«Динамо» (Тбилиси) — «Нефтчи» (Баку) 1:0 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Нефтчи» (Баку) 1:0 (0:0)

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 12.
27 июня 1971 года. 19-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». 15000 зрителей.
Судьи: И.Лукьянов, Ю.Черников, Н.Жихарев (все — Москва).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Эбралидзе, Петриашвили, Кутивадзе (Гавашели, 78), М.Мачаидзе, Кипиани, Г.Нодия, Л.Нодия.
«Нефтчи»: Крамаренко, Кулиев, Брухтий, Юмакулов (Стекольников, 63), Мирзоян, Семиглазов, Туаев, Легкий, Банишевский (к), Смольников (Гаджиев, 61), Шевченко.
Гол:
1:0 Г.Нодия — 61

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1015)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 29 июня 1971 года:

АКСИОМА ПОБЕДЫ.
«Динамо» (Тбилиси) — «Нефтчи» (Баку). 1:0 (0:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 15 000 зрителей. 27 июня. Пасмурно. 20 градусов.
Судьи И. Лукьянов, Ю. Черников, Н. Жихарев (все — Москва).
«Динамо»: Урушадзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Эбралидзе, Мачаидзе, Кутивадзе (Гавашели, 78), Петриашвили, Кипиани, Г. Нодия, Л. Нодия.
«Нефтчи»: Крамаренко, Кулиев, Брухтий, Юмакулов (Стекольников, 63), Мирзоян, Семиглазов, Туаев, Легкий, Банишевский, Смольников (Гаджиев, 61), Шевченко.
Гол: Г. Нодия (61).
Дублеры — 1:0. Гол: Бачиашвили.
Внешне матч походил на последнюю встречу тбилисцев с динамовцами Москвы.
То же территориальное преимущество, то же стремление забить мяч и, к сожалению, та же торопливость и неточность у самых ворот.
Правда, бакинцы довольно часто перехватывали инициативу и грозно подходили к штрафной площади, но на сей раз все игроки зашиты и особенно Хурцилава действовали собранно, были достаточно бдительны. По всей видимости, урок, полученный в прошлом матче, когда за несколько минут до конца игры были пропущены два мяча, не прошел даром.
Большую активность у бакинцев проявлял Шевченко. Но ему трудно было пробиться по флангу, прикрытому цепким и опытным Дзодзуашвили, и потому Шевченко часто уходил в центр, где союз-ничал с Банишевским, а иной раз перемещался на противоположный фланг. Такое поведение форварда не только облегчило задачу защитника, но и позволило Дзодзуашвили без особого риска выходить вперед. По существу. Дзодзуашвили был четвертым хавбеком при трех нападающих. Это создало перевес тбилисцев в середине поля и оживило игру форвардов, среди которых на этот раз был заметен Кипиани. И все же усилия тбилисцев не переплавлялись в гол, а лишь подогревали надежды зрителей.
Не могли добиться успеха и бакинцы: Шевченко неточно обстреливал ворота, а Банишевский на сей раз не захотел ввязываться в сложную борьбу и ограничил свою деятельность распасовками и двумя небрежными ударами, после которых оба мяча стали легкой добычей Урушадзе. К перерыву — нули на табло.
На первой минуте второго тайма можно было подумать, что бакинцы решили усилить темп, чтобы навязать соперникам свою игру. Однако им это не удалось. Вскоре на поле вновь доминировали хозяева, и, как говорится, «в воздухе запахло голом».
Почуяв опасность, тренеры «Нефтчи решили заменить нападающего Смольникова полузащитником Гаджиевым, но именно в эту минуту Г. Нодия, получив удачную диагональную передачу, на сей раз без раздумий сильно послал мяч в сетку.
Тренеры «Нефтчи» тут же сделали вторую замену. Теперь форварда Стекольникова предпочли защитнику Юмакулову. Нужно было отыграться. Но эта трехминутная рокировка не принесла ощутимых плодов. Больше того, игра бакинцев потеряла стройность, которую мы наблюдали в первой половине матча.
Для того чтобы сохранить победу, нужно нападать. Это аксиома, с которой хорошо знакомы хозяева поля. Они рвались к воротам, обстреливали их. Верную возможность увеличить счет имели Кипиани и Мачаидзе, но, видимо, неопытность подвела их.
Свисток судьи прервал матч, в котором для победы хватило одного гола.
М. МЕРЖАНОВ. (Наш спец. корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 29 июня 1971 года:

ჩაკეტილი დუეტი…
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 27 ივნისი.
“დინამო” (თბილის) — “ნეფთჩი” (ბაქო) — 1:0 (0:0).
“დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, პეტრიაშვილი, კუტივაძე (გავაშელი), მაჩაიძე, ყიფიანი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
“ნეფთჩი”: კრამარენკო, ყულიევი, ბრუხტი, იუმაკულოვი (სტეკოლნიკოვი), მირზოიანი, სემიგლაზოვი, ტუაევი, ლიოგკი, ბანიშევსკი, სმოლნიკოვი (გაჯიევი),
შევჩენკო.
მსაჯი: ი. ლუკიანოვი (მოსკოვი).
დუბლიორები — 1:0 “დინამოს” სასარგებლოდ.
წლევანდელ ჩემპიონატში ბაქოს “ნეფთჩი” საშიშ ძალად იქცა უმაღლესი ლიგის გუნდებისთვის. ამ ოდესღაც საშუალო გუნდს ასეთი სიძლიერით არ უთამაშია არასოდეს, თუმცა ჰქონდა ისეთი მასშტაბის წარმატებები როგორც III და IV ადგილები 1965 და 1967 წლებში.
ახლა ბაქოელებს კვლავ აქვთ სერიოზული განზრახვა გაიმეორონ იმ პერიოდის მიღწევა და თავის ამ განზრახვას გუნდი საქმითაც ამტკიცებს: იგი გათამაშების დაწყებიდანვე ლიდერთა რიცხვშია, მოიგო 6 მატჩი, გაიტანა 21 ბურთი.
აი, ამ გატანილ ბურთებშია სწორედ “ნეფთჩის” ძალა. ბაქოელთა აქტივი — 21 გოლი, — ყველაზე მეტია უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის, ამიტომ ბაქოელები უნდა მივიჩნიოთ გ. ფედოტოვის პრიზის მოპოვების ერთ-ერთ უმთავრეს პრეტენდენტებად და მათთან შეხვედრისას ყოველ მეტოქეს უნდა ახსოვდეს, რომ უპირველეს ყოვლისა საჭიროა საქმეების მოგვარება დაცვაში. “ნეფთჩი” ადრე ჩატარებულ შეხვედრებში მხოლოდ ერთხელ წავიდა მინდვრიდან გოლის გაუტანლად. სხვა შემთხვევებში იგი ყოველთვის შედეგიანი იყო.
მაგრამ, სანამ შევეგუებოდეთ ბაქოელთა ასეთი უხვგოლიანობის მიზეზის ახსნას, ერთი კი უნდა ითქვას: “ნეფთჩის” წლევანდელი წარმატებები უმთავრესად ემყარება საკუთარ მინდორზე ჩატარებულ თამაშებს. თვითონ განსაჯეთ: ბაქოელებმა თბილისში ჩამოსვლამდე გასვლაზე 4 მატჩი ჩაატარეს და მხოლოდ 2 ქულა აიღეს (2 ფრე, 2 წაგება), შინ კი 8 შეხვედრაში 14 ქულა ჩაიწერეს (2 ფრე, 6 გამარჯვება), ამდენად, შინაური კედლების ფაქტორი ამ გუნდისთვის პირველხარისხოვან მოვლენას წარმოადგენს.
ახლა იმის შესახებ, თუ ვინ განსაზღვრავს და განაპირობებს “ნეფთჩის” მაღალ შედეგიანობას. უმთავრესად, ორი ფორვარდი, სსრ კავშირის I ნაკრების ორი ძირითადი წევრი — ბანიშევსკი და შევჩენკო. იმ 21 გოლიდან, რომლებიც ბაქოელთა “შემოსავალში” ირიცხება, 12 ეკუთვნის ბანიშევსკის და შევჩენკოს (5-6) და, ცხადია, ამ გუნდთან შეხვედრისას ყოველი მოწინააღმდეგე უნდა ცდილობდეს პირველ ყოვლისა მოახდინოს მათი ნეიტრალიზება, შეძლოს გადაკეტოს ის საკომუნიკაციო გზები, რომლებიც თამაშის დროს აკავშირებს მთელ კოლექტივს ამ ორი მაღალი კლასის თავდამსხმელთან.
თბილისელებმა ეს შეძლეს და საკმაოდ იოლადაც. როგორც კი დაიწყო თამაში, ნათლად შესამჩნევი შეიქნა, თუ როგორ ეძებდნენ ბაქოელი ფეხბურთელები ბანიშევსკის და შევჩენკოს, როგორ ცდილობდნენ შეექმნათ მათთვის ხელსაყრელ პოზიციაში ბურთის მიღების შესაძლებლობა. თითქმის ყველა კომბინაციის სათავე საბოლოოდ გამიზნული იყო ასეთი ფინალისთვის, მაგრამ დინამოელთა მცველები მოქმედებდნენ მოფიქრებულად, უშეცდომოდ და, ამასთან, ბაქოელთა შეტევის დუეტი ჩაკეტილ იქნა ისე, რომ საამისოდ არ დაგვჭირდა მაისურებში ხელჩავლებული პერსონალური დარაჯები ბანიშევსკისა და შევჩენკოსთვის. მათი სრული ნეიტრალიზება მოხდა ზონური დაცვის პრინციპით, ისე რომ “დინამოს” უკანა ხაზების მოთამაშეები ყოველთვის თავისუფალნი იყვნენ კონსტრუქციული, შემტევი ბრძოლისთვის.
ამ პირველხარისხოვანი ამოცანის შესრულების შემდეგ ყველაფერი ადგილზე დადგა. თბილისელთა ნახერვარდაცვა მდგომარეობის სრული ბატონ-პატრონი შეიქნა შუა მინდორში, თავდამსხმელები უტევდნენ ხშირად, ენერგიულად, მთელი ძალით და ერთადერთი ხინჯი თუ დაგვრჩა ამ მატჩიდან, ესაა მხოლოდ ერთი გოლი და მრავალი გამოუყენებელი შესაძლებლობა, რომლებსაც გაცილებით უფრო დამაჯერებელი ანგარიში უნდა მოეტანა ჩვენი გუნდისთვის. კარგად ითამაშა ლ. ნოდიამაც, რომელიც ეტყობა ფორმაში შედის და კვლავ მოუტანს თავისი ძალის შესაფერის სარგებელს კოლექტივს.
გოლი, რომელმაც გამარჯვება მოუტანა “დინამოს”, გატანილ იქნა მე-60 წუთზე.
პეტრიაშვილისგან მიღებული ბურთით ებრალიძემ საკმაოდ დიდი მანძილი გადალახა შუა მინდორში, საჯარიმო მოედნის ხაზთან მიაწოდა გ. ნოდიას და ამ უკანასკნელმა ძნელი მდგომარეობიდან ძლიერად, ზუსტად დაარტყა კარის შორეულ კუთხეში — 1:0.
“ნეფთჩი” დამარცხებულ იქნა.
… გადავხედოთ ცხრილს. რომ ის ყოვლად გაუმართლებელი, აბსურდული დამარცხებები არა მოსკოვის “დინამოსთან”, “ფახთაქორთან”, ცსკა-სთან, თბილისის “დინამოს” საუკეთესო სატურნირო მდგომარეობა ექნებოდა! მაგრამ ყველაფერი წინაა, საქმის გამოსწორება ადვილად შეიძლება ჩემპიონატშიც და რაც ახლა ასე მნიშვნელოვანია — თასის გათამაშებაშიც, რომლის მეოთხედფინალურ მატჩში 1 ივლისს მოსკოვის “ტორპედოსთან” თბილისელებმა უნდა აჩვენონ ყველაფერი, რაც კი შეუძლიათ.
რ. ქორიძე.