«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси) 0:1 (0:1)

«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси) 0:1 (0:1)

Чемпионат СССР 1971 года. Высшая лига. Матч № 25.
14 сентября 1971 года. 19-00. Ереван. Стадион «Раздан». 70000 зрителей.
Судьи: В.Самолазов, В.Искра, К.Аджасманов (все — Ростов-на-Дону).
«Арарат»: А.Абрамян, Овсепян, Ф.Абрамян (Мартиросян, 40), Коваленко, Месропян, Андреасян, Бондаренко (Арутюнян, 75), Иштоян, Маркаров, Заназанян (к), Казарян.
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава (к), Хинчагашвили, Петриашвили, Мчедлишвили, М.Мачаидзе, Кипиани, Гуцаев (Гавашели, 60), Рехвиашвили.
Гол:
0:1 М.Мачаидзе — 07
Предупреждение: Арутюнян (опасное нападение на вратаря).

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ (ГАРФ, Фонд 7576, Опись 31, Дело 1016)

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 16 сентября 1971 года:

«АРАРАТ» — «ДИНАМО»(ТБИЛИСИ) — 0:1.
«Арарат» (Ереван) — «Динамо» (Тбилиси). 0:1 (0:1).
Ереван. Стадион «Раздан». 70 000 зрителей. 14 сентября. Ясно. 35 градусов.
Судьи В. Самолазов, В. Искра, К. Аджасманов (все — Ростов-на-Дону).
«Арарат»: А. Абрамян, Овсепян, Ф. Абрамян (Мартиросян, 40), Коваленко, Месропян, Андриасян, Бондаренко (Э. Арутюнян, 75), Иштоян, Маркаров, О. Заназанян, Казарян.
«Динамо»: Степания, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Хинчагашвили, Петриашвили, Мчедлишвили, М. Мачаидзе, Кипиани, Гуцаев (Гавашели, 60), П. Рехвиашвили.
Гол: Мачаидзе (7).
Предупрежден Э. Арутюнов.
Дублеры — 4:0. Голы: Л. Заназанян, Э. Арутюнян, Сафаров, Яблокян.
Секундная стрелка не успела закончить второй оборот, а обе команды создали уже по два острых момента. Комбинации тбилисцев были продуманнее и острее. Кипиани и Рехвиашвили без особого труда просачивались сквозь оборону ереванцев и выходили на ударные позиции. Защитники «Арарата», чересчур, как мне показалось, уверенные в себе, разрешали тбилисцам принимать мяч, без помех обрабатывать его и лишь после этого включались в борьбу. Расплата наступила быстро. Кипиани обвел трех защитников и отбросил мяч набегавшему Мачаидзе. Удар динамовца был точен.
Араратовцы, в свою очередь, пошли в атаку. И тут выяснилось, что Казарян, Иштоян и Маркаров не могут переиграть своих опекунов. В борьбе за мяч гости, как правило, выходили победителями. Происходило это по той простой причине, что араратовцы медленнее развивали наступление. Гости успевали сгруппироваться, собрать в обороне восемьдевять человек и спокойно отразите угрозу, Не случайно из шести ударов по воротам тбилисцев, пробитых в первые полчаса, пять — на счету защитников.
Пожалуй, лишь дважды за весь тайм ереванцы могли сравнять счет. В первом случае сильнейший удар Маркарова пришелся в перекладину. А затем бомбардир ереванцев, выйдя один на один со Степания, замешкался, и вратарь успел отразить угрозу. Тбилисцы, между тем могли увеличить счет. На 35-й минуте Мчедлишвили издали пробил по воротам. Мяч попал в штангУ и отскочил к Гуцаеву. Казалось, быть голу, но штанга вновь спасла «Арарат».
Второй тайм начался хорошо подготовленными острыми атаками хозяев поля. Но после того, как дважды послали мяч «за молоком» Казарян и Маркаров, араратовцы «вспомнили» про навал. Вперед пошла вся команда. Однако, странное дело, острых моментов больше не возникло. А вот тбилисцы изредка, но очень опасно контратаковали. Лишь удачная игра А. Абрамяна спасла ереванцев от неминуемого гола.
Чем можно объяснить неудачу «Арарата»? На мой взгляд, в этом поединке ереванцы злоупотребляли индивидуальной игрой. Но дело не только в этом.
…До окончания чемпионата еще далеко, однако возникло такое ощущение, будто ереванцы преждевременно почувствовали себя призерами. Хочу в связи с этим на помнить прошлогоднюю ситуацию. Тогда «Арарат» на финише потерял,выступая на своем поле, семь очков из восьми, в результате чего с шестого места скатился на 13-е…
Р. МАТЕВОСЯН, мастер спорта.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 16 сентября 1971 года:

თავდაუზოგავად, აზრიანად…
ერევანი. “რაზდანის” სტადიონი. 14 სექტემბერი.
“არარატი” (ერევანი) — “დინამო” (თბილისი) — 0:1 (0:1).
“არარატი”: ა. აბრამიანი, ოვსეპიანი, ფ. აბრამიანი (მარტიროსიანი), კოვალენკო, მესროფიანი, ანდრიასიანი, ბონდარენკო (არუთინიანი), იშტოიანი, მარქაროვი, ზანაზანიანი, კაზარიანი.
“დინამო”: სტეფანია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, პეტრიაშვილი, მჭედლიშვილი, მაჩაიძე, ყიფიანი, გუცაევი (გავაშელი), ფ. რეხვიაშვილი.
მსაჯი: ვ. სამოლაზოვი (დონის როსტოვი).
დუბლიორები — 4:0 “არარატის” სასარგებლოდ.
ერევნელთა 75000-ადგილიანმა სტადიონმა თითქმის 100.000 მაყურებელი დაიტია! ეს მოწმობს, რა უზომო ინტერესი გამოიწვია ამ მატჩმა ფეხბურთის ქომაგებში.
არცაა გასაკვირი, წლეულს “არარატი” განსაკუთრებით კარგად თამაშობს და ჩემპიონატის მთელ მანძილზე გათამაშების ლიდერთა სამეულშია. ამ მატჩამდე წლევანდელ სეზონში ეს გუნდები 3-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. “დინამომ” ერთი მატჩი ფრედ დაამთავრა (0:0), ერთი მოიგო (2:1) და ერთიც წააგო (0:4). აღსანიშნავია, რომ პირველი ორი შეხვედრა გაიმართა საკავშირო თასის გათამაშების პროგრამით, ხოლო მესამე — სსრ კავშირის ჩემპიონატის განრიგით.
ამჯერად თბილისელებმა გაიმარჯვეს და წლევანდელ სეზონში მოგებული მატჩებით სასწორი მათს მხარეზე გადაიხარა. აღსანიშნავია, რომ “რაზდანის” ამ ახალ და დიდებულ სტადიონზე ერევნელებს ჯერ მარცხის სიმწარე არ უწვნევიათ.
მივყვეთ თამაშის მსვლელობას. მატჩის დასაწყისიდანვე სტუმრებმა შეტევითი ტაქტიკა აირჩიეს და მისთვის ტაიმის ბოლომდე არ უღალატიათ. მართალია, შეუნელებელმა იერიშებმა მათ მხოლოდ წარმატება ერთხელ მოუტანა, მაგრამ ეს გახლდათ ნიშანი, რომ დინამოელები სერიოზულად იყვნენ განწყობილი უშეღავათო ბრძოლისთვის და სრულიადაც არ აპირებდნენ დანებებას. ერევნელებს ბევრი საზრუნავი ჰქონდათ დაცვაში და ამიტომ მათი ამოცანა გახლდათ ძირითადად კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის მიემართათ. მატჩის ის ერთადერთი გოლი კი ერევნელთა კარში გავიდა თამაშის მე-7 წუთზე, როცა მინდვრის შუა ნაწილიდან სწრაფი რეიდი წამოიწყო მაჩაიძემ. მან მაღალი სისწრაფით გადალახა ყველა ზღუდე და ერევნელთა საჯარიმო მოედნის მარჯვენა მხრიდან ძლიერი დარტყმით გოლი გაიტანა.
ვიმეორებთ, თბილისელები I ტაიმში დიდხანს და ერთობ სახიფათოდ უტევდნენ “არარატის” კარს. მათგან ერთ-ერთი შეტევა ნაღდი გოლით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ჯერ მჭედლიშვილის ძლიერი დარტყმის შემდეგ იხსნა ერევნელთა კარი ძელმა, ხოლო შემდეგ, როცა გუცაევმა მიუსწრო საჯარიმო მოედანზე დაბრუნებულ ბურთს, კვლავ ძელმა გადარაზა ბადისკენ მიმავალი გზა. ეს საგოლე მომენტი მნახველებს ალბათ დიდხანს ეყოფათ სალაპარაკოდ და აღტაცების საგნად.
აღსანიშნავია, რომ მანამდე თბილისელთა კარიც ძელმა იხსნა: ბურთი “დინამოს” კარისკენ მარქაროვმა გაგზავნა. კიდევ იყო მომენტი, როცა იგივე მარქაროვი სახიფათოდ გადიოდა მეკარე სტეფანიას პირისპირ და კარის აღებას არაფერი უკლდა, მაგრამ მეკარემ იმარჯვა და საშიშროება უვნებელყო.
შესვენების შემდეგ შეტევის სადავეები მასპინძლებმა მთლიანად იგდეს ხელთ.
თბილისელებმა დათმეს მინდვრის შუა ნაწილი, ხშირად უხდებოდათ საკუთარი კარის მისადგომების უშიშროებისთვის ზრუნვა და მათმა იერიშებმა ეპიზოდური ხასიათი მიიღო. ერევნელთა შტურმი სულ უფრო ძლიერდებოდა, მაგრამ მეკარე სტეფანია კარგად თამაშობდა. დინამოელთა ეს ახალგაზრდა მეკარე მატჩის ნამდვილი გმირი იყო. არანაკლები ჯაფა დაადგათ დინამოელთა მცველებს.
ჩვენ ვთქვით, რომ შესვენების შემდეგ თბილისელები ეპიზოდურად უტევდნენ ერევნელთა კარს. ეს კონტრიერიშები ყოველთვის სახიფათო და აზრიანი იყო, თუმცა ანგარიშის გაზრდა მაინც ვერ მოხერხდა.
მატჩის სანახაობრივ მხარეს ჩრდილო მიაყენა მსაჯის ვ. სამოლაზოვის მიუტევებელმა მეცდომებმა. სწორედ მისი მიზეზით, საინტერესო შეხვედრამ ზედმეტად დაძაბული ხასიათი მიიღო და მოთამაშეებშიც ნერვიული ატმოსფერო შექმნა.
საკმარისია ითქვას, რომ თბილისელთაგან 4 მოთამაშეს (ძოძუაშვილს, ყიფიანს, პეტრიაშვილს და რეხვიაშვილს) დასჭირდათ საექიმო დახმარება. ამგვარად, სულ ცოტა, 8 წუთის განმავლობაში “დინამო” მინდორზე ათკაციანი შემადგენლობით თამაშობდა, ბოლოს, აკრძალული ილეთით გაუმასპინძლდნენ სტეფანიასაც. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიჩინა მსაჯმა სიმკაცრე და ანდრიასიანი გააფრთხილა.
საფინალო სასტვენის მერე ნერვიულობა დაცხრა. თბილისელმა და ერევნელმა ფეხბურთელებმა მეგობრულად დატოვეს მინდორი.
(ტელეფონით, ჩვენი სპეც. კორ.).