судьи Т. Бахрамов, Т. Велиев, Э. Давидашвили (все — Баку).
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Хурцилава, Челидзе, Хинчагашвили, Петриашвили, М. Мачаидзе, Мчедлишвили, Гуцаев, Кипиани, П. Рехвиашвили.
«Шахтер»: Дегтярев, Ключик, Денисенко, Губич, Белоусов, Бильдюк, Васин, Коньков, Борисенко (Прокопенко, 70), Яремченко, Захаров,
Голы: Рехвиашвили (32), Гуцаев (87), Губич (89, в свои ворота).
Дублеры — 1:4. Голы: Г. Мачаидзе (»Динамо): Дудинский (2), Шевлюк, Коваленко («Шахтер).
Тбилисцы одержали убедительную победу, однако досталась она им далеко не так легко, как это может показаться. На протяжении всего матча шла равная игра с обоюдными шансами, в которой техническому превосходству динамовцев гости противопоставили большую работоспособность. Обе команды вели наступательные операции главным образом по правому флангу, где у тбилисцев активно и интересно играл юный Гуцаев, часто переигрывавший своего опекуна, а у гостей — Захаров, который своей энергией и напором нередко ставил в затруднительное положение защитников и вратаря хозяев поля.
На 30-й минуте, после одного из проходов Захарова, горняки получили верную возможность добиться успеха, но Яремченко, находясь в весьма удобной позиции, пробил мимо цели. Тут же последовала ответная атака динамовцев, и Рехвиашвили, использовав хорошую передачу Петриашвили, очень искусно перебросил мяч в сетку ворот мимо выбежавшего вперед Дегтярева. Воодушевленные успехом, тбилисцы снова бросились в атаку, и, будь Петриашвили поточнее, ворота гостей могли быть взяты еще дважды.
После перерыва картина на поле резко изменилась, «Шахтер» решительно пошел в атаку, причем в пей участвовали не только форварды и игроки середины поля, но и защитники. Обороне динамовцев и вратарю Степания пришлось действовать с полной нагрузкой. Вновь много хлопот доставил тбилисцам своими острыми проходами Захаров. И кто знает, как бы закончилась эта встреча, если бы Борисенко в начале второй половины игры использовал две отличные возможности, созданные для него товарищами по команде.
Надо сказать, что в эти минуты динамовцы несколько растерялись. У них нет сейчас игрока, который бы связал воедино усилия партнеров, игрока-диспетчера. Тем не менее динамовская молодежь смогла в конце концов переломить ход игры. Перед самым концом матча мощный удар Рехвиашвили метров с 25 отразила штанга, и подоспевший Гуцаев направил мяч в сетку. Спустя минуту по левому краю прорвался Кипиани, прострелил вдоль ворот, и третий мяч, на этот раз от ноги защитника Губича, влетел в ворота.
Л. ШЕНГЕЛАЯ. 

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 12 сентября 1971 года:

ბოლომდე ბრძოლის ნაყოფი.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 10 სექტემბერი.
“დინამო” (თბილისი) — “შახტიორი” (დონეცკი) — 3:0 (1:0).
“დინამო”: სტეფანია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, პეტრიაშვილი, მჭედლიშვილი, მაჩაიძე, ყიფიანი, გუცაევი, ფ. რეხვიაშვილი.
“შახტიორი”: დეგტიაროვი, დენისენკო, კლიუჩიკი, გუბინი, ბელოუსოვი, ბილდიუკი, ვასინი, კონკოვი, ბორისენკო (პროკოპენკო), იარემჩენკო, ზახაროვი.
მსაჯი: ტ. ბახრამოვი (ბაქო).
დუბლიორები — 1:4
დონეცკის “შახტიორი” კარგი რეპუტაციით ესტუმრა თბილისს. გამარჯვება მოსკოვის “ტორპედოსთან” (1:0), ცხკას-თან (2:1), ფრე — ვოროშილოვგრადის “ზარიასთან” (0:0) სტუმრად, უკვე ბევრ რამეს ნიშნავდა. მით უფრო, რომ თბილისის “დინამო” შესუსტებული შემადგენლობით უნდა წარმდგარიყო გულშემატკივართა წინაშე. გავაშელი და გ. ნოდია ისე მძიმედ დაშავდნენ ლენინგრადში, რომ კარგა ხანს ვერ ჩადგებიან მწყობრში.
ასე იყო თუ ისე, დინამოელებს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ და ენერგიის უკიდურესი დაძაბვით უნდა ეთამაშათ. მატჩი დაიწყო თუ არა, როგორც ყოველთვის ხდება, “დინამომ” მაშინვე ხელთ იგდო ორთაბრძოლის ყველა სადავე და მისი მეტოქე იძულებული გახდა უმეტესად დაცვაზე ეფიქრა. მხოლოდ ვასინი და ზახაროვი, ასე თუ ისე, ქმნიდნენ თბილისელთა კარის აღების საშიშროებას. მარჯვენა ფრთაზე ენერგიულად მოქმედებდა ახალგაზრდა გუცაევი, რომლის იერიშების უვნებელსაყოფად ყოველ ღონეს ხმარობდა ბელოუსოვი. მართალია, თამაშის
პირველი ნახევარი ჩვენების ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა. იყო ანგარიშის გახსნის რამდენიმე შესაძლებლობა (პეტრიაშვილი, ყიფიანი), მაგრამ ამ ვითარებაში აშკარად შეიმჩნეოდა, რომ დინამოელთა ნახევარდაცვა არ იყო მისთვის ჩვეულ ხიმაღლეზე. ამ რგოლის მოთამაშეები ბევრს სცოდავდნენ. ამიტომ იყო, დონეცკელი ფეხბურთელები თავისუფლად ფლობდნენ მინდვრის ცენტრალურ ნაწილს და აქედან ხშირად უტევდნენ.
თბილისელთა ტერიტორიულმა, ტექნიკურმა და ტაქტიკურმა უპირატესობამ ბოლოს და ბოლოს შედეგი გამოიღო. მარცხენა ფრთიდან “შახტიორის” საჯარიმო მოედნისკენ გაიჭრა პეტრიაშვილი. მან დროზე შენიშნა კარგ მდგომარეობაში მყოფი რეხვიაშვილი, ბურთი მას გადააწოდა და ამ უკანასკნელმა მაშინ დაარტყა, როცა დეგტიაროვი მის შესახვედრად კარიდან გამოვიდა. 1:0.
შესვენების შემდეგ მეტოქეებმა თითქოს როლები შეცვალეს. განახლდა თუ არა მატჩი, სტუმრებმა ისეთი მძაფრი იერიშები წამოიწყეს, რომ “დინამოს” დაცვა რის ვიავაგლახით უმკლავდებოდა ზახაროვს, ვასინს, ბორისენკოს, რომლებიც თავისუფლად დანავარდობდნენ ჩვენი გუნდის საჯარიმო მოედანზე. ბორისენკოს ორჯერ ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების საშუალება. ერთხელ იგი შეცდა, მეორედ კი სტეფანიამ იმარჯვა. იგრძნეს რა, რომ თბილისელთა ნახევარდაცვა დაკისრებულ ამოცანას ვერ ასრულებდა და მთელი სიმძიმე დაცვას დააწვა თავზე, “შახტიორის” ფეხბურთელები იერიშებს არ ანელებდნენ და ამიტომ იყო, რომ ბევრ შემთხვევაში ბეწვზე ეკიდა “დინამოს” კარის უსაფრთხოება. ასეთ ვითარებაში გადიოდა დრო, ბევრმა მაყურებელმა დატოვა სტადიონი და მწარედ მოტყუვდა. სწორედ მატჩის მიწურულს მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა: 85-ე წუთზე რეხვიაშვილმა ძნელი მდგომარეობიდან ძლიერად დაარტყა კარისკენ, ბურთი მოხვდა ძელს, დაეშვა ხაზს იქით და შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. აქ მას დახვდა გუცაევი და ამ უკანასკნელის დარტყმა უნაკლო აღმოჩნდა. ყველას ეგონა, რომ მსაჯი ტ. ბახრამოვი გუცაევის დარტყმამდე ჩათვლიდა კარს აღებულად, მაგრამ რატომღაც ასე არ მოხდა.
გატანილმა მეორე გოლმა დინამოელებს თითქოს ახალი ძალები შთაბერა და ისინი კვლავ გამუდმებით უტევდნენ მეტოქის კარს. მატჩის ბოლო წუთზე მარცხენა ფრთაზე კარგად ითამაშა ყიფიანმა, ბურთი კარის გასწვრივ ჩააწოდა პარტნიორებს, მაგრამ ამ უკანასკნელთ გუბიჩმა დაასწრო და იგი საკუთარ კარში გაგზავნა — 3:0.
ჩვენი წერილის მიზანს არ წარმოადგენს თბილისის “დინამოს” თამაშის დეტალური განხილვა. ის კი უნდა აღინიშნოს, რომ გუნდმა ითამაშა მთელი მონდომებით, მაღალტექნიკურად, რასაც მათს მეტოქეებზე ვერ ვიტყვით. ისინი ხშირად იყენებდნენ აკრძალულ ძალისმიერ ილეთებს, რის გამოც მსაჯს გამუდმებით უხდებოდა საქმეში ჩარევა.
ამ ბოლო ხანებში შეიმჩნევა ერთი უსიამოვნო ამბავი: გათამაშების მონაწილე ზოგიერთი გუნდი უხეში თამაშით ცდილობს ფონს გასვლას. მსგავსი რამ მოხდა გუშინდელ მატჩში, ასე იყო ლენინგრადშიც, რისთვისაც არა მარტო ცენტრალურმა პრესამ, ლენინის ქალაქის გაზეთებმაც აუგად მოიხსენიეს “ზენიტი”, რომელმაც უხეში თამაშით ცუდი მასპინძლობა გაუწია თბილისის “დინამოს”. თუ საგანგებო ზომები არ იქნა მიღებული, სეზონის ბოლომდე ბევრი წამყვანი ფეხბურთელი, მათ შორის სსრ კავშირის ნაკრების წევრი, კარგა ხნით დატოვებს სარბიელს.
ზ. ჯანდიერი. 

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *