«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 1:2 (0:1)

«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси) 1:2 (0:1)

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 27.
8 октября 1971 года. 19-30. Москва. Стадион «Динамо». Пасмурно, 9 градусов. 16000 зрителей.
Судьи: В.Алов, Ю.Якобсон, Г.Заломаев (все — Ленинград).
«Динамо» М.: Пильгуй, Штапов, Долбоносов (Козлов, 67), Зыков, Маслов, Аничкин, Байдачный, Сабо, Кожемякин, Маховиков, Еврюжихин (к) (Семин, 46).
«Динамо» Тб.: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Хинчагашвили, Петриашвили, Гавашели, М.Мачаидзе, Кипиани, Гуцаев, Рехвиашвили.
Голы:
0:1 М.Мачаидзе — 08
1:1 Козлов — 70
1:2 Гуцаев — 73
Предупреждение: Хурцилава (грубая игра).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1016)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 9 октября 1971 года:

«ДИНАМО» (МОСКВА) — «ДИНАМО» (ТБИЛИСИ) — 1:2.
«Динамо» (Москва) — «Динамо» (Тбилиси). 1:2 (0:1).
Москва. Стадион «Динамо». 8 октября. Пасмурно. 9 градусов. 16 000 зрителей.
Судьи В. Алов, Ю. Якобсон, Г. Заломаев (все — Ленинград).
«Динамо» (М): Пильгуй, Штапов, Долбоносов (Козлов, 67), Зыков, Маслов, Аничкин, Байдачный, Сабо, Кожемякин, Маховиков, Еврюжихин (Семин, 46).
«Динамо» (Тб): Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Хинчигашвили, Петриашвили, Гавашели, Мачаидзе, Кипиани, Гуцаев, Рехвиашвили.
Голы: Мачаидзе (8), Козлов (70), Гуцаев (73).
Предупрежден Хурцилава.
Дублеры — 0:1. Гол: Кутивадзе.
Первый удар по воротам в матче произвел Хурцилава. Затем Пильгуй лишь проводил глазами мяч, пробитый Рехвиашвили. Мяч, однако, пролетел рядом со стойкой. Еще после двух ударов, которые произвели тбилисцы с дальних дистанций, мяч отскакивал в поле. Наконец, Мачаидзе, находившийся в штрафной площади москвичей, переправил мяч в противоположный от Пильгуя угол — 1:0.
Москвичи сразу же бросились отыгрываться и создали несколько острых моментов у ворот гостей. Но мяч пролетал или выше, или в сторону от ворот.
Впереди у тбилисцев действовала тройка нападающих, которых московские зрители еще почти не знают. Справа молодой Гуцаев, в центре Рехвиашвили (оба они еще недавно выступали за команду «Рустави»), а слева, Кипиани. У москвичей также играла тройка форвардов — Байдачный, Кожемякин и Еврюжихин. Но если нападающие тбилисцев все время находились в движении, то у москвичей Кожемякин при потере мяча занимал пассивную позицию. Вскоре его примеру последовал и Еврюжихин. Не удивительно, что он был заменен.
Выход Семина помог москвичам захватить инициативу. На 46-й минуте после единоборства Кожемякина с Хурцилавой мяч отскочил к Маховикову, а тот промахнулся из выгоднейшего положения.
Москвичи усилили свою атакующую линию Козловым. И после углового Козлов, опередив своего опекуна, в красивом броске головой направил мяч в угол ворот гостей.
Но при первой же контратаке тбилисцев Гуцаев получил хорошую передачу от Гавашели и установил окончательный счет в этом матче.
А. ЛЕОНТЬЕВ, мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 10 октября 1971 года:

ფენიქსისებრ აღორძინებული…
მოსკოვი. “დინამოს” სტადიონი. 8 ოქტომბერი.
“დინამო” (მოსკოვი) — “დინამო” (თბილისი) — 1:2 (0:1).
მოსკოვი: პილგუი, შტაპოვი, დოლბონოსოვი (კოზლოვი), ზიკოვი, მასლოვი, ანიჩკინი, ბაიდაჩნი, საბო, კოჟემიაკინი, მახოვიკოვი, ევრიუჟიხინი (სიომინი).
თბილისი: სტეფანია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, პეტრიაშვილი, გავაშელი, მ. მაჩაიძე, ყიფიანი, გუცაევი, ფ. რეხვიაშვილი.
მსაჯი: ვ. ალოვი (ლენინგრადი).
დუბლიორები — 1:0 თბილისელთა სასარგებლოდ.
ფეხბურთის მოყვარულებთან ბოდიშს მოვიხდი ამ პოეტური, ცოტა არ იყოს ლირიკული სათაურისთვის, მაგრამ სწორედ ფენიქსისებრ აღორძინება უნდა ვუწოდო იმ სასიხარულო და მკვეთრ რუნესანსს, რომელიც თბილისის “დინამოში” მოხდა სულ ცოტა ხანში — ორიოდე თვის მანძილზე.
თბილისის “დინამოს” საბჭოთა ფეხბურთში საგანგებო ადგილი უჭირავს. ბორის პაიჭაძიდან და ალექსანდრე დოროხოვიდან, მოყოლებული, დღემდე ჩვენ მუდამ უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებდა თბილისელთა შესანიშნავი თამაში, ფილიგრანული ტექნიკა, მათი ცალკეული ფეხბურთელების ჭეშმარიტი ვირტუოზობა.
ჩავარდნები უწინაც ჰქონია ამ თავისებურ, ამოუცნობ გუნდს, ამიტომ, მართალი რომ გითხრათ, მე გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიმიცია “არარატთან”, ცსკა-სთან და “ფახთაქორთან” განცდილი დამარცხებებისთვის. ამაზე გაცილებით უფრო შემაშფოთებელი და დასაფიქრებელი იყო ის დუნე, უტემპო, ინერტული თამაში, რომელსაც დინამოელები ეჩვეოდნენ ბოლო ხანს, ეს კრიზისი, საბედნიეროდ, მხოლოდ ხანმოკლე დასანანი ეპიზოდი გამოდგა ამ გუნდის მდიდარ ბიოგრაფიაში.
რა მოხდა, რა იყო თბილისელთა ასეთი მეტამორფოზების მიზეზი? ეს არ წარმოადგენს სარეცენზიო წერილის საგანს და უცხო კაცი ვერც გაერკვევა მასში, მაგრამ, ჩვენ, ესე იგი “უცხოები”, დიდი სიამოვნებით ვადევნებდით თვალს 8 ოქტომბერს თბილისელთა განახლებულ გუნდს, მაღალკვალიფიციურ, ბრძოლისუნარიან, ოსტატურ თამაშს, ახალგაზრდების ნავარდს (მე ასეთ შეფასებას ვაძლევ მათ)…
თბილისის “დინამოს” ახლა სრულიად განახლებული თავდასხმის ხაზი ჰყავს — გუცაევი, ყიფიანი, ფ. რეხვიაშვილი. რამდენადაც ვიცი, ეს სულ ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, ჭაბუკები, რომლებიც მხოლოდ იდგამენ ფეხს დიდ ფეხბურთში და ნამდვილი თამაში, ნამდვილი დაოსტატება წინა აქვთ. ამ ჭაბუკებმა პირდაპირ მოგვხიბლეს. აიღეთ, თუნდაც, გუცაევი. მის წინააღმდეგ ზიკოვი თამაშობდა. ზიკოვი გამოცდილი, მრავლის მნახველი, ბევრ ბრძოლაში გამობრძმედილი მცველია და გუცაევის მსგავსი უთვალავი უნახავს მინდორზე. მაგრამ გუცევმა იგი, როგორც მცველი, მოსპო ამ მატჩში. გაიხსენეთ ფინტების რა კასკადს ქმნიდა იგი თამაშში, რა სიმსუბუქით სძლევდა მეტოქეებსა და მანძილსაც. ან ყიფიანი. მოდი და გაერკვიე, როდის, რა მომენტში რას გააკეთებს იგი, რა გაგრძელებას იპოვის, რა დროს “გაისვრის” კარისკენ!
წარმოიდგინეთ თამაში ფ. რეხვიაშვილის წინააღმდეგ. მისი უშრეტი ენერგია, აგრესიულობა, შეტევის სიმძლავრე სისტემატური საფრთხის წინაშე აგდებდა მოსკოველთა კარს.
თბილისელები მუდამ გამოირჩეოდნენ პირველხარისხოვანი მეკარეებით და ახლა, ვგონებ, ამ პლეადას ღირსეული მემკვიდრე გამოუჩნდა სტეფანიას სახით. საქმე მხოლოდ იმ ბუნებრივ მონაცემებში და რეაქციაში როდია, რომლებიც ახალგაზრდა მეკარეს ახასიათებს. მთავარია, რომ სტეფანია თამაშში ერკვევა, არ კარგავს ორიენტაციას მაშინ, როცა აკრობატული ნახტომი კი არ შველის საქმეს, არამედ ნერვების სიმტკიცე, ადგილის შერჩევა, მცველებთან გონივრული ურთიერთმოქმედება, მეტოქის შემდგომი სვლის გამოცნობა.
ეს არ იყო იოლი მატჩი სტუმრებისთვის. მეორე ტაიმში დროდადრო მათ ძალზე უჭირდათ და ხურცილავასა და ჭელიძის სტაბილური ოსტატობა, ძოძუაშვილისა და ხინჩაგაშვილის მოფიქრებული თამაში, პეტრიაშვილისა და გავაშელის დიდი ბრძოლისუნარიანობა რომ არა, საკითხავია, როგორ წავიდოდა საქმე. ცალკე გამოვყოფ მაჩაიძეს, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უძლიერესი ნახევარმცველია ახლა ჩვენში.
მატჩის პირველივე წუთებმა ცხადყო, რომ რაიმე შეღავათზე ფიქრიც ზედმეტი იყო.
საგოლე მომენტი შეიქმნა მაშინვე გუცაევისა და რეხვიაშვილის კომბინაციის შედეგად, მე-9 წუთზე კი თბილისელები გახარებული გამორბოდნენ ცენტრისკენ. მაჩაიძემ შორიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა, ბურთმა გაკენწლა რომელიღაც მოსკოველი მცველი და გასცდა პილგუის მოგვიანებულ ნახტომს — 1:0.
დაძაბული ბრძოლა ტაიმის დასასრულამდე არ შემწყდარა. ორივე მხარეს ბევრი კრიტიკული მომენტი შეიქმნა, რეხვიაშვილმა “ცალი ფეხით” ვერ მიუსწრო მაჩაიძის საუცხოო გადაცემას კარის წინ, ყიფიანის დარტყმა ასცდა კარს, როცა პილგუი აქ არ იყო.
შესვენების შემდეგ ტერიტორიული უპირატესობა მოსკოველებს ჰქონდათ.
სტუმრების დაცვამ და მეკარემ დიდი ბრძოლა გადაიტანეს, მაგრამ საპასუხო გოლს მაინც ვერ გადაურჩნენ. 70-ე წუთზე ბაიდაჩნიმ კუთხური მიაწოდა, კოზლოვი შესანიშნავ ნახტომში მისწვდა თავით ბურთს და ბადეში გაგზავნა იგი. ძალზე ლამაზი გოლი იყო!
ვინ იცის, რამდენჯერ გვინახავს თბილისელები ასეთ დროს აბნეულნი და უინიციატივონი, მაგრამ ახლა არაფერი ამის მსგავსი. მარცხს, ძლიერი იერიში მოჰყვა, ყიფიანმა 73-ე წუთზე შეასრულა დრიბლინგი, რომელსაც მოსკოველთა მცველებმა ვერაფერი გაუგეს, და რთულ სიტუაციაში გადასცა ბურთი გუცაევს. ეს უკანასკნელი ორ მცველს შუა სწრაფად გავიდა წინ და ზუსტად დაარტყა შორეულ კუთხეში — 2:1.
თბილისელებმა დაამარცხეს თავიანთი ტრადიციულად ყველაზე ძნელი მეტოქე, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია მათი გამარჯვებისა. მთავარია, რომ ეს გუნდი — თბილისის “დინამო” დაუბრუნდა “თავის თავს”, მთავარია, რომ ჩვენს ფეხბურთს კვლავ ავანგარდში ჰყავს ეს შესანიშნავი კოლექტივი.
ვ. პავლოვი. (ტელეფონით, ჩვენი კორ.).