«Шахтер» (Донецк) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (0:0)

«Шахтер» (Донецк) — «Динамо» (Тбилиси) 1:1 (0:0)

Чемпионат СССР 1970 года. Класс «А». Высшая группа. Матч № 07.
18 апреля 1970 года. 14-00. Донецк. Центральный стадион «Шахтер». 18000 зрителей.
Судьи: В.Липатов, С.Беляев, Н.Болотников (все — Москва).
«Шахтер»: Дегтерев, Поллак, Попов, Дрозденко, Пьяных, Григорьев, Пилипчук (к), Бильдюк, Жуков (Дудинский, 46), Евсеенко, Козинкевич (Яремченко, 73).
«Динамо»: С.Котрикадзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Хинчагашвили, Петриашвили, Кутивадзе, Асатиани, Метревели (к), Г.Нодия, Л.Нодия.
Голы:
0:1 Г.Нодия — 52
1:1 Пилипчук — 82

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ - не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 19 апреля 1970 года:

Когда прошел дождь.
«Шахтер» (Донецк) — «Динамо» (Тбилиси). 1:1 (0:0).
Донецк. Стадион «Шахтер». 18 000 зрителей.
18 апреля. Дождь. 10 градусов.
Судьи В. Липатов, С. Беляев, Н. Болотников (все — Москва).
«Шахтер»: Дегтярев, Поллак, Попов, Дрозденко, Григорьев, Пилипчук, Бильдюк, Жуков (Дудинский, 46), Евсеенко, Козинкевич (Яремченко, 73).
«Динамо»: Котрикадзе, Дзодзуашвили, Челидзе, Хурцилава, Хинчикашвили, Петриашвили, Кутивадзе, Асатиани, Метревели, Г. Нодия, Л. Нодия,
Голы: Г. Нодия (52), Пилипчук (82).
Дублеры — 5:0. Голы: Орлов (2), Захаров (2), Грубчак.
Зарядивший перед матчем дождь, безусловно, отразился на установках тренеров. Видимо, они совпали, ибо, боясь ударов с дальних позиций, полузащитники обеих команд не позволяли своим визави приблизиться к штрафной площадке, а сами о большем и не помышляли. Игра переместилась в середину поля, приняла монотонный характер. Попытки форвардов горняков играть длинным пасом ничего реального не принесли.
В перерыве дождь прекратился, и второй тайм доставил больше удовольствия. Оживились хавбеки тбилисцев, особенно Петриашвили. Используя техническое превосходство, гости захватили инициативу.
Правда, Метревели ничего не мог поделать с юным Пьяных и в поисках счастья перемещался по фронту атаки. Зато Г. Нодия заслужил аплодисменты. На 52-й минуте мяч после комбинаций Асатиани — Л. Нодия был послан во вратарскую площадку. Гиви Нодия принял его на голову и, словно жонглер, «положил» мяч в верхний угол ворот. Еще через несколько минут он же, отобрав мяч у вратаря, прокинул его вдоль ворот, но Кутивадзе пробил мимо.
Горняки нашли в себе силы переломить ход игры. Не последнюю роль в этом сыграл вышедший на поле еще один дебютант — Дудинский. За восемь минут до конца он в паре с Пьяных, обыграв двух защитников, прострелил вдоль линии штрафной площади. Хинчикашвили, игравший до этого весьма уверенно, пропустил мяч на Пилипчука, и удар капитана хозяев был неотразим.
М. Левицкий.
(Наш обществ. корр.).
Донецк.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 21 апреля 1970 года:

სულ რაღაც 4 წამი…
დონეცკი. “შახტიორის” სტადიონი. 18 აპრილი.
“შახტიორი” (დონეცკი) — “დინამო” (თბილისი) — 1:1 (0:0).
“შახტიორი”: დეგტიარიოვი, პოლაკი, პოპოვი, დროზდენკო, პიანიხი, გრიგორიევი, პოლიპჩუკი, ბოლდიუკი, ჟუკოვი (დუდინსკი), ევსეენკო, კოზინკევიჩი (იარემჩენკო).
“დინამო”: კოტრიკაძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩიკაშვილი, პეტრიაშვილი, კუტივაძე, ასათიანი, მეტრეველი, გ. ნოდია, ლ. ნოდია.
მსაჯი: ვ. ლიპატოვი (მოსკოვი).
დუბლიორები — 5:0 “შახტიორის” სასარგებლოდ. ბურთები გაიტანეს ორლოვმა (2), ზახაროვმა (2), გრუბჩაკმა.
თბილისის “დინამოს” ტრადიციულად არ გამოსდის თამაში დონეცკში. ასე იყო უწინ, ასეა ახლაც. ვინ იცის, რამდენჯერ წაუფორხილებიათ თბილისელებს დონეცკში, როცა საუკეთესო სატურნირო მდგომარეობა ჰქონდათ. განვლილ შეხვედრაში საქმეს ისიც ართულებდა, რომ მეშახტეთა ქალაქში 18 აპრილს გადაუღებლად წვიმდა და ატალახებული მინდორი უპირველესად დინამოელებს უშლიდა ხელს, რომლებიც მასპინძლებზე უფრო ტექნიკურად და სწრაფად თამაშობენ.
ინიციატივა თავიდანვე დინამოელებმა აიღეს ხელთ. ბურთის გატანის შესაძლებლობა მიეცათ გ. და ლ. ნოდიებს. შორიდან რამდენიმეჯერ დაარტყეს კუტივაძემ და პეტრიაშვილმა, მაგრამ ბურთი მიზანს სცდებოდა. “შახტიორი” უმთავრესად კონტრიერიშებზე აგებდა თამაშს, სადაც განსაკუთრებით გამოირჩეოდა პოლიპჩუკი.
მაღალ ტემპში მიმდინარეობდა მეორე ტაიმიც. 52-ე წუთზე ასათიანმა კარგი კომბინაცია გაითამაშა ლ. ნოდიასთან, ამ უკანასკნელმა ცენტრში მიაწოდა თავის ძმას და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა — 1:0.
ამ წარმატებას კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი მოჰყვა, მაგრამ დონეცკელებმა შეძლეს მათი მოგერიება და შემდეგ ინიციატივამაც მათ მხარეს გადაინაცვლა. აქ თავი გამოიჩინა დინამოელთა მეკარემ ს. კოტრიკაძემ. იგი სულ ახლახან საზეიმოდ გაცილეს, მაგრამ ვინაიდან ურუშაძე ერთ-ერთ ვარჯიშზე საკმაოდ სერიოზულად დაშავდა, მისი შემცვლელი არ აღმოჩნდა და მწვრთნელებმა მეკარის საპასუხისმგებლო პოსტი ისევ კოტრიკაძეს მიანდეს და, უნდა ითქვას, რომ ვეტერანმა იმედი გაამართლა.
მატჩის დასასრულს უახლოვდებოდა და მასპინძლები სულ უფრო აძლიერებდნენ იერიშებს. 82-ე წუთზე ხინჩიკაშვილი თავის საჯარიმო მოედანზე შეცდა, რის შედეგადაც კართან ახლოს უმეთვალყუროდ დარჩა პილიპჩუკი. მან ზუსტად გამოიყენა მომენტი — 1:1.
ორიოდე წუთის შემდეგ დეგტიარიოვმა მოიგერია ძნელი ბურთი, კიდევ ცოტა ხანი და კუტივაძემ დაკარგა გოლის გატანის საუკეთესო შანსი.
დინამოელთა ერთ-ერთი იერიშისას ლ. ნოდიამ მეტოქეს ბურთი წაართვა და კარში გაგზავნა. ვ. ლიპატოვმა არ ჩათვალა გოლი და როცა თბილისელებმა მას საამისო განმარტება მოსთხოვეს, მსაჯმა მათ აჩვენა თავისი წამმზომი, რომელზეც 90 წუთს 4 წამი იყო გადაცილებული…
ნ. ჩხატარაშვილი, სსრ კავშირის დამსახურებული მწვრთნელი.
(ჩვენი სპეც. კორ.).