«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва) 0:2 (0:0)

«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва) 0:2 (0:0)

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 11.
23 июня 1971 года. 19-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». Ясно, 25 градусов. 25000 зрителей.
Судьи: К.Андзюлис (Каунас), И.Мулелис (Вильнюс), М.Селицкий (Рига).
«Динамо» Тб.: Урушадзе, Дзодзуашвили, Эбралидзе, Хурцилава (к), Челидзе, Петриашвили, Кутивадзе, Мачаидзе, Кипиани, Г.Нодия, Л.Нодия.
«Динамо» М.: Пильгуй, Штапов, Гребнев, Долбоносов, Зыков (к), Жуков, Маслов, Семин, Эштреков (Ларин, 60), Кожемякин, Козлов (Пискунов, 23).
Голы:
0:1 Ларин — 86
0:2 Кожемякин — 88

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1015)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от июня 1971 года:

«ДИНАМО» ТБ. — «ДИНАМО» М. — 0:2.
«Динамо» (Тбилиси) — «Динамо» (Москва). 0:2 (0:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 25 000 зрителей. 23 июня. Ясно. 25 градусов.
Судьи К. Андзюлис (Каунас), И. Мулеолис (Вильнюс), М. Селицкий (Рига).
«Динамо» (Тбилиси): Урушадзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Эбралидзе, Мачаидзе, Кутивадзе, Петриашвили, Кипиани, Г. Нодия, Л. Нодия.
«Динамо» (Москва): Пильгуй, Штапов, Гребнев, Долбоносов, Зыков, Жуков, Маслов, Семин, Эштреков (Ларин, 60), Кожемякин, Козлов (Пискунов, 23),
Голы: Ларин (86), Кожемякин (88).
Дублеры — 0:1. Гол: Ларин.
Последнее время тбилисцы не очень охотно посещают стадион. Им не нравится, что любимая команда проигрывает на своем поле, но на сей раз зрителей собралось много в тайной надежде увидеть красивый футбольный диалог двух классных команд, всегда остро спорящих в открытой борьбе. Надеялись…
Но объявленный диктором состав московских динамовцев насторожил: гости выступали без Еврюжихина в нападении и без Сабо в полузащите. Правда, после долгого перерыва появился Маслов. Но мы так и не увидели его конструктивной игры, так как логика борьбы предписывала ему оборонительные функции.
В самом начале состязания хозяева поля довольно уверенно, взяли инициативу в свои руки и провели несколько острых атак, показавшихся грозными. Во всяком случае, уже на первых минутах Г. Нодия с близкого расстояния послал мяч в сетку… с наружной стороны. Через несколько минут он же ударом головы направил мяч мимо ворот.
Сильный удар хорошо игравшего Мачаидзе в трудном броске отбил Пильгуй. Наконец, к опасным прострелам справа, исполненным Кипиани и Дзодзуашвили, неизменно опаздывали братья Нодия и Кутивадзе.
На пути к штрафной площади москвичей все трепетало от «электрических разрядов», а вблизи, ворот все угасало. Всяческие перепасовки тбилисских форвардов мы видели и в тот момент, когда следовало бы «удар применить» и послать мяч в ворота.
Чувство самосохранения тянуло москвичей назад. Нужно сказать, что отступали они на исходные позиции, организованно и довольно спокойно действовали на подступах к своей штрафной площади, а иной раз и у самых ворот.
Редкая контригра москвичам никак не удавалась. На острие атаки по существу боролся один Кожемякин, но это был как раз тот случай. о котором говорят — один в поле не воин.
Первая половина матча была за хозяевами поля, зрители досадовали, что так и не увидели ни одного гола.
После отдыха картина мало изменилась: тбилисцы продолжали нападать так энергично, что иной раз их атаки принимали очертания «девятого вала», способного, казалось, сокрушить любую оборону. Но режущие глаз промахи все сводили на нет, и атака исчезала, как вода в песке. Не помогла даже большая серия угловых.
Тбилисцы так и не смогли преодолеть «пытку обороной». Для этого не хватало профессионального умения без раздумий, мгновенно посылать мяч в сетку из неудобных, трудных положений либо издали бить «прямой наводкой».
Матч, казалось, катился к нулевой ничьей, обидной для тбилисцев. Тем временем москвичи начали появляться на половине поля хозяев, словно бы проверяя, все ли здесь по-прежнему «на замке». Создавалось впечатление, что они сознательно выжидали момент, когда уверенные в своей непогрешимости защитники тбилисского «Динамо» нарушат игровую дисциплину либо допустят промах. После сильных ударов Ларина и Кожемякина мяч просвистел рядом со штангой, и стрелка барометра показала на бурю.
Но тбилисцы не придали этому значения.
Известно, что быстрее всех настигает та опасность, которой пренебрегаешь.
Хозяева поля пренебрегли появившейся остротой в контратаках москвичей, допускали небрежность, и этого было достаточно, чтобы за несколько минут до конца матча Ларин из-за штрафной площади, находясь между Хурцилавой и Челидзе, не раздумывая, послал сильный мяч в угол. Бросок Урушадзе запоздал: он схватился за голову, и это был знак потери всяких надежд. Так и получилось. Резкий неожиданный для хозяев поля ход событий расстроил их, и они опустили руки. Через две минуты Кожемякин с близкого расстояния вторично поразил ворота теперь уже безвольного Урушадзе.
Итак, имея территориальное (временами и игровое) преимущество в течение почти всего состязания (соотношение угловых 13:3), тбилисцы ушли с поля, опустив головы.
Произошло это потому, что между прогрессивной тактикой, показанной командой и способностью коллективно творить и исполнять сложные технические приемы пока нельзя поставить знака равенства.
Безупречно провела матч судейская бригада К. Андзюлиса, сумевшая вести игру в рамках строгой корректности.
М. МЕРЖАНОВ. (Наш спец. корр.).

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 26 июня 1971 года:

წაგების მიზეზი — ტაქტიკური წინდაუხედაობა.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 23 ივნისი.
“დინამო” (თბილისი) — “დინამო” (მოსკოვი) — 0:2 (0:0).
თბილისი: ურუშაძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, პეტრიაშვილი, კუტივაძე, მაჩაიძე, ყიფიანი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
მოსკოვი: პილგუი, შტაპოვი, გრებნევი, ზიკოვი, დოლბონოსოვი, ჟუკოვი, ეშტრეკოვი (ლარინი), მასლოვი, კოზლოვი (პისკუნოვი), კოჟემიაკინი, სიომინი.
მსაჯი: კ. ანძიულისი (კაუნასი).
დუბლიორები — 1:0 მოსკოველთა სასარგებლოდ.
ყოველ წაგებას აქვს თავისი მიზეზი. შეიძლება, ერთი გუნდი საერთოდ ძლიერი იყო მეორეზე, ან სრული უპირატესობა ჰქონდეს თამაშის მსვლელობისას, მაგრამ მაინც დამარცხდეს. ასეთ დროს შეხვედრის შედეგს ხშირად განმარტავენ მოულოდნელობისა და შემთხვევითობის ფაქტორით — ესე იგი, ან მატჩის შედეგი არ შეესაბამებოდა მოწინააღმდეგე მხარეთა ძალას, ან საქმეში ჩაერია ფორტუნა და წაღმა წასული საქმე უკუღმა შემოატრიალა.
ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ხდება ისიც (და საკმაოდ ხშირადაც), რომ ლოგიკის თვალსაზრისით გამარჯვება ერთს უნდა ხვდეს, 2 ქულა კი მიაქვს იმას, ვინც მთელი თამაშის განმავლობაში განწირულია.
მაგრამ ყოველ ასეთ შემთხვევას არ შეიძლება არ ჰქონდეს კონკრეტული მიზეზი, რომელიც ამ მოულოდნელობას იწვევს.
მოვლენათა მსვლელობის მიხედვით, თბილისის დინამოელებს არ უნდა წაეგოთ მატჩი მოსკოველ თანაკლუბელებთან, მაგრამ გამარჯვება, როგორც იცით, სტუმრებს დარჩათ და ამას აქვს გარკვეული მიზეზი, თანაც რამდენიმე.
დავიწყოთ იმით, რომ თბილისის “დინამო” ახლა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებშედეგიანი კოლექტივია უმაღლეს ლიგაში და ხუთეულშია იმ გუნდებს შორის, რომელთაც გოლები ვერ გააქვთ. გავიდა 11 ტური, თბილისელებმა ოთხ მატჩში საერთოდ ვერ შეძლეს მეტოქეთა კარის აღება, ექვსჯერ თითო ბურთი გაიტანეს და მხოლოდ ერთხელ (“ზენიტთან”) მოახერხეს 2 ბურთის გატანა.
ეს ამბავი რომ შემთხვევითი მოვლენა არაა, ნათლად გამოჩნდა მოსკოვის “დინამოსთან” მატჩში.
პირველი ტაიმი გუნდმა საუცხოოდ ჩაატარა, კოლექტივის ყველა წევრი იბრძოდა ნამდვილი სპორტული თავგანწირვით, მაღალ ტექნიკურ დონეზე, ენერგიულად, დიდი აგრესიით, მაგრამ მარტო აგრესიისა და ტერიტორიული უპირატესობისთვის ფეხბურთში ჯერ არავის დაუწესებია ქულები. რა მოგვცა იმან, რომ მოსკოვის “დინამო” პირველი ტაიმის განმავლობაში დეზორგანიზებული, დაჩაგრული და საკუთარ კარს მიჯაჭვული იყო, ხოლო პილგუი ყოველ წუთს გოლის გაშვების შიშით იყო შეპყრობილი? არაფერი. მოსკოველთა მეკარე იოლად გადაურჩა ამ განგაშს და მისი გუნდიც მშვიდობიანად წავიდა დასასვენებლად.
თბილისელებს ძვირად დაუჯდათ ფიზიკური რესურსების ასეთი “ზეგეგმითი” ხარჯვა პირველ ტაიმში და, როცა თამაში განახლდა, ყველასთვის ცხადი შეიქნა, რომ სტუმრებს გაცილებით მეტი ენერგია და ძალა შერჩათ საბრძოლველად, რომ მეორე ტაიმში მატჩის ბედს გადაწყვეტდა მათი უკეთესი ფიზიკური მომზადება.
მოსკოველებმა მძიმე სიტუაციაში მინდორზე გამოიყვანეს 2 ახალი მოთამაშე — ლარინი და პისკუნოვი. ორივე შეცვლამ წამალივით არგო მათ. პისკუნოვი მაშინვე სრული ძალით ჩაება თამაშში და დიდი დახმარება გაუწია თავის დაღლილ ბარტნიორებს, ლარინის თამაშში ჩართვის იდეა არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენდა: იგი გამოიყვანეს იმიტომ, რომ შესაფერისი მომენტი შეექმნათ მისთვის კარში დასარტყმელად. ლარინს აქვს ეს იარაღი — დისტანციიდან ძლიერი დარტყმა, ამიტომ საჭირო იყო მისი ნეიტრალიზება. თბილისელთაგან არავის მოსვლია აზრად მკაცრი კონტროლის ქვეშ აეყვანა ლარინი (ყოველ შემთხვევაში, ტრიბუნიდან ასე ჩანდა) და არ მიეცა მისთვის კარში დამიზნების საშუალება. ამით მოსკოველმა კარგად ისარგებლა, რამდენიმეჯერ დაარტყა და ერთ-ერთი ცდა 84-ე წუთზე გოლით დაამთავრა. მეორე გოლმა, რომელიც მასპინძელთა დაცვის აშკარა შეცდომის შედეგად გაიტანა კოჟემიაკინმა 87-ე წუთზე, მხოლოდ განამტკიცა სტუმრების გამარჯვება, ვინაიდან დარჩენილ 6-7 წუთში თბილისელები ძნელად თუ შეძლებდნენ იმას, რაც 83 წუთის განმავლობაში ვერ შეძლეს.
ახლა საკითხავია, საჭირო იყო თუ არა ცვლილების მოხდენა ჩვენს გუნდში, რომელიც მეტოქეზე გაცილებით მოქანცული ჩანდა მეორე ტაიმში და ჰაერივით საჭიროებდა ახალ, დასვენებულ მაშველ ძალებს? რა თქმა უნდა, საჭირო იყო. საჭირო იყო, თუნდაც, ლ. ნოდიას შეცვლა. იგი ვერაფერ სარგებელს ვერ აძლევდა კოლექტივს და სისტემატურად აგებდა ბრძოლას, კარგავდა ბურთს. თბილისელთა დასვენებული რეზერვი კი ხელუხლებელი დარჩა და სათადარიგო მოთამაშეები მაყურებელთა რიგში იყვნენ მატჩის დამთავრებამდე.
სიმპტომი იმისა, რომ ძალაშემონახული მოსკოველები შესვენების შემდეგ გარდაქმნიდნენ თამაშს, ცხადად გამოჩნდა პირველი ტაიმის დასასრულს, როცა შტაპოვისა და მასლოვის რეიდების შემდეგ ურუშაძის კართან ზედიზედ შეიქმნა ძალიან სახიფათო მომენტები.
პირველი ტაიმის განმავლობაში თბილისელ მცველებს არაერთხელ მიეცათ ბურთის გატანის რეალური შესაძლებლობა მოპირდაპირე კართან. ეს თამაშის მსვლელობით იყო ნაკარნახევი და გამართლებული, მაგრამ მატჩის დასასრულს, როცა მოსკოველები სრული ძალით ათამაშდნენ, როცა კრიტიკული მომენტები ჩვენს საჯარიმო მოედანზე ხშირად იქმნებოდა, საჭირო იყო უკიდურესი სიფრთხილე და ყურადღებიანობა შემტევი მოწინააღმდეგის მიმართ, ზომიერების დაცვა, რათა ქულა მაინც შეგვენარჩუნებინა. ამის ნაცვლად დაცვა ისევ წინ მიიწევდა, ისევ იერიშისთვის ხელსაყრელ მომენტს ეძებდა, მის ზურგს უკან კი საბედისწერო ამბები ხდებოდა. ეს იყო აშკარა ტაქტიკური წინდაუხედაობა, რომელსაც სავალალო შედეგიც მოჰყვა.
თუ განვიხილავთ მატჩს მთლიანობაში, იგი არ უნდა წაგვეგო, მაგრამ თამაში დეტალებისგან შედგება და, როცა ამ დეტალებში შეცდომას დაუშვებ, წარმატებაზე ფიქრიც ზედმეტია.
ბ. ქორქია.