«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Кутаиси) 2:0 (1:0)

Чемпионат СССР 1970 года. Класс «А». Высшая группа. Матч № 09.
2 мая 1970 года. 18-30. Тбилиси. Стадион «Локомотив». 29 градусов. 15000 зрителей.
Судьи: Г.Багдасаров, Э.Бакунович, Г.Дараселия (все — Ташкент).
«Динамо»: Степания, Кантеладзе, Рехвиашвили, Челидзе, Хинчагашвили, Петриашвили (к), Кутивадзе, Илиади, Мчедлишвили, Гавашели, Л.Нодия.
«Торпедо»: Гогия, Чхаидзе, Цверава, Шергелашвили, Чохонелидзе, Окропирашвили, Еркомаишвили (С.Коридзе, 59), Анфимиади (Аситашвили, 59), Векуа, Херхадзе (к), Кикава.
Голы:
1:0 Кутивадзе — 35
2:0 Рехвиашвили — 60

ОФИЦИАЛЬНЫЙ СУДЕЙСКИЙ ПРОТОКОЛ — не сохранился.

ОТЧЕТЫ ПРЕССЫ:

Советский спортლელო (Лело)

Газета «Советский спорт» (Москва) от 5 мая 1970 года:

Атаки без блеска.
«Динамо» (Тбилиси) — «Торпедо» (Кутаиси). 2:0 (1:0).
Тбилиси. Стадион «Локомотив». 15 000 зрителей.
2 мая. 29 градусов.
Судьи Г. Багдасаров, Э. Бакунович. Г. Дараселия (все — Ташкент).
«Динамо»: Степания, Кантеладзе, Рехвиашвили, Челидзе, Хинчикашвили, Петриашвили, Кутивадзе, Илиади, Мчедлишвили, Гавашели, Л. Нодия.
«Торпедо»: Гогия, Чхеидзе, Цверава, Шергелашвили, Чохонелидзе, Окропирашвили, Еркомаишвили (Коридзе, 59), Анфимиади (Аситашвили, 69), Векуа, Херхадзе, Кикава.
Голы: Кутивадзе (35), Рехвиашвили (60).
Дублеры — 0:2. Голы: Аситашвили (2).
Хотя тбилисцы выиграли встречу, команда лишь отдаленно напоминала слаженный и мощный стартовый ансамбль.
Потери в обороне (если не считать выбывших из-за травм вратарей) оказались не так ощутимы: надежно играющий Челидзе умело руководил партнерами.
А вот в средней и особенно передней линиях команда с уходом лидеров многое утратила. Гавашели, долгое время просидевший в запасе, пока не нашел себя, а Леван Нодия, лишившийся сразу постоянных партнеров, уже не так активен и опасен. Поддержать и повести за собой дебютанта Мчедлишвили ему не удалось.
Не случайно оба мяча были забиты без участия форвардов. Кутивадзе открыл счет со штрафного, послав мяч поверх «стенки» под перекладину метров с 35. Рехвиашвили тоже неожиданно издалека поразил цель.
В матчах с динамовцами Москвы и бакинским «Нефтчи» торпедовцы оставили весьма приятное впечатление, хотя их форварды не забили тогда ни одного гола. Но возможности для этого они создавали.
В нынешнем матче у них и свободы действия и шансов для взятия ворот было меньше. В игре опытного Векуа, быстрого результативного Херхадзе и техничного Кикава немало сильных сторон. Но пока нападающие «Торпедо» действуют разрозненно.
В матчах динамовцев Тбилиси с торпедовцами Кутаиси тон всегда задают форварды. Это делает их поединки зрелищно привлекательными. На сей раз верх взяли защитники. Лишь однажды Нодия удалось пробить в ближний угол (Гогия отвел на угловой), и Херхадзе, перехвативший прострел Векуа, попал прямо во вратаря.
Г. Акопов.

Газета «ლელო» («Лело», Тбилиси) от 5 мая 1970 года:

ორი შორეული დარტყმა.
თბილისი. “ლოკომოტივის” სტადიონი. 2 მაისი.
“დინამო” (თბილისი) – “ტორპედო” (ქუთაისი) – 2:0 (1:0).
“დინამო”: სტეფანია, კანთელაძე, რეხვიაშვილი, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, პეტრიაშვილი, კუტივაძე, ილიადი, მჭედლიშვილი, გავაშელი, ლ. ნოდია.
“ტორპედო”: გოგია, ჩხაიძე, წვერავა, ჭოხონელიძე, შერგელაშვილი, ოქროპირაშვილი, ერქომაიშვილი (ასიტაშვილი), ანფიმიადი (ქორიძე), ვეკუა, ხერხაძე, ქიქავა.
მსაჯი: გ. ბაღდასაროვი (ტაშკენტი).
დუბლიორები – 2:0 “ტორპედოს” სასარგებლოდ. ორივე გოლი გაიტანა ასიტაშვილმა.
მაყურებელთა საყოველთაო ინტერესს იწვევდა ორივე გუნდის მეკარეთა თამაში. გოგიას თბილისელი გულშემატკივრები დინამოელთა შემადგენლობაში შარშანდელი გამოსვლებით იცნობენ.
მაგრამ ერთია, როცა ახალგაზრდა სპორტსმენი დუბლიორთა რიგებში თამაშობს, ხოლო სულ სხვაა, როცა იგი დიდ ასპარეზზე გამოვა და ძირითადი გუნდის პრესტიჟს იცავს. წლეულს გოგიამ საუკეთესოდ ჩაატარა რამდენიმე მატჩი და ტორპედოელთა წარმატებაში გარკვეული წვლილიც აქვს შეტანილი.
რაც შეეხება სტეფანიას, თბილისის “დინამოს” კარი მას ანდეს იმიტომ, რომ გუნდის ძირითადი მეკარეები ურუშაძე და კოტრიკაძე დაშავდნენ და საჭირო გახდა მეკარის მოწვევა გორის “დილიდან”.
და მაყურებელმა უკვე მატჩის დაწყებიდან ათიოდე წუთის შემდეგ იხილა ორივე ახალგაზრდა მეკარის შესანიშნავი მონაცემები, დიდი პოტენციური შესაძლებლობანი. ლაპარაკია არა მეკარის ტაქტიკურად სწორ, დაკვირვებულ თამაშზე, რაც ჩვეულებრივ წლებსა და გამოცდილებას მოაქვს, არამედ კარის დარაჯის სპეციფიკურ მონაცემებზე, სისწრაფეზე, რეაქციაზე, გაბედულებაზე და ა.შ. სტეფანიამ ერქომაიშვილისა და ხერხაძისგან, ხოლო გოგიამ – გავაშელისა და ნიდიასაგან ბურთები ისეთი ნახტომებით აიღეს, რომ ტრიბუნების ხანგრძლივი ტაში დაიმსახურეს. რა გვეთქმის მადლობის მეტი, თუ ჩვენს გუნდებს პირველხარისხოვანი მეკარეები გაეზრდებათ.
პირველი ტაიმი საკმაოდ უფერულად მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც ზევით მოგახსენეთ, მეკარეებს უსაქმობა არ აწუხებდათ. ანგარიში გაიხსნა 35-ე წუთზე. ტორპედოელებმა წესი დაარღვიეს და მათს კარში დაახლოებით 20 მეტრის მანძილიდან დაინიშნა საჯარიმო. კუტივაძის დარტყმულმა ბურთმა უდიდესი ძალით გადაუქროლა კედელს და როცა გოგიამ მას თვალი მოჰკრა, უკვე გვიან იყო.
შესვენების შემდეგ თამაში გაცილებით საინტერესო გახდა. ქუთაისელებმა ტემპს მოუმატეს, თავდამსხმელებმა რამდენიმე კარგი კომბინაცია წამოიწყეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში, მეტოქის საჯარიმო მოედანზე, ისინი უზუსტოდ თამაშობდნენ და კარგავდნენ ბურთს. ამას გარდა, შეტევას ჩამორჩებოდნენ ნახევარმცველები.
მიმდინარეობდა მატჩის 59-ე წუთი. შუა მინდორზე ბურთი რეხვიაშვილს ჩაუვარდა. სავსებით მოულოდნელად, როცა იმ ზონაში ჩვეულებრივ კომბინაციას იწყებენ ხოლმე, რეხვიაშვილმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ძლიერად დაარტყა კარში. გოგია სახტად დარჩა და ბურთი ვერ მოიგერია.
რ. ქორიძე.